მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 289 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ყვავილები უხსოვარი დროიდან სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. შეიძლება არც ისე ძვირი ღირდეს (მით უმეტეს, სეზონზე), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ ქმარი იშვიათად ყიდულობს თუნდაც ნარცისების კონას, მას ისეთივე ფასი ედება, როგორიც ორქიდეებსა და ედელვეისებს, დრუბლებში გახვეულ ალპურ მწვერვალებზე რომ ხარობენ.

რატომ ვუცდით, როდის დაწვება ცოლი საავადმყოფოში, განა ხვალვე არ შეიძლება რამდენიმე ცალი ვარდის ყიდვა? თქვენ ხომ გიყვართ ექსპერიმენტები. არ გაინტერესებთ, რა მოხდება?

მიუხედავად იმისა, რომ ჯორჯ მ. კოენს მუდამდღე უამრავი საქმე ჰქონდა, დღეში ორჯერ ურეკავდა დედას. განა ყოველთვის საინტერესო ამბების მოსაყოლად? არა, ამ ყურადღებით ადამიანს აგრძნობინებთ, რომ გახსოვთ, გინდათ ასიამოვნოთ და რომ მისი სიხარული თქვენთვისაც რაღაცას ნიშნავს.

ქალებს უყვართ თარიღები - დაბადების დღე იქნება ეს თუ სხვადასხვა წლისთავები. ეს ქალის საიდუმლოა და ახსნას ნურც ვეცდებით. 

საშუალო ადამიანმა შეიძლება ბევრი თარიღი არ იცოდეს, მაგრამ რამდენიმე აუცილებლად უნდა დაიმახსოვროს. ცოლის დაბადების დღე, ქორწინების წელი და რიცხვი. მათი დავიწყება არავითარ შემთხვევაში არ გეპატიებათ.

რობერტ ბრაუნინგი, რომლის ცხოვრება ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგთან თითქმის იდილიურად ითვლებოდა, ყოველთვის პოულობდა დროს, რომ მცირედი საჩუქრებით ან სხვა ყურადღებით ხელი შეეწყო სიყვარულის შენარჩუნებისათვის. თავის ავადმყოფ ცოლს ისეთი მზრუნველობით ექცეოდა, რომ ამ უკანასკნელმა ერთხელ თავის დას მისწერა, სადაცაა დავიჯერებ, რომ მართლა ანგელოზს ვგავარო.

მამაკაცები ვერ ხვდებიან ყოველდღიური ყურადღების მნიშვნელობას. ჟურნალ „ფიქჩერიული რევიუში“ ბ.ჰეინორ მედოქსი წერდა: „ამერიკული ოჯახი მართლაც საჭიროებს „სისუსტეს“. მაგალითად, ლოგინში მირთმეული საუზმე ის სისუსტეა, რომელიც ქალთა უმეტესობას უდიდეს სიამოვნებას ანიჭებს, ლოგინში მირთმეული ფინჯანი ყავა ქალისთვის იგივეა, რაც მამაკაცისთვის კერძო კლუბი.

ერთი სიტყვით, ქორწინება სხვა არაფერია, თუ არა ყოველდღიური ეპიზოდების ერთობლიობა. ვაი მას, ვინც ამას დაივიწყებს!

ახლა გირჩევთ ამოჭრათ შემდეგი ციტატა და ქუდის ცას ან სარკეს მიაკრათ, რათა ყოველ დილით წაიკითხოთ:

„მე გავივლი ცხოვრების ერთადერთ გზას. მაშინ, იქნებ ახლავე ჩავიდინო რაიმე ღირსეული საქციელი, სიკეთე გავუკეთო ვინმეს. მოდი, ნუ გადავდებ, თორემ გზის ამ მონაკვეთთან მეორედ ვეღარ მოვხვდები“.

მაშ, ასე, თუ გსურთ შეინარჩუნოთ ოჯახური ბედნი ერება, მისდიეთ შემდეგ, მეხუთე წესს:


ყურადღებიანი იყავით ერთმანეთის მიმართ!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ