მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 195 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

შესავალი

 

დეილ კარნეგის (1888-1955 წწ) უკიდურესი კონტრასტებით მდიდარი ცხოვრება სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანს, თუკი მთელი არსებით მიეცემა ორიგინალურ იდეას და აღივსება ენთუზიაზმით:

მისურის ფერმაში, უახლოესი რკინიგზიდან ათი მილის დაშორებით დაბადებულ ბიჭუნას თორმეტ წლამდე ავტომობილიც კი არ ენახა, როცა კარნეტების ხელმოცარულმა ოჯახმა გაყიდა თავისი ფერმა და გადავიდა უორენსბურგში, მათი ახალი ფერმა მისურის შტატის პედაგოგიური კოლეჯის ახლოს მდებარეობდა.

კოლეჯში 600 სტუდენტი სწავლობდა. მათგან მხოლოდ ექვსს არ შეეძლო ქალაქში ოთახის და ქირავება. მათ შორის იყო კარნეგიც. ბიჭს რცხ ვენოდა სიღარიბის, რცხვენოდა იმისაც, რომ ყოველ საღამოს ფერმაში დაბრუნებულს ძროხები უნდა ეწველა. სირცხვილით იწვოდა დავიწროებული ქურთუკისა და დამოკლებული. შარვლის გამო...

დეილი ცდილობდა როგორმე მორეოდა არასრულფასოვნების კოპლექსს და ეძებდა რაღაც ისეთს, რაც თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა და საკუთარ ძალაშიც დაარწმუნებდა.

კოლეჯის პრესტიჟიანი და გავლენიანი სტუდენტები ორ კატეგორიად იყოფოდნენ. ერთ კატეგორიას ეკუთვნოდნენ სპორტსმენები - ფეხბურთელები და ხელბურთელები, მეორეს კი ბიჭები, რომლებიც სპეციალურად გამართულ საჯარო დისკუსიებში იმარჯვებდნენ.

დეილმა კარგად იცოდა, რომ ათლეტური შესაძლებლობები არ გააჩნდა და ორატორული ხელოვნების ასპარეზზე სცადა ბედი. ის ბევრს მეცადინეობდა. კოლეჯში ცხენით მიდიოდა თუ ძროხას წველიდა, ხმამაღლა ლაპარაკობდა, სიტყვის წარმოთქმაში ვარჯიშობდა. ხანდახან საბძელში თივის უზარმაზარ ბულულზე ასული დიდის გზნებითა და ცხარე ჟესტიკულაციით თავს ესხმოდა დამფრთხალ მტრედებს.

მაშინ 18 წლისა იყო და განსაკუთრებით გამახვილებული ჰქონდა თავმოყვარეობა. ღარიბული ცხოვრებით დათრგუნული ბიჭი თავის მოკვლაზეც კი ფიქრობდა. მაგრამ აი, სრულიად მოულოდნელად ეწვია გამარჯვების სიხარული. კოლეჯში გამართულ ყველა დისკუსიას მისთვის უკვე წარმატება მოჰქონდა.

ის კი არა და, ამხანაგები თხოვდნენ, ჩვენც გვასწავლე როგორ მიაღწიე ასეთ შედეგსო და ცოტაოდენი მეცადინეობის შემდეგ ისინიც ხოტბას იმსახურებდნენ

მას შემდეგ დეილ კარნეგის სწამს, რომ ნებისმიერ ადამიანს ძალუძს ილაპარაკოს ხატოვნად. მას სჯერა, რომ თითქმის ყოველ ადამიანს შესწევს უნარი ისაუბროს ისე, რომ სასურველი გახდეს საზოგადოებაში, ოღონდ აუცილებლად უნდა ჰქონდეს იდეა და საკუთარი თავის რწმენა.

რწმენის გაღვივებისათვის კი საჭიროა აკეთოთ ის, რისაც ყველაზე უფრო გეშინიათ, მერე კი გამოწვლილვით აწონ-დაწონოთ ყველა წინგადადგმული ნაბიჯი.

დეილ კარნეგი თავიდან ორატორული ხელოვნების კურსებს უძღვებოდა, მაგრამ მისი სტუდენტები ძირითადად საქმეში ჩართული ხალხი იყო, რომლებსაც სურდათ რაც შეიძლება მალე ეგრძნოთ შედეგი და უმალ პრაქტიკულად გამოეყენებინათ საქმიან შეხვედრებსა თუ გამოსვლებში.

დეილ კარნეგი იძულებული გახდა ყოველივე ეს გაეთვალისწინებინა და ისე ემოქმედა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა მისი სავსებით უნიკალური მოსამზადებელი სისტემის შექმნა.

ეს სისტემა ადამიანურ ურთიერთობათა ხელოვნებისა და გამოყენებითი ფსიქოლოგიის, ორატორული ხელოვნების, ვაჭრობის უნარის საოცარი კომბინაციაა.

რაც მთავარია, დეილ კარნეგი დოგმების მონად არ ქცეულა. მან შექმნა კურსი, რომელიც ცხოვრებისეულად რეალურია, თან ძალზე საინტერესოც...

 

ავტორის წინათქმა

ამბავი იმისა, თუ როგორ და რატომ დაიწერა ეს წიგნი

 

უკანასკნელ ოცდათხუთმეტ წელიწადში ამერიკულ გამომცემლობებში გამოიცა ორასი ათასზე მეტი წიგნი. მათი უმრავლესობა მკითხველისათვის შეუმჩნეველი დარჩა. ბევრი ფინანსურადაც წამგებიანი აღმოჩნდა..

მაშ, მე რატომ დავწერე კიდევ ერთი წიგნი?

ან თქვენ რად უნდა შეიწუხოთ თავი მისი წაკითხვით?

ორივე შეკითხვა სამართლიანია. შევეცდები ვუპასუხო მათ.

1912 წლიდან ნიუ-იორკში საქმიანი წრეების წარმომად გენლების, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებისთვის სასწავლო კურსს ვკითხულობდი. თავიდან ჩემი ლექციები ორატორული ხელოვნების სფეროს არ სცილდებოდა და მიზნად ისახავდა მსმენელებისთვის ესწავლებინა საკუთარი აზრის სწრაფად და სწორად გადმოცემა საქმიან სჯა-ბაასში, როგორც ვიწრო, ისე ფართო აუდიტორიის წინაშე.

დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ რა საჭიროც უნდა ყოფილიყო საჯარო გამოსვლის ჩვევის გამომუშავება, ის მაინც ვერ შეედრებოდა ხალხთან ყოველდღიური საქმიანი შეხვედრებისა და პირადი კონტაქტების დახვეწილ, ნატიფ ხელოვნებას.

თანდათან იმასაც მივხვდი, რომ თვითონაც არა- ნაკლებ მესაჭიროებოდა ასეთი მომზადება. ახლა, როცა თვალს ვავლებ იმ წლებს, გაოცება მიპყრობს, თურმე როგორ მღალატობდა ტაქტი და საქმეში წვდომის უნარი, ნეტავ ოცი წლის წინათ მქონოდა ასეთი წიგნი!

გარშემომყოფებთან ურთიერთობა, ალბათ, ყველაზე დიდ პრობლემებს გვიქმნის ცხოვრებაში, განსაკუთრებით კი საქმიან სამყაროში. თუმცა, ნათქვამი თანაბრად ეხებათ როგორც ოჯახის დიასახლისს, ისე ტრაქტორისტს თუ მასწავლებელს

რამდენიმე წლის წინათ მასწავლებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებლად ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ ფინანსისტებისთვისაც კი პროფესიული ცოდნა წარმატებას განაპირობებს მხოლოდ თხუთმეტი პროცენტით, მთელი ოთხმოცდახუთი პროცენტით კი კოლეგებთან ურთიერთობა, ე.ი, პირადი თვისებები და ხალხის ხელმძღვანელობის უნარი.

ჯონ როკფელერმაც ხომ თავისი მოღვაწეობის ზენიტზე განაცხადა, ადამიანურ ურთიერთობათა უნარს... ყველა სიმდიდრეზე მაღლა ვაყენებო.

განა ბუნებრივი არ იქნებოდა გვევარაუდა, რომ ქვეყნის ყველა კოლეჯი სიამოვნებით შეიტანდა პროგრამაში ასეთი უნარის განმავითარებელ კურსს? მაგრამ დღემდე მსგავსი არაფერი მინახავს. წლების განმავლობაში ვეძებდი პრაქტიკულ სახელმძღვანელოს ადამიანურ ურთიერთობათა პრობლემებზე, რაკი ასეთ წიგნს ვერ მივაგენი, გადავწყვიტე, თვითონ დამეწერა იგი ჩემსავე კურსებზე გამოსაყენებლად.

წიგნზე მუშაობისას გადავიკითხე ყველაფერი, რაც კი დაწერილა ამ თემაზე, მოვიწვიე გამოცდილი მეცნიერი, რომელიც წელიწადნახევარი დადიოდა სხვადასხვა ბიბლიოთეკაში, ჩვენ ვკითხულობდით ყველა ეპოქის სახელგანთქმულ ადამიანთა ბიოგრაფიებს, ყველა სახელმოხვეჭილი პიროვნების აღწერას იულიუს კეისრით დაწყებული და თომას ედისონით დამთავრებული. თეოდორ რუზველტის ასზე მეტი ბიოგრაფია წავიკითხეთ. გადაწყვეტილი გვქონდა არც თავი დაგვეზოგა, არც დრო და არც ხარჯი, ოღონდ დაგვედგინა ყველა ის პრაქტიკული ხერხი, რომლებიც ოდესმე გამოუყენებიათ მეგობრების შესაძენად და გარშემომყოფებზე ზეგავლენის მოსახდენად.

მთელი ამ მასალის საფუძველზე მოვამზადე მოკლე საუბარი და ვუწოდე მას „როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანზე“. 

შემდგომში ეს მოკლე საუბარი გადაიქცა საათნახევრიან ლექციად. მსმენელებს დაჟინებით ვთხოვდი. თავიანთი პროფესიული საქმიანობის პროცესში პრაქტიკულად შეემოწმებინათ მოცემული დებულებები, მერე კი ეამბნათ მათ შესახებ. დავალება-თხოვნა საინტერესოდ მიიჩნიეს. ისინი გაიტაცა სრულიად ახალი ტიპის ლაბორატორიაში მუშაობის პერსპექტივამ, ეს იყო ლაბორატორია, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში პირველად შეისწავლიდა ადამიანთა ურთიერთობების პრობლემებს.

მასალა თანდათან, ბავშვივით იზრდებოდა, ივსებოდა და ბოლოს წიგნად იქცა. მასში მოცემულ წესებსა და დებულებებს მაგიური ძალა აქვთ. მე ყოველთვის ცხადად ვხედავდი მათი გამოყენება თუ როგორ ძირეულად უცვლიდა ადამიანებს ცხოვრებას.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არ ცხოვრობს თავისი შესაძლებლობების შესაბამისად. მას აქვს მრავალნაირი უნარი, რომლებსაც ჩვეულებრივ, არ იყენებს.

ჩემი წიგნის ერთადერთი მიზანია მოგეხმაროთ დაფარული და ხშირად იგნორირებული უნარის გამოვლენასა და თქვენსავე სასარგებლოდ გამოყენებაში.

თუ ამ წიგნის პირველი თავების წაკითხვის შემდეგ ვერ შეძლებთ სწორად იმოქმედოთ ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში, ჩავთვლი, რომ ჩემს შრომას ამაოდ ჩაუვლია, რამეთუ, როგორც ჰერბერტ სპენსერმა თქვა, განათლების მაღალი მიზანია არა ცოდნა, არამედ ქმედება. ეს წიგნიც სწორედ სამოქმედო წიგნია.


* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ