მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 478 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მესამე

 

მე ნიუ-იორკის თითქმის გეოგრაფიულ ცენტრში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი სახლიდან სულ ერთი წუთის სავალზე შემორჩენილია პირველყოფილი ტყის ზოლი, სადაც გაზაფხულობით თეთრად იფეთქებს ხოლმე მაყვლის ბუჩქები, სადაც ბინადრობენ და მრავლდებიან პატარა ციყვები, სადაც იმსიმაღლე სარეველები იზრდება, რომ შიგ ცხენიანი კაცი დაიმალება.

ტყის ამ ხელუხლებელ უბანს ტყე-პარკს უწოდებენ. ეს მართლა ტყეა, რომელიც გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა მას შემდეგ, რაც კოლუმბმა ამერიკა აღმოაჩინა. აქ ხშირად ვსეირნობ ხოლმე. თან ჩემი რექსიც დამყავს - ბოსტონური ბულდოგი, პარკში იშვიათად შეხვდებით ვინმეს და ამიტომ ძაღლს საყბეურის გარეშე ვატარებ ხოლმე.

ერთხელ ცხენოსან პოლიციელს გადავეყარე. ის თითქოს მომენტს ეძებდა საკუთარი ძალის გამოსაჩენად.

„რატომ ატარებთ ამ ძაღლს საპირისა და სადავის გარეშე? განა არ იცით, რომ კანონით აკრძალულია?“

„ვიცი, ბატონო, მაგრამ აქ ახლომახლო არავინა ჩანს“.

 „არავინა ჩანს, არავინა ჩანს... კანონმა ეგ არ იცის. თქვენ რა, ვერ ხვდებით, რომ შეიძლება ციყვები დაგლიჯოს ან ბავშვი დაკბინოს? ახლა გაგიშვებთ, მაგრამ იცოდეთ, თუ კიდევ ერთხელ შემხვედრიხართ, სასამართლოში მოგიწევთ თავის მართლება“.

მე მორჩილად გავეცალე.

ერთ ხანს მართლა არ დამირღვევია კანონი. მაგრამ რექსს არ უყვარდა საპირე, მეც შემეცოდა და რისკი გავწიე. კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანსო და ერთ მშვენიერ დღეს გორაკის თავზე "მისი უდიდებულესობა კანონი“ შემოგვეჩეხა. რექსი პირდაპირ მისკენ მირბოდა.

რაკი მივხვდი, რომ დამიჭირეს, დავასწარი:

„ოფიცერო, დანაშაულზე დამიჭირეთ. თავს ვერ ვიმართლებ. წინა კვირას ხომ გამაფრთხილეთ, დაგაჯარიმებთო".

„მეც ვიცი, რომ ძაღლს თავისუფლად ნავარდი ურჩევნი მით უმეტეს, როცა ირგვლივ ძეხორციელი არა ჩანს“ - მოლბა პოლიციელი.

„მაგრამ, კანონი რომ გვიკრძალავს“.

„მერე რა, ამნაირი ძაღლი ვის რას ავნებს“ - შემეკამათა პოლიციელი.

„ციყვი რომ შეჭამოს“? - არ შევეპუე მე.

„ძალიან მკაცრად სჯით. იცით რა, მე ნუ დამანახვებთ, გორაკს იქით არბენინეთ და ამით დავამთავროთ საქმე“.

პოლიციელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო და ჩვეულებრივი ადამიანივით უნდოდა განემტკიცებინა საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნება. როცა თავი დამარცხებულად ვცანი, ღირსების გრძნობის დასაკმაყოფილებლად ისღა დარჩენოდა, რომ მოწყალება გაეღო.

მე რომ თავის მართლება დამეწყო? ხომ იცით, რაც მოსდევს პოლიციელთან კამათს.

მე კი დაშნის გადაჯვარედინების ნაცვლად გულწრფელად ვაღიარე, რომ ის მართალი იყო, მე - მტყუანი. საქმეც კეთილად დასრულდა, მე მის მხარეზე დავდექი, ის კი ჩემს მხარეს გადმოვიდა.

ეს პოლიციელი ერთი კვირის წინათ სასამართლოთი მაშინებდა, დღეს კი მისი თავაზიანობა ლორდ ჩესტერფილდს შეშურდებოდა.

როცა ვხედავთ, რომ დავა გარდაუვალია, განა არა სჯობს ინიციატივა ავიღოთ და მისი სათქმელი ჩვენვე ვუთხრათ ჩვენს თავს? სხვის კრიტიკას განა საკუთარი კრიტიკა არ გვირჩევნია?

დაასწარით თქვენს მოწინააღმდეგეს და მისი სათქმელი თქვენ უთხარით საკუთარ თავს. ასეთ შემთხვევაში (ასიდან ერთის გარდა), თქვენი მეტოქე აუცილებლად სულგრძელობას გამოიჩენს და თქვენს დანაშაულს ძალიან შეამცირებს.

მხოლოდ ბრიყვი თუ მოჰყვება საკუთარი შეცდომების გამართლებასა და დაცვას. არადა, უმრავლესობა სწორედ ამას აკეთებს, მაშინაც კი, როცა საკუთარი შეცდომების აღიარება კაცს სხვებზე მაღლა აყენებს და სიკეთითა და სიამოვნებით აღავსებს.

ელბერტ ჰაბარდი ერთ-ერთ ყველაზე ორიგინალურ ავტორად ითვლებოდა. მისი გესლიანი ფრაზები ხშირად დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, მაგრამ მას შეეძლო მტრები მეგობრებად ექცია.

მაგალითად, როცა რომელიმე გაღიზიანებული მკითხველი არ ეთანხმებოდა მის ამა თუ იმ სტატიას და თავის საპროტესტო წერილს სალანძღავი სიტყვებით ამთავრებდა, ელბერტ ჰაბარდი დაახლოებით ასეთ პასუხს უგზავნიდა:

„რომ დავფიქრდი, მეც დაგეთანხმეთ. გუშინ დაწერილი დღეს აღარც მე მომწონს. მოხარული ვარ, აზრი რომ გამიზიარეთ. თუ ჩვენს მხარეში მოხვდებით, აუცილებლად მინახულეთ, მაშინ უფრო დაწვრილებით გესაუბრებით მაგრად გართშევთ ხელს გულწრფელად თქვენი...“

რაღას ეტყოდით კაცს, რომელიც ასეთ პასუხს გამოგიგზავნიდათ?

თუ თქვენა ხართ მართალი, მოდით, თავაზიანად და ტაქტიანად შეეცადეთ სხვას შეაცვლევინოთ აზრი, თუ ცდებით, რაც უფრო ხშირად ხდება, გულწრფელად აღიარეთ თქვენ შეცდომა. ამ მეთოდს საოცარი შედეგი მოსდევს. სხვათაშორის ზოგჯერ აღიარება უფრო სასიამოვნო ემოციებს აღძრავს, ვიდრე თავის მართლება.

გახსოვდეთ: კამათით ვერასოდეს მიაღწევთ იმას, რის მიღწევაც დათმობით შეიძლება.

მაშასადამე, თუ გსურთ ადამიანი გადმოიბიროთ, მისდიეთ მესამე წესს:

თუ მართალი არა ხართ, აღიარეთ ე სწრაფად და უყოყმანოდ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ