მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 352 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეოთხე

 

გაცხარებულ გულზე შეიძლება კაცმა მწარე-მწარე სიტყვებით „სული მოითქვას“, მაგრამ რა მოუვა თქვენს თანამოსაუბრეს? ისიც „სულს მოითქვამს?“ თქვენი მტრული ტონი თანხმობისკენ უბიძგებს?

„მუშტებშეკრული თუ მომიხტით, - ამბობდა ვუდრო უილსონი, - შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ მეც შევკრავ მუშტს, მაგრამ თუ მოხვალთ და მეტყვით, მოდით ერთად დავსხდეთ და მოვილაპარაკოთ, ვნახოთ რაში არ ემთხვევა ჩვენი აზრები ერთმანეთს და მოვნახოთ ამის მიზეზებიო, მაშინ აუცილებლად დავინახავთ, რომ არც ისე ბევრი რამ გვაპირისპირებს და ჩვენი აზრები უფრო ხშირად თანხვდება ერთმანეთს. ცოტა მოთმინება და ობიექტურობა თუ გვეყო, შევთანხმდებით კიდეც".

ამ სიტყვების სისწორეს ჯონ დ. როკფელერ-უმცროსზე უკეთ ვერავინ შეაფასებს. 1915 წელს როკფელერი საძულველი კაცის სახელით სარგებლობდა კოლორადოს შტატში. მთელი შტატი შეაზანზარა ამერიკის მრეწველობის ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივმა და სისხლიანმა გაფიცვამ. საბრძოლველად შემართული მეშახტეები კომპანიისგან მოითხოვდნენ ჯამაგირის მომატებას. ამ კომპანიას როკფელერი აკონტროლებდა. ნადგურდებოდა კომპანიის ქონება, გამოიძახეს ჯარები: სისხლიც დაიღვარა. გაფიცულები ტყვიით დაცხრილეს.

საერთო სიძულვილისა და აღშფოთების ატმოსფეროში, როკფელერმა მოინდომა გაფიცულ მეშახტეთა გადაბირება, დაყოლიება და შეძლო კიდეც. როგორ? როკფელერმა რამდენიმე კვირაში შეიძინა მეგობრები, მერე კი სიტყვითაც გამოვიდა გაფიცულთა წარმომადგენლების წინაშე. მისი სიტყვა ნამდვილ შედევრად შეიძლება ჩაიითვალოს, რომელმაც შედეგიც გამოიღო: ხალხი დააშოშმინა, დააცხრო. გაღვივებული სიძულვილი ჩაახშო და უამრავი თაყვანისმცემელიც შესძინა. ფაქტები მან ისეთი მეგობრული, თანამგრძნობი ტონით წარმოადგინა, რომ გაფიცულნი სამუშაოს დაუბრუნდნენ, ხელფასის მომატებაზე კრინტიც აღარ დაუძრავთ.

ქვემოთ მოვიყვანთ ამ შესანიშნავი სიტყვის დასაწყისს. ყურადღება მიაქციეთ მის მეგობრულ ტონს. არც ის დაგავიწყდეთ, რომ როკფელერი მიმართავდა ხალხს, ვისაც რამდენიმე დღის წინ მისი ხეზე ჩამოხრჩობა უნდოდა, მის სიტყვაში უხვად ისმოდა „ვამაყობ, რომ აქ, თქვენთან ვიმყოფები“, „ჩვენ აქ ერთმანეთს ვხვდებით არა როგორც უცხონი, არამედ, როგორც კეთილი მეგობრები”. მან ახსენა „ურთიერთგაგების სულისკვეთება“, „ჩვენი საერთო ინტერესები“ და მერე მადლობაც გადაიხადა, რომ ასეთი თავაზიანობა გამოიჩინეს და აქ გამოსვლის საშუალება მისცეს.

„დღევანდელი დღე ღირსშესანიშნავია ჩემს ცხოვრებაში, - დაიწყო როკფელერმა  წილად მხვდა ბედნიერება შემთხვევის წყალობით შევხვედროდი ამ დიდი კომპანიის მუშებისა და მოსამსახურეების წარმომადგენლებს, მის ადმინისტრაციულ-ტექნიკურ მუშაკებს. მინდა დაგარწმუნოთ, რომ ვამაყობ თქვენთან ყოფნით. ეს შეკრება მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ჩვენი შეხვედრა ორი კვირის უკან რომ გამართულიყო, დღეს აქ მოსულთა უმეტესობისათვის უცხო ვიქნებოდი, სულ რამდენიმე კაცს თუ ვიცნობდი სახით. მაგრამ მე გასულ კვირას დავათვალიერე სამხრეთში ქვანახშირის აუზის ყველა ბანაკი, პრაქტიკულად, ცალკ-ცალკე ყველა თქვენს წარმომადგენელს ვესაუბრე, იმათ გარდა ვინც ადგილზე არ დამხვდა. დავიარე თქვენი სახლები, გავიცანი ბევრის ცოლ-შვილი და ახლა უკვე უცნობები აღარ გვეთქმის; აქ ერთმანეთს ვხვდებით არა როგორც უცხონი, არამედ, როგორც კეთილი მეგობრები. ურთიერთგაგების სულისკვეთებიდან გამომდინარე, ვსარგებლობ შესაძლებლობით და მინდა ერთად განვიხილოთ ჩვენი საერთო ინტერესები.

რამდენადაც დღეს კომპანიის ადმინისტრაციულ მუშაკთა და მისი მუშებისა და მოსამსახურეების წარმომადგენელთა კრებაა და რაკი მე არც ერთს არ ვეკუთვნი. აქ ვიმყოფები მხოლოდ თქვენი თავაზიანი თანხმობის მეოხებით, მაინც ვგრძნობ, რომ მჭიდროდა ვარ დაკავშირებული თქვენთან, გარკვეული აზრით ხომ აქციონერებსაც წარმოვადგენ და დირექტორებსაც“.

განა ეს არ არის ბრწყინვალე მაგალითი მტრის მეგობრად მოქცევის დახვეწილი ხელოვნებისა?

წარმოვიდგინოთ, რომ როკფელერი სხვანაირ გზას დასდგომოდა. დავუშვათ, თავისი ტონითა და მინიშნებებით გაეგებინებინა, რომ ისინი ტყუოდნენ და დაემტკიცებინა ეს ლოგიკის მთელი წესების დაცვით. რა მოხდებოდა? ისედაც ყალყზე შემდგარი მეშახტეები, სულ მთლად გადაირეოდნენ.

როცა კაცის გული აღსავსეა უკმაყოფილებითა და თქვენდაში წყრომით, მას ვერავითარი ლოგიკა ვერ გააგებინებს თქვენს თვალსაზრისს. გადმობირებაზე ლაპარაკიც ხომ ზედმეტია. კარგი იქნება ბუზღუნა მშობლებმა, დესპოტმა მეპატრონეებმა და ქმრებმა, მათთან ერთად აბეზარმა და ჭირვეულმა ცოლებმაც გაიგონ, რომ ადამიანს არ სურს საკუთარი აზრის შეცვლა. იძულებით ვერავის დაითანხმებთ, მაგრამ მორიგება შეიძლება, თუ თავაზიანად და მეგობრულად იმოქმედებთ, ძალიან თავაზიანად და ძალიან მეგობრულად.

ლინკოლნმა ეს თითქმის ასი წლის უკან თქვა. აი, მისი სიტყვები: „ძველი, ნაცადი ანდაზა ამბობს, წვეთი თაფლი მეტ ბუზს იკრებს, ვიდრე მთელი გალონი ღვარძლიო“. იგივე ითქმის ადამიანებზეც. თუ გინდათ კაცი გადმოიბიროთ, ჯერ თქვენს ერთგულებაში დაარწმუნეთ. ეს ის წვეთი თაფლი იქნება, რომელიც მოგაგებინებთ მის გულს; კაცის გულის მოგება კი სწორედ ის დიადი და პირდაპირი გზაა, რომელიც მისი გონებისკენ მიემართება“.

ძველი ბერძენი მეიგავე ეზოპე მონა იყო მეფე კრუზის სასახლეში. ექვსი საუკუნის წინათ მის მიერ დაწერილი იგავ-არაკები დღესაც ქმედითია. ისინი დღესაც ისე ჟღერენ, როგორც ორიათას ხუთასი წლის წინათ ძველ ათენში. ეს მან თქვა, - ლაბადას თბილი მზე გვახდევინებს და არა ქარი; კეთილგანწყობა, მეგობრული მიდგომა და გულის მოგება გვაცვლევინებს აზრს და არა სასტიკი რისხვაო.

ხომ გახსოვთ, რას ამბობდა ლინკოლნი: „წვეთი თაფლი მეტ ბუზს იზიდავს, ვიდრე მთელი გალონი ღვარძლი“.

მაშასადამე, თუ გინდათ ადამიანი თქვენს თვალსაზრის გადმოიყვანოთ, ნუ დაივიწყებთ მეოთხე წესს:

თავიდანვე მეგობრული ტონით ილაპარაკეთ!

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ