მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 710 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეხუთე

 

საუბარს ნუ წამოიწყებთ იმით, რაზეც საპირისპირო შეხედულებები გაქვთ. თავიდანვე ხაზი გაუსვით ასპექტებს, რომელთა მიმართ ერთნაირი დამოკიდებულება გახასიათებთ. ეცადეთ რამდენჯერმე გაიმეოროთ, რომ ორივეს - თქვენ დ თქვენს მოსაუბრეს - ერთი მიზანი გამოქმედებთ, თუმცა სხვადასხვა მეთოდებს იყენებთ. ეცადეთ, რომ შეკითხვებზე თავიდანვე გიპასუხონ „დიახ“ და არა „არა“.

„უარყოფითი პასუხი, - ამბობს პროფესორი ოვერსტრიტი წიგნში „ზემოქმედება ადამიანის ქცევაზე“, - ძნელად გადასალახავი წინაღობაა“.

„ადამიანს თუ ერთი წამოცდა „არა“, მერე თავმოყვარეობის საქმედ თვლის ნათქვამის დაცვას. შეიძლება მიხვდეს კიდეც, რომ „არა“ არ უნდა ეთქვა, მაგრამ თავმოყვარეობას უფრთხილდება. აი, რატომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა თავიდანვე დადებითს პასუხს“.

დახელოვნებულ ორატორს შეუძლია მოსაუბრეს თავიდანვე მხოლოდ „დიახ" აპასუხებინოს და მსმენელის გონებაში მიმდინარე ფსიქოლოგიური პროცესი სასურველი გზით წარმართოს.

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ეს პროცესი სავსებით ნათელია, ადამიანი, როცა მტკიცედ აცხადებს „არა“-ს, უბრალოდ სამ ბგერას არ წარმოთქვამს. ეს გაცილებით მეტს ნიშნავს. მთელი ორგანიზმი, შინაგანი სეკრეციის ჯირკვლები, ნერვული სისტემა, კუნთები აქტიური საწინააღმდეგო მოქმედებისთვის ემზადება. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი გარბოდეს და რაღაცას თავიდან იცილებდეს. მთელი მისი ნერვულკუნთოვანი სისტემა საპასუხო დარტყმისათვის ემზადება. „დიახ“-ის წარმოთქმისას კი ადამიანის ორგანიზმში არავითარი საწინააღმდეგო პროცესი არ იწყება. მისი ორგანიზმი განწყობილია კვერი დაგიკრათ, დაგეთანხმოთ. ამიტომ, რაც უფრო მეტ „დიახ-ს ათქმევინებთ თანამოსაუბრეს, მით უფრო მეტად გაგიადვილდებათ მისი დაყოლიება.

ეს მეთოდი, დადებითი პასუხების მეთოდი" ძალზე მარტივია, მაგრამ, სამწუხაროდ, არავის ახსოვს! ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ადამიანი საკუთარი მნიშვნელობის გრძნობას იძენს, როცა მტრულ დამოკიდებულებას იწვევს. რადიკალური შეხედულების ადამიანი კონსერვატორ კოლეგებს რომ შეხვდება, მოუთმენლობას იჩენს, თითქოს ეჩქარება მათი გაცოფება! მერედა, რას იგებს ამით? თუ უბრალო სიამოვნებისთვის სჩადის ამას, კიდევ ეპატიება, მაგრამ თუ ჰგონია, რომ რამეს მიაღწევს, ძალიან ცდება. მას არაფერი სცოდნია ფსიქოლოგიაში.

თუ სტუდენტს (პაციენტს, კლიენტს, შვილს, ცოლს, ქმარს...) თავიდანვე „არა“ აპასუხებინეთ, მაშინ დიდი მოთმინება ბრძნული ცდა დაგჭირდებათ ამ „არას" გადათქმევინებისთვის.

სოკრატე, რომელსაც „ათენელ კრაზანას“ ეძახდნენ, შესანიშნავი ადამიანი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვევად ჰქონდა ფეხშიშველა სიარული და თანაც ორმოცი წლისამ, ერთიანად გამელოტებულმა, ცოლად მოიყვანა ცხრამეტი წლი ქალიშვილი. მან გააკეთა ის, რისი გაკეთებაც კაცობრიობის მთელ ისტორიაში სულ რამდენიმე კაცმა შეძლო - ძირეულად შეცვალა ადამიანის აზროვნების პროცესი.

დღეს, გარდაცვალებიდან ოცდასამი ასწლეულის შემდეგ, მან ერთ-ერთ უბრძენესი ფილოსოფოსის ადგილი დაიმკვიდრა მათ შორის, ვისაც კი დარწმუნების ხელოვნებით ოდესმე რაიმე გავლენა მოუხდენია კამათის სენით შეპყრობილ სამყაროზე.

როგორი იყო მისი მეთოდი? უთქვამს თუ არა ოდესმე ვინმესთვის, მართალი არა ხართო? ო, არა, არასოდეს. ასეთი პასუხისათვის ის მეტისმეტად ბრძენი გახლდათ. მისი მიდგომა დღეს „სოკრატესეულ მეთოდად“ რომ იწოდება, ეფუძნებოდა დადებითი პასუხის მიღებას; ის ისეთ კითხვებს იძლეოდა, რომელიც ოპონენტს აიძულებდა მხოლოდ „დიახ“ ეთქვა; ასე თანდათან ახერხებდა საკუთარი სიმართლის სხვისგან აღიარებას. ის იქამდე განაგრძობდა შეკითხვებს, სანამ ოპონენტი იმ დასკვნამდე არ მივიდოდა, რომელსაც ორიოდ წუთის წინ სასტიკად ებრძოდა და განაქიქებდა.

ამის შემდეგ, როცა სული გვძლევს ვინმეს ვუთხრათ, რომ არ არის მართალი, მოდი გავიხსენოთ ფეხშიშველი სოკრატე და მშვიდად დავსვათ ისეთი შეკითხვა, რომელზეც აუცილებლად დადებითად გვიპასუხებენ.

ჩინელებს აქვთ მრავალსაუკუნოვანი აღმოსავლური სიბრძნის გამომხატველი ანდაზა: „ვინც ფრთხილად აბიჯებს, ის შორს წავა“.

მაშასადამე, თუ გინდათ ვინმე გადმოიბიროთ, მისდიეთ მეხუთე წესს:

აიძულეთ მოპაექრე უმალვე გიპასუხოთ „დიახ“.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ