მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 141 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეექვსე

 

ადამიანი როცა ვინმეს დათანხმებას ცდილობს, მაშინ ძალიან ბევრს ლაპარაკობს. ეს შეცდომაა, რომელიც ბევრს ძვირი უჯდება. სხვასაც მიეცით აზრის გამოთქმის საშუალება. მას ხომ უკეთესად უცოდინება თავისი საქმეცა და პრობლემაც. თქვენ მხოლოდ კითხვები იკმარეთ. კითხვებით ბევრ რამეს შეიტყობთ.

როცა ადამიანს რამეზე არ ეთანხმებით, ერთი სული გაქვთ მას სიტყვა გააწყვეტინოთ, ეს სახიფათო გზაა. ის მაინც ვერ მოგისმენთ, სანამ არ ამოთქვამს თავის სათქმელს. აღიჭურვეთ მოთმინებით და ბოლომდე მოუსმინეთ. მიეცით საშუალება, დაწვრილებით გადმოგცეთ თავისი აზრი.

ჭეშმარიტება ქადაგებს, რომ ახლო მეგობრებსაც კი ურჩევნიათ თავიანთ მიღწევებზე გველაპარაკონ, ვიდრე ჩვენი მოისმინონ.

ფრანგი ფილოსოფოსი ლაროშფუკო ამბობს: „თუ მტრების შეძენა გსურთ, აჯობეთ თქვენს მეგობრებს, მაგრამ თუ მეგობრების ყოლა გირჩევნიათ, მაშინ მათ მიეცით ჯობნის საშუალება“.

მართლა ასეა? როცა მეგობრები გვჯობნიან, ისინი გრძნობენ საკუთარ მნიშვნელობას; თუ ჩვენ ვჯობნით, მაშინ უკმარისობის გრძნობა ეუფლებათ, რასაც შურიანობა და ეჭვიაანობა სდევს თან.

გერმანელებს აქვთ ერთი ანდაზა, რომლის თავისუფალი თარგმანიც ასე გადმოიცემა: „ყველაზე წმინდა ის სიხარულია, რომელსაც სხვათა უსიამოვნებანი გვანიჭებენ, იმ სხვათა, ვისიც გვშურს“.

დიახ, რას იზამთ, ასეა. ზოგ თქვენს მეგობარს თქვენი უსიამოვნება უფრო უხარია, ვიდრე წარმატება.

ამიტომ, მოდით ნუ ვიყოყოჩებთ ჩვენი ბედნიერებით, ვიყოთ თავმდაბალი. ეს ყოველთვის კარგად მოქმედებს.

ერთხელ ერთმა იურისტმა მოწმეს ჰკითხა: „რამდენადაც ვიცი, მისტერ კობ, თქვენ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მწერალი ბრძანდებით, არა?“

„მე, ალბათ, უფრო გამიღიმა ბედმა, ვიდრე ვიმსახურებ“ - მიუგო კობმა.

ნამდვილად საჭიროა ვიყოთ თავმდაბალნი. ისე, კაცმა რომ თქვას, რა გვაქვს საყოყოჩო? ეს ცხოვრება წუთია. სიკვდილის შემდეგ, ასიოდე წელიწადში აღარავის ვემახსოვრებით. წუთისოფელი მეტისმეტად მოკლეა იმისათვის, რომ ვინმეს თავი მოვაბეზროთ ჩვენს ნამცეცა მიღწევებზე ლაპარაკით. უკეთესია სხვებს მოვუსმინოთ. ან რა გვაქვს სატრაბახო? 

იცით, რატომ არა ვართ იდიოტები? სულ ერთი ბეწო იოდის გამო, რომელიც ჩვენს ფარისებრ ჯირკვალშია; ქირურგმა რომ ჯირკვალი გაგვიკვეთოს და ის ერთი მისხალი იოდი ამოგვაცალოს, იდიოტებად ვიქცევით. 

იოდი, აფთიაქში რომ იყიდება, დიახ, ეს ერთი ბეწო იოდი დგას მიჯნად ჩვენსა და ფსიქიატრიულ საავადმყოფოს შორის. მაშ, რაღა გვქონია თავმოსაწონი? მაშასადამე, თუ გინდათ ვინმე დაითანხმოთ, მისდიეთ მეექვსე წესს:

უფრო დიდხანს ალაპარაკეთ თანამოსაუბრე.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ