მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 533 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეშვიდე

 

განა საკუთარი იდეებისა უფრო არ გჯერათ, ვიდრე სხვისა, თუნდაც მოვარაყებული ლანგრით მოგიტანონ? თუ ეს ასეა, მაშ რა ჭკუაა თქვენი იდეები სხვას მოახვიოთ თავს? განა უფრო გონივრული არ იქნება მინიშნებით იმოქმედოთ და მოსაუბრეს თვითონ გააკეთებინოთ შესაბამისი დასკვნა?

ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორი რომ იყო, თეოდორ რუზველტი არაჩვეულებრივ შედეგებს აღწევდა. კეთილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა პოლიტიკურ პირებთან, მაგრამ მაინც ახერხებდა ისეთი რეფორმების გატარებას, რომელიც მათ არ მოსწონდათ.

ვთქვათ, საჭირო იყო რომელიმე მნიშვნელოვან თანამდებობაზე ვაკანტური ადგილის დაკავება. გუბერნატორი მოიწვევდა პოლიტიკურ ბოსებს და მოისმენდა მათს რეკომენდაციებს. „თვითონ, - ამბობდა რუზველტი, - ისინი ასახელებდნენ თავიანთი პარტიის რომელიმე გადამწვარი, „მისახედი“ კაცის კანდიდატურას. მე ვეუბნებოდი, რომ მისი დანიშვნა ცუდი პოლიტიკური სვლა იქნებოდა და საზოგადოება ასეთ ნაბიჯს არ მოგვიწონებდა.

მერე მთავაზობდნენ ანალოგიური ყალიბის მუშაკს, ჩინოვნიკს, რომელზეც ვერც ცუდს იტყოდი და ვერც კარგს. მაშინ დინჯად ვეუბნებოდი, საზოგადოება არც ასეთ კაცს მოელის-მეთქი და ვთხოვდი კიდევ ეფიქრათ და უფრო შესაფერისი კანდიდატურა მოეძებნათ.

მესამე ვარიანტად ისინი უკვე ისეთ ადამიანს ასახელებდნენ, რომელიც თითქმის აკმაყოფილებდა მოთხოვნებს, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო ისეთი, როგორიც მე მინდოდა.

მადლობას მოვახსენებდი და კიდევ ერთხელ ცდას ვთხოვდი. მეოთხე რეკომენდაცია უკვე მისაღები იყო ხოლმე. ისინი ასახელებდნენ ისეთ კანდიდატურას, რომელსაც მეც დავასახელებდი. მადლობას ვუცხადებდი დახმარებისათვის და სწორედ იმ კანდიდატს ვნიშნავდი. ეს ისე ხდებოდა, რომ ამ დანიშვნას ისინი თავიანთ დამსახურებად მიიჩნევდნენ. მე ვეუბნებოდი, რომ ამით მათი სიამოვნება მინდოდა, ახლა კი მათგან ველოდი სამაგიეროს“.

ასე უჭერდნენ მხარს გუბერნატორ რუზველტს სხვადასხვა კარდინალური რეფორმის გატარებაში...

დაიმახსოვრეთ: რუზველტი ცდილობდა ყოველნაირად გამოეყენებინა თანამოსაუბრის რჩევა, პატივისცემით ეპყრობოდა მის აზრს; ბოსებს ყოველგვარ პირობებს უქმნიდა იმისათვის, რომ ეფიქრათ - ამ დიდ თანამდებობაზე კაცი ჩვენი აზრის გათვალისწინებით დაინიშნაო.

იმ დროს, როცა თეთრი სახლი ვუდრო უილსონს ეკავა, პოლკოვნიკი უდუარდ მ. ჰაუზი უზარმაზარი გავლენით სარგებლობდა ეროვნულ და საერთაშორისო საქმეებში. უილსონი კაბინეტის წევრთა შორის ყველაზე ხშირად მას მიმართავდა ხოლმე კონფიდენციალური რჩევისათვის.

რა მეთოდს იყვნებდა პოლკოვნიკი ჰაუზი, რომ პრეზიდენტზე ემოქმედა? საბედნიეროდ, ეს მეთოდი ცნობილია თვითონ ჰაუზის ნაამბობით:

„პრეზიდენტი კარგად რომ გავიცანი, მივხვდი, რომელიმე იდეით რომ დამეინტერესებინა, აზრი სხვათაშორის, გაკვრით უნდა მიმეწოდებინა. პირველად ეს შემთხვევით გამომივიდა. ერთხელ ერთი ღონისძიება შევთავაზე, არ მოიწონა. რამდენიმე დღის მერე კი ჩემი ყურით მოვისმინე, ის იდეა საკუთრად რომ გაასაღა“.

ალბათ იფიქრეთ, რომ ჰაუზი უილსონს ეტყოდა, ეს თქვენი კი არა ჩემი ჭკვიანური აზრიაო! არა, ბატონებო. ჰაუზი ამას არ იზამდა. ის ჭკვიანი კაცი იყო და სახელის მოხვეჭას არ ცდილობდა. საქმე, შედეგი აინტერესებდა. ამიტომ დაუშვა, რომ უილსონმა მისი აზრი საკუთრად მიიჩნია. ჰაუზმა ეს არ იკმარა; საჯაროდ შეაქო კიდეც უილსონი ამ იდეის გამო.

ოცდახუთი საუკუნის უკან ჩინელი ლაო-ძი ქადაგებდა ჭეშმარიტებებს, რომელთა გამოყენება დღესაც შეიძლება:

„მიზეზი იმისა, რომ ზღვები და მდინარეები ასობით მთის ნაკადულებიდან ღებულობენ ძღვენს, გახლავთ ის, რომ ისინი უფრო ქვემოთ მდებარეობენ და სწორედ ქვემდებარებით ახერხებენ იბატონონ მაღალი მთებიდან მომდინარე ნაკადულებზე. ზუსტად ასევე, ბრძენი, რომელსაც სურს სხვებზე მაღლა იდგეს, მათზე დაბლა აყენებს თავს; ვისაც სურს სხვებზე წინ წავიდეს, უკან დგება. სინამდვილეში კი ის მაღლა დგას მაგრამ ხალხი ვერ გრძნობს მის სიმძიმეს; ის წინ არის, მაგ რამ ხალხს ეს არ შეურაცხყოფს".

მაშასადამე, თუ გსურთ ვინმე დაიყოლიოთ, მისდიეთ მეშვიდე წესს:

დაე, მოსაუბრეს ეგონოს, რომ თქვენეული აზრი მას ეკუთვნის.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ