მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 115 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეცხრე

 

არ გინდათ იცოდეთ ისეთი ჯადოსნური შელოცვა, რომელიც უმალ შეწყვეტს ყველა კამათს, მოსპობს ყოველნაირ უსიამოვნებას, შექმნის მეგობრულ ატმოსფეროს და ადამიანს ყურადღებით სმენას ასწავლის?

გინდათ? ბატონი ბრძანდებით! დაიწყეთ შემდეგი სიტყვებით: „მე სულაც არ გსაყვედურობთ. თქვენს ადგილზე, მე ამასვე განვიცდიდი“.

ეს სიტყვები აუცილებლად გულს მოულბობს ყველაზ ჭირვეულ ადამიანს. თქვენც მართალი იქნებით. მის ადგილი ხომ იმასვე იგრძნობდით. მოვიყვან მაგალითს.

გავიხსენოთ ალ კაპონე. წარმოვიდგინოთ, რომ თქვენ იგივე აგებულება, იგივე ტემპერამენტი და ჭკუა-გონება გაქვთ, რაც ალ კაპონეს ერგო მემკვიდრეობით. ვთქვათ, თქვენ იმავე გარემოში ცხოვრობთ და იგივე გამოცდილებას ფლობთ. მაშინ თქვენც იმნაირი იქნებოდით, იქ და ისე იცხოვრებდით, სადაც და როგორც ის ცხოვრობს, რადგანაც სწორედ კონკრეტულმა ვითარებამ შექმნა ის ასეთად.

ერთადერთი მიზეზი, მაგალითად იმისა, რომ არა ხარი ქვეწარმავალი ის არის, რომ თქვენი მშობლები არ იყვნე ქვეწარმავლები; ერთადერთი მიზეზი იშისა, რომ არ კოცნით ძროხებს და თაყვანს არ სცემთ უხსენებელს, ის არის, რომ თქვენ არ დაბადებულხართ ინდუსთა ოჯახში ბრაჰმაპუტრა სანაპიროზე.

თქვენი პირადი დამსახურება თქვენსავე რაობაში ძალზედ მცირეა. გახსოვდეთ, როცა ადამიანი გაღიზიანებულია, ჯიუტობს და საღად ვერ მსჯელობს. ეს არ არის მისი ბრალი. იგი მხოლოდ თანაგრძნობას იმსახურებს. შეიბრალეთ საბრალისი, უთხარით თავს ის, რასაც ჯოუნ გოფი ქუჩაში მობანცალე მთვრალი მაწანწალას დანახვისას ამბობდა: „მადლობა ღმერთს, რომ მეც ასეთი არ გამაჩინა“.

ადამიანთა სამოცდათხუთმეტ პროცენტს თანაგრძნობა სჭირდება. მხოლოდ ასე მოიპოვებთ მათ სიყვარულს.

ერთხელ რადიოგადაცემაში ვმონაწილეობდი. გადაცემა ლუიზა შეი ოლკოტს, „პატარა ქალების“ ავტორს ეძღვნებოდა. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ის მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ კონკორდიდან იყო და სწორედ იქ დაწერა თავისი უკვდავი ნაწარმოები. მაგრამ არ დავფიქრებულვარ, ისე, ჩემდაუნებურად გავიხსენე ჩემი მოგზაურობა მის მშობლიურ ქალაქ კონკორდში. ოღონდ ნიუ-ჰემპშირის შტატში. ეს შტატი ერთხელ რომ მეხსენებინა კიდევ მეპატიებოდა, მაგრამ რამდენჯერმე გავიმეორე. გადაცემას ბევრი საყვედურის წერილი მოჰყვა. ზოგი შეურაცხყოფასაც კი მაყენებდა. ერთი ძველებური გვარის ქალბატონი მაინც ისე იყო განრისხებული, თითქოს მწერალი ქალისათვის კაციჭამიაობა დამებრალებინოს.

მის წერილს რომ ვკითხულობდი, ღმერთს მადლობას ვწირავდი, რომ ასეთი ქალი არ მომგვარა ცოლად. პასუხის მიწერაც დავაპირე. მინდოდა მეთქვა, მე თუ გეოგრაფია მეშლება, თქვენ ზრდილობაზე ბრძანებულხართ მწყრალად-მეთქი. მაგრამ დროზე შევჩერდი. მივხვდი, რომ ეს სისულელე იქნებოდა. მე კი ჭკვიანი მინდოდა ვყოფილიყავი და შევეცადე მისი მტრული დამოკიდებულება მეგობრულით შემეცვალა. ეს არც ისე იდვილი ჩანდა, მაგრამ მაინც ვცადე. თავს შევუძახე: ბოლოს და ბოლოს, შესაძლოა მის ადგილზე მეც იგივე განმეცადა მეთქი.

მოვინდომე გამეგო მისი თვალსაზრისი. ფილადელფიაში რომ მოვხვდი, დავურეკე. საუბარი დაახლოებით ასე წარიმარათ:

მე: მისის... რამდენიმე კვირის წინ თქვენი წერილი მივიღე. ახლა მადლობის სათქმელად გირეკავთ.

ქალი: (კარგად აღზრდილი ქალის მკაფიო ხმით) ვისთან მაქვს საუბრის პატივი?

მე: თქვენ მე არ მიცნობთ. მე დეილ კარნეგი გახლავართ. თქვენ მოგისმენიათ ჩემი გადაცემა რადიოთი ლუიზა მეი ოლკოტზე. უხერხული შეცდომა დავუშვი, ვთქვი, რომ იგი ნიუ-ჰემპშირის შტატის ქალაქ კონკორდში ცხოვრობდა. მინდა პატიება გთხოვოთ. მადლობელი ვარ ყურადღებისა და წერილისათვის.

ქალი: ვწუხვარ, რომ ისეთი ტონით მოგმართეთ, მისტერ კარნეგი, მაგრამ ძალიან გავცხარდი. ბოდიშს გიხდით.

მე: ო, რას ბრძანებთ, თქვენ რა გაქვთ საბოდიშო, ბავშვსაც არ ეპატიება ასეთი შეცდომა. შემდეგსავე გადაცემაში ბოდიში მოვიხადე. ახლა კი პირადად თქვენ გთხოვთ პატიებას.

ქალი: მე კონკორდში დავიბადე, სწორედ მასაჩუსეტსის შტატში. მე ვამაყობ ჩემი მშობლიური შტატით. ამიტომ გამანაწყენა თქვენმა განცხადებამ, - მის ოლკოტი ნიუ-ჰემპშირიდანააო. ახლა კი სიმართლე გითხრათ, მრცხვენია იმ წერილისა.

მე: დამერწმუნეთ, მე ათჯერ უარეს მდგომარეობაში ვარ. მასაჩუჩეტსის შტატს არაფერი დაკლებია, მე კი შევრცხვი. იშვიათად ხდება, რომ თქვენი მდგომარეობის, თქვენნაირი კულტურის მქონე ქალი პოულობდეს დროს რადიოგადაცემაზე გამოხმაურებისათვის. იმედს გამოვთქვამ, კვლავ შემომეხმიანებით თუ რამე შემეშალა.

ქალი: სასიამოვნოა, რომ ასე მიიღეთ ჩემი კრიტიკა. კეთილი ადამიანი ჩანხართ. სასიამოვნო იქნებოდა თქვენი გაცნობა. ამგვარად, მე მოვიბოდიშე და ყურადღება გამოვიჩინე, რის სანაცვლოდაც ასევე ბოდიში და ყურადღება დავიმსახურე. გამეხარდა, რომ დროზე შევიკავე თავი და შეურაცხყოფას თავაზიანობით ვუპასუხე. „საკადრისი პასუხი" განა ასეთ სიამოვნებას მომანიჭებდა?

ყველა, ვინც თეთრ სახლში დაიდებს ბინას, ყოველდღიურად აწყდება ადამიანურ ურთიერთობათა ბევრ საჩოთირო პრობლემას. ამ მხრივ არც პრეზიდენტი ტაფტი ყოფილა გამონაკლისი. იმანაც საკუთარ თავზე გამოსცადა არაკეთილგანწყობის გასაბათილებლად თანაგრძნობის უდიდესი მნიშვნელობა. წიგნში „ეთიკა სამსახურში“ ტაფტს მოჰყავს საკმაოდ საინტერესო ისტორია.

„ერთი ვაშინგტონელი მანდილოსანი, - წერს ტაფტი, რომლის მეუღლეც დიდი პოლიტიკური ავტორიტეტით სარგებლობდა, მთელი ექვსი კვირის განმავლობაში. ყოველდღე დადიოდა ჩემთან. ყოველდღე ერთი და იგივეს მთხოვდა, უნდოდა მისი ვაჟი დამენიშნა რაღაც თანამდებობაზე, ხან რომელი სენატორის და ხან რომელი კონგრესმენის სახელით მოდიოდა. ზოგჯერ იმათაც თან მოიყოლიებდა ხოლმე. იმ თანამდებობისათვის აუცილებელი იყო შესაბამისი პროფესიული მომზადება. დაწესებულების ხელმძღვანელის რეკომენდაციით, სხვა კანდიდატი დავნიშნე. ამას მოჰყვა დედის წერილი, რომელშიც უმადურობას მწამებდა. აქაოდა, ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ ჩვენი შტატის ყველა დელეგატს ხმა მიეცა იმ ადმინისტრაციული კანონპროექტისთვის, რომლითაც თქვენ ასე იყავით დაინტერესებული და სამაგიეროდ კი რა მივიღეო!

ასეთ წერილს რომ წაიკითხავთ, მაშინვე გინდათ შევედავოთ კაცს, რომელიც ასეთ უტაქტობას იჩენს და თავს ამდენის უფლებას აძლევს. შეიძლება პასუხიც მაშინვე დაწეროთ, მაგრამ თუ გონიერებას მოუხმობთ და ამ წერილს ორიოდე დღით უჯრაში ჩაკეტავთ, მერე ალბათ აღარც გაგზავნით. ერთხელ მეც ასე მოვიქეცი. ორი დღის შემდეგ საწერ მაგიდას მივუჯექი და, რამდენადაც შემეძლო, თავაზიანი პასუხი შევადგინე. ვწერდი, რომ კარგად მესმოდა მისი, როგორც დედის განცდები, მაგრამ პრაქტიკულად უფლება არ მქონდა იმ თანამდებობაზე დამენიშნა ნებისმიერი კაცი მხოლოდ ჩემი პირადი პატივისცემის მიხედვით, რომ აუცილებელი იყო პროფესიული მომზადება, რომ მხედველობაში უნდა მიმეღო თვითონ დაწესებულების ხელმძღვანელის აზრი. ამასთანავე იმედი გამოვთქვი, რომ მისი ვაჟიშვილი ახალ თანამდებობაზეც შეძლებდა თავის გამოჩენას.

წერილის მიღებიდან რამდენიმე დღის შემდეგ ის მანდილოსანი და მისი მეუღლე პირველნი მოგვესალმნენ მისის ტაფტსა და მე, თეთრ სახლში გამართულ კონცერტზე".

ს. იუროკი, ალბათ, საუკეთესო მუსიკალური იმპრესარიოა ამერიკაში. იგი მთელი ოცი წლის განმავლობაში მართავდა კონცერტებს ისეთი სახელგანთქმული არტისტების მონაწილეობით, როგორებიც არიან შალიაპინი, აისედორა დუნკანი. პავლოვა. იუროკმა გამანდო, მსოფლიო ვარსკვლავებთან ურთიერთობამ მასწავლა, რომ მათთვის აუცილებელია თანაგრძნობა, თანაგრძნობა და ერთხელ კიდევ თანაგრძნობაო.

სამი წელიწადი იგი მსოფლიოს ერთ-ერთი უბრწყინვალესი ბანის, უდიდესი მომღერლის თეოდორ შალიაპინის იმპრესარიo იყო. შალიაპინის კონცერტებს აღტაცებაში მოჰყავდა მილიონერები, რომელთაც დაჯავშნული ჰქონდათ ადგილები ოპერის თეატრის ლოჟებში. შალიაპინთან ურთიერთობა საკმაოდ რთული იყო. შალიაპინს შეეძლო, მაგალითად, დილის 12 საათზე დაერეკა იუროკთან (იმ საღამოს, რა თქმა უნდა, კონცერტი იყო დანიშნული) და ეთქვა: „იცით რა, ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. ყელი გამშრალი მაქვს. ამ საღამოს ვერ ვიმღერებ“.

გგონიათ, იუროკი შეიცხადებდა, კონცერტის ჩაშლა როგორ შეიძლებაო? რას ბრძანებთ. მან კარგად იცოდა, რომ მხოლოდ ანტრეპრენიორი იყო. მაშინვე მივიდოდა შალიაპინთან სასტუმროში, რათა ეთქვა:

„მართლა რა ცუდად ხართ, ასე აბა როგორ იმღერებთ, ახლავე გადავდებ კონცერტს. სულ რაღაც ორი ათასამდე დოლარი დაგეკარგებათ, მაგრამ ეს რას დააკლებს თქვენს რეპუტაციას“.

შალიაპინი ამოიოხრებდა და ეტყოდა:

„იცით რა, ეგებ მოგვიანებით შემომიაროთ, მოდით ხუთზე, იქნებ მოვმჯობინდე“.

ხუთ საათზე იუროკი კვლავ მიიჩქაროდა სასტუმროსკენ, კვლავ თანაგრძნობას უცხადებდა და მომღერალს კონცერტის გადადებას თხოვდა. შალიაპინი კი ისევ იმეორებდა:

„მოგვიანებით შემოიარეთ, ეგებ უკეთ გავხდე“.

შვიდ საათსა და ოცდაათ წუთზე დიდი მომღერალი თანხმდებოდა, ოდონდ ერთი პირობით: იუროკს „მეტროპოლიტენის“ სცენიდან უნდა გამოეცხადებინა, რომ შალიაპინი შეუძლოდ არის. იუროკი ამასაც პირდებოდა, რა თქმა უნდა, ყასიდად. იცოდა, რომ სხვანაირად მომღერალს მართლა ვერ გაიყვანდა სცენაზე.

დოქტორი არტურ გეიტსი წიგნში „აღზრდის ფსიქოლოგია“ ამბობს: ადამიანის მოდგმას მარად და ყველგან თანაგრძნობა სწყურია. დააკვირდით, ბავშვი რა სიამოვნებით გაჩვენებთ ნატკენ ადგილს, ის კი არა და, ხანდახან ძალით იტკენს რამეს, რომ თქვენი თანაგრძნობა დაიმსახუროს. ზუსტად ასე იქცევიან მოწიფულნიც. ისინიც გვიამბობენ თავიანთ სატკივარზე, გასაჭირზე, უბედურებაზე, თავიანთ ავადმყოფობაზე, განსაკუთრებით დაწვრილებით გვიყვებიან ქირურგიული ოპერაციების შესახებ. საკუთარი თავის შებრალება, ყალბი იქნება ეს თუ ნამდვილი, გარკვეულწილად უნივერსალური მოვლენაა“.

მაშასადამე, თუ გსურთ ადამიანი დაიყოლიოთ, მისდიეთ მეცხრე წესს:

თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვების აზრებსა და სურვილებს.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ