მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 244 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეთერთმეტე

 

რამდენიმე წლის წინათ გაზეთი „ფილადელფია ივნინგ ბიულეტინი“ ბოროტი და ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტად იქცა. ცდილობდნენ სახელი გაეტეხათ მისთვის და ამბობდნენ, ამ გაზეთში მეტისმეტად მწირია ახალი ამბებიო. საჭირო იყო ჭორებს ბოლო მოღებოდა, მაგრამ როგორ?

სარედაქციო კოლეგიამ გაზეთის მორიგი ნომრიდან ამოიღო მთელი ტექსტობრივი მასალა, განყოფილებების მიხედვით დააჯგუფა და წიგნად გამოსცა. წიგნში 307 გვერდი იყო - იმდენი, რამდენიც ეტევა ორდოლარიან წიგნაკებში. გაზეთში ყველა ეს ცნობა, სტატია, ნარკვევი თუ სხვა ლიტერატურული მასალა ერთად იყო გამოქვეყნებული და ორი დოლარი კი არა, სულ ორი ცენტი ღირდა.

ასე დამტკიცდა, რომ გაზეთში ბევრი საინტერესო და საკითხავი მასალა ქვეყნდებოდა, თანაც ფაქტები გადმოიცემოდა გაცილებით უფრო საინტერესოდ და გასაგებად, ვიდრე მხოლოდ ციფრებითა და მარტივი თხრობით შეიძლებოდა.

წაიკითხეთ კენეტ გუდისა და ბენ კაუფმანის წიგნი „რეკლამის ხელოვნება ბიზნესში“ და თვალწინ გადაგეშლებათ მიმზიდველი სურათი: იხილავთ რეკლამის ოსტატებს მუშაობის დროს, გაიგებთ როგორ ავსებენ ისინი სალაროს. წიგნში აღწერილია ფირმა „ელექტროლუქსის“ მაცივრების განყოფილების გამყიდველთა მუშაობა: ისინი მყიდველს ყურთან უნთებენ ასანთს, რათა დაარწმუნონ, რა ჩუმად მუშაობენ მათი მაცივრები. გაიგებთ, როგორ მოახერხა მიკი მაუსმა ენციკლოპედიაში შესვლა და სათამაშოებზე აღბეჭდილმა მისმა გამოსახულებამ როგორ გადაარჩინა სათამაშოების ფაბრიკა გაკოტრებას... პროჟექტორის სხივი როგორ ანათებს საკონდიტროს ვიტრინას და მისი ნაწარმის გაყიდვა ორჯერ მატულობს... ავტომანქანების ფირმა „კრაისლერი“ როგორ აყვნენებს თავის მანქანებზე სპილოებს, რათა დაამტკიცოს საკუთარი პროდუქციის სიმაგრე და გამძლეობა...

ჩვენი ეპოქა თვალშისაცემი ეფექტების ეპოქაა. ჭეშმარიტების უბრალო კონსტატაცია აღარ კმარა. ჭეშმარიტება სიცოცხლით, ინტერესითა და დრამატიზმით უნდა დამუხტო. უნდა ისწავლო შემოსავლიანი რეკლამის გამოყენება. ასე იქცევიან კინოში, რადიოში, არც თქვენ უნდა ჩამორჩეთ, თუ გინდათ, რომ მკითხველის ყურადღება მიიპყროთ..

ასე რომ, თუ გსურთ ადამიანი თქვენს თვალსაზრისზე გადმოიყვანოთ, მისდიეთ მეთერთმეტე წესს:

დრამატიზმით დატვირთეთ თქვენი იდეები, მეტი ეფექტურობა შესძინეთ მათ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ