მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 161 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეთორმეტე

 

ჩარლზ შვაბის ქარხანაში მუშაობდა ერთი საამქროს უფროსი, რომლის მუშები ვერ ასრულებდნენ ცვლის დავალებას.

 „როგორ ხდება, - იკითხა შვაბმა, - რომ ისეთი კაცი, როგორიც თქვენ ხართ, ვერ ახერხებს დავალების შესრულებას?

„არ ვიცი, - უპასუხა ინჟინერმა, - როგორ არ დაველაპარაკე მუშებს, საიდან არ მოვუარე, ვეჩხუბე, დავემუქრე კიდეც - შეგაჩვენებთ და სამუშაოდან დაგითხოვთ-მეთქი, მაგრამ უშედეგოდ, არ უნდათ და არ მუშაობენ“.

ეს საუბარი დღის ბოლოს გაიმართა, სწორედ ღამის ცვლის დაწყების წინ.

„მომეცით ცარცის ნატეხი“ - ითხოვა შვაბმა. მერე მოახლოებულ მუშას მიმართა: „რამდენი ჩამოსხმა შეასრულა დღეს თქვენმა ცვლამ?“

„ექვსი“.

შვაბმა ხმის ამოუღებლად იატაკზე ცარცით დახატა ექვსიანი და წავიდა. ღამის ცვლა რომ მოვიდა დაინახა „6“ დაინტერესდა ეს რას ნიშნავსო. აუხსნეს.

მეორე დღეს შვაბმა კიდევ შეიარა ჩამომსხმელ საამქროში. ღამის ცვლას ციფრი „6“ უფრო დიდი „7“-ით შეეცვალათ.

დღის ცვლაში მოსულმა მუშებმა დაინახეს იატაკზე დაწერილი დიდი შვიდიანი. აჰა, მაშ, ღამის ცვლა გვჯობნის? აბა ვნახოთ! ისინი ენერგიულად შეუდგნენ საქმეს და წასვლის წინ იატაკზე დახატეს უზარმაზარი „10“. ტემპი თანდათან მატულობდა და მალე ამ ჩამორჩენილმა საამქრომ ყველას გაუსწრო. 

პრინციპი?

უპირატესობის მოპოვების სურვილი! გამოწვევა! ხელთათმანის გადაგდება! აი, სულით ძლიერ ადამიანებზე ზემოქმედების საიმედო საშუალება.

თეოდორ რუზველტი რომ არ გამოეწვიათ, იგი ვერასოდეს ვერ გახდებოდა შეერთებული შტატების პრეზიდენტი. კუბიდან ახალი დაბრუნებული იყო, როცა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორის კანდიდატად დაასახელეს. ამ დროს მისმა პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა გამოჩხრიკეს, რომ იურიდიული თვალსაზრისით, ის აღარ ითვლებოდა ამ შტატის მცხოვრებად (რუზველტი 1898 წელს ესპანეთ-ამერიკის ომში მეთაურობდა ცხენოსანთა პოლკს „ყოჩაღ მხედარს“). რუზველტი შეშინდა და დააპირა საკუთარი კანდიდატურის მოხსნა. მაშინ ტომას კოლიერ პლატმა გამოიწვია იგი. სწრაფად მიუბრუნდა და წვრილი ხმით შესძახა: „ნუთუ სან-ხუანის სიმაღლის გმირი მხდალია?“ და რუზველტმა ბრძოლა განაგრძო.

- დანარჩენი ისტორიის კუთვნილებაა. ამ გამოწვევამ შეცვალა არა მარტო მისი ცხოვრება, არამედ რეალური ზეგავლენა მოახდინა მთელი ქვეყნის ისტორიაზე.

ჩარლზ შვაბმა კარგად უწყოდა, რა უზარმაზარი ძალა აქვს გამოწვევას. ეს იცოდა ბოს პლატმაც და ელ სმიტმაც.

ელ სმიტი ანალოგიურ პრობლემას შეხვდა ნიუ-იორკის შტატის გუბერნატორობის დროს. დევის-აილენდიდან დასავლეთამდე ყველაზე ცუდი სახელის მქონე სინგ-სინგის ციხეს უფროსი არ ჰყავდა. ციხის კედლებიდან ათასნაირი ჭორი და შემზარავი ხმები ჟონავდა. სმიტს სჭირდებოდა ძლიერი ადამიანი - რკინის კაცი, რომელიც შეძლებდა სინგ-სინგის მართვას. მან ნიუ-ჰემპტონიდან გამოიძახა ლოუენსი.

„რას იტყოდით სინგ-სინგის უფროსობაზე? - ჯიქურ ჰკითხა მან ლოუენსს, - გამოცდილი კაცი გვჭირდება“.

ლოუენსს ხმა ჩაუწყდა. ის კარგად გრძნობდა სინგ-სინგში დანიშვნასთან დაკავშირებულ ხიფათს. ეს დანიშვნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და დამოკიდებული იქნებოდა პოლიტიკურ ვითარებაზე. უფროსები ხშირად იცვლებოდნენ, ერთმა მხოლოდ სამი კვირა გაძლო. ის კი კარიერაზე ოცნებობდა. ღირდა რისკის გაწევა?

სმიტმა ყოყმანი შეამჩნია, სკამის საზურგეზე გადაწვა, გაუღიმა და უთხრა: „მე არ გკიცხავთ იმის გამო, რომ შეშინდით, ეს მართლაც სახიფათო საქმეა. მართლა ძლიერი ადამიანი უნდა იყოთ, ამ საქმეს რომ მოერიოთ“.

როგორც ხედავთ, სმიტმა გამოიწვია ლოუენსი. მას გულზე მოხვდა ნათქვამი - აქ ძლიერი კაცი გვჭირდებაო და... მიიღო დანიშვნა. ამ პოსტზე დიდხანსაც დარჩა. დარჩა კი არადა, საუკეთესო ციხის უფროსის სახელიც დაიმკვიდრა. მისი წიგნი „20 ათასი წელი სინგ-სინგში“ ასობით ათას ეგზემპლარად გაიყიდა. ლოუენსი რადიოთიც ხშირად გამოდიოდა. მისი მოთხრობები ციხის ცხოვრების შესახებ ათობით კინოფილმის სიუჟეტად იქცა. მისი „დამნაშავეთა ჰუმანიზაცია“ ხომ მართლაც საოცრებებს ახდენდა და საპატიმროს რეფორმადაც გადაიქცა.

„არასოდეს არ მინახავს, - ამბობს ჰარკ ს. ფაირსტოუნი, ცნობილი ფირმის დამაარსებელი, - რომ მხოლოდ ხელფასის სტიმულით შეერჩიოთ ან შეენარჩუნებინოთ კვალიფიციური კადრები, ვფიქრობ, აქ მთავარია ერთგვარი თამაშის მომენტი“.

სწორედ ეს უყვარს ყველას, ვინც წარმატებისკენ ისწრაფვის: თავისებური თამაში, შესაძლებლობა, აჩვენო თუ რად ღირხარ, შეგიძლია თუ არა უპირატესობის მიღწევა და მოგება. აი, რატომ არის პოპულარული ყოველნაირი შეჯიბრება: სიარულში იქნება ეს, ყვირილში თუ ნამცხვრის ჭამაში. აქ ვლინდება სურვილი მჯობნის ჯობნისა, სურვილი საკუთარი მნიშვნელობის შეგრძნებისა.

მაშასადამე, თუ გინდათ გადმოიბიროთ სულით ძლიერი და მამაცი ადამიანი, მისდიეთ მეთორმეტე წესს:

გამოიწვიეთ, შეეხეთ მის თავმოყვარეობას!

 

რეზიუმე

 

თორმეტი წესი, რომელთა დაცვა საშუალებას მოგცემთ ადამიანი თქვენს თვალსაზრისზე გადმოიბიროთ:


1. ერთადერთი ხერხი კამათში გამარჯვებისა არის კამათისთვის თავის არიდება.

2. პატივისცემით მოეპყარით თანამოსაუბრის აზრს. არასოდეს არ უთხრათ ადამიანს, რომ მართალი არ არის. 

3. თუ მართალი არა ხართ, აღიარეთ სწრაფად და გადაჭრით.

4. თავიდანვე მიიღეთ მეგობრული ტონი.

5. აიძულეთ თანამოსაუბრე უმალვე გიპასუხოთ „დიახ“. 

6. დაე, უფრო მეტი ილაპარაკოს თანამოსაუბრემ.

7. დაე, თანამოსაუბრემ იფიქროს, რომ გამოთქმული აზრი მას ეკუთვნის.

8. გულწრფელად მოინდომეთ, რომ საგნებს შეხედოთ თანამოსაუბრის თვალსაზრისით.

9. თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვების აზრებსა და სურვილებს.

10. მიმართეთ უფრო კეთილშობილურ მოტივებს. 

11. დრამატიზმით გამსჭვალეთ თქვენი იდეები, გამოთქვით ისინი ეფექტურად.

12 გამოიწვიეთ, შეეხეთ ადამიანის თავმოყვარეობას.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ