მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 155 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეორე

 

ერთხელ, შუადღისას, ჩარლზ შვაბმა თავისი ფოლადთუჯსასხმელი ქარხნის ერთ საამქროში შეიარა და დაინახა, რომ რამდენიმე მუშა განზე გამდგარიყო და ეწეოდა. ზედ მათ თავთან, კედელზე დაკიდებული ფირფიტა მოითხოვდა: „ნუ მოსწევთ“. თქვენ გგონიათ შვაბმა ფირფიტაზე მიუთითა და იკითხა, თქვენ რა, კითხვა არ იცითო? როგორ გეკადრებათ. შვაბი ასე არ მოიქცეოდა. ის მივიდა მუშებთან, სიგარეტები მიაწოდა და უთხრა: „ბიჭებო, ძალიან მასიამოვნებთ, თუ გარეთ მოსწევთ“. მუშები მიხვდნენ, რომ წესი დაარღვიეს და აღტაცება მოჰგვარათ იმან, რომ შვაბმა შენიშვნა კი არ მისცა, პირიქით, სიგარეტით გაუმასპინძლდა. ამით მათი ღირსების გრძნობას გაუფრთხილდა. განა შეიძლება ასეთი კაცი არ გიყვარდეთ?

ჯონ უენემეიკერიც იმავე მეთოდს იყენებდა. იგი, ჩვეულებრივ, ყოველდღე შემოივლიდა ხოლმე თავის უზარმაზარ უნივერმაღს ფილადელფიაში. ერთხელ შეამჩნია, რომ დახლთან მყიდველი იცდიდა. მას ყურადღებას არ აქცევდნენ. გამყიდველები განყოფილებაში შეკრებილიყვნენ და მხიარული საუბარი გაეჩაღებინათ. უენემეიკერს ხმა არ ამოუღია. იგი მშვიდიდ დადგა დახლის მეორე მხარეს, მოემსახურა მყიდველს, მერე გამყიდველებს გადასცა შესაფუთად და შემოვლა განაგრძო.

მჭევრმეტყველებით სახელგანთქმული პასტორი რომ გარდაიცვალა ან როგორც იაპონელები იტყვიან, სამყარო გამოიცვალა, მის ადგილას მოიწვიეს მღვდელი ლაიმენ ებოტი, ებოტს უნდოდა თავი მოეწონებინა მრევლისათვის და ზედ დააკვდა ქადაგების მომზადებას. ფლობერის სიზუსტით ასწორებდა და ხვეწდა ტექსტს. მერე ცოლს წაუკითხა. ქადაგება სუსტი გამოდგა, როგორც წინასწარ მომზადებული გამოსვლათა უმე ტესობა. ებოტის ცოლს კეთილგონიერება რომ არ ჰყოფნოდა ეტყოდა: „ლაიმენ, ეს ქადაგებას არ ჰგავს: მსმენელებს ძილს მოჰგვრის. შენ ხომ ამდენი წელია ქადაგებ და მეტი არ უნდა შეგეძლოს? რატომ არ იქცევი ბუნებრივად? იცოდე, ამ სისულელით თავს მოიჭრი“,

დიახ, შეიძლებოდა ეს ეთქვა, მაგრამ ამით რას მიაღწევდა? ეს იცოდა ქალმა და ამიტომ სხვათაშორის შენიშნა, რომ ამ ქადაგებიდან შესანიშნავი სტატია გამოვიდოდა ჟურნალისათვის. სხვა სიტყვებით, მან ტექსტი შეაქო კიდეც და თანაც მიანიშნა ქმარს, რომ საქადაგოდ მაინცდამაინც არ ვარგოდა. ლაიმონ ებოტმა ყველაფერი სწორად გაიგო, დახია ასე საგულდაგულოდ მომხადებული სიტყვა და დანიშნულ დღეს ყოველგვარი წინასწარი ჩანაწერის გარეშე იქადაგა.

მაშასადამე, თუ გსურთ ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი, მისდიეთ მეორე წესს:

შეცდომაზე მიუთითეთ არა პირდაპირ, არამედ მოიარებით, მინიშნებით.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ