მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 168 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მეექვსე

 

მე კარგად ვიცნობდი პიტ ბარლოუს. ის საცირკო ნომრებს ასრულებდა ძაღლებისა და პონის მონაწილეობით, სიამოვნებით ვესწრებოდი ხოლმე მის საწვრთნელ მუშაობას. როგორც კი ძაღლი დავალებას შეასრულებდა, პიტი უმალვე მოეფერებოდა, შეაქებდა და ხორცის ნაჭერს მიართმევდა.

აქ ახალი არაფერია. მწვრთნელები დიდი ხანია ამ მეთოდს მიმართავენ.

რატომ არ ვიყენებთ ხორცს მათრახის ნაცვლად? ქებას გაკიცხვის მაგივრად? მოდით, ნუ დავიშურებთ ქების სიტყვებს თუნდაც მცირე წარმატებისთვის. ეს უბიძგებს ადამიანს წინსვლისაკენ.

სინგ-სინგის ციხის უფროსმა ლიუს ლოუენსმა აღმოაჩინა, რომ სულ პატარა, მაგრამ წინგადადგმული ნაბიჯისათვის შექება საოცარ შედეგს იძლევა პროფესიონალ დამნაშავეებთანაც კი. ლოუენსი ერთ წერილში მწერდა; „მივედი დასკვნამდე, რომ თუ პატიმარს დადებით საქციელს შევუქებთ, მაშინ უფრო ადვილი ხდება მასთან თანამშრომლობა და შესაძლოა საბოლოო გამოსწორებაც, ვიდრე მაშინ, როცა ვკიცხავთ და ვაკრიტიკებთ უგვანი საქციელისთვის“.

შე სინგ-სინგში არა ვმჯდარვარ, მაგრამ განვლილ ცხოვრებას თვალს რომ ვავლებ, ვხვდები, რა ძლიერ კვალს ატყობდა მას კეთილი სიტყვა. თქვენც ასე არა ხართ? ისტორიაში უამრავია შექების ჯადოსნური მოქმედების მაგალითები.

ნახევარი საუკუნის წინათ, ერთ ათი წლის ნეაპოლელ ბიჭუნას გაგიჟებით უნდოდა მომღერალი გამხდარიყო, მაგრამ პირველმა მასწავლებელმა ცივი წყალი გადაასხა, შენგან მომღერალი ვერ დადგება, ხმა არა გაქვსო. ბიჭის დედა, უბრალო გლეხის ქალი მოეფერა შვილს და დაარწმუნა, გული მიგრძნობს, ოცნება აუცილებლად აგიხდებაო. დედის შექებამ და მხარდაჭერამ სრულიად შეცვალა ბიჭის ცხოვრება. ალბათ მიხვდით, თუ ვისზეა ლაპარაკი. დიახ, ეს გახლავთ ენრიკო კარუზო.

ერთ ლონდონელ ჭაბუკს მწერლობა ხიბლავდა. მაგრამ ყველაფერი ხელს უშლიდა. სკოლაში მხოლოდ ოთხი წელი იარა. მამამისი ვალის გამო ციხეში ჩასვეს. ასე რომ, ხშირად შიმშილობდა კიდეც. ბოლოს იშოვა რაღაც სამუშაო, - ბოთლებზე ეტიკეტებს აწებებდა. ბნელ სხვენში ეძინა სხვა მაწანწალა ბიჭებთან ერთად. პირველი ხელნაწერი ღამით, ქურდულად წაიღო ფოსტაში. დიდხანს არაფერს უბეჭდავდნენ. მაგრამ აი, ბოლოს დადგა ნანატრი დღეც - ერთი მოთხრობა მიიღეს. მართალია, ერთი შილინგიც არ გადაუხდიათ, მაგრამ რედაქტორმა ხომ მოიწონა. ჭაბუკმა სიხარულის ცრემლები ვერ შეიკავა... ქებამ და აღიარებამ მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. ალბათ, ახლაც მიხვდით, ვისზე მოგახსენებთ. დიახ, ეს ბიჭი ჩარლზ დიკენსი იყო.

მესამე ყმაწვილიც ლონდონში მუშაობდა, ოღონდ საგანლანტერეო მაღაზიაში. დილით ხუთ საათზე დგებოდა. ასე ეწამა ორი წელიწადი. ბოლოს ვეღარ გაუძლო, თხუთმეტი მილი ფეხით გაიარა, დედასთან მივიდა, გულში ჩაეკრა და აქვითინდა - იმ მაღაზიაში თუ გამიშვებ, თავს მოვიკლავო. მერე სკოლის მასწავლებელს მისწერა წერილი, რომელშიც თავის უსასოო მდგომარეობაზე შესჩივლა. მასწავლებელმა გაამხნევა და... შესთავაზა მასწავლებლის ადგილი. ამან მთლიანად შეატრიალა ბიჭის ცხოვრება და დიდი კვალიც გაავლო ინგლისური ლიტერატურის ისტორიაში. მას შემდეგ დაწერა სამოცდაშვიდი წიგნი და მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. ამასაც იცნობთ: ეს ჰერბერტ უელსია.

დავუბრუნდეთ საკითხს ადამიანზე ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობათა შესახებ. თუ უბრალო, კეთილი სიტყვით შეგვიძლია ადამიანს უკეთესი საქმეები შთავაგონოთ, მათი ფარული შესაძლებლობების შეცნობით მარტო ქცევის კი არა მთელი პიროვნების გადასხვაფერებასაც შევძლებთ. თუ არ გჯერათ, წაიკითხეთ ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის უილიამ ჯეიმსის ბრძნული სიტყვები. ის ამერიკაში ერთ-ერთი უდიდესი ფსიქოლოგი და ფილოსოფოსი იყო.

"...ჩვენ ჩვენი ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების სულ უმნიშვნელო ნაწილს თუ ვიყენებთ. საერთოდ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი არ ცხოვრობს შესაძლებლობების მიხედვით, მას სულ სხვადასხვანაირი უნარი აქვს, რომელთაც, ჩვეულებრივ, უქმად აცდენს“.

დიახ, თქვენც, ამ სტრიქონების მკითხველო, ბევრნაირი უნარი გაქვთ, რომელთაც არ იყენებთ. ერთი ასეთი უნარია აქოთ თქვენი თანამოსაუბრე და წააქეზოთ მასში დაფარული შესაძლებლობების გამოსავლენად.

მაშასადამე, თუ გსურთ ზეგავლენა მოახდინოთ ადამიანზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი, მისდიეთ მეექვსე წესს:

ადამიანს მოუწონეთ მცირედი წარმატებაც და აღნიშნეთ ყოველი წინგადადგმული ნაბიჯი. გულწრფელად შეაფასეთ და გულუხვად აქეთ.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ