მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ ახალი მენიუ
 
 

 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 

 
  ნანახია 534 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თავი მერვე

 

ერთი ჩემი ნაცნობი ორმოცი წლისა დაქორწინდა. საცოლემ ცეკვის გაკვეთილებზე იარეო, სთხოვა. „ღმერთმა ხომ იცის, ცეკვა მართლა არ ვიცოდი, - მიამბობდა იგი, - ბავშვობაში რაც ვისწავლე ეგ იყო და ეგ. მოვიწვიე მასწავლებელი, რომელმაც მითხრა (ალბათ ასეც იყო), რაც გისწავლიათ ყველაფერი არასწორად გისწავლიათ, ახლა ძველი უნდა დაივიწყოთ და ხელახლა შეუდგეთ საქმესო.

ყურები ჩამოვყარე. ხასიათი გამიფუჭდა. ის მასწავლებელი დავითხოვე. ცეკვის ყოველგვარი სურვილი გამიქრა. მეორე მასწავლებელი შეიძლება მართალს არ მეუბნებოდა, მაგრამ რასაც მეუბნებოდა, მომწონდა. მან, სხვათაშორის, მითხრა ცოტა ძველმოდურად ცეკვავთ, მაგრამ საფუძველი კარგი გაქვთო და დამაიმედა, სულ ადვილად ისწავლით რამდენიმე ახალ პასო.

პირველმა მასწავლებელმა ჩემს შეცდომებზე მიმითითა და გული ამიცრუა ცეკვაზე, მეორე პირიქით მოიქცა. მაქებდა, როგორც კი სწორად ვიცეკვებდი და მარწმუნებდა თანდაყოლილი რიტმის გრძნობა გაქვთო.

დღეს ვხვდები, რომ ჩემგან მოცეკვავე არ დადგება, მაგრამ მაინც მირჩევნია ვირწმუნო ის, რასაც მეორე მასწავლებელი მეუბნებოდა. მართალია ფულს ვუხდიდი, მაგრამ აქ ფული არ არის გადამწყვეტი. ყოველ შემთხვევაში, ახლა უკეთ ვცეკვავ. მისმა შექებამ შემაგულიანა, წამახალისა და მეც მოვინდომე.

შვილს, ქმარს, თანამშრომელს ან შინამოსამსახურეს თუ ეტყვით, რომ უტვინო და გონებადახშულია, რომ ყველაფერს უკუღმა აკეთებს, ამით წაართმევთ გამოსწორების ყოველგვარ სტიმულს, ხოლო თუ საპირისპირო მეთოდს გამოიყენებთ, შექებას არ დაიშურებთ, შექმნით შთაბეჭდილებას, თითქოს თანამოსაუბრეს სულ ადვილად შეუძლია რაღაცის გაკეთება ან გამოსწორება, აგრძნობინებთ, რომ გჯერათ მისი შემოქმედებითი უნარისა, ის დღედაღამ იმაზე იფიქრებს, რომ თქვენი შეხედულება გაამართლოს.

მაშასადამე, თუ გსურთ სემოქმედება მოახდინოთ ადამიანზე, თანაც ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი, მისდიეთ მერვე წესს:

წაახალისეთ ადამიანი, შეუქმენით აზრი, რომ თუ მოინდომებს, ადვილად შეძლებს შეცდომის გამოსწორებას; მოექეცით ისე, რომ თქვენი თხოვნის შესრულება იოლი ეჩვენოს.

 

* * * * * * *

მთარგმნელი: ციალა კალმახელიძე

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

 

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ