მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6607 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ტიბეტური სიბრძნეერთხელ, როგორღაც ტიბეტელი ბერი შეეკითხა თავის მოსწავლეებს:

- რა არის ის, რაც ყველაზე მეტად გაღიზიანებთ სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში?

მოსწავლეები ჩაფიქრდნენ, ცოტა ხნის შემდეგ ერთ-ერთმა მათგანმა უპასუხა:

- მე წონასწორობიდან გამოვყავარ სიტუაციას, როცა ვინმეს შევუთანხმდები შეხვედრაზე, მივალ ზუსტად დათქმულ დროს, ხოლო ის, ან არ მოვა, ან ლოდინს მაიძულებს.

მეორე მოსწავლემ:

- მე ყველაზე მეტად ნერვებს მიშლის ის, როცა ვინმე რამეს მპირდება, ხოლო შემდეგ არ ასრულებს დანაპირებს.

მესამემ:

- მე მდგომარეობიდან გამოვყავარ იმას, როცა ადამიანი კონკრეტულ კითხვაზე არ იძლევა კონკრეტულ პასუხს.

ბერი შეეკითხა პირველ მოსწავლეს:

- ცხოვრებაში ერთხელ მაინც სადმე დაგიგვიანია?

- არასოდეს! - მე არ მახსოვს ასეთი შემთხვევა - უპასუხა მოსწავლემ.

ბერი მეორე მოსწავლეს მიუბრუნდა:

- შენ, მუდმივად გახსოვს საკუთარი დაპირებები და ყოველთვის ასრულებ მათ?

- დიახ!  რადაც არ უნდა დამიჯდეს - უპასუხა მოსწავლემ.

ბერი მესამე მოსწავლესაც შეეკითხა:

- შენ, თავად, ყოველთვის კონკრეტული ხარ საკუთარ გამონათქვამებში?

- აბსოლიტურად! - უპასუხა მოსწავლემ.

ეხლა კი წარმოიდგინეთ, რომ თქვენ არსად გეჩქარებათ, ვალდებული არა ხართ საკუთარ სიტყვებზე პასუხი აგოთ და შეგიძლიათ ილაპარაკოთ ზოგადი ფრაზებით, პრაქტიკულად არაფერზე - უთხრა ბერმა მოსწავლეებს,

მოსწავლეებმა ვერაფერი გაიგეს და კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრეს მასწავლებელს, მან კი განაგრძო:

- ჩვენ, ყველაზე მეტად სხვა ადამიანებში გვაღიზიანებს ის, რის უფლებასაც თავად ვერ ვაძლევთ საკუთარ თავს და დარწმუნებული ვართ, რომ ეს მათი პრობლემებია, მაგრამ სინამდვილეში (უმეტეს შემთხვევებში), ეს არის ჩვენი გაუცნობიერებელი შური მათ მიმართ. ამიტომ, ნუ გაბრაზდებით სხვა ადამიანებზე და შეეცადეთ მათთან არსებული ყველა პრობლემის მიზეზი საკუთარ თავში მოიძიოთ...

 
 
 

კომენტარები
ლევანი
2023-02-06
100%
ირაკლი
2019-03-08
მართლა მაგარია, როგორც ყველაფერი რაც სიმართლესთანაა დაკავშირებული...
არიადნა
2018-12-07
მართლაც დამაფიქრებელი სიმართლეა...
nunu jashi
2018-11-28
საოცარია,56 წლის ვარ და ახლა ამოვიკითხე კონკრეტული მიზეზი იმისა,რაც უკმაყოფილოს მხდის ადამიანების მიმართ: ყველა ადამიანში გვაღიზიანებს ის, რის უფლებასაც ჩვენს თავს არ ვაძლევთ.
გენიალურია.
არადა არავინაა ვალდებული ჩემნაირად ფიქრობდეს.....
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ