მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 29461 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

დაამსხვრიე სტერეოტიპიადამიანი სოციალური არსებაა, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში სხვა ადამიანების გარემოცვაში უწევს ცხოვრება.

აქედან გამომდინარე, ამა თუ იმ მოქმედების დროს, ჩვენი ყურადღება მიპყრობილია საზოგადოებისკენ და იმედი გვაქვს, რომ დავიმსახურებთ მის მოწონებას, ან გვიპყრობს შიში მოსალოდნელი გაკიცხვის გამო.

ასეთი მოქმედებით, ძალაუნებურად ვზღუდავთ საკუთარ თავს და ვსვამთ მას განსაზღვრულ ჩარჩოებში.

სწორედ ასე ყალიბდება სტერეოტიპები, რომელიც ჩვენს მიერ საზოგადოებისთვის გაღებული თავისებური ხარკია იმ დაუწერელი კანონებისა და წესების მიმართ, რომელთა დაცვაც თითქოსდა უკიდურესად აუცილებელი და უაღრესად მნიშვნელოვანია.

ძალიან ხშირად, ეს დაუწერელი კანონები დრომოჭმული და დაუსაბუთებელია, ან აბსოლიტურად არ ერგება რომელიმე კონკრეტულ, ცხოვრებისეულ სიტუაციას. თუმცა ბევრი თვლის, რომ ყველაფერი ოდესღაც უკვე იყო და სტერეოტიპების მსხვრევა ზედმეტი თავისტკივილია.

სიტყვა „სტერეოტიპის“ მნიშვნელობა ძალიან კარგად არის აღწერილი დიდ ენციკლოპედიურ ლექსიკონში - „გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას რომელიმე მოვლენის მიმართ, რომელიც ჩამოყალიბებულია სოციალური პირობებისა და წინამდებარე გამოცდილების გათვალისწინებით. არც თუ ისე იშვიათად, სტერეოტიპი სინონიმია ცრურწმენებთან დაკავშირებული მოძველებული და დრომოჭმული წარმოდგენებისა“.

საიდან იღებს სათავეს და გვევლინება ეს სტერეოტიპები? აღმოჩნდა, რომ სტეროტიპები დაფუძნებულია წარსულ გამოცდილებაზე.

მოვიყვანოთ მაგალითი: ადამიანმა რომელიმე კონკრეტული ქმედებით განიცადა წარუმატებლობა და კრახი. ამის შემდგომ იგი იწყებს მტკიცებას, რომ ასე მოქცევა ცუდია, დაუშვებელი, რადგან ეს მოქმედება წინასწარაა განწირული წარუმატებლობისთვის. სწორედ ასე ქმნის იგი გარკველ შაბლონს, საკუთარ სტეროტიპს.

მაგრამ როგორ ხდება ეს სტერეოტიპი სოციალური? საქმე იმაშია, რომ ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, პოულობენ თანამოაზრეებს, ხოლო იმას, რაც არ ეთანხმება მათ მოსაზრებებს და ჩამოყალიბებულ ნეგატიურ აზრს, ამაყად უწოდებენ წესებიდან გადახვევას.

თუმცა იმისათვის, რომ ადამიანთა გარკვეული ჯგუფის მიერ ჩამოყალიბებული შაბლონები გახდეს ნამდვილად სოციალური და საყოველთაო - საჭიროა დრო!

სტერეოტიპების დაბადების პროცესი საკმაოდ ხანგრძლივია, ისევე როგორც მათი მსხვრევის პროცესი, მაგრამ ამ ყველაფერს განსაზღვრავს ერთი და იგივე ფაქტორები - დრო და ადამიანების გამოცდილება.

სტერეოტიპების არსებობაში ყველაზე საინტერესოა ის ფაქტი, რომ მის შესახებ არაფერი წერია წიგნებში, არ ისწავლება სკოლებში, თუმცა წინაპრების „შეგონებები“ ღრმად არის ჩამჯდარი ადამიანების ცნობიერებაში.

გამოდის, რომ ჩვენ ვეყრდნობით არა საკუთარ, არამედ მთელი წინა თაობების გამოცდილებას. საინტერესოა რა გვაიძულებს ასე მოვიქცეთ - ყურად ვიღოთ სხვისი სიტყვები, სხვისი გამოცდილება? პასუხი მარტივია - შიში! - შეცდომის დაშვების შიში, როცა არ გვსურს სიტყვების გაგონება „როგორ შეგეძლო ასე მოქცეულიყავი; შენ ხომ იცოდი...“

რა თქმა უნდა დრო იცვლება. იცვლება სტერეოტიპებიც. ადამიანები უფრო გახსნილები და გამბედავები გახდნენ, თუმცა ისეთი ფენომენისგან ბოლომდე განთავისუფლებას, როგორიც სტერეოტიპია, ვერ ახერხებენ.

ისმის კითხვა, რატომ ქმნის და რაში სჭირდება საზოგადოებას სტეროტიპები? ყველა სიტუაცია ხომ ინდივიდუალურია და ყველა ადამიანი უნიკალური? ნუთუ ამის მიზეზი მხოლოდ შიშია და ასე გვეშინია შეცდომების დაშვების?

ჩვენ ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ შეცდომები და ჩავჯდეთ გარკვეულ შაბლონებში, ხოლო თუ შეცდომა მაინც დავუშვით, თავს მექანიკურად ვიმართლებთ იგივე შაბლონებით, თითქოს პრობლემა არა საკუთარ თავშია, არამედ იმაში, რომ ყველაფერი წინასწარ ცნობილი და ყველასთვის ნათელი იყო.

სტერეოტიპი - ზიანი თუ სარგებელიდასასრულს, უნდა ვთქვათ, რომ სტეროტიპების დაცვის ან მათი უგულვებელყოფის კონკრეტული რეცეპტი არ არსებობს.

შეიძლება შაბლონების დაცვით ჩვენ გავურბივართ საკუთარ ბედნიერებას და ვკარგავთ ცხოვრებისეულ შანსს, მაგრამ მეორეს მხრივ პირიქით, შესაძლოა საყოველთაოდ აღიარებულმა სტეროტიპმა ზედმეტი რისკი და პრობლემა აგვაცილოს თავიდან.

ამიტომ, უმჯობესია მივენდოთ საკუთარ გულისთქმას, ინტუიციას, ვისწავლოთ საკუთარი თავის მოსმენა, კარგად გავშიფროთ კონკრეტული სტერეოტიპი, ჩამოვაყალიბოთ და გავაანალიზოთ მისი შესაძლო ალტერნეტივები.

ზოგადად კი უმჯობესია თუ წარსულს წარსულში დავტოვებთ, განვთავისუფლდებით ყოველგვარი შაბლონებისგან და შევეცდებით ბედნიერება და წარმატება ამ გზით მოვიპოვოთ. თუნდაც ეს შეცდომის ფასად დაგვიჯდეს...

 
 
 

კომენტარები
მართა
2023-10-18
საინტერესო იყო მადლობა
iza
2019-04-08
მთელი ცხოვრება სტერეოტიპებს ვამსხვრევ და ვერ მოვერიე...
ანდრია
2018-12-20
სამწუხარო სიმართლე...
ლევანი
2018-06-15
ძალიან საინტერესოა. მადლობა.
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ