არსებობს მრავალრიცხოვანი ლიტერატურა, სტატია, ვიდეო ინსტრუქცია, მოსაზრება, ფილოსოფიური და ბრძნული რჩევა, რომლებიც გპირდებიან, თუ როგორ უნდა გახდეთ ბედნიერი.
თუმცა ამ ყველაფრის კითხვას და გააზრებას არც თუ ისე მცირე დრო სჭირდება...
ქვემოთ მოყვანილი მოსაზრების ჩაკითხვას სჭირდება სულ ორიოდე წუთი, ეფექტი კი საკმაოდ დადებითია თუ რაღაცეებს მაინც გაითვალისწინებთ...
მე უბედური ვარ - თუ ნამდვილად ასე ფიქრობთ, შეცვალეთ რამე თქვენს ცხოვრებაში, ან შეეცადეთ შეცვალოთ საკუთარი თავი;
მაინც რა შევცვალო? - ნებისმიერი რამ! აირჩიეთ რამე ერთი და დაუყონებლივ დაიწყეთ მოქმედება რადაც არ უნდა დაგიჯდეთ ეს.
თავბრუ რომ მეხვევა და ფიქრებს თავს ვერ ვუყრი? - ღრმად ჩაისუნთქეთ! შეეცადეთ თავს მოერიოთ. ეს ხომ შედარებით მარტივი რამაა, რაც შეგიძლიათ აკონტროლოთ.
მაგრამ ბედნიერებისთვის რომ ბევრი ფულია საჭირო? - დიახ, მაგრამ მხოლოდ გარკვეული ხარისხით. უფრო მნიშვნელოვანია:
- დრო, რომელსაც ატარებთ საყვარელ ადამიანებთან ერთად;
- დრო, რომელსაც ხარჯავთ თქვენთვის ყველაზე ძვირფასზე და მნიშვნელოვანზე;
თუ ეს დრო ხელიდან გაუშვით, მას ვერავითარი ფულით ვერ დაიბრუნებთ.
დრო რომ არაფერზე არ მყოფნის? - ესე იგი თქვენ არასწორად გაქვთ განსაზღვრული პრიორიტეტები.
ბევრის მოსწრება რომ მსურს? - ნაკლები გაააკეთეთ. ხშირად თქვით - არა!
მაგრამ ვალდებული რომ ვარ გავაკეთო? – თუ საქმეზე, რომელსაც ასრულებთ, არ გეთქმით - „სიამოვნებით“, უარი თქვით ასეთი საქმის გაკეთებაზე.
მაგრამ ვინმე (X) რომ გაბრაზდეს ჩემი უარის გამო? - ეს თქვენ არ გეხებათ. უმჯობესია უარი თქვათ, ვიდრე წახვიდეთ საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.
მაგრამ ეხლა შესაფერი დრო არ არის - შესაფერისი დრო არასოდეს არ იქნება! თუ ყოველთვის მას დაელოდებით, ვერასოდეს ვერაფერს გააკეთებთ, შემდეგ კი საკუთარ თავს დაუწყებთ „გვემას“ ამის გამო.
ეს ყველაფერი რომ საკმაოდ რთულია? - ეს ყველაფერი რომ მარტივი იყოს, დიდი ხანია ბედნიერი იქნებოდით,
მაგრამ მე არ შემიძლია... - მოეშვით საკუთარი თავის შეზღუდვას ამგვარი აზრებით. თქვენ „ვერ შეძლებთ“ რამე გააკეთოთ მხოლოდ იქამდე, სანამ არ გააკეთებთ ამას!
ეს ყველაფერი მე ვერ დამეხმარება - კი ბატონო! გაააგრძელეთ ცხოვრება ისე, როგორც ცხოვრობთ.
მაგრამ მე უკმაყოფილო ვარ ჩემი დღევანდელი ცხოვრებით - თუ ყოველთვის ერთსა და იგივეს გააკეთებთ, შედეგი მუდამ იგივე იქნება.
ან იზრდებით და ვითარდებით, ან დარჩებით ჭაობში და დაიღუპებით.
და როდის დავიწყო? - ახლავე! - არავითარი: ხვალიდან, ორშაბათიდან, იმ თვის პირველი რიცხვიდან, შობის ან აღდგომის შემდეგ...
გახსოვდეთ, რომ - „მერე“ ნიშნავს - არასდროს!
პოსკრიპტუმი - თუ ამ ყველაფერმა არ გაამართლა და ვერაფერი შეცვალეთ, ამ შემთხვევაში მძიმე ინექციაა საჭირო და აი ისიც:
დაბეჭდეთ ტექსტი - „შენ კვდები! მართლა კვდები!“ და გააკარით ეს ტექსტი ყველგან - მაცივარზე, ფანჯარაზე, კედლებზე, აბაზანაში, ტუალეტში, ავტომობილში, შეიყვანეთ პაროლის სახით კომპიუტერში, დააწერეთ საყვარელ ჭიქაზე, თეფშზე...
როდესაც ბოლოს და ბოლოს თქვენამდე დავა, რომ ნამდვილად მოკვდებით, აი სწორედ მაშინ გაგიჩნდებათ სიცოცხლის, ცხოვრებიდან სიამოვნების მიღების და რამე ღირებულის შექმნის მოტივაცია.
მანამდე კი, ვიდრე არ გაქვთ სიცოცხლის სურვილი, ეძებეთ მოტივაცია შესაბამის სტატიებში და მოსაზრებებში (თუნდაც ზემოთ მოყვანილში).
იცოდეთ, რომ როგორც ფიქრობთ, ისევე ცხოვრობთ - ამიტომ პრეტენზიებიც ნუ გექნებათ...