მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით შესაძლო ხარვეზებისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

 

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2726 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

»» თუ პრობლემის გადაწყვეტა ფულის საშუალებით შეიძლება, მაშინ ეს პრობლემა კი არა - ხარჯია.

 

»» ბევრი ფული ვერ გაგხდის ისე კარგად, როგორ ცუდადაც გხდის უფულობა.

 

»» რაც მეტია იმედი, მით მეტია იმედგაცრუება.

 

»» ადამი პირველი იღბლიანი (ბედნიერი) მამაკაცია, რომელსაც არ ჰყავდა სიდედრი.

 

»» სჯობს კარგად აღიარო, ვიდრე ცუდად დაფარო.

 

»» თუ სიყვარული მთავრდება, მაშინ ის არც დაწყებულა.

 

»» მამაკაცები მეტს გააკეთებდენენ, ქალები რომ ნაკლებს ლაპარაკობდნენ.

 

»» გონივრული დუმილი გაცილებით რთულია, ვიდრე გონივრული საუბარი.

 

»» ჯერ არ დაბადებულა ცხენი, რომლითაც ახალგაზრდობას დაეწევი.

 

»» ცუდი ცოლი წვიმაზე უარესია - წვიმა გაიძულებს თავი სახლს შეაფარო, ცუდი ცოლი კი - გაიქცე სახლიდან რაც შეიძლება შორს.

 

»» ღმერთმა ადამიანს ორი ყური და ერთი პირი იმისთვის მისცა, რომ მეტი მოისმინოს და ნაკლები ილაპარაკოს.

 

»» სამყაროს დაღუპვა არა ადამიანების სიმრავლით, არამედ არაადამიანების სიმრავლით ემუქრება.

 

»» უმჯობესია თქვა - არ ვიცი, ვიდრე გახდე მატყუარა.

 

»» ჩავიდა ღვინო - ამოვიდა საიდუმლო.

 

»» ღმერთო! დამეხმარე წამოდგომაში - დაცემას თავადაც შევძლებ!

 

»» თუ ცხოვრება უკეთესობისკენ არ იცვლება, დაელოდე - იგი უარესობისკენ შეიცვლება.

 

»» ნუ იქნები ტკბილი, თორემ შეგჭამენ. ნუ იქნები მწარე, თორემ გადმოგაფურთხებენ.

 

»» რა ტკბილიც არ უნდა იყოს სიყვარული, მისგან მურაბას ვერ მოხარშავ.

 

»» როცა საქმე არაფერია, დიად საქმეებს ეჭიდებიან.

 

»» სჯობს გამოცხადდე ერთი საათთ ადრე, ვიდრე წუთით დააგვიანო.

 

»» გაიცინე, ხვალ უარესი იქნება.

 

»» უმჯობესია მაშინვე უარი თქვა, ვიდრე დაპირდე დიდი ხნის განმავლობაში.

 

»» რაც უფრო ღრმად გათხრი, მით მეტ სიბინძურეს აღმოაჩენ.

 

»» სჯობს ათჯერ გაკოტრდე, ვიდრე ერთხელ მოკვდე.

 

»»  რაც უფრო მეტს ფიქრობ საკუთარ თავზე, მით უფრო ნაკლებად უყვარხარ სხვებს.

 

»» არჩევანი ორი ბოროტებიდან ერთ-ერთზე რომ იყოს გასაკეთებელი, პესიმისტი აირჩევს ორივეს.

 

»» ღმერთს არ შეუძლია იყოს ყველგან ერთდროულად, ამიტომაც შექმნა დედები.

 

»» მშობლები შვილებს საუბარს ასწავლიან, შვილები კი მშობლებს – ჩუმად ყოფნას.

 

»» უფულობას ყველა უჩივის, უჭკუობას - არავინ.

 

»» ცოდნა დიდ ადგილს არ იკავებს.

 

»» ღმერთი იცავს ღარიბებს, ყოველ შემთხვევაში ძვირადღირებული ცოდვებისგან.

 

»» ადამიანმა უნდა იცხოვროს - თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო.

 

»» უმჯობესია სიცილით მოკვდე, ვიდრე შიშით.

 

»» ადამიანები საკუთარ შეცდომებს - გამოცდილებას უწოდებენ.

 

»» ჭაღარა სიბერის ნიშანია და არა სიბრძნის.

 

»» ვისაც შვილები არ ჰყავს, ყველაზე კარგად შეუძლია ბავშვების აღზრდა.

 

»» შეიძლება, კვერცხი ქათამზე ჭკვიანია, მაგრამ  სწრაფად ლაყდება.

 

»» ქველმოქმედება რომ არაფერი ღირდეს, ყველა ფილანტროპი იქნებოდა.

 

»» შორიდან ყველა ადამიანი კარგი ჩანს.

 

»» თხის წინიდან გეშინოდეს, ცხენის - უკნიდან, სულელის - ყველა მხრიდან.

 

»» სამი დღის შემდეგ თევზსა და სტუმარს სუნი ასდით...

 

»» რაც უფრო ასაკში შედის ადამიანი, ხედავს უფრო ცუდად, მაგრამ უფრო მეტს...

 

»» უმჯობესია უწვერო ებრაელი, ვიდრე წვერი ებრაელის გარეშე.

 

»» ცუდი ქალებისგან ღმერთმა დაგიფაროს, კარგებისგან თავი თავადვე დაიცავი!

 

»» ყრუმ გაიგონა, როგორ ჰყვებოდა მუნჯი, ბრმამ დაინახა, თუ რა სწრაფად გარბოდა კოჭლი.

 

»» ორს არ სჯერა შენი სიკვდილისა: ვისაც უყვარხარ და ვისაც ეზიზღები;

 

»» როცა შინაბერა თხოვდება, ის მაშინვე ახალგაზრდა ცოლად გადაიქცევა.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ