მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 35860 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მასლოუს პირამიდამეოცე საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩენილმა ამერიკელმა ფსიქოლოგმა აბრაჰამ მასლოუმ ეგრეთ წოდებული ”ადამიანის მოთხოვნილებების პირამიდა” შექმნა, რომელიც ეყრდნობოდა მრავალრიცხოვან ფსიქოლოგიურ კვლევებს.

ამ ”პირამიდაში” მან დონეების მიხედვით დაალაგა ადამიანის მოთხოვნილებები. 

”პირამიდის” ქვედა დონეზე განთავსებულია - ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები, რომლის გარეშეც ადამიანის ბიოლოგიური არსებობა შეუძლებელია, შემდეგ კი მოდის შესაბამისი მოთხოვნები, სოციალური ტიპის მოთხოვნილებებიდან - პიროვნულ, სულიერ და შემეცნებით მოთხოვნილებებამდე.

მასლოუს თეორიის მიხედვით, ”პირამიდის” არსი  მდგომარეობდა იმაში, რომ ეჩვენებინა ადამიანი საშუალოდ როგორი თანმიმდევრობით იკმაყოფილებს თავის მოთხოვნილებებს.

ის თვლიდა, რომ პირველი დონის - ფიზიოლოგიური  მოთხოვნილებები - თანდაყოლილი და ნიშანდობლივია ყველა ადამიანისთვის, ასეთ მოთხოვნილებებში შედის საკვები, წყალი, სამოსი, სექსი (შთამომავლობის გაგრძელება).

უფრო მაღალი დონის მოთხოვნილებები კი ჩნდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა დაკმაყოფილებულია წინა მოთხოვნილებების დონის განსაზღვრული ნაწილი.

ანუ უსაფრთხოების დაცვის და წესრიგის მოთხოვნილებები ჩნდება მას შემდეგ, რაც დაკმაყოფილებულია ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებათა  არა ნაკლებ 85%.

სოციალური მოთხოვნილებები (მეგობრობის, პატივისცემის, აღიარების, სიყვარულის) ჩნდება იმ შემთხვევაში, როდესაც დაკმაყოფილებულია უსაფრთხოების მოთხოვნილების 70%.

იმისათვის, რომ ადამიანს  გაუჩნდეს პატივისცემისა და აღიარების მოთხოვნილება, რომელიც თავის თავში გულისხმობს განსაზღვრულ სათანადო სოციალურ სტატუსამდე და დამოუკიდებელ ქმედებებამდე მიღწევას, სოციალური მოთხოვნილებები 70%-მდე უნდა ჰქონდეს დაკმაყოფილებული.

თავმოყვარეობის 60%-ის დაკმაყოფილებისას, ადამიანში ჩნდება თვითაქტუალიზაციის, თვითგამოხატვის, საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის რეალიზაციის მოთხოვნილება.

ამ უკანასკნელი მოთხოვნილების დაკმაყოფილება ყველაზე ძნელია, მაგრამ თვითრეალიზაციის 40%- ის მიღწევისას ადამიანი უკვე ბედნიერად გრძნობს თავს.

თუმცა ამ დონეს, დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 1-4% თუ აღწევს.

 

 
 
 

კომენტარები
zaza
2023-05-13
რა საჭიროა მეცნიერება? ეს კითხვა მოსალეობის გარკვეულ ნაწილს ყოველთვის უჩნდება, ამ ადამიანებს არ უნდა ეკამათო, იმიტომ, რომ ზუსტად მასლოუს იერარქია საზღვრავს მათ მოთხოვნილებებს. ამიტომ არის მასლოუ გენუალური. ისე პირამიდის გარდა ბევრი საინტერესო კვლევა აქვს მასლოუს, მაგრამ პირამიდა ყველა ადამიანს, განვითარების საფეხურიდან გამომდინარე, თავის ადგილს მიუჩენს.
ვიოლა
2019-03-15
ჰო, არ სჭირდება მეცნიერება, როცა უკვე დაწერილია და მხართეძოზე წამომოწოლილი კითხულობ, ყველაფერი მარტივად გეჩვენება ))
mirand'a
2019-02-06
Zaalian sasargebloa nu bodavt ragaceebs
გიორგი
2016-12-03
მაგას მეცნიერება სულ არ ჭირდება თუ სახლი არ მაქვს საკვები ფინანსები და სხვა სხვაზე ლაპარაკი ზედმეტია ვთქვათ სწავლა მინდა ფული არ მაქვს სახლი ახლობლები ხელს არ მიწყობენ ან გოგო მომეწონა ფული და სახლი არმაქვს ჯერ სახლი გააკეთე მერე ცოტა ფული და სხვა საერთოდ ადამიანს რაც ჭირდება ის აწუხებს ყველაფერი ჭირდება მაგრამ ეს თანმიმდევრობით უნდა გაკეთდეს შრომით და თავდადებით და არა ისე ზოგზოგიერთები რომ ასწავლიან მომავალ თაობას კაი ცხოვრებას როგორ მოდის ეს კაი ცხოვრება ის ჯობია ასწავლონ ეს არის ჩემი აზრი გმადლობთ ყურადღებისთვის
ანა ლოლაძე
2016-09-30
ბოდვაა თუ არა - მასლოუს პირამიდაა და აღიარებული. შეიძლება ზუსტი არ იყოს და ბევრი არ ეთანხმებოდეს, მაგრამ ძირითადი არს სიმართლეა.
გიო
2016-09-30
სისულელეა ეგ ბოდვაა
მიმოზა
2016-06-04
გმადლობთ...ძალიან საინტერესო და სასარგებლოა......
vano
2015-08-31
100%-იანი არ არის და ეს თვითონ მასლოუმ აღიარა მოგვიანებით.
Tamo
2015-07-08
სიმართლეს გავს კი არა ეს 100%იანია მეცნიერების დამტკიცებულია და აქ მხოლოდ 5 დონე არის დაფიქსირებული სინამდვილეში 7 დონეა უბრალოდ ძირიტადებია გამოყოფილი აქ
gurami
2014-12-14
სიმართლეს გავს. ძალიან საინტერესოა....
sandro
2013-03-21
კაია
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ