მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 36554 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

გამართული მეტყველებაზოგადად, ადამიანს შეუძლია ლამაზად აზროვნება, მაგრამ არ შეუძლია საკუთარი აზრების ასევე ლამაზად გადმოცემა.

საოცარი მეტამორფოზაა, თუმცა სამწუხაროდ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს მოვლენა ნაცნობია და გადაულახავ პრობლემას წარმოადგენს.

ლამაზი და გამომსახველობითი საუბარი სამწუხაროდ სულ უფრო ნაკლებად გვხვდება, რადგან ბევრ ადამიანს, ძალიან უძნელდება საკუთარი აზრებისა და გრძნობების გამოთქმა, უჭირს  რაიმე მოვლენის, წიგნის ან ფილმის შინაარსის თხრობით გადმოცემა.

ხშირია, როცა რომელიმე პიროვნების გაუმართავი საუბრის მიღმა, გარკვეული დროის შემდეგ ინტელექტის საოცარი მარაგი აღმოჩნდება ხოლმე, თუმცა ამის აღმოჩენას სჭირდება დრო, რომლის ნაკლებობაც სულ უფრო თვალსაჩინოდ იგრძნობა დაძაბულ და უამრავი ინფორმაციით დატვირთულ XXI საუკუნეში.

ლამაზად მეტყველების უნარი -  შეუფასებელი ნიჭია, რომელიც ეხმარება ადამიანს მოახდინოს შთაბეჭდილება გარშემო მყოფებზე, მიაღწიოს დასახულ მიზნებს, მარტივად გაიაროს ადაპტაცია ნებისმიერ სიტუაციაში.

სწორ, გამართულ საუბარს, თითქმის მაგიური ზემოქმედების უნარი გააჩნია, იგი არსებით ზეგავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.

სხვადასხვა ადამიანების საუბარი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, შეიძლება ერთი პიროვნება მეტყველებდეს ისე, რომ გარშემომყოფებს მისი საუბრის დაუსრულებლად მოსმენის სურვილი გაუჩნდეთ, მაშინ, როცა მეორეს საუბრის ბოლომდე მოსმენა არარეალური იყოს, და იქაურობის რაც შეიძლება სწრაფად დატოვებისკენ უბიძგოს მსმენელს.

 

ხმა და მანერები

 

გამართული მეტყველება, ხმა და მანერებილამაზი, მიმზიდველი საუბრის ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტი, რა თქმა უნდა ადამიანის ხმაა, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

მაგალითად ქალბატონები უპირატესობას მამაკაცების სასიამოვნო ბარიტონს ანიჭებენ. თუ მამაკაცი ბასით, ან ბარიტონით საუბრობს, მას უფრო მეტი მსმენელი ჰყავს ვიდრე იმას, ვინც ხმამაღლა, ცივი ხმით მეტყველებს.

თუმცა გასათვალისწინებელია, რომ დაბალი ხმა კარგია მცირე აუდიტორიასთან სასაუბროდ, თუ აუდიტორია დიდია, ხმაც შესაბამისად უფრო მაღალი უნდა იყოს.

მაღალი ხმა, განსაკუთრებით მღელვარების მომენტში, უნდა იქნეს დაწეული, რათა გამაღიზიანებლად არ იმოქმედოს მგრძნობიარე ადამიანებზე.

საჭიროა შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება. სახის გამომეტყველებას და საუბრის ტონს, არ უნდა ეტყობოდეს ემოციების კვალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ნდობისა და ავტორიტეტის ხარისხი მსმენელის თვალში საგრძნობლად დაიწევს.

დიდი მნიშვნელობა აქვს პაუზას, რომლის საშუალებითაც გამოყოფილი უნდა იქნას საუბრის მთავარი აზრი და მნიშვნელოვანი მომენტები, თუმცა პაუზის გაწელვას, შეიძლება უკუშედეგი მოყვეს.

ასევეა ქალბატონების შემთხვევაშიც. ფაქტია, რომ წყნარი, დაბალი და  სასიამოვნო ტონით მოსაუბრე ქალბატონები უფრო ჭკვიანებად მიიჩნევიან და მეტ ნდობას იმსახურებენ, ვიდრე მაღალი, ცივი ხმით მოსაუბრენი (რაც შეიძლება სინამდვილეში ასე სულაც არ იყოს).

ქალები, რომელთაც შეუძლიათ საკუთარი ხმის სწორად მართვა, გაცილებით მეტ წარმატებას აღწევენ ცხოვრებაში. 

ხმასთან ერთად  საუბრის მანერა, დახვეწილი, ბუნებრივი გრიმასები, ლამაზი და მიმზიდველი საუბრის არანაკლებ მნიშვნელოვანი ელემენტია.

მაგალითად, სახლში, მეუღლესთან საუბრის დროს ნიკაპის ქვემოთ დაწევა და შედარებით მაღალი ხმის ტემბრის ოდნავი განაზება, ხმას ბავშვურობას მიანიჭებს და მეორე ნახევარს კეთილად განაწყობს მაშინ, როცა სამსახურში ანალოგიური განწყობის დამსახურება თავის მაღლა დაჭერით და დაბალ, რბილ ტონში საუბრით უფროა შესაძლებელი.

არსებობს მოსაზრება, რომ "ქალებს უყვართ ყურებით, ხოლო მამაკაცებს თვალებით", თუმცა ჩამოყალიბებულ და განათლებულ მამაკაცს, მას შემდეგ, რაც „შეუყვარდა თვალებით“, ძალიან მალევე უჩნდება ღირსეულ, საინტერესოდ მოსაუბრე პარტნიორთან ურთიერთობის მოთხოვნილება.

ქალები, რომელთა მეტყველების მარაგი შეზღუდულია და შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეული ფრაზებით, ვერ შეძლებენ წარმატებას მიაღწიონ განათლებულ, ჩამოყალიბებულ მამაკაცთან, რადგან რაც უფრო საინტერესო და დახვეწილად მოსაუბრეა მამაკაცი, მით უფრო მეტს ელის იგი პარტნიორი ქალბატონისგან.

ხმის მართვის სწავლა სულაც არ არის რთული ამოცანა, მთავარი მონდომება და ცოდნა იმისა, თუ რომელ სიტუაციაში როგორი ხმით საუბარია უმჯობესი.

ხმამ, როგორც  ლამაზი, გამართული და მომხიბვლელი საუბრის მნიშვნელოვანმა ელემენტმა, შეიძლება იმუშაოს როგორც პიროვნების სასარგებლოდ, ასევე მის საწინააღმდეგოდ.

რა თქმა უნდა ყველაფერი ხმაზე და მომხიბვლელ გრიმასებზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ მათ მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ  სურვილისა და მონდომების შემთხვევაში ხმის ტემბრის დარეგულირება და შეცვლა (მცირე დიაპაზონით), ასევე გრიმასების დახვეწა, სრულიად შესაძლებელია. 

 

შინაარსი

 

გამართული მეტყველება, შინაარსიხშირად ადამიანი საზოგადოებაში საუბრის დროს იბნევა, წითლდება, ენა ებმება, რეგულარულად იყენებს ზედმეტ, უადგილო შორისდებულებს, რომელიც ჭრის ყურს და აღიზიანებს მსმენელს.

ამას გარდა აკეთებს უადგილო, ზოგჯერ ძალიან გაწელილ პაუზებს, არასწორად აკავშირებს ერთმანეთთან სიტყვებს, უხერხულად აქნევს ხელებს და ა.შ.

ამ ყველაფრის გამოსწორებას მონდომება და შრომა, მუდმივი ვარჯიში ჭირდება. საჭიროა ახალი სიტყვების სწორად წარმოთქმა, გამართული ფრაზებისა და წინადადებების შედგენა, მათი ხშირი გამეორება. 

კარგია თუ ადამიანს ისეთ საზოგადოებაში და გარემოში უხდება ხშირი ყოფნა, სადაც უწევს ბევრი საუბარი, ამ დროს ყველაზე კარგად ხდება ლექსიკის გამდიდრება და მეტყველება მსუბუქი და ძალდაუტანებელი ხდება.

მაგრამ თუ ადამიანს  ძირითადად შეზღუდულ გარემოში უწევს ყოფნა, მას ლექსიკის გამდიდრება ხელოვნურად მოუწევს, მაგალითად წიგნის, პრესის, რადიოს ან ტელევიზიის საშუალებით.

სათაკილო არ არის და პირიქით, მეტყველების დასახვეწად,  ძალიან გამოდგება ისეთი ადამიანის არჩევა და მიბაძვა რომლის საუბრის მანერებიც ყველაზე მეტად მოსაწონია. მთავარია მისი მოსმენა და  ინტონაციების გამეორება (მაგალითად ჩანაწერების საშუალებით) მოხდეს ხმამაღლა, მასთან ერთად (ისე ეფექტი არ ექნება).

ადამიანი, რომელიც მუშაობს საკუთარ თავზე და ყოველდღიურად ხვეწს მეტყველებას, საუბრობს უბრალო ფრაზებით, მარტივად ხსნის და გადმოსცემს თუნდაც რთული საკითხის საქმის არსს, არ ჩქარობს, მისი სიტყვები ყველასათვის ადვილი გასაგები და მისაღებია.

თანამედროვე, წარმატებული ადამიანის საუბარი არამონოტონური, მკაფიო, ნათელი, დასამახსოვრებელი, გამომსახველობითი, მელოდიური  უნდა იყოს, აუცილებელი აზრობრივი პაუზებითა და საკუთარი ღირსების შეგრძნებით გაჯერებული.

ასეთი საუბრის სტილი, ყველგან და ყოველთვის თან უნდა სდევდეს პიროვნებას. ნებისმიერ მოულოდნელ სიტუაციაში, იგი მზად უნდა იყოს ყოველგვარი სირთულისა და შიშის გარეშე ესაუბროს ყველას, ვისთანაც საუბარია საჭირო. 

ადამიანები, ვისაც ასეთი საუბარი შეუძლია, ძლიერი, თავისუფალი პიროვნებები არიან, რომელთაც ცხოვრებაში მინიმალური პრობლემები აქვთ, და მაქსიმალურად აქვთ განვითარებული საკუთარი თავის რწმენა.

 
 
 

კომენტარები
ლიზი
2020-12-29
არ არის საწირო გქონდეს ბევრი ფული იმისთVის რომ დახვეწილი და გამართული საუბარი ისწავლო!!!!ძალიან ბევრს გონია რომ ფული შეგიძლია ყველაფერი გააკეთო,ეს ასე არ არის!!წაიკითხეთ წიგნები ბევრი წიგნები თან გახალისდებით და თან ნორმალურად საუბარს ისწავლით!!!!!!!!!!!
ლიზი
2020-12-29
მე მინდა გავცე პასუხი ნათიას რომელმაც დაწერა რომ წითლდება.
მოკლეთ,ნათია ნუ წიტლდები,გაბედე,იგრდენი თავი თავისუფლად და დამიდერე ყველაფერი გამოგივა!!!
მე
2016-11-07
მეცადინე ადამიანი, რომელიც აქტიურად გამუდმებით სწავლობს, კითხულობს, უსმენს და შემდეგ ამ ყველაფერს გადმოსცემს, ეს ყოველივე გამართული მეტყველების საწინდარია ))
თაკო
2016-11-07
არ არის აუცილებელი, რომ გქონდეს ბევრი ფული. გამართული მეტყველება, მოდის კითხვისგან,მოსმენისგან , სწორ საზოგადოებაში ყოფნისგან.
გამართული მეტველება გადაწყვეტილებაა, გადაწყვეტილება თვითდაჯერებულობასთან ერთად :)
ბიბი
2016-05-16
დახვეწილობის და თავდაჯერებულობის უმთავრესი და ერთადერთი პირობაა განათლება ...
ბაჩუკი
2016-02-04
ფული გმატებს თავდაჯერებულობას და არ გაძლევს საუბრის და გადმოცემის ლოგიკას ეგ უნდა გამოიმუშავო ბევრი შრომით
შო..
2015-12-12
ფული და შემოსავლები მატებს მაგრამ ქმნის ადამიანი,.პრაქტიკული მუშაობა..ზოგს პილიც აქვს მაგრამ რად გინდა ყავის დალევაც არ გინდა მათთან.
natia
2014-06-26
და რო ვწიტლები?მეშველება რამე?:))
ნათია
2014-01-10
თუ გინდა რომ კარგი მოსაუბრე იყო , ნამდვილად ღირს ძალისხმევად, ბევრი ფული დახვეწილ და სასიამოვნოდ მოსაუბრდ ნამდვილად ვერ გაგხდის.
gurami
2013-11-17
ადამიანი მაშინ საუბრობს დამაჯერებლად და კარგად, როცა საკუთარ თავში დარწმუნებულია, თვითდაჯერებულია... ყველაფერ ამას კი ფული ქმნის და ძალაუფლება...
gio
2013-10-11
მაგარიაააააა
dato
2013-04-13
სწორ საუბარს,წყნარს და ა.შ ამ ყველაფერს ფული ჰქმნის.ირმებოოო :D
ramini
2013-04-08
ცხოვრება და შენი ფსიქოლოგია შენ უნდა აკონტროლო
ramini beridze
2013-04-08
რაღაც რაღაცეებში ვეთანხმები რაღაცებსში კა არა რადგან არ არის რეალობა რაც წერია
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ