მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 31137 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მარცხი და გამარჯვებაადამიანი აზროვნებს ორგვარად - როგორც გამარჯვებული და როგორც დამარცხებული.

იაზროვნო, როგორც გამარჯვებულმა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ გამარჯვება გარანტირებულია; თუმცა გამარჯვებულის ფსიქოლოგია უდაოდ სოლიდურ უპირატესობას წარმოადგენს.

ალბათ ყველა გაიხსენებს საკუთარ გაუბედაობას და საკუთარი თავისთვის ნათქვამს - ”მაინც არაფერი გამომივა”, ”უკვე ვცადე, მაგრამ...”, ”ჯერ მზად არ ვარ (ანუ "ჯერ ადრეა”) და ა.შ.

სამწუხაროდ ადამიანი ყოველთვის პოულობს მიზეზს იმისთვის, რომ რეალიზებადი არ გახადოს საკუთარი მიზნები; ხოლო თუ ცდილობს კიდეც რამე გააკეთოს, წინასწარ შეგუებულია, რომ მისი მცდელობა კრახით დასრულდება და წარმატებას ვერ მიაღწევს. შედეგი რუხი, ერთფეროვანი დღეები, მოსაწყენი სამუშაო ან უმუშევრობა, დაღლილობა და აპათიაა.

ვისაც ეს არ მოსწონს, ყოველთვის აქვს საშუალება აირჩიოს: - დატოვოს ყველაფერი ისე, როგორც არის, თუ ეცადოს გახადოს საკუთარი ცხოვრება მიმზიდველი, საინტერესო, ფინანსურად დამოუკიდებელი, ერთი სიტყვით გადააქციოს ოცნებები რეალობად.

ამ ყველაფერს სჭირდება: გამბედაობა, მიზანდასახულობა, საკუთარი თავის რწმენა და გამარჯვებულის ფსიქოლოგია.

წარმატებულმა ადამიანებმა იციან გამარჯვების ეს რეცეპტი, რასაც რეალურად იყენებენ რთული ბარიერების გადალახვაში.

სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა, წინასწარა არის განწყობილი არა წარმატებისთვის, არამედ მარცხისთვის. ისინი დასაწყიშივე ეძებენ მიზეზებს და თავის გასამართლებელ ფრაზებს, იმ შემთხვევისათვის, თუ  დამარცხდებიან.

ვისაც არ უნდა ასეთი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნებოდეს და სურს უკეთესობისკენ შეცვალოს საკუთარი ცხოვრება, პირველ რიგში უნდა შეცვალოს საკუთარი თავი და სხვაგვარად იაზროვნოს.

მაგრამ როგორ უნდა გააკეთოს ეს? ეს საკითხი ძალიან ბევრ ადამიანს აინტერესებს.

მარცხი და გამარჯვებავისაც სურვილი აქვს შეუძლია ადვილად მოიძიოს საჭირო ლიტერატურა, დაესწროს სპეციალურ სემინარებს, ლექციებს, სხვადახვა ოლაინ კურსებს, მოიძიოს ინტერნეტში და ა.შ.

მაგრამ არც წიგნები და ინტერნეტი, არც სემინარები და ლექციები, არ იძლევა გარანტიას, რომ ცხოვრება მაშინვე შეიცვლება უკეთესობისკენ. მთავარი აქ სურვილია! მიზნის მიღწევის დაჟინებული სურვილი.

სწორედ სურვილი, მიზანდასახულობა, მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა განსაზღვრავს წარმატების ხარისხს.

მოვიყვანოთ მაგალითი:

ძალიან ბევრი ადამიანი გულმოდგინედ ცდილობს ებრძოლოს ზედმეტ წონას, ისინი ამისთვის იყენებენ ყველა არსებულ მეთოდებს: დიეტებს, მედიკამენტებს, ვარჯიშებს, მისდევენ სპორტს, მაგრამ როგორც კი დგება მცირეოდენი შედეგი, მალევე უბრუნდებიან პირვანდელ მდგომარეობას.

რატომ? - პასუხი ერთია - არასაკმარისი სურვილი და მოტივაცია.

მოხდენილი აღნაგობისთვის ბრძოლის ფორმულა ხომ ძალიან მარტივია - დახარჯე მეტი კალორია, ვიდრე მოიხმარ!

მაგრამ ბევრს არ უნდა ეს დაიჯეროს და უშედეგოდ ებრძვის ზედმეტ წონას. ხოლო ვისაც  ესმის  და შეუპოვრად მუშაობს საკუთარ თავზე, აღწევს კიდეც სერიოზულ წარმატებას ამ მიმართულებით. მისი ფიგურა ისევ იბრუნებს მოხდენილობას. მიზეზი კი ნებისყოფა და დასახული მიზნის მისაღწევად მაღალი მოტივაციაა.

ასევეა ნებისმიერ სხვა საკითხშიც - სწავლა, საჯარო სამსახური, ბიზნესი, ურთიერთობები.

იმისათვის რომ შეიცვალოს, ზოგჯერ საკმარისია ადამიანმა დატოვოს ”კომფორტის ზონა”, რომელშიც იმყოფება, მაგრამ ძირთადად, სასურველი შედეგის მისაღებად, რთული და დაძაბული მუშაობაა საჭირო.

მარცხი და გამარჯვებანურვინ დაადანაშაულებს წარუმატებლობაში გარშემო მყოფ ადამიანებს, კონკურენტებს, ამინდს, ჰოროსკოპს, არასასურველ ეკონომიკურ სიტუაციას და კიდევ ათას რამეს - ასე უკვე აკეთებს მილიონობით ადამიანი მთელს მსოფლიოში, მაგრამ არცერთ მათგანს არ მიუღწევია წარმატებისთვის.

წარმატებას აღწევს მხოლოდ ის, ვინც გამოიმუშავებს ნებისყოფას და არ ეშინია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება შეცდომისა და მარცხის შემთხვევაში.

წარმატებას აღწევს მხოლო ის, ვინც არასოდეს კმაყოფილდება მიღწეულით და გააჩნია მიზნის მიღწევის მძაფრი სურვილი და რწმენა.

გამარჯვებას გისურვებთ!

 
 
 

კომენტარები
უცნობი
2021-12-16
იდეაში მთავარია ადამიანი საკუთარ ხასიათს თვითონ იქმნიდეს ბრძოლა მაგით უნდა დაიწყო თორე წამიერ ემოციებსაც შეუძლია ყველაფერი დაანგრიოს
მე
2020-02-10
ნამდვილი ბრძოლა გამარჯვების შემდეგ იწყება,
eva
2019-02-20
კარგი მასალაა
ბაჩო
2018-12-07
ნებისყოფა, სიმტკიცე და დიდი მოტივაცია
ანდრია
2018-10-09
კარგია, კი ეს ყველაფერი, მაგრამ როგორ?
 
 
 
 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ