მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 3354 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ადამიანები უხსოვარი დროიდან ატარებენ ყელსახვევებს.

ჩინელები მათის საშუალებით თავს იცავდნენ ქარისა და მტვრისგან;

რომაელი ლეგიონერები ნაქსოვ ყელსახვევებს სიცივისგან თავდასაცავად ატარებდნენ.

ფრანგი მოდის მიმდევრები ყელს ილამაზებდნენ ნაირგვარი სახვევებით, რომელიც რთული კონსტრუქციით იკვანძებოდა და სახელმძღვანელოებიც კი იწერებოდა მათი შეხვევის სპეციფიკასთან დაკავშირებით.

ისტორიის მანძილზე, ეს აქსესუარი ორი ძირითადი მიმართულებით განვითარდა.

მოდის სამყაროში ყელსახვევის პოპულარობა დღითიდღე იზრდება. გარდა მისი პირველქმნილი დანიშნულებისა, როგორიცაა გათბობა და ქარისგან სახის დაცვა, ყელსახვევი არაჩვეულებრივი აქსესუარია სტილის შესაქმნელად.

მაგალითად აბრეშუმის ყელსახვევები ფანტაზიის მიხედვით არა მარტო ყელზე, არამედ შეგიძლიათ წელზეც კი  შემოიხვიოთ,  გამოიყენოთ თავსაფრად, მიიმაგროთ ჩანთზე. 

დღეს ნებისმიერი, გემოვნებიანი მოდური ქალბატონის გარდერობი, წარმოუდგენელია ჰაეროვანი აბრეშუმის ყელსახვევის გარეშე. კარგად შერჩეული ყელსახვევი დიდხანს არ კარგავს მოდურობას და აქტუალურობას. იგულისხმება ფერთა გამა და ზომები, ასევე ფაქტურა.

თანამედროვე ყელსახვევის განვითარების  ისტორია მამაკაცის ყელსახვევს უკავშირდება, ამიტომ მამაკაცები დღესაც არ რჩებიან გულგრილნი ამ აქსესუარის მიმართ.

დიზაინერული ყელსახვევები, უნიკალური აქსესუარია, თუ ქალბატონს  ინდივიდუალიზმისა და ორიგინალურობის გამოვლენა სურს. ხშირად დიზაინერები საკუთარი ინიციალებით გაფორმებული ყელსახვევებითაც იწონებენ თავს, რაც თვალსაჩინოს ხდის თუ ვის ეკუთვნის ეს ლამაზი აქსესუარი. მაგალითად ჰერმესის ყელსახვევი რომელიც ბედნიერების მომტანადაც კი ითვლება.

ყელსახვევს ადამიანი იოლად ეჩვევა, მასთან განშორება  რომ არ გაუჭირდეს, დიზაინერები წელიწადის ნებისმიერი დროისთვის ქმნიან ამ შვენიერ აქსესუარს.

თუ ქალბატონმა იცის  სამოსის და მით უმეტეს აქსესუარის შერჩევა, ეს განაპირობებს მის ექსკლუზიურობასა და ინდივიდუალიზმს. არიან ქალბატონები, რომელებიც  ზამთარშიც აბრეშუმის ყელსახვევებს ატარებენ, თუმცა ზოგადად ზამთარში მაინც  უფრო თბილ ფაქტურების რეკომენდებული.

უკანასკნელ კოლექციებში დიზაინერები  ძალიან გრძელ, ან ყელზე მიბჯენილ მოკლე ყელსახვევებს გვთავაზობენ. გრძელი ყელსახვევები ყელზე რამდენჯერმე შემოხვეული უნდა ატაროთ, იგი ტოვებს შტაბეჭდილებას, რომ ყელზე რამდენიმე რგოლი გაქვთ. შეგიძლიათ შარფის ბოლოები გულსაბნევით ან ორიგინალური კვანძით მიამაგროთ ერთმანეთს.

პრაქტიკულად მუდამ მოდაშია ჭრელი გაბაბთული აბრეშუმის ყელსახვევები. სადა მუქ სამოსთან ღია ფერის ყელსახვევის გაკეთებაც შეიძლება. გვხვდება კუბოკრული და ზოლიანი მოდელებიც. 

ძალიან მოდურია ბატიკა. ბატიკა ინდონეზიური სიტყვაა და ითარგმნება როგორც "ცვილის წვეთი“. ბატიკის ტექნიკა ეფუძნება ცვილისა და მსგავსი ნედლეულის დატანით ქსოვილზე გარკვეული მონაკვეთების რეზერვირებას, საღებავის გარეშე დატოვებას.

აბრეშუმის, შალის, ბამბის და ზოგჯერ სინთეტიკის  ქსოვილებზე შესაბამისი დატანით, მიიღება სასურველი გამოსახულება.

ბატიკის რამდენიმე სახეობა არსებობს: ცხელი, ცივი, კვანძოვანი, თავისუფალი ნახატებით. ისინი  ქსოვილის რეზევრირების მიხედვით განსხვავდებიან.

ცხელი ტექნოლოგიით ქსოვილი ცხელი ცვილით იხატება, ის არ იკარებს საღებავს და განსაზღვრავს გამოსახულებების კონტურებს. ასეთი მეთოდით ძირითადად ბამბის ქსოვილები მუშავდება.

ცივი ტექნოლოგიით აბრეშუმი მუშავდება. მისი დამზადება  საშინაო პირობებშიცაა შესაძლებელი.

თავისუფალი მოხატვის ბატიკა - მხატვრის ფანტაზიას გადმოსცემს ზეთის ან ანილინის საღებავების აბრეშუმზე დატანით.

საინტერესო ეფექტს წარმოშობს ბატიკაზე მარილის ან მარილხსნარის დატანაც. ამ დროს ვარირება არა კონტურით, არამედ მარილის ხარჯზე ხდება რომელიც  თავისებურ, უცნაურ ფორმებს იღებს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ