მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2618 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

სტილი

 

ქალის საცურაო კოსტიუმები ძირითადად არის ორი სტილის - განცალკევებული და ერთიანი, თუმცა დღესდღეობით, თანამედროვე საცურაო კოსტიუმები გამოვიდა ამ საზღვრებიდან და უკვე არსებობს მათი უამრავი "ქვეტიპები".

აღსანიშნავია, რომ საცურაო კოსტიუმებს მთავარი ამოცანა აღარ არის მათი საშუალებით მხოლოდ რუჯის მიღება. დღეს წინა პლანზე გამოდის კომფორტი და თავდაჯერებულობა გარდერობის ასეთი მინიატურული ნივთის ტარების დროს.


განცალკევებული სტილის საცურაო კოსტიუმები იყოფა 5 ტიპად:


ბიკინი (bikini) - ღია ორი ნაწილისგან შემდგარი საცურაო კოსტიუმია, წვრილბრეტელიანი ბიუსჰალტერითა და მინიატურული საცვლით, რომელიც განკუთვნილია იდეალური აღნაგობის მქონე ქალბატონებისთვის.

ბანდო (bandeau) - ამ ტიპის საცურაო კოსტიუმის სახელწოდება ფრანგულ - bandeau-(ლენტი)- ს უკავშირდება. ის ქმნის შთაბეჭდილებას თითქოს რამოდენიმეჯერ შემოხვეულია მკერდის გარშემო და წარმოქმნილი პლისებით და ნაკეცებით ვიზუალურად  ზრდის მკერდს.

ტანკინი (tankini) - ზედა-ქვედა საცურაო კოსტიუმია, რომლის ზედატანი ტოპია. ის მოსახერხებელია სატარებლად, კარგად ფარავს უფორმო მუცელს და მაღალ თეძოებს.

ჰალტერი (halter) - ჰალტერის საცურაო კოსტიუმები იკვრება კისერთან და კარგად აფიქსირებს მკერდს.

სვიმდრესი (swimdress) -ეს მოდელი ეფექტურად  შევსებულია მინი ქვედაბოლოთი ,რომელიც პლაჟზე სასიამოვნოდ დასვენების საშუალებას მისცემს ქალბატონებს,მისი მეშვეობით შეიძლება სეირნობა და ის ფარავს ზედმეტ კილოგრამებს.


ერთიანი სტილის საცურაო კოსტიუმები იყოფა 8 ტიპად:


მაიო - (mayo) - მაიოს მოდელს მიკერებული ბრეტელები აქვს და ის თითქმის ყველა ტიპის ქალბატონს უხდება.

ერთიანი ბანდო უბრეტელო მოდელია და ძალიან მოსახერხებელია ზედმეტად გრძელი ტანის მქონე ქალბატონებისთვის. ასევე უხდება ფართო თეძოებს.

ტანკი (tank) - ეს მოდელი ძალიან ჰგავს მაიოს, თუმცა მისი მლავები მთლიანი თარგით იკერება, რაც ფიგურას უფრო შეკრულად წარმოაჩენს.

ერთიანი ჰალტერი - ჰალტერის ტიპის კოსტიუმს ბრეტელები ან სალტე კისერთან ეკვრება. ის არაჩვეულებრივად აზიდავს მკერდს და ხაზს უსვამს თეძოების წონასწორობას.

პლანჯი - დახურული საცურაო კოსტიუმი წინა და უკანა მხარეს ღრმა ჭრილით. საცურაო კოსტიუმის ამ მოდელს შეუძლია, მოკლე ტანი ვიზუალურად გრძლად გამოაჩინოს და გაზარდოს მკერდის გარშემოწერილობა.

ერთიანი სვიმდრესი -იგივე საცურაო კაბა კოსტიუმია, ძალიან მოსახერხებელია A (მსხალი) ტიპის აღნაგობის ქალბატონებისთვის, უხდება ვიწრო წელიან, ფართო თეძოებიან ქალბატონებს, მათაც ვისაც მუცელზე ნაიარევის, ან მშობიარობის შემდგომი დეფექტების დაფარვა სურს.

ჰაი ნეკი (high neck) - სპორტული ტიპის საცურაო კოსტიუმი წინა მხრიდან მცირე ზომის ჭრილით. ვიზუალურად საკმაოდ აგრძელებს ფიგურას.

მონოკინი (monokini) - ეს არის გარკვეული სახის ერთიანი საცურაო კოსტიუმი უფრო მსუბუქი, შილიფი და ექსტრავაგანტული.

არსებობს კიდევ - სკირტინი (skirtini) - მცირე ზომის ქვედაბოლო, რომელიც საცურაო კოსტიუმის ქვედა საცვლის ან ბუსჰალტერის დამატებას წარმოადგენს.

მისი საშუალებით მშვენიერი სქესის წარმომადგნელებს შეუძლიათ ესტუმრონ პლაჟთან ახლომდებარე კაფეს ყოველგვარი დისკომფორტის და უხერხულობის გარეშე და დაისვენონ.

სკირტინისა და ბუსჰალტერის ბაზაზე შეიძლება საინტერესო და ლამაზი სხვადასხვა კომპლექტაციის შერჩევა.

 

ტრენდი

 

ზაფხულის დადგომისთანავე მსოფლიო დიზაინერები იწყებენ საცურაო კოსტიუმების კოლექციების წარდგენას, რომელზეც ფიქრსა და მუშაობას გაცილებეთ ადრე ახერხებენ.

რაც შეხება ფერთა გამას, საცურაო კოსტიუმების ფერი, ოდნავ დამჯდარ ტონში  უნდა იყოს, თუმცა არ უნდა კარგავდეს საზაფხულო, სადღესასწაულო, დასვენებისთვის აუცილებებლ განწყობას.   

დღესდღეობით, დიზაინერები ძირითადი აქცენტს საცურაო კოსტიუმის არა ფერზე, არამედ ფორმაზე აკეთებენ. როგორც ისინი განმარტავენ, საჭიროა კოსტიუმი იყოს ორიგინალური და მეორისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს.

საცურაო კოსტიუმის განუმეორებლობა ქსოვილის ტიპისა და დეკორის (თასმები, მაქმანები, თოკები, სხვადასხვა სახის ჩადგმები) საშუალებით მიიღწევა.

ერთ-ერთი ტრენდია ნაქსოვი საცურაო კოსტიუმი, რომელიც ძაფისა და ქსოვის მიხედვით სწორედ რომ უჩვეულო ეფექტს იძლევა.

მოდურია ბრეტელებისა და სამაგრების გარეშე წარმოდგენლი საცურაო კოსტიუმები.

სხვადასხვა პრინტებით მოხატული საცურაო კოსტიუმები არ ტოვებენ აქტუალურობას. წარმოდგენილია ნახატები აფრიკის და ზოგადად ტროპიკულ თემაზე, ასევე სხვადასხვა  გრაფიკული და გეომეტრიული ფიგურები.

ორიგინალურობის მოყვარულ ქალბატონებს გაახალისებთ ისეთი საცურაო კოსტიუმი რომლის ნახატი მხოლოდ წყალთან კონტაქტის დროს არის შესამჩნევი. მშრალი ქსოვილი აბსოლიტურად სადად და უმნიშვნელოდ გამოიყურება.

საზღვაო თემა - (ზოლები, ზღვის ცხოველები, წყალმცენარეები) ყვითლისა და ლურჯის კომბინაცია, თითქმის მუდმივად აქტუალურია როგორც მთლიანად საზაფხულო სამოსში ასევე საცურაო კოსტიუმებში. გვხვდება დენიმით შექმნილი კოსტიუმებიც.

როგორც დიდი კოპლებით, ასევე პაწაწინა წინწლებით დაფარული საცურაო კოსტიუმი ახალისებს განწყობას და ძალიან უხდება გარუჯულ კანს.

ცხოველთა პრინტთაგან აქტუალობას არ კარგავს ზებრას მოხატულობა თეთრი-შავი..

რაც შეხება პრიალა სველ ეფექტს, სწორედ ამაზეა აწყობილი საცურაო კოსტიუმების  საკმაოდ მრავალი კოლექცია.

 

მასალა

 

ქსოვილი რომლითაც იქმნება საცურაო კოსტიუმები, სწრაფად უნდა შრებოდეს, ადვილად  ექვემდებარებოდეს და იტანდეს ინტენსიურ რეცხვის რეჟიმს და ნაკლებად იკიდებდეს სხვადასხვა გასარუჯ კოსმეტიკურ საშუალებებს.

 

აღნაგობა

 

ყველა ქალბატონს არ უწყობს ხელს აღნაგობა, რომ საცურაო კოსტიუმის შერჩევისას მოლოდ მოდური ტენდენებსა და გემოვნებას დაეყრდნოს.

ამიტომ:

თუ ვიწრო მხრები გაქვთ, გირჩევთ კაშკაშა ფერის ზედატანი შეარჩიოთ, პარალელურად გაშლილი თასმებით.

თუ თასმის გარეშე ზედატანს ჩაიცვამთ, გრძელი კისერი გამოგიჩნდებათ, სასურველია ინგლისური ვ-ს ფორმის ჭრილით.

თუ ფართო მხრები გაქვთ, ფართო თასმიანი მუქი ფერის ზედატანი შეარჩიეთ. გამორიცხეთ ნებისმიერი აქსესუარი ან ლითონის დეტალი. ისინი ფართო მხრებზე აქცენტირებენ...

გამხდარ ქალბატონებს ნაყშებით გაფორმებული ზედატანები შეუძლით ჩაიცვან, რაც კატეგორიულად უნდა გამორიცხონ მოზრდილი სილუეტის მქონე ქალბატონებმა. მათ უფრო სადა დიზაინის მქონე მოდელები უნდა შეარჩიონ.

ფართო თეძოების მქონე ქალბატონებს, საშუალო ჭრილის მქონე ქვედატანები მოუხდებათ. ისინი უნდა მოერიდონ  მბზინავ ფერებს, ასევე ყოველგვარ მაქმანებსა და ფარფლებს, რაც მხოლოდ ზედმეტ მოცულობას შეძენთ. იდეალურია ღია  ზედა და მუქი ფერის ქვედატანი...

პლაჟის მოდა მხოლოდ საცურაო კოსტიუმს არ მოიცავს. სრული ეფექტისთვის თან უნდა იქონიოთ პლაჟის ნაქსოვი ჩანთა, სათვალე და მძიმე ფერადი აქსესუარები. არ დაივიწყოთ ელეგანტური ქუდებიც...

მოდურია თხელი, გამჭვირვალე ფერადი კაბები. რომელთაც მხოლოდ პლაჟზე თუ ჩაიცვამთ. შეგიძლიათ თეძოზე ლამაზი ქამრებიც მიიბჯინოთ ან პარეო შემოიხვიოთ.

საუკეთესო არჩევანსა და კარგ დასვენებას გისურვებთ.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ