მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 9024 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

ყველაფერი ქვემოთჩამოთვლილი, არ შეესაბამება სინამდვილეს, არ მოტყუვდეთ!!!

 

კალორიების ნაკლებობა იწვევს სწრაფად გახდომას

 

ეს არ არის სიმართლე, თუ მკვეთრად შეწყვეტთ კვებას, თქვენი კუჭი ამას გაიგებს ისე, რომ არ გყოფნით საკვები და პირიქით, დაიწყებთ წონის აკრეფას.

 

რაც უფრო მკაცრია დიეტა, მით უფრო საუკეთესოა იგი

 

თუ რეგულარულად ერთი და იგივე პროდუქტს მიირთმევთ, თავს ძალიან არაკომფორტულად იგრძნობთ, ხოლო ერთი კვირის შემდეგ ეს პროდუქტი საერთოდ შეგძულდებათ.

ამიტომ ჯობია მიირთვათ მრავალფეროვანი სასარგებლო პროდუქტები, მხოლოდ მცირე ულუფებით.

 

აუცილებელია საყვარელ,  მაგრამ არა სასარგებლო პროდუქტებზე უარის თქმა

 

ადრე თუ გვიან, თქვენ თავს ვერ შეიკავებთ და მაინც მიირთმევთ იმას, რაც გიყვართ (მაგალითად ნაყინს, ან ტორტს), მაგრამ არა უშავს, მცირე რაოდენობით ის ზიანს ვერ მოგაყენებთ.

ამიტომ უმჯობესია არ თქვათ უარი იმაზე, რაც ძალიან გიყვართ, მხოლოდ მიირთვით აუცილებლად მცირე ულუფებით.

 

არ შეიძლება საღამოს 6 საათის შემდეგ საკვების მიღება

 

სინამდვილეში მთავარია არა ის, თუ რომელ საათზე მიირთმევთ საკვებს, არამედ რამდენს მიირთმევთ და რამდენად აქტიური ცხოვრების სტილი გაქვთ.

თუ  საკვებს მიიღებთ 8 ან 9 საათზე, ხოლო დასაძინებლად დაწვებით 12-ზე, ამაში არაფერია საგანგაშო, მითუმეტეს თუ მსუბუქად ივახშმებთ.

 

არ შეიძლება მცირედი წახემსება საუზმეს, სადილსა და ვახშამს შორის ინტერვალში

 

ეს ნამდვილად არ შეესაბამება სინამდვილეს. მცირედი წახემსება ზიანს არ მოგაყენებთ. უმჯობესია მიირთვათ კრეკერი ან ვაშლი, ვიდრე იჯდეთ და განუწყვეტლივ ფიქრობდეთ სადილზე ან ვახშამზე. 

უმჯობესია დანაყრდეთ და რამე უფრო სასიამოვნოზე იფიქროთ.

 

ცხიმები მავნებელია

 

პრინციპში ასეა, მაგრამ მცირე რაოდენობით ის სასარგებლოც კია, ამიტომ აუცილებლად ჩართეთ ის დღის რაციონში.

ძალიან სასარგებლოა ცხიმი, რომელსაც შეიცავს ზღვის პროდუქტები.

 

კვების რეჟიმის დარღვევა (მაგალითად საკვების დღეში მხოლოდ ერთხელ მიღება) ხელს უწყობს გახდომას

 

უფრო პირიქითაა, ამ დროს ნივთიერებათა ცვლის პროცესი ირღვევა, ამას გარდა ვერ მიიღებთ საჭირო რაოდენობის ვიტამინებს, რაც საბოლოო ჯამში თქვენს წონაზე და ჯანმრთელობაზე არა დადებითად, არამედ ნეგატიურად აისახება.

ამიტომ უმჯობესია ხშირად და მცირე რაოდენობის საკვების მიღება.

 

კარაქი მავნე პროდუქტია

 

ასე არ არის, შეგიძლიათ მიიღოთ ცხიმგაცლილი კარაქი და დაბალკალორიული რძის პროდუქტები, მით უფრო, რომ ისინი შეიცავენ კალციუმს, რომელიც აუცილებელია თქვენი ორგანიზმისთვის.

 

გახდომისათვის მხოლოდ დიდი ნებისყოფაა საჭირო

 

რა თქმა უნდა ნებისყოფა თავის როლს თამაშობს ამ პროცესში, მაგრამ უფრო მეტად თქვენი წონა დამოკიდებულია გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ჯანმრთელობაზე, თქვენს ირგვლივ არსებულ ვითარებაზე, საქმიანობაზე.

 

დიდი რაოდენობით წყალი დაგეხმარებათ წონის დაკლებაში

 

დიდი რაოდენობით წყლის მიღება არ მოგიგვარებთ წონის პრობლემას. წყალი ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის, მაგრამ ფაქტები იმის შესახებ, რომ ადამიანები წონაში იკლებდნენ წყლის დახმარებით, არ არსებობს.

თუ ვინმემ ეს შეამჩნია, სავარაუდოდ იმის ხარჯზე, რომ გაზირებული სასმელი ან მაღალკალორიული წვენები შეცვალეს ჩვეულებრივი სასმელი წყლით.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ