მიმდინარეობს ვებ-გვერდის რეკონსტრუქცია და ახალ პლატფორმაზე გადასვლა. ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის.

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

საათები

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2059 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ველოსიპედის მოვლა - სერვისინებისმიერი ტიპის ველოსიპედი სათუთ მოპყრობას და გულმოდგინე, სწორად მოვლას საჭიროებს.

ამასთან, რაც უფრო ინტენსიურად ხდება ველოსიპედის გამოყენება, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს მისი ტექნიკური მდგომარეობა.

ფაქტია, რომ ყველაზე ხარისხიანი ველოსიპედიც კი დროთა განმავლობაში საჭიროებს რემონტს და ზოგიერთი დეტალის შეცვლას.

ველოსიპედთან დაკავშირებულ შესაძლო პრობლემებს თავიდან აიცილებთ, თუ წელიწადში ერთხელ მოახდენთ ველო სახელოსნოში (ან სპეციალიზირებულ სერვის ცენტრში) მის ტექნიკურ შემოწმებას და არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.

ზოგადად, ველოსიპედის მოვლა არ წარმოადგენს რთულ ამოცანას და იგი ითვალისწინებს შემდეგი სახის რეკომენდაციებს:

 

— სარჩევი —

გაწმენდა/გარეცხვა

დაზეთვა/გაპოხვა
საწმენდი, სარეცხი და საპოხი საშუალებები
ველოსიპედის რეგულირება
ველოსიპედის სერვისი
ველოსიპედის საბურავები
ველოსიპედის საჭე
ველოსიპედის სკამი
ველოსიპედის მუხრუჭები
ველოსიპედის ტრანსმისია
ველოსიპედის ამორტიზატორები
ველოსიპედის სერვისისთვის საჭირო ინსტრუმენტები
ველოსიპედის შენახვა
პს
 ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

გაწმენდა/გარეცხვა —

 

ველოსიპედის გაწმენდა-გარეცხვასუფთა, გარეცხილი ველოსიპედით სეირნობა არა მხოლოდ სასიამოვნო, არამედ აუცილებელიცაა, რადგან ჭუჭყმა და მტვერმა შესაძლოა გამოიწვიოს სიჩქარეების გადამრთველი სისტემის, ჯაჭვის, ვარსკვლავის და სხვა ელემენტების მუშაობის შეფერხება, ჩარჩოს მილების და სხვა დეტალების კოროზია და სხვა პრობლემები.

ნებისმიერი ველოსიპედს ცუდად გადააქვს სილა და ტალახიანი გრუნტი სავალ ნაწილებზე, რადგან საპოხ ნივთიერებაში არეული ჭუჭყი სახიფათო აბრაზიულ მასას წარმოქმნის ველოსიპედის ჯაჭვზე, აზიანებს მას და ართულებს მოძრაობას.

თუ ველოსიპედის მილისებში („ტულკა“) მოხვდა სილა, იგი იწვევს საკისრების სწრაფ („პადშიპნიკები“) ცვეთას და დაზიანებას.

კუთხვილ („რეზბა“) ჭანჭიკებს და ზოგადად ნებისმიერ ჭანჭიკებს ქვემო თავისუფალ სივრცეში გროვდება ჭუჭყი, რაც იწვევს ველოსიპედის ჭრაჭუნს.

ამიტომ, ყოველი სეირნობის შემდეგ სასურველია ველოსიპედის გაწმენდა. ჩვეულებრივი ტილოს ან მსუბუქი ჯაგრისის საშუალებთ. შეიძლება სველი ტილოს და ჯაგრისის გამოყენებაც.

თუ ველოსიპედი ტალახიანი (ან ძლიერ დაბინძურებულია), მხოლოდ გაწმენდა არ არის საკმარისი და პირველ რიგში საჭიროა მისი წყლით გარეცხვა, რათა ტალახმა არ დაკაწროს ველოსიპედის ჩარჩოს ლაქით დაფარული ზედაპირი არ მოხდეს მისი ნაადრევი კოროზია.

ნუ გარეცხავთ ველოსიპედს ისე, როგორც მანქანას. თუ ტილოთი და სათლით გარეცხვა არ გსურთ (ან არ არის ხელმისაწვდომი) და რეცხვას სარეცხი მილით (შლანგი) გადაწყვეტთ, გარეცხეთ ფრთხილად, დაბალი წნევით და არავითარ შემთხვევაში ძლიერი ჭავლით.

მითუმეტეს არ არის რეკომენდებული ველოსიპედის ბრანდსპოიტით ან „კერხერით“ რეცხვა.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ველოსიპედის გარეცხვის დროს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ წყალი არ მოხვდეს ველოსიპედის საკვანძო დეტალების შიგნით (კასეტა, საკისრები, ბარბაცა, მასრები და სხვა) წინააღმდეგ შემთხვევაში სერვის ცენტრში ვიზიტი არ აგცდებათ.

ველოსიპედის სწორად გაწმენდარაც შეეხება გაწმენდას. მტვერი და ჭუჭყი ფაქიზად უნდა მოაშოროთ. სველი ტილოთი გაწმინდეთ რთულად მისადგომი ადგილებიც.

თუ ტილოთი ვერ უდგებით, დაახვიეთ სახრახნისზე სველი ჰიგიენური საფენი და მისი საშუალებით გაწმინდეთ წინა და უკანა ვარსკვლავებს შორის ღრეჩოები („ზაზორები“), გადამრთველის ღერძი და სხვა რთულად მისადგომი ადგილები.

თუ სპეციალური სარეცხი საშუალები არ გაგაჩნიათ, გამოიყენეთ ჩვეულებრივი (მაგალითად ჭურჭლის, მინის და ა.შ) სარეცხი საშულებები ქიმიური რეაგენტების გარეშე, რადგან შესაძლოა რეაგენტებმა „შეჭამოს“ საპოხი საშუალებები და დააზიანოს რეზინის გამასქელებელი მილისებრ მასრაში („ტულკა“) და სხვა საკისრებში („პოდშიპნიკი“).

არ მოხსნათ გარეცხვის მიზნით ველოსიპედის კორპუსს საჭის რეზინის სახელურები, რადგან მათი უკან დაყენება ძალიან გაგიჭირდებათ.

გაწმენდა/გარეცხვის შემდეგ აუცილებელია ველოსიპედი კარგად გაშრეს, ხოლო შემდეგ გაპოხოთ ის დეტალები, რომელიც ამას საჭიროებს, რათა შემდეგ გამოყენებამდე ჩარჩო და სხვა კომპონენტები დაცული იყოს კოროზიისგან და არასწორი მუშაობისგან.

შეიძლება თუ არა ველოსიპედით წყალში გავლა

შეიძლება თუ არა ველოსიპედით წყალში გავლაარც ერთი ველოსიპედით ღრმა წყალში გავლა არ არის რეკომენდებული. 

ამ დროს მწყობრიდან გამოდის ველოსპედის მილისებური მასრები (ე.წ „ტულკა), სატერფულების დამაკავშირებელი ღერძი და სხვა საკვანძო დეტალები.

ამიტომ, თუ ხედავთ, რომ თქვენს წინ ღრმა გუბე ან ღრმა ფონია (ველოსიპედის საბურავების მილისებრ მასრებზე მაღალი), უმჯობესია ველოსიპედი ხელით გადაიტანოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მზად უნდა იყოთ, რომ შესაძლოა მას დასჭირდეს რემონტი.

რა თქმა უნდა ეს არ ნიშნავს, რომ ველოსიპედით არ შეიძლება მცირე წყლებში (წვიმა, პატარა ზომის გუბე და ა.შ), მთავარია წყალი არ იყოს ღრმა და წყალში გადაადგილებას არ ჰქონდეს რეგულარული ხასიათი.

თავის დაზღვევის მიზნით, წვიმაში ან წყალში გადაადგილების შემდეგ რეკომენდებულია კარგად გაიწმინდოს და გაიპოხოს ველოსიპედის ყველა მოძრავი თუ უძრავი დეტალი, რომლსაც ჰქონდა კონტაქტი წყალთან.

 

დაზეთვა/გაპოხვა —

 

ველოსიპედის დაზეთვა-გაპოხვაველოსიპედი, ისევე როგორც ნებისმიერი მექანიკური სატრანსპორტო საშუალება საჭიროებს საპოხი მასალების არსებობას იმ დეტალებზე, რომელიც ბრუნავს და განიცდის ხახუნს.

ასეთი დეტალებია: ჯაჭვი, საკისრები, მილისებრი მასრები, ბარბაცა, ვარსკვლავები, სიჩქარის გადამრთველები და ა.შ.

ამიტომ, ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად და ზედმეტი პრობლემების თავიდან არიდების მიზნით რეკომენდებულია რეგულარულად გაიპოხოს ველოსიპედის ყველა ეს დეტალი.

წინააღმდეგ შემთხვევაში ველოსიპედის კომპონენტები ნაადრევად გაცვთება და ადვილად დაექვემდებარება კოროზიას.

ჯაჭვის გაპოხვა - ჯაჭვი („ცეფი“) ველოსიპედის ყველაზე დაუცველი მექანიზმია, რომელიც ასრულებს კოლოსალურ სამუშაოს და ყველაზე მეტად დგას ზედაპირის ჭუჭყით, მტვრით, წყლით და სხვა უსიამოვნო კომპონენტებით დაბინძურების წინაშე. 

ჭუჭყიანი და დაუპოხავი ჯაჭვი არა მხოლოდ ამცირებს თქვენი მარგი ქმედების კოეფიციენტს, არამედ მნიშვნელოვნად ართულებს სიჩქარეების გადართვას.

ამიტომ, აუცილებელია ყოველი 80-100 საათი გადაადგილების, ან ველოსიპედის ექსტრემალურ პირობებში გამოყენების შემდეგ დამოუკიდებლად, რეგულარულად გაპოხოთ ველოსიპედის ჯაჭვი. 

რაც შეეხება გარეცხვას, თუ სპეციალური საშუალებები არ გაგაჩნიათ, ჯაჭვის გაწმენდა შესაძლებელია გამხსნელის („რასტვარიტელი“) დახმარებით.

გაპოხვის დასრულების შემდეგ ნუ დატოვებთ ველოსიპედზე ზედმეტ საპოხ საშუალებას და ის რბილი საფენით მოაშორეთ.

 

საწმენდი, სარეცხი და საპოხი საშუალებები —

 

ველოსიპედის ნორმელური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია სარეცხი და საპოხი საშუალებების სწორად შერჩევა.

სარეცხი საშუალებები

ველოსიპედის სარეცხი საშუალებებიდღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება ველოსიპედის შემდეგი სახის სარეცხი საშუალებები:

ველოშამპუნი - მათი საშუალებით ხდება ველოსიპედის ჩარჩოს შეღებილი დეტალების და/ან კარბონის გარეცხვა.

ველოშამპუნები ძირითადად იყიდება კონცენტრირებული სახით და აუცილებელია მისი თბილ წყალში გახსნა იმ დოზით, რომელიც მითითებულია შეფუთვაზე.

გამწმენდი სპრეი - თუ ველოსიპედს აქვს ხედმეტად გაჭუჭყიანებული უბნები, გამწმენდი სპრეი ამ დროს იდეალური საშუალებაა, რადგან მისი საშუალებით ჭუჭყის მოშორება სწრაფად არის შესაძლებელი.

გამოყენებაც მარტივია და კომფორტული. უნდა მიასხუროთ სპრეი ჭუჭყიან უბნებზე, შემდეგ დაიცადოთ რამდენიმე წუთი, შემდეგ კი ჩამორეცხოთ იგი წყლით ან სველი ტილოს საშუალებით, ხოლო ძნელად მისადგომი ადგილები ჯაგრისის საშუალებით.

ცხიმგამცლელი („აბეზჟირივატელი“) - გამოიყენება ველოსიპედის ძლიერი დაბინძურების დროს.

ეს საშუალება რეკომენდებულია ველოსიპედის ჯაჭვისა და ტრანსმისიის სხვა მოძრავი დეტალების წმენდის, რომელთა სისუფთავეზეც არის დამოკიდებული ველოსიპედის გამართული მუშაობა.

საპოხი საშუალებები

ველოსიპედის საპოხი საშუალებებიდღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება ველოსიპედის შემდეგი სახის საპოხი საშუალებები:

აეროზოლები - გააჩნიათ მოხერხებული შეფუთვა თავზე სპეციალური საცმით, რომელიც აიოლებს ჯაჭვის და სხვა რთულად მისადგომ ადგილების გაპოხვას. ზედმეტი საპოხი საშუალება ადვილად სცილდება ტილოს საშუალებით.

შესაძლებელია ნებისმიერ მოდელზე  და ნებისმიერ ამინდში გამოყენება

თხევადი საპოხები - ძირითადად გამოიყენება ჯაჭვის გასაპოხად. იყიდება პლასტმასის ბოთლებში, რომელსაც აქვს სპეციალური ფორმის „ცხვირი“ რაც მის გამოყენებას მარტივს ხდის.

შესაძლებელია გასაპოხად ისარგებლოთ ჩვეულებრივი სამედიცინო  შპრიცით.

კალციუმის შემცველი საპოხები - გამოირჩევა მოქმედების ხანგრძლივობით, კარგად უძლებს ტემპერატურულ ცვლილებებს. იცავს ველოსიპედს კოროზიისგან.

ასეთი საპოხი საშუალებები ძვირადღირებულია, თუმცა სრულებით ამართლებენ საკუთარ ფასს.

იმისათვის, რომ არ შეიძინოთ ფალსიფიცირებული კალციუმის საპოხი, იცოდეთ, რომ მას მომწვანო, ან მოყვითალო ფერი უნდა ჰქონდეს.

სილიკონის საფუძველზე დამზადებული საპოხები - მათი გამოყენება მოსახერხებელი და ეკონომიურია. არ იკარებს წყალს და მტვერს. იცავს ველოსიპედს ნესტსისგან.

სილიკონის საპოხი ოქროს შუალედს წარმოადგენს მაღალფასიან და ბიუჯეტურ საპოხ საშუალებებს შორის.

კალციუმისა და ტეფლონის შემცველი საპოხი საშუალებებიტეფლონის შემცველი საპოხები - მაქსიმალურად დიდი ხნის განმავლობაში ნარჩუნდება ველოსიპედის ჯაჭვზე. ამტანია მაღალ წნევის მიმართ.

გარდა ამისა, გააჩნიათ მაღალი შეწოვის უნარი და შეიცავენ ანტისტატიკს, რომელიც ხელს უშლის მტვრის დაგროვებას.

გაფრთხილება - არ არის რეკომენდებული კონსერვაციული საპოხი საშუალებების გამოყენება (ტექნიკური ვაზელინი, ტაოტი, გრაფიტული თერმოგამძლე საპოხი და სხვა...) რადგან შემდგომ მათი მოცილება ძალიან რთულია და ისინი ადვილად იკრავენ ჭუჭყს.

არ გამოიყენოთ საპოხი საშუალებები, რომლებიც მაღალი პროცენტით შეიცავენ ლითუმს და სოლიდოლს.

ლითიუმი „ჭამს“ ალუმინს, რომლისგანაც დამზადებულია თანამედროვე ველოსიპედების უმრავლესობა.

ექსტრემალური გადაადგილებისა და რთულ კლიმატური პირობების დროს ერთჯერადად ლითიუმის მაღალპროცენტიანი საპოხის გამოყენება შესაძლოა იყოს კარგი გამოსავალი, მაგრამ მხოლოდ ერთჯერადად და არა მრავალჯერადად.

სოლიდოლის მოცილება ველოსიპედის დეტალებიდან ძალიან რთულია. იგი არათუ იცავს ველოსიპედის დეტალებს მტვრისა და ჭუჭყიაგან, არამედ პირიქით, „მაგნიტივით“ იკრავს მას.

 

ველოსიპედის რეგულირება —

 

ველოსიპედის კომპონენტების რეგულირებაველოსიპედის გამართული მუშაობისთვის პერიოდულად აუცილებელია მისი მონიტორინგი და შემადგენელი კომპონენტების რეგულირება.

ველოსიპედის ძირითადი კვანძები, როგორიცაა ტრანსმისია (სიჩქარეების გადამრთველი სისტემა) და მუხრუჭები იმართება დაწნული ფოლადის ტროსების საშუალებით, რომლებიც დროთა განმავლობაში იწელება და შესაბამისად საჭიროებს რეგულირებას.

მეორე მნიშვნელოვანი ასპექტია - საბურავებში ჰაერის წნევის რეგულირება. საქმე იმაშია რომ რეზინის მიკროფორები დროთა განმავლობაში რეზინის სტრუქტურებიდან ატარებს მცირე რაოდენობის ჰაერს (განსაკუთრებით დიდი ხნის დგომის ან მკვეთრი ტემპერატურული ცვლილებების დროს).

მნიშვნელოვანია ჯაჭვის რეგულირება. ამიტომ დროგამოშვებით უნდა შეამოწმოთ ხოლმე ჯაჭვი დაჭიმულობაზე. იგი არ უნდა იყოს ზედმეტად მოშვებული (გაფართოებული) ან დაჭიმული.

შეამოწმეთ ყველა ყველა ხილული ხრახნები („ვინტები“) და ჭანჭიკები (‘ბოლტები“), ნახეთ არის თუ არა კარგად მოჭერილი და დარეგულირებული.

დააკვირდით თავისუფლად და მწყობრად მოძრაობს თუ არა ველოსიპედის მოძრავი დეტალები.

თუ ამგვარი რეგულირება მოხდება არაუმეტეს კვირაში ერთხელ, ან ყოველი ხანგრძლივი სეირნობის ან ლაშქრობის წინ. ეს თავიდან აგარიდებთ დეტალების მწყობრიდან გამოსვლას და მათ ნაადრევ ცვეთას.

 

ველოსიპედის სერვისი —

 

ველოსიპედების სერვისი და მომსახურეობაველოსიპედის ზოგიერთი დეტალი, დროთა განმავლობაში, ექსპლუატაციის პროცესში ცვთება და საჭიროებს დროულ რემონტს ან ახლით შეცვლას.

ძირითადად ეს დეტალებია: ჯაჭვი, ვარსკვლავი, სიჩქარის გადამრთველები, სიჩქარეების გადამრთველები, საბურავები და სამუხრუჭე ხუნდები. 

დიდი მნიშვნელობა აქვს პრობლემის დროულ გამოვლენას.

ამიტომ, ნუ გააგრძელებთ გაუმართავი ველოსიპედით გადაადგილებას თუ ეჭვი გაქვთ, რომ რომელიმე დეტალი დაზიანებულია, ან შეამჩნიეთ მის სვლაში მცირედი ცვლილებაც კი, აუცილებლად  მიმართეთ სერვის ცენტრს.

მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემა, რაც შეიძლება დაემართოს ველოსიპედის დეტალებს ეს არის ფოლხვა (ე.წ. „ლუფტი“).

თუ დეტალებს შორის, რომლებიც მჭიდროდ უნდა იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული გაჩნდა სივრცე და კონსტრუქციამ დაიწყო რყევა. ე. ი ადგილი აქვს ფოლხვას.

ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინეთ, რაიმე სახის, თუნდაც უმნიშვნელო პრობლემა აღენიშნება -  ბარბაცა მექანიზმს, კბილანას, ვარსკვლავს, საკისრებს, ჯაჭვს, სატერფულების დამაკავშირებელ ღერძს (ე. წ. „კარეტას“), სამუხრუჭე ხუნდებს ან მილისებურ მასრას. ნუ დაელოდებით სანამ მცირე პრობლემები დიდ პრობლემებში გადაიზრდება (ეს აუცილებლად მოხდება) და დაუყონებლივ მიმართეთ ველო სახელოსნოს.

ნუ დააყოვნებთ და მალევე გამოცვალეთ გაცვეთილი დეტალები, რადგან ერთმა დაზიანებულმა დეტალმა შესაძლოა მწყობრიდან დროზე ადრე გამოიყვანოს სხვა კომპონენტებიც.

მაგალითად, თუ ჯაჭვი იშვებს, ძვრება ან საჭიროებს ხშირ რეგულირებას, ეს ნიშანია, რომ იგი აუცილებლად უნდა გამოიცვალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში საფრთხე დაემუქრება ტრანსმისიას.

ჯაჭვის გამოცვლა (ან გულდასმით შემოწმება) რეკომენდებულია 800-1000 კმ ან 1000-1500 კმ-ზე.

ჯაჭვის მოხსნა მარტივად ხდება სპეციალური ქანჩის საშუალებით. ახალი ჯაჭვის დაყენების შემდეგ იგი მყარად უნდა დამაგრდეს, დარეგულირდეს და გაიპოხოს.

სამუხრუჭე ხუნდების შემოწმება ყოველ 500 კმ-ზეა რეკომენდებული, თუ ექსტრემალურ პირობებში მოძრაობთ, უფრო ხშირადაც კი (ბოლოს და ბოლოს საქმე ეხება თქვენს უსაფრთხოებას).

ნუ გადაადგილდებით, თუ საბურავები დაბრეცილია და თუნდაც უმცირეს „რვიანებს“ ხაზავს, რადგან ეს „რვიანები“ დღითი დღე მოიმატებს და საბურავები მწყობრიდან გამოვა.

დიდი ხნის გამოუყენებლად დგომის ან ხანგრძლივ ლაშქრობაში წასვლის წინ, საჭიროა ველოსიპედის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მისი გარემონტება.

თუ საკუთარ ძალებში დარწმუნებული არა ხართ და ეს დამოუკიდებად ვერ შეძელით მიმართეთ ველო სახელოსნოს.

ყველაზე ხშირად რემონტს (ან შეცვლას) ექვემდებარება ჯაჭვი, მუხრუჭები, ტრანსმისია, შესაძლოა გაცვეთილი იყოს კბილანები გაცვეთილი  სიჩქარის საკიდარი გაღუნული ან სიჩქარის გადამრთველი მწყობრიდან და ა.შ.

კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა ფოლხვა („ე.წ. ლუფტი). 

ფოლხვა ეს არის მექანიზმის სხვადასხვა, ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავირებულ ნაწილებს შორის სივრცის გაჩენა.

თუ დეტალებს შორის, რომლელბიც ერთმანეთთან მჭიდროდ იყვნენ დაკავშირებული ჩნდება სივრცე და კონსტრუქცია ირყევა ან ჯაყჯაყებს, ესე იგი წარმოიქმნა „ლუფტი“

ფოლხვას ყველაზე ხშირად განიცდის სატერფულებს შორის ღერძის კვანძები, საბურავები და საკისრები.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით ველოსიპედით ყოველი გადაადგილების წინ რეკომენდებულია შეამოწმოთ:

 

ველოსიპედის საბურავები —

 

ველოსიპედის საბურავები

საბურავი ველოსიპედის მთავარი კომპონენტია, რომელიც განსაზღვრავს გადაადგილების ხარისხს, უზრუნველყოფს კომფორტსა და უსაფრთოებას.

ამიტომ, აუცილებელია სრული სერიოზულობით და ყურადღებით მიუდგეთ საბურავების მოვლისა და სერვისის საკითხს.

რეგულარულად შეამოწმეთ ხომ არ არის გატეხილი რომელიმე ჩხირი („სპიცი“). დაათვალიერეთ და მოაშორეთ თუ პროტექტორს შერჭობილი აქვს რამე უცხო საგანი. თუ რეზინი გაჭრილია, იგი ექვემდებარება შეცვლას.

შეამოწმეთ საბურავის დისკი. ხომ არ არის იგი გაღუნული ან გატეხილი.

გადაამოწმეთ რამდენად სწორად არის საბურავები დაბერილი. სხვადასხვა საგზაო პირობებითვის ეს მონაცემი უნდა იყოს სხვადასხვა:

მაგალითად, რბილ გრუნტზე გადაადგილების დროს - 2 ატმოსფეროზე ოდნავ მეტი, ოღროჩოღრო გზაზე საკმარისია - 3 ატმოსფერო, ხოლო სწორ, მყარ გრუნტზე გადაადგილების დროს - 4 ატმოსფერო.

შეამოწმეთ ხომ არ აქვს საბურავს ვიბრაცია. ამისთვის ასწიეთ საბურავი მიწიდან და ნელა დაატრიალეთ, შემდეგ კი დააფიქსირეთ მზერა ერთ წერტილზე (მაგალითად სამუხრუჭე ხუნდზე).

თუ საბურავი დაიწყებს ვიბრირებას ერთი მხრიდან მეორე მხარეს იმ წერტილთან მიმართებაში, რომელზეც დაფიქსირებულია თქვენი მზერა, ე.ი საბურავი არ არის გამართული და რემონტს საჭიროებს.

 

ველოსიპედის საჭე —

 

ველოსიპედის საჭეძალიან ბევრმა ველომოყვარულმა კარგად იცის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გადაადგილების დროს ველოსიპედის სკამის რეგულირება.

ზოგჯერ ამას კარნახობს ელემენტალური ინტუიცია, რადგან პრაქტიკაში ძალიან დაბალ, ან პირიქით, მაღალ მდგომარეობაში გადაადგილება უკუდურესად მოუხერხებელია.

მაგრამ, ძალიან ცოტა თუ ხვდება, რომ არანაკლებ მნიშვნელოვანია ველოსიპედის საჭის რეგულირება, რადგან მისი სწორი პოზიცია უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს გადაადგილების დროს.

თუმცა საქმე მხოლოდ კომფორტული გადაადგილებაში არ არის. ბევრი დამწყები ველოსიპედისტი ხშირად უჩივის ტკივილის კისრის, ზურგისა და ხელების მიდამოებში. ამის მიზეზი კი არასწორად რეგულირებული საჭეა ხოლმე.

სხეულის დახრის ოპტიმალური კუთხე და დატვირთვის თანაბარი განაწილება ხელებსა და დუნდულებს შორის - საშუალებას იძლევა ნაკლები დატვირთვა მიადგეს კუნთებსა და სახსრებს.

გარდა ამისა, თუ ველოსიპედისტის ზედმეტად ვერტიკალური მდგომარეობას თან ახლავს არასწორად დარეგულირებული სკამი, ეს იწვევს სისხლძარღვების დაწნეხვას ბოქვენის მიდამოებში, რაც შესაძლოა მომავალში პრობლემების მიზეზი გახდეს, როგრც ქალებში, ასევე მამაკაცებში.

თუ ველოსიპედისტი იმყოფება სწორ მდგომარეობაში, რაც მიღწეული უნდა იყოს საჭისა და სკამის სწორი რეგულირების შეთავსებით, დიდი ხნის განმავლობაში იძლევა ძალების შენარჩუნების საშუალებას. ამასთან, ნაკლებად იღლება კუნთები და შესაძლებელია უფრო მეტი მანძილის დაფარვა.

როგორი უნდა იყოს საჭის ოპტიმალური სიმაღლე?

ეს დამოკიდებულია ადამიანზე და ველოსიპედის ტიპზე. მაგალითად:

ურბანული (ქალაქის) ან კრუიზული ტიპის ველოსიპედებზე, რომლებიც გათვლილია მშვიდი გადაადგილებისთვის და სეირნობისთვის, საჭე უნდა იყოს სკამზე ოდნავ მაღალ სიმაღლეზე. თუმცა არა გადაჭარბებულად მაღლა, რომ ველოსიპედისტი არ იჯდეს ვერტიკალურად, რადგან როგორც ზემოთ ავღნიშნეთ ეს გამოიწვევს დაჭიმულობას ბოქვენის მიდამოში მისი თანმხლები პრობლემებით.

გზატეკცილის (ტრასის) ტიპის ველოსიპედებზე, საჭე უნდა იდგეს სკამზე ოდნავ დაბალ სიმაღლეზე, რადგან ამის ხარჯზე მცირდება ჰაერის წინააღმდეგობა, რისი საშუალებითაც მიიღწევა მაქსიმალური სიჩქარე ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

ამასთან, ველოსიპედისტის კორპუსი პრაქტიკულად ჰორიზონტალურ მდგომარობაში იმყოფება.

მთის (სამთო) ან ჰიბრიდული ტიპის ველოსიპედებზე (რომლებიც პოპულარულ, უნივერსალურ გადაადგილების საშუალებად მიიჩნევა), ველოსიპედის საჭე და სკამი უნდა იყოს განთავსებული ერთ სიმაღლეზე. ამასთან ველოსიპედისტის კორპუსი უნდა იყოს დახრილი 40-45°-ით, ხოლო ხელები ოდნავ მოხრილი იდაყვებში.

ასეთი პოზიცია ნაკლებად ტრამვულია და იძლევა უსწორმასწორო რელიეფზე მაქსიმალურად კომფორტული გადაადგილების საშუალებას.

ასევე... - რეგულარულად შეამოწმეთ დგას თუ არა საჭე სიმეტრიულად, არის თუ არა მორგებული თქვენს სიმაღლეზე და მყარად დამაგრებული სადგარზე ("უნაგირზე"), ხოლო ის თავის მხრივ საჭის მილზე.

ასევე შეამოწმეთ საჭის სვეტი („კალონკა“), იგი კარგად უნდა ბრუნავდეს. თუ ასე არ არის, საჭიროა მისი დაშლა და საკისრების („პადშიპნიკი“) გაპოხვა.

 

ველოსიპედის სკამი —

 

ველოსიპედის სკამი

პირველ რიგში, რაც ველოსიპედისტმა უნდა დაარეგულიროს გადაადგილების წინ, არის ველოსიპედის სკამი, რადგან მისი რეგულირება განსაზღვრავს სწორად ჯდომას, მართვის კომფორტულობას და გადაადგილების ეფექტურობას.

ველოსიპედის სკამის რეგულირების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას სამი ძირითადი მიმართულება:

სკამის სიმაღლე სატერფულებთან (პედლებთან) მიმართებაში;

სკამის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დახრის კუთხე;

მანძილი სკამსა და საჭეს შორის;

სკამის სიმაღლე - ნებისმიერი ტიპის ველოსიპედის სკამის სიმაღლის რეგულირების მთავარი წესია ის, რომ სატერფულის (პედლის) ქვედა მდებარების დროს ფეხი უნდა იყოს პრაქტიკულად გასწორებული (თითქმის სწორ მდგომარეობაში).

მუხლის მოხრა უნდა იყოს მინიმალური, თუმცა არ დაუშვათ, რომ ფეხის მდგომარეობა იყოს აბსოლიტურად სწორი.

გაითვალისწინეთ ეს მომენტი და გახსოვდეთ ისიც, რომ სატერფულებზე (პედლებზე) უნდა გედგათ ტერფების წინა ნაწილი და არა ცენტრალური (შუაგული) ან ქუსლი.

თუ ველოსიპედისტის მუხლები ოდნავ მოხრილია სატერფულების ქვედა წერტილებთან მიმართებაში და ტერფებიც სწორად უდევს სატერფულებზე, ეს გამორიცხავს სახსრების ტკივილს და უზრუნველყოფს კომფორტულ, ხანგრძლივ გადაადგილებას.

თუ სკამის მდებაროება დაბალია, სატერფულების ტრიალის დროს ფეხები ძლიერ მოიხრება, რაც გამოიწვევს სწრაფად დაღლას და მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირებას (სასარგებლო მუშაობის შეფარდება სრულ მუშაობასთან). ამ დროს რეკომენდებულია მცირედით (დაახლოებით 1-2 სმ-ით) ასწიოთ სკამი.

თუ სკამის მდებაროება მაღალია, სატერფულების ტრიალის დროს სხეული გადაიხრება მარჯვენა-მარცხენა მხარეს, რაც არა მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით გადაადგილების დროს, არამედ შესაძლოა დაგეწყოთ ფეხის თითების ანემია (დაბუჟება). ამიტომ დასწიეთ იგი ქვემოთ მცირედით (დაახლოებით 1-2 სმ-ით).

სკამის სიმაღლის რეგულირების კიდევ ერთი კრიტერიუმია ტერფების დადგმა მიწის ზედაპირზე. თუ ველოსიპედის სკამის სიმაღლე ოპტიმალურად და სწორადაა შერჩეული, არ მოგიწევთ ველოსიპედის ზედმეტად გვარდზე გადახრა, რათა ფეხი დადგათ მიწაზე.

სკამის სიმაღლის რეგულირება უნივერსალურია სამივე ტიპის (ქალაქის, ტრასის და მთის) ტიპის ველოსიპედებისთვის და ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებს გაითვალისწინებით ველოსიპედისტი დახარჯავს ნაკლებ ძალას და აკრებს მეტ სიჩქარეს.

სკამის დახრის კუთხე - თუ სკამის სიმაღლის რეგულირება სამივე ტიპის ველოსიპედისთვის უნივერსალურია, შესაძლოა განსხვავებული იყოს სკამის დახრის კუთხე.

ჩვეულებრივი გადაადგილების დროს (ასფალტზე ან ჰორიზონტალურ გრუნტზე), უმჯობესია ველოსიპედის სკამი იყოს ჰორიზონტალურ მდომარეობაში. ეს განსაკუთრებით ეხებათ მამაკაცებს, რადგან ფიზიოლოგიიდან გამომდინარე სკამმა შეიძლება შეამციროს სისხლის მიმოქცევა და ზედმეტი დაწოლა გააკეთოს მნიშვნელოვან ორგანოებზე.

აღმართზე გადაადგილების დროს, უმჯობესია თუ სკამი დახრილი იქნება წინა ნაწილით ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს ასვლას და შეამცირებს ენერგიის დანაკარგს.

ველოსიპედით ტრიუკების შესრულების დროს აუცილებელია სკამი დახრილი იყოს უკანა ნაწილით ქვემოთ.

თუ ვსაუბრობთ სკამების ტიპებზე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მამაკაცებისთვის არსებობს სპეციალური, ცენტრალურ ნაწილში ამოჭრილი სკამები. ამასთან, ჩვეულებრივ მამაკაცის სკამი უფრო ვიწროა ვიდრე ქალის ვარიანტები.

ამიტომ, გაითვალისწინეთ ეს ფაქტორები ველოსიპედის შერჩევის დროს.

ზოგადად, თუ ველოსიპედი მოგწონთ, მაგრამ სკამი არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ თქვენთვის კომფორტული ვარიანტი.

მანძილი სკამსა და საჭეს შორის - ვიდრე განვსაზღვრავდეთ ოპტიმალურ მანძილს ველოსიპედის სკამსა და საჭეს შორის, აუცილებელია გავერკვეთ სხვადასხვა ტიპის ველოსიპედზე ველოსიპედისტის ჯდომის თავისებურებებში.

მაგალიტად, მთის (სამთო) ველოსიპედებზე, ველოსიპედისტის კორპუსი უნდა იყოს 45° -ით დახრილი, ხოლო გზატკეცილის (ტრასის) ველოსიპედზე მრბოლელის სხეული თითქმის 90°-ით არის დახრილი.

ეს გათვალისწინებული უნდა იქნას სკამსა და საჭეს შორის მანძილის განსაზღვრის დროს, რადგან სწორედ სკამისა და საჭის რეგულირების კომბინაცია განსაზღვრავს ველოსიპედისტის კომფორტულ მდგომარეობას (ჯდომას) ველოსიპედზე.

ამიტომ არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ სკამის სიმაღლის და დახრის კუთხის რეგულირებით.

ბევრ თანამედროვე სკამს კონსტრუქციაში გააჩნია რელსები, რომლის საშუალებითაც სკამის გადაადგილება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე არის შესაძლებელი.

თუ სკამი სკამი ძლიერ არის უკან გაწეული, ეს ზრდის დატვირთვას უკანა საბურავზე. სიმძიმის ცენტრის ამგვარი გადანაცვლება კი განტვირთავს წინა ამორტიზატორს, რამაც შესაძლოა ავარია, ან ველოსიპედის ამოყირავება გამოიწვიოს.

ველოსიპედის სკამებიხოლო თუ სკამი პირიქით, ძლიან წინ არის მიწეული, ეს იწვევს დისკომფორტს სატერფულების ტრიალის დროს.

ამასთან, ორივე შემთხვევაში ველოსიპედისტი იგრძნობს დიკომფორტს ბეჭებზე, კისერზე და წელის არეში.

ამიტომ, სკამსა და საჭეს შორის მანძილი შერჩეული უნდა იყოს გონივრულად, თქვენი სიმაღლის, ფიგურის და გადაადგილების თავისებურების გათვალისწინებით.

ასე, რომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების! სცადეთ რეგულირების რამოდენიმე ვარიანტი მანამ, სანამ ველოსიპედზე ჯდომა და გადაადგილება კომფორტული არ გახდება.

 

ველოსიპედის მუხრუჭები —

 

ველოსიპედის მუხრუჭებიმუხრუჭების საიმედოობა უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა. ამიტომ რეკომენდებულია მათი რეგულარული შემოწმება და რეგულირება.

მუხრუჭების ეფექტურობა უნდა შემოწმდეს შემდეგნაირად - გაატარეთ მცირე მანძილზე და ამასთან ხელის დაჭერით შეამოწმეთ რამდენად ახდენს თითოეული მუხრუჭი საბურავის ბლოკირებას.

თუ მუხრუჭის სახელური ეხება საჭის სახელურს, ე.ი მუხრუჭები მოშვებულია და საჭიროა მისი დაჭიმვა. ამის გაკეთება ხდება ფიგურული ჭანჭიკების საშუალებით. ჩვეულებრივ საკმარისია ხოლმე მათი მცირედით გადაჭერა. ანალოგიური მოქმედება უნდა შეასრულოთ უკანა საბურავთან მიმართებაშიც.

რაც შეეხება სამუხრუჭე ხუნდების შემოწმებას. დააჭირეთ მუხრუჭებს ბოლომდე და დაუკვირდით რა მოხდება.

სამუხრუჭე ხუნდები მთელი თავისი ზედაპირით უნდა ეხებოდეს საბურავის დისკის კიდეებს. თუ ასე არ ხდება, ე.ი სამუხრუჭე ხუნდებს სჭირდება რეგულირება.

შესაძლოა მუხრუჭების გაუმართაობის მიზეზი იყოს საბურავის დეფორმირებული დისკი. თუ დისკი მწყობრშია და არ არის დეფორმირებული, მოუშვით სამუხრუჭე ხუნდების ჭანჭიკები და დაარეგულირეთ მუხრუჭის ბერკეტის ზამბარები.

დისკური მუხრუჭების მქონე ველოსიპედებთან საჭიროა ფაქიზი მოპყრობა ტრანსპროტირებისა და შენახვის დროს.

თუ მოხდა და გაიღუნა როტორი, ველოსიპედით გადაადგილება გახდება პრობლემური ან მუხრუჭებმა შესაძლოა საერთოდ გამოვიდეს მწყობრიდან.

თუ სამუხრუჭე დისკი (როტორი) დეფორმირებულია, - იგი უნდა შეიცვალოს! რადგან როტორის გასწორება რთულია და ესეც არ იყოს, გასწორებული როტორი დიდი ხანი ვერ მოგემსახურებათ.

იგივე ითქმის სამუხრუჭე ხუნდებზე. თუ ისინი თვალსაჩინოდ არის დაცვეთილი, უმჯობესია არ დააყოვნოთ და დროულად გამოცვალოთ.

V-ბრაკე ტიპის მუხრუჭების რეგულიერებაV-ბრაკე ტიპის მუხრუჭების შემოწმება ხდება სეზონში ერთხელ, რემონტის შემდგომ ან იმ შემთხვევაში თუ მუხრუჭები არაკორექტულად მუშაობს ველოსიპედის დიდი ხნის დგომის შემდეგ.

V-ბრაკე ტიპის მუხრუჭების შემთხვევაში, სამუხრუჭე რეგულირება ხდება ჭანჭიკებისა (“ბოლტების“) და საყელურების („შაიბა“) საშუალებით შემდეგნაირად:

ა) მცირედით უნდა მოუშვათ მუხრუჭის ტროსი.

ბ) დააყენოთ სამუხრუჭე ხუნდებს საჭირო მდგომარეობაში. ოპტიმალურად ითვლება სამუხრუჭე ხუნდებიდან ველოსიპედის დისკამდე 2-3 მმ დაშორება. ორივე სამუხრუჭე ხუნდი უნდა იდგეს სიმეტრიულად არ უნდა იყოს გაღუნული.

გ) მოუჭირეთ მუხრუჭებს და დაჭიმეთ ტროსი.

დ) შეამოწმეთ სამუხრუჭე ხუნდები. თუ ძლიერი დაჭერის დროს მუხრუჭები არ მუშაობს, ან მუშაობს, მაგრამ გვიან ამუხრუჭებს, საჭიროა მათი ხელახალი დარეგულირება.

ველოსიპედის დისკური მუხრუჭების რეგულირებადისკური მუხრუჭების პრობლემების ყველაზე ხშირი მიზეზი ძლიერი დაბინძურებაა. ხოლო მისი რეგულირება საჭიროა მაშინ, როცა იგი ეხება საბურავს, გამოსცემს ხმებს ან ხელს უშლის მოძრაობას.

თუ დისკი გაასუფთავეთ, მაგრამ პრობლემა მაინც დარჩა, საჭიროა დაარეგულიროთ ჭანჭიკები კალიპერზე (მოწყობილობა, რომელიც უჭერს სამუხრუჭე დისკოს ხუნდებით).

საჭიროა შეასრულოთ შემდეგი მოქმედებები:

ა) თუ მუხრუჭის სახელურები ეხება საჭეს, მცირედით უნდა მოუშვათ ქანჩი და დაატრიალოთ რეგულატორი;

ბ) შეამოწმეთ ტროსი, არის თუ არა იგი დაზიანებული.

გ) შეამოწმეთ სამუხრუჭე დისკი და ხუნდები. თუ ისინი დგას არასწორად, დაარეგულირეთ ჭანჭიკები, რომლებიც იჭერს მუხრუჭებს.

ველოსიპედის ჰიდრევლიკური მუხრუჭების რეგულირებაჰიდრავლიკური მუხრუჭების რეგულირება საჭიროა მაშინ, როცა გადაადგილების დროს წარმოიშვება გარე ხმები, რომელიც ჰგავს ჭრაჭუნის ან შრიალის ხმას.

იმისათვის, რომ დაარეგულიროთ ჰიდრავლიკური მუხრუჭები, საჭიროა:

ა) ოდნავ მოუშვათ კალიპერზე (მოწყობილობა, რომელიც უჭერს სამუხრუჭე დისკოს ხუნდებით) ჭანჭიკები, რათა იგი მოძრაობდეს თავისუფლად.

ბ) შემდეგ დააწექით მუხრუჭებს ბოლომდე ისე რომ ხუნდები მიეჭიროს როტორს.

გ) შეამოწმეთ ხუნდების მდგომარეობა (ისინი უნდა იყოს სიმეტრიული) და გადაუჭირეთ სამაგრი ჭანჭიკები ისე, რომ სამუხრუჭ ხუნდებიდან სამუხრუჭე დისკამდე უნდა იყოს მინიმალური დაშორება, თუმცა ამასთან ისინი არ უნდა ეხებოდნენ ერთმანეთს.

თუ ველოსიპედის დაზეთვის დრო შემთხვევით საპოხი საშუალება მოხვდა როტორზე და თქვენ გააგრძელეთ გადაადგილება, სამუხრუჭე ხუნდები გაიჟღინთება ზეთოვანი მასით და სავარაუდოდ მოგიწევთ მათი შეცვლა.

ამიტომ, იყავით ფრთხილად, რომ გაპოხვა/დაზეთვის დროს როტორზე არ მოხვდეს ზეთის წვეთები.

 

ველოსიპედის ტრანსმისია —

 

ველოსიპედის ტრანსმისიაველოსიპედის ტრანსმისია უზრუნველყოფს სატერფულებიდან ძალის გადაცემას საბურავებზე. ძირითადად საუბარია ჯაჭვურ გადაცემაზე.

თუ ტრანსმისია მწყობრად არ მუშაობს, ველოსიპედით კომფორტული გადაადგილება შეუძლებელია.

სიჩქარის გადამრთველები ტრანსმისიის ნაწილია. ეს არის მექანიზმი, რომელიც პასუხისმგებელია ჯაჭვის საჭირო მდგომარეობაში გადაყვანაზე.

სიჩქარის გადართვა ხდება გადამრთველი ტროსის დაჭიმვა/მოშვების ხარჯზე. თუ სიჩქარის გადართვის დროს ჯაჭვი გამოსცემს უსიამოვნო ხმებს, ჭრაჭუნებს ან „გადახტება“ ორი ვარსკვლავით წინ, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა სიჩქარეთა სისტემის დარგულირება.

სიჩქარის გადამრთველები - სიჩქარეები მწყობრად და მკაფიოდ უნდა მუშაობდეს. როცა ველოსიპედზე ამა თუ იმ მიზეზით ხსნით ჯაჭვს, ყოველთვის შეამოწმეთ სიჩქარის გადამრთველები და საჭიროების შემთხვევაში გაპოხეთ ისინი.

გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ  დგარი („სტერჟინი“) მუშაობს გამართულად, ხოლო უკანა გადამრთველის პატარა გორგოლაჭები (“როლიკები“) ტრიალებს თავისუფლად.

სიჩქარის გადამრთველების შემოწმება მარტივია: - ასწიეთ უკანა საბურავი მიწიდან და ხელით დაატრიალეთ სატერფულები. ამავდროულად გადართეთ სიჩქარეები.

ამგვარად შეძლებთ შეამოწმოთ ყველა კომბინაცია.

დემპფერი - ეს არის სიჩქარეების გადამრთველი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ტროსის დაჭიმვას. ჩვეულებრივ ის დამონტაჟებულია საჭეზე. 

როდესაც ტროსი იჭიმება, სიჩქარეების გადამრთველი „თათი“ გადადის დიდ ვარსკვლავებზე, ხოლო როცა დაჭიმულობა იკლებს, ნაკლები ზომის ვარსკვლავზე, რაც პირდაპირ მოქმედებს ველოსიპედის სიჩქარეზე.

მნიშვნელოვანია დროგამოშვებით შემოწმდეს ტროსის მთლიანობა და აუცილებლობის შემთხვევაში გამოიცვალოს იგი.

ტროსის გამოსაცვლელად (თუ იგი გაწყდა), უნდა მოხსნათ სიჩქარის გადამრთველი მექანიზმზე ჭანჭიკი, მოხსნათ ხუფი, შემდეგ მოუშვათ დემპფერი და ამოიღოთ ტროსი.

თუ ტროსი გაწყვეტილი არ არის და იგი უბრალოდ მოშვებულია, საჭიროა მხოლოდ კარგად გადაჭიმოთ იგი დემპფერზე.

უკანა გადართვის საყრდენი ( ე.წ ”მამალი”) - სიჩქარეების უკანა გადამრთველი დამონტაჟებულია  უკანა გადართვის საყრდენზე.

როცა სიჩქარეების უკანა გადამრთველი იღებს დარტყმას, ყველაზე მედად დეფორმირდება სწორედ უკანა გადართვის საყრდენი („მამალი“)

მისი ხელით გასწორება შესაძლებელია, თუმცა ეს დროებითი ზომაა და იგი აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

ველოსიპედის სიჩქარეების არასწორი გადართვა სიჩქარეების არასწორი გადართვა - ველოსიპედით გადაადგილების დროს არ დაუშვათ ჯაჭვის დიაგონალური გადახრა.

ასევე ეცადეთ, რომ არასდროს გამოიყენოთ სიჩქარეთა შემდეგი კომბინაცია წინა კბილანა 3 - უკანა კბილანა 1, აგრეთვე    3-2, 1-8, 1-9 და ა.შ.

არ ცვალოთ ერთდროულად წინა და უკანა სიჩქარეები, რადგან სიჩქარის ორმაგი ცვლის დროს შესაძლოა გაიჭედოს ველოსიპედის სისტემა.

ველოსიპედით გადაადგილების დროს სიჩქარის შეცვლა უნდა მოხდეს სწორად განსაზღვრულ დროს, გარკვეული სარეზერვო მანძილისა და დროის გათვლით.

მაგალითად, მიდიხართ ველოსიპედით და ხედავთ, რომ წინ არის უსწორმასწორო, ცუდი გზა ან აღმართი. ნუ დაელოდებით სანამ ველოსიპედი დაკარგავს ინერციას და გაჩერდება, საჭიროა მანამდე შეცვალოთ სიჩქარე და აირჩიოთ საჭირო კომბინაცია, სანამ ველოსიპედი უშუალოდ გადავა ცუდ გზაზე ან ავა აღმართზე და ჯერ კიდევ აქვს საჭირო ინერცია.

იხილეთ მასალა: როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის ტრანსმისია

 

ველოსიპედის ამორტიზატორები —

 

ველოსიპედის ამორტიზატორებიამორტიზატორი საკმაოდ რთული აგებულების დეტალია. ამიტომ, მის მცირედ დაზიანებაში ეჭვის შეტანის შემთხვევაშიც კი ამორტიზატორის დათვალიერება (საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა) უმჯობესია მოახდინოს სპეციალისტმა სერვის ცენტრში ან ველო სახელოსნოსოში.

მიუხედავად ამისა, გარკვეული ზომების მიღება დამოუკიდებლადაც არის შესაძლებელი, რასაც მოკლედ წარმოგიდგენთ:

ალბათ ყველასათვის ცნობილია, რომ ამორტიზატორები დაცულია მტვერდამცავი ხუფებით (ე. წ “პილნიკებით“), თუმცა ისინი 100% -ით ვერ იცავენ ამორტიზატორებს მტვრისა და წყლის შეღწევისაგან.

ამიტომ, დროგამოშვებით ეს მტვარდამცავი  ხუფები უნდა მოიხსნას (ჩანგლის ქვემოთ მდებარე 2 ჭანჭიკის მოშვებით), გაიწმინდოს შიგნიდან, გაიპოხოს საპოხი საშუალებით და დაყენდეს თავის ადგილზე.

გარდა ამისა, რეკომენდებულია ველოსიპედის ჩანგლის გაპოხვა. ამისათვის იგი უნდა მოიხნას, დაიშალოს შემადგენელ ნაწილებად, გაიპოხოს სისტემის აქტიური დეტალები შემდეგ კი აეწყოს და დაყენდეს თავის ადგილზე.

ჩანგლის ფეხი და უკანა ამორტიზატორის ღერო უმჯობესია დამუშავდეს სპეციალური სილიკონის სპრეით. ამგვარად იგი უკეთესად იცურებს და შესაბამისად კარგად იმუშავებს.

 

ველოსიპედის სერვისისთვის საჭირო ინსტრუმენტები —

 

ველოსიპედის სერვისისთვის საჭირო ინსტრუმენტებიზოგადად, ველოსიპედის სრულყოფილი მომსახურეობა აუცილებლად მოითხოვს დიდი რაოდენობით მრავალფეროვანი ხელსაწყოების ნაკრებს, რომელიც ნებისმიერი სირთულისა და დონის რემონტს გაუმკლავდება.

თუმცა, ნებისმიერ ველო მოყვარულს, სასურველია არსენალში ჰქონდეს ხელსაწყო/ინსტრუმენტების მინიმალური, მაგრამ უნივერსალური ნაკრები, რომელიც ველოსიპედის მწყობრიდან გამოსული სხვადასხვა დეტალების დამოუკიდებლად შესაცვლელად ან დასარეგულირებლად არის აუცილებელი.

ასეთი ნაკრები ველოსიპედისტს გამოუვალ ან ექსტრემალურ სიტუაციაში ბევრი პრობლემისგან იხსნის, რადგან ამ ინსტრუმენტების საშუალებით თითქმის ყოველთვის შეიძლება მოაგვარდეს მცირე მასშტაბის პრობლემა, ან ველოსიპედის მფლობელმა მინიმუმ მიაღწიოს სახლამდე ან სახელოსნომდე.

ეს ინსტრუმენტებია:

ექვსკუთხა ქანჩების (ე.ს „შესტიგრანნიკი“) ნაკრები;

ჯაჭვის დასაჭიმი სპეციალური ქანჩი;

სახრახნისი (სასურველია უნივერსალური);

ჩხირების („სპიცების“) უნივერსალური გასაღები;

ბრტყელტუჩა („პლოსკოგუბცი“);

მკვნეტარა („კუსაჩკა“);

 რემკოპლექტი საბურავისთვის;

 

ველოსიპედის შენახვა —

 

ველოსიპედის შენახვაველოსიპედის მოვლის მნიშვნელოვან მომენტს მისი სწორად შენახვა წარმოადგენს. განსაკუთრებით მაშინ, თუ მას ხანგრძლივი დროის განმავლობაში  ინახავთ.

როცა არ არის სეზონი, ველოსიპედებს ძირითადად ინახავენ შემინულ აივნებზე, ავტოფარეხებში ან სარდაფებში.

მთავარია შენობა არ იყოს ნესტიანი და არ ხდებოდეს ტემპერატურის მკვეთრი ცვალებადობა, რაც საზიანოა ველოსიპედისთვის.

ის, თუ როგორია ტენიანობა და ტემპერატურული რეჟიმი შენობაში, სადაც ინახავთ თქვენს ველოსიპედს, მომავალში აისახება მის ტექნიკურ მდგომარეობაზე.

ველოსიპედის კონსერვაციის წინ (მაგალითად ზამთარში ხანგრძლივი დროით შენახვის წინ) აცილებლად გაწმინდეთ (ან გარეცხეთ), ხოლო შემდეგ კარგად გაპოხეთ მისი ჯაჭვი, მილისებრი მასრები და სავალი ნაწილები,  მაშინაც კი, თუ ბოლოს ბევრი არ გივლიათ და ველოსიპედი მცირედითაა დამტვერილი.

თუ ველოსიპედი შენახვა ნესტიან შენობაში გიწევთ, კარგი იქნება საპოხი საშულებებით გაჟღენთილი ჩვრების ცალკეული საკვანძო დეტალებზე შემოხვევა.

შენახვის წინ ველოსიპედი კარგად უნდა გაშრეს, ხოლო საპოხი საშუალები ბოლომდე შეიწოვოს.

თუ ველოსიპედს ჩვეულებრივ მდგომარეობაში ინახავთ და საბურავები ეხება იატაკის ზედაპირს, შენახვის წინ აუცილებლად შეამცირეთ წნევა საბურავებში 1-1.5 ატმოსფერომდე, რათა არ მოხდეს საბურავების დეფორმაცია.

ველოსიპედის შენახვა შეიძლება როგორც ჩვეულებრივ (აწყობილ), ასევე დაშლილ მდგომარეობაში.

თუ ველოსიპედს დაშლილ მდგომარეობაში ინახავთ, მას უნდა მოხსნათ საბურავები და სკამი. 

როგორ შევინახოთ სწორად ველოსიპედისაბურავები უმჯობესია პოლიეთილენის ან ნაჭრის პარკებში შეფუთოთ, რათა დაცული იქნეს მტვრისგან და დაკიდოთ ისინი, ხოლო სკამის შენახვა სახლშია რეკომენდებული, რათა ტემპერატურულმა ცვლილებებმა არ დახეთქოს და დააზიანოს მისი ზედაპირი.

თუ შენობაში, სადაც ინახავთ ველოსიპედს არ არის ადგილი, რეკომენდებულია ველოსიპედის დაკიდება.

ამისათვის გამოიყენება სპეციალური სადგარები და სამაგრები, რომლებიც არ აზიანებს კორპუსის ლაქით დაფარულ ზედაპირს და საშუალებას იძლევა ველოსიპედი საიმედოდ იქნას შენახული მოხერხებულ ადგილზე.

არ არის რეკომენდებული ველოსიპედის შენახვა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შენობის გარეთ, ღია ცის ქვეშ.

გაითვალისწინეთ, რომ უამინდობა (წვიმა, თოვლი, ყინვა, პირდაპირი მზის სხივები, ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებები), ნეგატიურად აისახება მისი მექანიზმების მუშაობაზე და ყველაზე გულმოდგინე კონსერვაციაც კი ამას ვერ უშველის.

 

პს —

 

როგორ მოვუაროთ ველოსიპედსრა თქმა უნდა ეს მხოლოდ ზოგადი სახის რეკომენდაციებია და მოვლის თვალსაზრისით სხვადასხვა ტიპის ველოსიპედს სჭირდება ინდივიდუალური მიდგომა.

მაგალითად, მთის ველოსიპედი ითხოვს ისეთი კომპონენტების მუდმივ და გულდასმით შემოწმებას, როგორიცაა წინა ჩანგალი, ამორტიზატორები და ა.შ

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო რთულია ველოსიპედის მექანიზმი, მით უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს იგი მფლობელის მხრიდან.

თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების დაცვა სასიკეთოდ წაადგება ნებისმიერი ტიპის ველოსიპედს და იგი უპრობლემოდ მოგემსახურებათ ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

თალიზი - Aura.Ge

 

Loading...

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ