მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1841 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ ავირჩიოთ ველოსიპედის სკამიველოსიპედით გადაადგილების დროს, ყველაზე გავრცელებულ დისკომფორტს წარმოადგენს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება საჯდომის მიდამოში, რასაც მალევე გრძნობს საშუალოსტატისტიკური ველომოყვარულების უმრავლესობა.

პრაქტიკულად არ არსებობენ ადამიანები, რომლებიც არ განიცდიდნენ ამ სახის დისკომფორტს გარკვეული კილომეტრაჟის გავლის შემდგომ.

ჩვეულებრივ ეს ზღვარი დგება 60-80 კმ-დე დისტანციის გავლის შემდეგ, თუმცა ყველაზე ამტანებისთვის ზღვარი შეიძლება 100 კილომეტრი და კიდევ მეტი იყოს.

ეს მიუთითებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ველოსიპედის ისეთი კომპონენტი, როგორიცაა სკამი.

ქვემოთ მოყვანილი მასალა დაგვეხმარება გავერკვეთ სკამის ტიპებში, ასევე ისეთ საკითხებში, როგორიცაა სკამის მასალა, ფორმა, დიზაინი, როგორ უნდა მოხდეს სკამის რეგულირება და სხვა საკითხებში.

 

— სარჩევი —

ადაპტაცია

სკამის ტიპები
სკამის ფორმა
ფართო თუ ვიწრო სკამი
რბილი თუ მყარი სკამი
უნდა ჰქონდეს თუ არა სკამს ჭრილი
სკამის მასალა
საჭიროა თუ არა ზამბარიანი სკამი
საჭიროა თუ არა გელიანი შალითები
სკამის აგებულება და რეგულირება
ყველაფერი ველოსიპედების შესახებ ყველაფერი ველოსიპედების შესახებ©

 

ქალაქის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
CUTE 1.0
FREE 1.0 TOURING 1.0

 

ადაპტაცია —

 

ველოსიპედის ადაპტაციადასაწყისისთვის აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ ადაპტაციის შესახებ.

რაოდენ ყველაზე უმაღლესი ხარისხის და მოხერხებული სკამიც არ უნდა ჰქონდეს ველოსიპედს, პირველი 100-200 კმ-ის გავლის შემდეგ აუცილებად იგრძნობთ ტკივილის ან დისკომფორტის შეგრძნებას საჯდომის მიდამოებში.

ნუ მიაქცევთ ამას ყურადღებას. ეს ნორმალურია და გამოწვეულია სპეციფიკური დატვირთვით.

ამიტომ, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ველოსიპედით გადაადგილება, ნუ იჩქარებთ ახალი სკამის შეძენას. თქვენ დაგჭირდებათ 5-7 გადაადგილება, რომ სრულად მიეჩვიოთ ვლოსიპედს.

ველომოყვარულებმა, რომლებმაც გაიარეს ველოსიპედით ადაპტაცია, არანაირ ტკივილსა და დისკომფორტს აღარ გრძნობენ 60-80 კმ-ზე ნაკლები დისტანციის დაფარვის დროს.

პირობითი ზღვარი, როცა არასასიამოვნო შეგრძნებები საჯდომის მიდამოში თავს იჩენს იმ ველომოყვარულებშიც, რომლებიც რეგულარულად გადაადგილდებიან და უკვე გაიარეს ადაპტაცია, შეადგენს 100 კმ-ს.

თუ თქვენს შემთხვევაში ასე არ არის და დისკომფორტი და ტკივილი გაცილებით ნაკლები მანძილის გავლის (მაგალითად 50 კმ-ის) გავლის შემდეგ იჩენს თავს, შესაძლოა ეს გამოწვეული იყოს ზედმეტი ხახუნით ბოქვენის მიდამოში, თუმცა პრობლემა როგორც წესი მალე გაივლის ხოლმე, როცა ველოსიპედით გადაადგილება რეგულარული ხდება. 

ხშირად პრობლემა არა ველოსიპედის სკამში, არამედ მის არასწორად დარეგულირებაშია.

მნიშვნელოვანია ანალიზიც, თუ რა სახის ტკივილს განიცდით. დააჭირეთ სკამს მენჯის ძვლები, თუ ისინი ყრუდ გტკივათ, ე.ი ადაპტაცია ჯერ კიდევ არ გაგივლიათ, მაგრამ თუ ტკივილი ხახუნის შედეგს ჰგავს, აქ პრობლემის მიზეზი შეიძლება იყოს ჯდომის წესი, სკამის ფორმა, ხარისხი, არასწორი რეგულირება და სამოსი.

სკამის ფორმას, ხარისხს და ჯდომის წესს კიდევ შევეხებით, რაც შეეხება სამოსს, საქმე იმაშია, რომ ოფლი იჟღინთება ქვედა საცვალში და პრობლემას უქმის კანს. ამიტომ რეკომენდებულია სპეციალური ველო შორტის შეძენა, რომელსაც გააჩნია სპეციალური საფენი.

ასეთი საფენი დამზადებულია სპეციალური სინთეტიკური მასალისაგან, რომელიც თითქმის არ სველდება, არ ატარებს ოფლს და აორთქლებს მას.

შედეგად, ველოსიპედზე ჯდომა უფრო კომფორტული ხდება და შესაძლებელია მეტი მანძილის გავლა ისე, რომ არ დასველდეს კანი შორისის არეში და არ ქონდეს ადგილი ხახუნს მისი თანმხლები ტკივილითა და დისკომფორტით.

 

— სკამის ტიპები —

 

თანამედროვე ველოსიპედების სკამები იყოფა რამდენიმე ტიპად, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებიან პარამეტრებითა და დანიშნულების მიხედვით.

სტანდარტული სკამები - ასეთი სკამებით ძირითადად აღჭურვილია ქალაქის და ე.წ. საგზაო ველოსიპედები. ასეთი სკამები ძირითადად ფართო/საშუალო ზომის და რბილი/საშუალოდ რბილია.

ხშირად კონსტრუქციაში გამოიყენება ზამბარები (სკამის ამორტიზატორები). კომფორტულია სკამის ვერტიკალურ მდგომარეობაში გაადგილების დროს.

სპორტული სკამები - გამოიყენება გზატკეცილის (ტრასის) და აქტიური გადაადგილების მოყვარულთათვის განკუთვნილ ველოსიპედებში. ასეთი სკამი უფრო მყარი და ვიწროა, ვიდრე კომფორტული (სტანდარტული) სკამები. შესანიშნავია მაღალი სიჩქარით და დიდ დისტანციებზე გადასაადგილებლად.

მთის ველოსიპედის სკამები - მცირე ზომის ვიწრო და მკვრივი სკამებია. ხელს არ უშლის ფეხზე ამდგარ მდგომარეობაში ველოსიპედის მართვას.

ქალის სკამები - ასეთ სკამებში გათვალისწინებულია ქალის მენჯის ანატომიური თავისებურებები, რადგან ქალის მენჯის ძვლები უფრო ფართოა, ვიდრე მამაკაცისა.

ამიტომ, ქალის სკამები უფრო ფართოა წინა ნაწილში და მოკლე უკანა ნაწილში. ზოგ მოდელს ჩამონტაჟებული აქვს სპეციალური ელასტომერები, რომელიც ანიჭებს სკამს დამატებით სირბილეს.

რელიეფური და პერფორირებული (ჭრილიანი) სკამები - გამოირჩევა ზედაპირზე ჭრილით და სპეციალური ფორმებით, რომელიც აუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას პროსტატის ჯირკვლის არეში.

აქტიური გადაადგილების მოყვარული ველოსიპედისტებითვის ძირითადად აქტუალურია ორი ტიპის სკამი - სპორტული და ტურისტული.

ასე რომ, არც გაიხედოთ ყოველგვარი კომფორტული: სასეირნო, „ფუმფულა“ და ათასგვარი ფორმისა და მასალის დამზადებული სკამებისაკენ, რომლებიც გათვლილია ველოსიპედისტის „საჯდომის“ 5-10 კმ-ის მანძილზე კუს ნაბიჯებით გადასაადგილებად.

როცა ვსაუბრობთ სპორტულ ველოს სკამებზე, იგულისმება სკამები, რომლითაც აღჭურვილია მთისა და ტრასის ველოსიპედები. დღესდღეობით ეს ყველაზე გავრცელებული სკამების ვარიანტებია.

იგივე შეიძლება ითქვას ტურისტული ველო სკამების შესახებ, რომლებიც წარმატებით გამოიყენება ქალაქის (ურბანული) ტიპის ველოსიპედებში.

ზოგადად კი სპორტული ტიპის სკამები, გარკევული დონის ადაპტაციის შემთხვევაში უნივერსალურია და მათი გამოყენება ხდება როგორც მთის (სამთო), ასევე ქალაქის, ტურისტული, ჰიბრიდული და სხვა ტიპის ველოსიპედებისთვის.

 

ქალის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
STRIKER K016 ELITE
NANA N106 MAJESTIC M500 ELITE

 

— სკამის ფორმა —

 

ველოსიპედის სკამის ფორმაველოსიპედის სკამს უნდა ჰქონდეს მყარი ზედაპირი მენჯის ძვლებისთვის და გააჩნდეს საკმარისად ფართო უკანა ნაწილი.

ხოლო ხოლო ფართობი, რომელზეც ზის ველოსიპედისტი, უნდა იყოს ასევე საკმარისად გრძელი, რადგან მოძრაობის დროს ველოსიპედისტს უხდება სკამზე წინა და უკან მოძრაობა.

სკამის ცხვირი უნდა იყოს ვიწრო, ხოლო უკანა ფრთები ძალიან არ იყოს გამოწეული, რათა ფეხების მოძრაობის დროს არ ეხახუნებოდეს თეძოების შიდა ზედაპირს.

სკამის ამგვარი ფორმა რეკომენდებულია იმ შემთხვევაში, თუ ველოსიპედის აქტიური მომხმარებელი ხართ და თუნდაც რეგულარულად ვერ ახერხებდეთ გადაადგილებას, როცა ამას აკეთებთ ფარავდეთ დიდ დისტანციებს.

მაგრამ თუ ველოსიპედს იშვიათად იყენებთ და თქვენი მაქსიმალური დისტანცია 5-10 კმ-ია, რა თქმა უნდა შეგიძლიათ ვიწროფრთებიანი „ფართო და ფუმფულა სავარძელი“ შეიძინოთ.

ეს იმიტმ, რომ ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არც აქვს, თუ როგორი სკამით გადაადგილდებით და უმჯობესია პრიორიტეტი თქვენი საჯდომის სირბილეში განთავსებას მიანიჭოთ.

 

— ფართო თუ ვიწრო სკამი —

 

ფართო თუ ვიწრო ველოსიპედის სკამიველოსიპედის სკამის მთავარ პარამეტრს, მისი სიგანე წარმოადგენს.

საჭიროა მკაფიოდ აცნობიერებდეთ, რომ ფაქტიურად ადამიანი სკამზე ზის ორი მენჯის ძვლით და თუ სკამის ზედაპირი იქნება უფრო ფართო, ვიდრე ამ ძვლებს შორის დაშორება, ველოსიპედისტი ვერ იგრძნობს ვერანაირ დამატებით კომფორტს, დისკომფორტს კი რამდენსაც გნებავთ.

პირველ რიგში ამის მიზეზია ის, რომ ფართო სკამის შემთხვევაში ველოსიპედის თეძოების შიდა ზედაპირი დაიწყებს სკამის ფრთებთან ხახუნს, რასაც მოჰყვება ყველასათვის გასაგები პრობლემები...

იმისათვის, რომ გაიგოთ რა სიგანის სკამია პირადად თქვენთვის საჭირო, საკმარისია გაზომოთ თქვენს მენჯის ძვლების დაბოლოებებს შორის მანძილი.

ველოსიპედის ინსტრუქციაში, როგორც წესი ხშირად არის მითითებული ინფორმაცია დასაჯდომი ფართობის სიგანის შესახებ (თუ ინსტრუქციაში ასეთი მონაცემი არ არსებობს, სკამის ფართობის გაზომვა თავადაც შეგიძლიათ). ჩვეულებრივ, ეს მონაცემი მერყეობს 140-180 მმ-ს შორის.

ამიტომ, როცა გაზომავთ მენჯის ძვლების დაბოლოებებს შორის მანძილს, თქვენთვის ნათელი გახდება შეესაბამება თუ არა თქვენი სხეულის აღნიშნული ნაწილის მონაცემებს იმს სკამის მონაცემები, რომლის შეძენასაც აპირებთ.

ვიწრო, მყარი სკამებით ძირითადად აღჭურვილია გზატკეცილის (ტრასის) ველოსიპედები. ვიწრო სკამი მოსახერხებელია მთის ველოსიპედზე და ზოგადად ტყეში, პარკებში და მინდვრებში აქტიური გადაადგილებისთვის.

ქალაქის ველოსიპედები და კრუიზერები, რომლებზეც მგზავრები სხედან ვარტიკალურად და გადაადგილდებიან აუჩქარებლად, დაბალი სიჩქარით და მცირე დისტანციებზე ქალაქის ტერიტორიაზე, აღჭურვილია შედარებით ფართო და რბილი სკამები.

სატერფულების სწრაფი ტრიალისთვის, მთის, ტურისტულ, ტრასის ველოსიპედებზე და დიდი დისტანციებზე გადაადგილებისთვის რეკომენდებულია ვიწრო სკამები.

სხვათა შორის არსებობს გავრცელებული მცდარი მოსაზრება, რომ დიდი წონის ადამიანებს სჭირდებათ ფართო ზომის სკამი. სინამდვილეში, ცხიმოვანი შრე ადამიანის საჯდომის მიდამოში, სრულებით არ ნიშნავს ფართო მენჯის ძვლებს. ამიტომ, მენჯი შეიძლება ისეთივე ზომის იყოს, როგორიც გამხდარი ველომოყვარულის.

ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ მამაკაცის სკამი უფრო ვიწროა ვიდრე ქალისთვის განკუთვნილი ვარიანტები.

 

— რბილი თუ მყარი სკამი —

 

რბილი თუ მაგარი სკამიეს ის შემთხვევაა, როცა რბილი არ ნიშნავს კომფორტულს.

არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ რაც უფრო რბილი და ფუმფულაა სკამი, მით უფრო კომფორტულია ველოსიპედით გადაადგილება და ნაკლებია ხახუნის შედეგად გამოწვეული დისკომფორტი, თუმცა ყველაფერი პირიქითაა.

თუ სკამი რბილია, მენჯის საჯდომის ძვლები ვერ ნახულობს საყრდენ წერტილებს და ეფლობა სკამის რბილ მასალაში, რის გამოც მთელი დატვირთვა გადადის მეხუთე წერტილის (საჯდომის) რბილ ადგილებზე.

გარკვეული ხნის შემდეგ რბილი ქსოვილები იკუმშება, სისხლის მოძრაობა ნელდება, ადგილი აქვს ხახუნს (რასაც შეიძლება მოყვეს კოჟრების წარმოქმნა) და იწყება დაბუჟება.

თუ თქვენ ასეთ სკამზე დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში სეირნობთ კომფორტულად და უაღრესად კმაყოფილი ხართ, ამ დროის გასვლის შემდეგ ნათლად იგრძნობთ ასეთი სკამის მოუხერხებლობას და მისგან გამოწვეულ დისკომფორტს.

მყარ სკამზე კი მენჯი გადმომჯდარია სკამის ზედაპირზე და ეხება მას მხოლოდ მენჯის ძვლის ბორცვებით. ასეთი სკამით დიდი მანძილების დაფარვა უპრობლემოდ არის შესაძლებელი.

ასე რომ, რაც უფრო რბილია სკამი, მით უფრო მოუხერხებელია იგი დიდ დისტანციებზე გადასაადგილებლად.

მაგარი თუ რბილი სკამითუმცა უნდა აღინიშნოს, რომ რბილ სკამებსაც ჰყავთ მომხმარებლები, რომელიც სწორედ ასეთ "უნაგირებს" ანიჭებენ უპირატესობას.

რბილი სკამები რეკომენდებულია მცირე ზომის დისტანციებზე, მაგალითად პარკის ტერიტორიაზე სასეირნოდ, ან ახლოს მდებარე სამსახურში წასასვლელად.

ხოლო დიდი დისტანციების დაფარვის მსურველთათვის კარგი ვარიანტია ძალიან მყარი სკამი, კარბონის სკამქვეშა მილით და ველო შორტი თხელი საფენით.

ასეთი კავშირი უზრუნველყოფს დიდ მანძილზე კომფორტულ გადაადგილებას, რადგან ველო შორტის თხელი საფენი შთანთქავს და არ ატარებს ოფლს, ხოლო კარბონის ღერძი ახდენს ვიბრაციის აბსორბციას (შთანთქმას).

 

მთის ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
MAJESTIC M114
DVR D700 ELITE X-TREME X1

 

უნდა ჰქონდეს თუ არა სკამს ჭრილი —

 

უნდა ჰქონდეს თუ არა სკამს ჭრილისაკითხი, უნდა ჰქონდეს თუ არა ველოსიპედის სკამს ჭრილი ზედაპირზე, შორისის მიდამოში, არ არის ერთგვაროვანი და მასზე საერთო აზრი არ არსებობს.

ზოგადად, იდეა ღირსეულია, რადგან ასეთი ჭრილი სრულიად გამორიცხავს დაწოლას პროსტატის ჯირკვალზე.

თუმცა არსებობს მეორე მოსაზრებაც, რადაგან თუ ველოსიპედისტის მენჯის ძვლებს შორის მანძილი არ შეესაბამება ზომას, რომელზეც გათვლილია ჭრილი, შესაძლოა სარგებლის მაგივრად ზიანის მიღებაც.

საქმე იმაშია, რომ როცა ველოსიპედისტის საჯდომი რამდენადმე ფართოა, მისი მენჯის ძვლები განთავსებულია სკამის ზედაპირის კიდეებზე. ეს ზედაპირი კი როგორც წესი თაღოვანია, ამიტომ შორისი უფრო ღრმად აღმოჩნდება სკამის ზედაპირზე ვიდრე საჭიროა.

ჩვეულებრივ შემთხვევაში (როცა სკამს ჭრილი არა აქვს), პრობლემა არ არსებობს, რადგან შორისის არე სრულად გადანაწილდება სკამის მთელ ზედაპირზე. მაგრამ თუ ზედაპირის მაგივრად იქ არის პერფორაცია (ჭრილი), ველოსიპედიტი შორისით თითქოსდა ჯდება ამ ჭრილზე და პროსტატა ზედმეტ დაწოლას იღებს ჭრილის კიდეებით.

რა თქმა უნდა ეს ყველაფერი უფრო თეორიაა, რადგან ველოსიპედისტი სტატიკურად არ ზის სკამზე და მუდმივად იმყოფება მოძრაობაში. შესაბამისად ჭრილის არსებობა-არ არსებობას არა აქვს დიდი მნიშვნელობა.

სავარაუდოდ ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია, რომელიც გათვლილია ყველასათვის ცნობილ „მამაკაცურ შიშებზე“. არსებობს ბევრი ცნობილი და მოყვარული ველოსიპედისტის გამოხმაურება და პირადი დაკვირვების შედეგები ამ საკითხთან მიმართებაში, მათი აბსოლიტური უმრავლესობის აზრით ჭრილიან და უჭრილო სკამებს შორის რაიმე სახის არსებითი ან საგრძნობი სხვაობა არ არსებობს.

ამიტომ, თუ თქვენს წინაშეა სკამი, რომელიც არის ხარისხიანი, მაღალი სტანდარტის, მაგრამ არა აქვს ჭრილი, არ ღირს ამის გამო მის შეძენაზე უარის თქმა.

გაითვალისწინეთ, რომ ჭრილიანი სკამები განკუთვნილია ძირითადად მამაკაცებისთვის და თითქმის არ გვხვდება ქალის მოდელებში.

 

სკამის მასალა —

 

ველოსიპედის სკამის მასალაველოსიპედის სკამი, ისევე როგორც ფეხსაცმელი, ძალიან ინდივიდუალური, ინტიმური და მნიშვნელოვანი ნივთია.

ეხლა, როცა განვიხილეთ მისი ფიზიკურ-მექანიკური თვისებები, უნდა შევეხოთ მასალას, რომლისგანაც არის სკამი დამზადებული.

სკამის მასალა მისი ხარისხის დამაგვირგვინებელი კომპონენტია, რომელიც გარდა იმისა, რომ მაღალი ხარისხის უნდა იყოს, ვიზულური თვალსაზრითაც სიამოვნებას უნდა ანიჭებდეს მფლობელს (და არა მარტო).

ველოსიპედის სკამები ძირითადად მზადდება სამის სახის მასალისგან:

პლასტმასი;

ტყავისშემცვლელი;

ტყავი;

პალსტმასი - ყველაზე უხარისხო მასალაა, რისგანაც შეიძლება იყოს დამზადებული ველოსიპედის სკამი. პლასტმასის სკამებით აღჭურვილია უბრალო და ყველაზე იაფფასიანი მოდელები.

პლასტმასი არ ატარებს ოფლს, ჰაერს და ველოსიპედისტი ძალიან სწრაფად გრძნობს დისკომფორტს. მაგრამ ყველაზე პრობლემური, რაც პლასტმასის სკამებს ახასიათებს, არის უსიამოვნო შეგრძნება ინტიმურ ადგილებში ხახუნის გამო, რომელსაც ძალიან სწრაფად განიცდის მძღოლი სკამთან კონტაქტის დროს.

ეს ძალიან არაკომფორტულია და ხშირად მტანჯველიც კი ხდება დიდ დისტანციებზე გადაადგილების დროს. შესაძლოა კოჟრების („მაზოლების“) გაჩენაც. ამიტომ თუ ასეთი სკამის მფლობელი ხართ, შეიძინეთ საფენიანი ველო შორტი.

ველო შორტი ყველა ვარიანტში გამოგადგებათ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში იგი უბრალოდ აუცილებელია.

არსებობს ვინილის მაღალხარისხოვანი პლასტმასებიც, თუმცა თვისებებით ისინი მანიც ჩამორჩება და ახლოსაც ვერ მივა ტყავთან.

ტყავისშემცვლელი - ესა არის მასალა, რომელიც ფართოდ გამოიყენება საშუალო ფასის სეგმენტის ველოსიპედების სკამების დასამზადებლად.

ტყავისშემცვლელისგან დამზადებული ველოსიპედის სკამების ასორტიმენტი მრავალფეროვანია. პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ არსებობს როგორც უხარისხო მასალისგან (მაგალითად დერმატინი), ასევე მაღალი ხარისხის ტყავისშემცვლელებისგან დამზადებული სკამები.

ამიტომ, არ არსებობს გარანტია, რომ სკამი, რომლის შეძენასაც აპირებთ, მაღალი ხარისხის ტყავისშემცვლელისგან არის დამზადებული. ცუდი მასალა კი ისევე ცუდად ატარებს ოფლს, როგორც პლასტმასი, ველოსიპედისტი კოჟრებისგან დაზღვეული არც ამ შემთხვევაშია და ველო შორტი ამ შემთხვევაშიც აუცილებელია.

ტყავი - ყველაზე ძვირფასი და ძვირადღირებული მასაალაა, რომლითაც აღჭურვილია პრესტიჟული, მაღალხარისხიანი ბრენდული ველოსიპედები.

ტყავის სკამები „სუნთქავს, კარგად ატარებს ოფლს, მალე იღებს მფლობელის სხეულის ფორმას და მისი საშუალებით ყველაზე კომფორტულად არის შესაძლებელი დიდ დისტანციებზე გადაადგილება.

ველოსიპედის ტყავის მასალააღსანიშნავია, რომ თითქმის ყველა თანამედროვე ტყავის სკამი არის სპორტული ტიპის და ტყავი გამოიყენება არა როგორც ძირითადი მასალა, არემედ პლასტმასის ან კარბონის საფუძველის საფარი.

ასეთი სკამები ხარისხი რა თქმა უნდა მაღალია, მაგრამ მაინც აქვს პრობლემა ოფლის გატარებასთან დაკავშირებით, რადგან ტყავის ქვემოთ არის არა ჰაერი, არამედ მყარი მასალა (პლასტმასი, კარბონი და ა.შ).

თუმცა არსებობს ისეთი ტყავის სკამები, რომელთ საკმის როგორ წამყვანი, ასევე შიდა ზედაპირი სუფთა დაპრესილი ტყავისგან არის დამზადებული. მაგალითად BROOKS-ის ბრენდის ველოსიპედის სკამები.

ასეთი სკამით შესაძლებელია ნებისმიერ დისტანციაზე გადაადგილება ჩვეულებრივი სამოსითაც კი. ოფლის გატარება იქნება იდეალური.

 

საჭიროა თუ არა ზამბარიანი სკამი

 

საჭიროა თუ არა ზამბარიანი სკამისაჭიროა თუ არა ზამბარები ველოსიპედის სკამისთვის? ზამბარები ზოგიერთი  ველოსიპედის სკამის მნიშვნელოვან ატრიბუტიკას წარმოადგენს. 

უსწორმასწორო, ორმოებით სავსე გზაზე ან ძლიერ უგზოობაში,  ველოსიპედისტის მთელი მასა აწვება და ურტყამს ხერხემალს, რაც არ არის სასურველი. ზამბარები კი არბილებს ამ დარტყმებს

ასევე ზამბარიანი სკამი რეკომენდებულია ველოსიპედებისთვის, რომელთა საჭე მაღლაა განთავსებული ვიდრე სკამი. 

თუ საჭე და სკამი ერთ დონეზეა და ველოსიპედი ძირთადად განკუთვნილია ასაფალტზე ან წწორ გრუნტზე გადასაადგილებლად, ზამბარების საჭიროება არ არსებობს.

ასევე მნიშვნელობა აქვს თუ როგორია ზამბარები, რბილი თუ მაგარი (მკვრივი).

რბილი ზამბარები, განსაკუთრებით სატერფულების ინტენსიური მუშაობის დროს, იწვევს მცირე რყევებს, რაც იწვევს პედალირების ეფექტურობის შემცირებას და ხახუნს თეძოების შიდა ზედაპირზე.

უფრო მაგარ ზამბარებს (როგორიც აქვს მაგალითად BROOKS-ის ფირმის ტყავის სკამებს), გააჩნიათ საკმარისი სიმკვრივე, რათა უზრუნველყონ უკანა საკიდარის ეფექტი რყევების გარეშე.

ზოგადად კი, თანამედროვე ველოსიპედებს, იქნება ის ქალაქის, მთის, სპორტული და ა.შ, გააჩნიათ ისეთი კონსტრუქცია, რომ ველოსიპედის საკმზე მოდის მასის 60%-ზე ნაკლები დატვირთვა, ასე, რომ ისინი ზამბარიან სკამებს არ საჭიროებენ.

 

დასაკეცი ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
LIFE 1.0 DOLPHIN 2.0 LIFE 1.2

 

საჭიროა თუ არა გელიანი შალითები

 

საჭიროა თუ არა გელიანი შალითებიველოსიპედების აქსესუარების ბაზარზე მრავლად არის წარმოდგენილი ველოსიპედის სკამის გელიანი შალითები (საცმები). ე.წ. გელის შალითები.

ასეთი ნოვაციები ველოსიპედისტთა უმრავლესობაში მხოლოდ კრიტიკას იმსახურებს და ამას აქვს თავისის ლოგიკური ახსნა.

რბილი საფენი ველოსიპედის სკამზე იგივეა, რაც ფუმფულა სკამი, რომლის უარყოფითი თვისებების შესახებ ზემოთ უკვე ვისაუბრეთ.

ასეთი გელიანი შალითები გამოადგებათ მხოლოდ იმათ, ვისაც მოსწონს ძალიან რბილი სკამები (ზოგიერთი მცირე ზომის ბალიშსაც კი ადებს სკამის ზედაპირზე) და ძირითადად მხოლოდ ეზოში სერინობით შემოიფარგლებიან ხოლმე.

გელიანი შალითით დიდი დისტანციების დაფარვა უბრალოდ წარმოუდგენელია, რადგან ძლიერდება რყევები, რაც ხელს უშლის სატერფულების ტრიალს მენჯის ძვლები ეფლობა გელიან შალითაში და ხახუნს და დაბუჟებას განიცდის თეძოების შიდა ზედაპირი.

ამიტომ, გელიანი შალითების გამოყენება კატეგორიულად არ არის რეკომენდებული მათთვის, ვინც ველოსიპედით თუნცაც მცირე, მაგრამ მაინც დისტანციებზე გადაადგილდება.

 

— სკამის აგებულება და რეგულირება —

 

ველოსიპედის სკამის აგებულება და რეგულირებაჩვეულებრივ, თანამედროვე ველოსიპედის სკამი შედგება სამი ნაწილისგან:

ჩარჩო - უმეტესწილად არის მეტალის, ტიტანის ან მაგნიუმის და მაგრდება სკამის მილზე სპეციალური დამჭერის საშუალებით.

საფუძველი - უმეტესწილად არის პლასტმასის და მაგრდება ჩარჩოზე (ჩარჩოს კუთხეებზე)  სამი წერტილით, რაც ქმნის სკამის ფორმას.

სარჩული - რომელიც ანიჭებს სკამს სირბილეს. იგი ძირითადად მზადდება სპეციალური ქაფოვანი მასალისგან. უფრო ძვირადღირებულ მოდელებში გამოიყენება სპეციალური გელები და სილიკონები.

პირველ რიგში, რაც ველოსიპედისტმა უნდა დაარეგულიროს გადაადგილების წინ, არის ველოსიპედის სკამი, რადგან მისი რეგულირება განსაზღვრავს სწორად ჯდომას, მართვის კომფორტულობას და გადაადგილების ეფექტურობას.

ველოსიპედის სკამის რეგულირების დროს, გათვალისწინებული უნდა იქნას სამი ძირითადი მიმართულება:

სკამის სიმაღლე სატერფულებთან (პედლებთან) მიმართებაში;

სკამის ჰორიზონტალურ სიბრტყეზე დახრის კუთხე;

მანძილი სკამსა და საჭეს შორის;

ველოსიპედის სკამის სიმაღლესკამის სიმაღლე - ნებისმიერი ტიპის ველოსიპედის სკამის სიმაღლის რეგულირების მთავარი წესია ის, რომ სატერფულის (პედლის) ქვედა მდებარების დროს ფეხი უნდა იყოს პრაქტიკულად გასწორებული (თითქმის სწორ მდგომარეობაში).

მუხლის მოხრა უნდა იყოს მინიმალური, თუმცა არ დაუშვათ, რომ ფეხის მდგომარეობა იყოს აბსოლიტურად სწორი.

გაითვალისწინეთ ეს მომენტი და გახსოვდეთ ისიც, რომ სატერფულებზე (პედლებზე) უნდა გედგათ ტერფების წინა ნაწილი და არა ცენტრალური (შუაგული) ან ქუსლი.

თუ ველოსიპედისტის მუხლები ოდნავ მოხრილია სატერფულების ქვედა წერტილებთან მიმართებაში და ტერფებიც სწორად უდევს სატერფულებზე, ეს გამორიცხავს სახსრების ტკივილს და უზრუნველყოფს კომფორტულ, ხანგრძლივ გადაადგილებას.

თუ სკამის მდებაროება დაბალია, სატერფულების ტრიალის დროს ფეხები ძლიერ მოიხრება, რაც გამოიწვევს სწრაფად დაღლას და მარგი ქმედების კოეფიციენტის შემცირებას (სასარგებლო მუშაობის შეფარდება სრულ მუშაობასთან). ამ დროს რეკომენდებულია მცირედით (დაახლოებით 1-2 სმ-ით) ასწიოთ სკამი.

თუ სკამის მდებაროება მაღალია, სატერფულების ტრიალის დროს სხეული გადაიხრება მარჯვენა-მარცხენა მხარეს, რაც არა მხოლოდ დისკომფორტს შეგიქმნით გადაადგილების დროს, არამედ შესაძლოა დაგეწყოთ ფეხის თითების ანემია (დაბუჟება). ამიტომ დასწიეთ იგი ქვემოთ მცირედით (დაახლოებით 1-2 სმ-ით).

სკამის სიმაღლის რეგულირების კიდევ ერთი კრიტერიუმია ტერფების დადგმა მიწის ზედაპირზე. თუ ველოსიპედის სკამის სიმაღლე ოპტიმალურად და სწორადაა შერჩეული, არ მოგიწევთ ველოსიპედის ზედმეტად გვარდზე გადახრა, რათა ფეხი დადგათ მიწაზე.

სკამის სიმაღლის რეგულირება უნივერსალურია სამივე ტიპის (ქალაქის, ტრასის და მთის) ტიპის ველოსიპედებისთვის და ზემოთ მოყვანილი რეკომენდაციებს გაითვალისწინებით ველოსიპედისტი დახარჯავს ნაკლებ ძალას და აკრებს მეტ სიჩქარეს.

სკამის დახრის კუთხე - თუ სკამის სიმაღლის რეგულირება სამივე ტიპის ველოსიპედისთვის უნივერსალურია, შესაძლოა განსხვავებული იყოს სკამის დახრის კუთხე.

მანძილი ველოსიპედის სკამსა და საჭეს შორისჩვეულებრივი გადაადგილების დროს (ასფალტზე ან ჰორიზონტალურ გრუნტზე), უმჯობესია ველოსიპედის სკამი იყოს ჰორიზონტალურ მდომარეობაში.

ეს განსაკუთრებით ეხებათ მამაკაცებს, რადგან ფიზიოლოგიიდან გამომდინარე სკამმა შეიძლება შეამციროს სისხლის მიმოქცევა და ზედმეტი დაწოლა გააკეთოს მნიშვნელოვან ორგანოებზე.

აღმართზე გადაადგილების დროს, უმჯობესია თუ სკამი დახრილი იქნება წინა ნაწილით ქვემოთ, რაც უზრუნველყოფს ასვლას და შეამცირებს ენერგიის დანაკარგს.

ველოსიპედით ტრიუკების შესრულების დროს აუცილებელია სკამი დახრილი იყოს უკანა ნაწილით ქვემოთ.

მანძილი სკამსა და საჭეს შორის - ვიდრე განვსაზღვრავდეთ ოპტიმალურ მანძილს ველოსიპედის სკამსა და საჭეს შორის, აუცილებელია გავერკვეთ სხვადასხვა ტიპის ველოსიპედზე ველოსიპედისტის ჯდომის თავისებურებებში.

მაგალითად, მთის (სამთო) ველოსიპედებზე, ველოსიპედისტის კორპუსი უნდა იყოს 45°-ით დახრილი, ხოლო გზატკეცილის (ტრასის) ველოსიპედზე მრბოლელის სხეული თითქმის 90°-ით არის დახრილი.

ეს გათვალისწინებული უნდა იქნას სკამსა და საჭეს შორის მანძილის განსაზღვრის დროს, რადგან სწორედ სკამისა და საჭის რეგულირების კომბინაცია განსაზღვრავს ველოსიპედისტის კომფორტულ მდგომარეობას (ჯდომას) ველოსიპედზე.

ამიტომ არ დაკმაყოფილდეთ მხოლოდ სკამის სიმაღლის და დახრის კუთხის რეგულირებით.

ბევრ თანამედროვე სკამს კონსტრუქციაში გააჩნია რელსები, რომლის საშუალებითაც სკამის გადაადგილება ჰორიზონტალურ სიბრტყეზე არის შესაძლებელი.

თუ სკამი სკამი ძლიერ არის უკან გაწეული, ეს ზრდის დატვირთვას უკანა საბურავზე. სიმძიმის ცენტრის ამგვარი გადანაცვლება კი განტვირთავს წინა ამორტიზატორს, რამაც შესაძლოა ავარია, ან ველოსიპედის ამოყირავება გამოიწვიოს.

ველოსიპედის სკამის დახრის კუთხეხოლო თუ სკამი პირიქით, ძალიან წინ არის მიწეული, ეს იწვევს დისკომფორტს სატერფულების ტრიალის დროს. ამასთან, ორივე შემთხვევაში ველოსიპედისტი იგრძნობს დიკომფორტს ბეჭებზე, კისერზე და წელის არეში.

ამიტომ, სკამსა და საჭეს შორის მანძილი შერჩეული უნდა იყოს გონივრულად, თქვენი სიმაღლის, ფიგურის და გადაადგილების თავისებურების გათვალისწინებით.

ასე, რომ ნუ შეგეშინდებათ ექსპერიმენტების! სცადეთ რეგულირების რამოდენიმე ვარიანტი მანამ, სანამ ველოსიპედზე ჯდომა და გადაადგილება კომფორტული არ გახდება.

ზოგადად, თუ ველოსიპედი მოგწონთ, მაგრამ სკამი არ აკმაყოფილებს თქვენს მოთხოვნებს, შეგიძლიათ ცალკე შეიძინოთ თქვენთვის კომფორტული ვარიანტი.

 

ტურისტული ველოსიპედები ინტერნეტ მაღაზიაში - TRINX.GE
TOURING 1.0
TOURING 1.0 TOURING 1.1

 

— ყველაფერი ველოსიპედების შესახებ —

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ