მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1609 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

თვითბალანსირებადი ტრანსპორტის ტიპები

 

თვითბალანსირებადი ტრანსპორტი ახალი თაობის გადაადგილების საშუალებაა. მოწყობილობების მუშაობის პრიციპი დაფუძნებულია ზოგიერთი მექანიზმების თვისებაზე - მოახდინოს რეაგირება სივრცეში ადამიანის სხეულის მდებარეობის ცვლილებაზე.

დღევანდელ სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება შემდეგი სახის თვითბალანსირებადი ტრანსპორტის საშუალებები:

სიგვეისიგვეი - ორსაბურავიანი თვითბალანსირებადი პლატფორმა ვერტიკალურის საჭის ღერძით. მწარმოებელია კომპანია Segway Inc. გამოგონების ავტორია დინ კეიმენი.

დევაისის მოძრაობა - „წინ/უკან“ და დამუხრუჭება ხდება სხეულის გადახრით, ხოლო „მარჯვნივ/მარცხნივ“ - საჭის ღერძის მოტრიალებით.

სიგვეი მყარი, უსაფრთხო და მარტივია ესპლუატაციაში, ვიდრე ჰიროსკუტერი და მონოსაბურავი. მისი მართვა გაცილებით კომფორტულია, მაგრამ ამ უპირატესობებს აბათილებს მაღალი ღირებულება, დიდი გაბარიტები და დევაისის შენახვისა და გადატანის მოუხერხებლობა.

სიგვეის ასორტიმენტი ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც ჰიროსკუტერისა. არსებობს როგორც კომპაქტური და მსუბუქი, ასევე დიდსაბურავებიანი, ყველგანმავალი, კლასიკური და ულტრათანამედროვე მოდელები.

შესაბამისად, სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება: კომპაქტური მოდელები - ქალაქის პირობებში და დიდ შენობებში (სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და ა.შ) გადაადგილებისთვის, ქალაქგარეთ გადაადგილებისთვის (გაკვალულ ბილიკებზე) და ექსტრემალურ სიტუაციებში (უგზოობაში) გადაადგილებისთვის.

მონოსაბურავიმონოსაბურავი - თვითბალანსირებადი ელექტრო უნიციკლი (მონოციკლი) ერთი საბურავითა და ორივე მხარეს განთავსებული საფეხურებით (საჭით ან საჭის გარეშე).

მონოსაბურავში ელექტროძრავთან ერთად გამოიყენება სხვადასხვა სენსორები, გიროსკოპები (აჩქარების სენსორი) და აქსელერომეტრები (ვიბრაციის მონოტორინგისთვის) პედლების სიბრტყის წინ და უკან ავტომატური ბალანსირებისთვის.

რაც შეეხება მარჯვნივ და მარცხნივ ბალანსირებას, იგი ხორციელდება მძღოლის მიერ და მართვა ხდება სხეულის გადახრით და დევაისის მოხვევით - მარჯვნივ/მარცხნივ ფეხების საშუალებით.

მონოსაბურავების საბურავების დიამეტრი შეიძლება იყოს - 10, 12, 14, 16, 18, 22 დიუმი, წონა მერყეობს 8-დან 30 კგ-მდე. ერთი დამუხტვით გადის 10-240 კმ-ს, 

ჰიროსკუტერიჰიროსკუტერი - (იგივე ჰოვერბორდი ან მინი სიგვეი) - ეს არის იგივე სიგვეი - საჭის ღერძის გარეშე. ტრანსპორტის მართვა ხდება მხოლოდ სხეულის გადახრის საშუალებით.

ჰიროსკუტერი შექმნა ჩინური წარმოშობის ამერიკელმა ბიზნესმენმა - Shane Chen.

მისმა კომპანიამ Inventist-  2013 წელს პირველად წარადგინა ავტომატურად ბალანსირებადი  სატრანსპორტო საშუალება - Hovertrax.

Hovertrax -ის საშუალებით შესაძლებელი იყო სიჩქარისა და მიმართულების კონტროლი ვერტიკალური ღერძიდან ადამიანის სხეულის გადახრის საშუალებით.

ამგვარად, დღის სინათლე იხილა მსოფლიოში პირველმა ჰიროსკუტერმა. შედგომში შექმნილი მრავალფეროვანი მოდელები კი უბრალოდ წარმოადგენს მის სხვადასხვა კოპიოს ერთი სახელწოდებით  Smart Balance Wheel (თვითბალანსირებადი საბურავი).

ჰიროსკუტერი სიგვეიზე კომპაქტური და იაფია, თუმცა აგებს მასთან უსაფრთხოებით. ჰოვერბორდის მართვა მფლობელისგან მოითხოვს ყურდღების კონცენტრაციას, სიფრთხილესა და სიზუსტეს.

ელექტრო სკეიტბორდიელექტრო სკეიტბორდი - ელექტრო სკეიტბორდს ჩვეულებრივი სკეიტისაგან განასხვავებს  ორი რამ - ძრავი და მუხრუჭები (თუმცა არსებობს ერთსაბურავიანი ელექტრო სკეიტებიც - ერთი დიდი საბურავი განთავსებულია სკეიტის დაფის შუაში).

სკეიტბორდი მოძრაობს ძრავის საშუალებით, მუხრუჭები კი იძლევა მისი სწრაფად გაჩერების საშუალებას.

ელექტრო სკეიტები ხშირად აღჭურვილია უფრო დიდი ზომის საბურავებით რყევებისა და ვიბრაციის შესამცირებლად და გამავლობის გასაზრდელად.

ელექტრო სკეიტბორდების მახასათებლებია:

კორპუსი - ნეკერჩხალი, ბამბუკი, ტოპ მოდელებში - კარბონი;

მაქსიმალური სიჩქარე - ძირითადად 20 კმ/სთ. თუმცა არის მოდელები 30კმ/სთ და 50 კმ/სთ და მეტი სიჩქარით, რითაც ის საგრძნობლად აღემატება ჰოვერბორდებს.

სვლის მარაგი - საშუალოდ 10-20 კმ. თუმცა არის მოდელები, რომლებიც ერთი დამუხტვით ფარავენ 40კმ/სთ და მეტ მანძილს. შესაძლებელია დამატებითი ელემენტის თან წაღება და საჭიროების შემთხვევაში მისი შეცვლა.

მაქსიმალური დატვირთვა - 50-დან 150 კგ-მდე. შერჩევა ხდება კონკრეტულად „მძღოლის“ წონის შესაბამისად.

დისტანციური მართვის პულტი - მისი საშუალებით შეიძლება ელექტრო სკეიტის დისტანციური მართვა მაშინაც კი, როცა მძღოლი სკეიტზე არ დგას (სკეიტის გამოძახება, სხვა პიროვნების სეირნობა).

ფუნქციები - ნესტგამძლე კორპუსი (ელექტრონულ სისტემას არ ეშინია ნესტის და წვიმიანი ამინდის, რადგან იგი დამალულია დაფის ქვეშ), წინა ფარი, რომელიც ანათებს გზას და შესაძლოა ღამის საათვებში გადაადგილება.

 

მნიშვნელოვანი პარამეტრები ჰიროსკუტერის არჩევის დროს

 

ჰიროსკუტერი, იგივე ჰოვერბორდი ჩვენთან ყველაზე პოპულარულ თვითბალანსირებად ტრანსპორტად მიიჩნევა, სამომხმარებლო ბაზარზე მათი ასორტიმენტი იმდენად დიდია, რომ ბრენდის მიხედვით არჩევანის გაკეთება აზრს მოკლებულია.

ეს ბრენდებია: Razor, Smart Balance, Ecodrift, WMotion, HoverBot,  Crossway, Cactus, iBalance და სხვა..

ამიტომ განვიხილოთ ყველა ის მნიშვნელოვანი მომენტები, რისი გათვალისწინებაც აუცილებელია მისი შერჩევის დროს

 

მაქსიმალური დატვირთვა

 

ჰოვერბორდის მაქსიმალური დატვირთვამნიშვნელოვანი პარამეტრია ადამიანის სხეულის დასაშვები წონა, რომელზეც გათვლილია ჰიროსკუტერი.

ეს პარამეტრი ზრდასრულ ადამიანებისთვის მერყეობს 50-დან 150 კგ-მდე, ხოლო საბავშვო მოდელებისთვის 50-80კგ-მდე.

გაითვალისწინეთ, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაქსიმალური, არამედ მინიმალური წონაც.

მაგალითად, თუ ჰიროსკუტერის საშუალებით, რომელიც გათვლილია 60 კგ წონის ზრდასრული ადამიანისთვის, გადაადგილებას მოისურვებს 30 კგ წონის ბავშვი, მძლავრმა მოდელმა შესაძლოა იგნორირება გაუკეთოს მძღოლის მსუბუქ წონას და არ დაემორჩილოს მას.

ამიტომ, ჰიროსკუტერის შეძენის წინ ყურადღება მიაქციეთ თუ რა წონის ადამიანზე არის გათვლილი დევაისი.

თუ დევაისის შეძენა ბავშვისთვის გსურთ, არჩევანი გააკეთეთ საბავშვო ჰიროსკუტერზე, რომელეც გათვლილი იქნება მის წონაზე.

 

ძრავის სიმძლავრე

 

ჰოვერბორდის ძრავის სიმძლავრეჰიროსკუტერის სიმძლავრე განსაზღვრავს დევაისის სიჩქარეს, გამავლობას და ბალანსირების ეფექტურობას.

ჰიროსკუტერი აღჭურვილია ორი ძრავით - მარცხენა და მარჯვენა, რომლებიც საბურავებშია ჩამონტაჟებული (ე.წ ძრავი/საბურავი).

რაც უფრო მეტია ჰიროსკუტერის სიმძლავრე, მით უფრო მეტი გამწევი ძალა აქვს მას და შესაბამისად იგი არ დაკარგავს სიჩქარეს მცირე ზომის აღმართებზე გადაადგილების დროს.

თანამედროვე ჰიროსკუტერების სიმძლავრე მერყეობს 300 ვატიდან 1000 ვატამდე. არჩევანი უნდა მოხდეს ადამიანის წონის მიხედვით. რაც უფრო მეტია მძღოლის წონა, მით უფრო მეტი სიმძლავრის ჰიროსკუტერის არჩევა არის რეკომენდებული.

მოდელების უმრავლესობის სიმძლავრე შეადგენს 500-700 ვატს. როგორც ავღნიშნეთ, რაც მეტია ძრავის სიმძლავრე, მით უფრო მაღალია ჰროსკუტერის სიჩქარისა და გამავლობის პარამეტრები, თუმცა ამავდროულად მაღალია დევაისის წონა, გაბარიტები და ფასი.

 

ჰიროსკუტერის ელემენტის ტევადობა, სვლის მარაგი და დამუხტვის დრო

 

ჰიროსკუტერის ელემენტის ტევადობა, სვლის მარაგი და დამუხტვის დროელემენტის ტევადობა იზომება სიდიდით mAh (მილიამპერი/საათში). რაც უფრო მეტია ელემენტის ტევადობა, მით მეტი სვლის მარაგი აქვს ჰიროსკუტერს. თუმცა მეტი ტევადობის აკუმულატორის დასამუხტად საჭიროა მეტი დროც.

ჰიროსკუტერები ძირთადად აღჭურვილის ლითიუმ-იონის აკუმულატორებით, რომლის სტანდარტული ტევადობა შეადგენს 4000 mAh-ს. 

აკუმულიატორის მიერ გამომუშავებული ენერგიის რაოდენობა დამოკიდებულია არა მხოლოდ ტევადობაზე, არამედ მის წინაღობაზეც. სვლის მარაგი კი განისაზღვრება მათ შორის ენერგიის ხარჯვის მაჩვენებლით.

ამიტომ, არჩევანის გაკეთების დროს, ერთმანეთს შეადარეთ მხოლოდ ის მოდელები, რომლებიც მსგავსი სიმძლავრის, ენერგომოხმარებისა და წინაღობის პარამეტრები გააჩნიათ.

სვლის მარაგი - ჰიროსკუტერის მოდელების უმრავლესობას გააჩნია სვლის მარაგი - ერთი დამუხტვით - 15-25 კმ. ანუ ეს ნიშნავს, რომ 15-20კმ სთ სიჩქარით მოძრაობისას სკუტერი იმოძრავებს 1.5-2 სთ-ის განმავლობაში.

არსებობს ჰიროსკუტერები, რომლებსაც ერთი დამუხტვით შეუძლია - 40 და მეტი კმ-ის გავლა.

მწარმოებლები სვლის მარაგს უთითებენ შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

სწორ გზაზე მოძრაობა;

სიჩქარე 8-10 კმ/სთ;

ქარის არ არსებობა;

მძღოლის წონა საშუალოდ 60 კგ

ფაქტიური სვლის მარაგი (რომელიც მითითებული აქვს ჰიროსკუტერს ტექნიკურ პასპორტში) იცვლება (კლების მიმართულებით) შემდეგი ფაქტორების გათვალისწინებით:

უსწორმასწორო გზა;

ქარიანი ამინდი;

მაქსიმალური სიჩქარე;

60 კგ-ზე მეტი წონა (სამაგიეროდ 60 კგ-ზე დაბალი მძღოლის შემთხვევაში სვლის მარაგი პირიქით - გაიზრდება);

დამუხტვის დრო - ეს არის დრო, რომელიც საჭიროა ჰიროსკუტერის 0-დან 100%-მდე დასამუხტად. იგი განისაზღვრება აკუმულიატორის ტევადობით - რაც მეტია ტევადობა, მით მეტი დრო არის საჭირო აკუმულტორის დასამუხტად.

ჰიროსკუტერის დამუხტვის დრო მერყეობს - 1-დან 3 საათამდე (მოდელის, აკუმულატორის ტევადობის და ხარისხის გათვალისწინებით).

შენიშვნა - ნუ დატოვებთ ჰიროსკუტერს დენის წყაროში ჩართულს იმ დროზე მეტი ხნის განმავლობაში, რაც სჭირდება მის დამუხტვას. ეს ამცირებს აკუმულიატორის სიცოცხლისუნარიანობის ციკლს.

 

ჰიროსკუტერის სიჩქარე

 

ჰიროსკუტერის სიჩქარესაბავშვო ჰიროსკუტერების მაქსიმალური სიჩქარე არის 8-10 კმ/სთ. დიდებისთვის განკუთვნილი დევაისების სიქარე კი იწყება 10 კმ/სთ-დან ზემოთ - 30-35 კმ/სთ-მდე.

შედარებისთვის - სიგვეის (საჭიანი ჰიროსკუტერი) სიჩქარე აღწევს 40-50კმ/სთ-ს, ელექტროსკეიტების სიჩქარე კი 25კმ/სთ-ს.

ჰიროსკუტერის ტექნიკურ მონაცემებში მაქსიმალური სიჩქარე მითითებულია რიგი ფაქტორების გათვალისწინებით:

სწორ გზაზე მოძრაობა;

მძღოლის საშუალო წონა;

სრულად დატენილი ელემენტი;

თუ მოხდა ამ მონაცემებიდან გადახრა, სიჩქარის პარამეტრები შეიძლება შეიცვალოს (როგორც წესი - კლების მიმართულებით).

სიჩქარის არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ ადგილმდებარეობა, სადაც ყველაზე ხშირად გადაადგილდებით ჰოროსკუტერით. თუ მოძრაობა (ან სეირნობა) არახალხმრავალ ადგილებში გიწევთ და სისწრაფე გიტაცებთ, შეგიძლიათ არჩევნი მაქსიმალური სიჩქარის სკუტერზე გააკეთოთ.

მაგრამ, თუ ძირითადად ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილდებით, შეგიძლით უფრო დაბალი სიჩქარის სკუტერითაც დაკმაყოფლდეთ. ეს რეკომენდებულია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

ჰიროსკუტერის ზოგიერთ მოდელს გააჩნია სიჩქარის ორი რეჟიმი - ექსტრემალური და უსაფრთხო. უსაფრთხო რეჟიმის უპირატესობაა - ელემენტის ეკონომიურობა და უსაფრთხო გადაადგილება.

 

ჰიროსკუტერის საბურავები

 

ჰიროსკუტერის საბურავებისაბურავების დიამეტრი იზომება დიუმებში. რაც უფრო მეტია ეს პარამეტრი, მით უკეთესი და კომფორტულია სკუტერის გამავლობა უსწორმასწორო გზებზე. თუმცა ამავდროულად უარესდება მანევრირება, იზრდება დევაისის გაბარიტები და წონა.

გარდა ამისა, დიდი საბურავები საჭიროებს უფრო მძლავრ ძრავს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჰირსკუტერი ვერ გადალახავს წინააღმდეგობებს რაც ავარიისა და ტრამვების მიზეზი შეძლება გახდეს.

ჰიროსკუტერებზე ძირითადად გვხვდება ორის სახის საბურავები:

უკამერო საბურავები;

გასაბერი რეზინის საბურავები;

უკამერო საბურავები - ეს არის კომპაქტური და მსუბუქი - 6, 7 და 8 დიუმიანი ჰიროსკუტერები. ასეთი მოდელები იდეალურია ქალაქის პირობებში ყოველდღიური გადაადგილებისთვის. 

ამ ზომის დევაისებს პრაქტიკულად არ გააჩნია ამორტიზაცია, ამიტომ მისი გამოყენება რეკომენდებულია  მხოლოდ სწორ ზედაპირებზე (ლამინატი, პარკეტი, იდეალურად სწორი ასფალტი ან ბეტონი).

მისი საშუალებით შეიძლება მიხვიდეთ მეტრომდე, სამარშრუტო ტაქსამდე და ა.შ. ხოლო სკუტერი ჩადოთ ზურგჩანთაში, რადგან იგი არ იკავებს დიდ ადგილს, რაც ძალიან მოსახერხებელია.

ასეთი საბურავები კომფრტულია იმითაც, რომ მათ არ ემუქრება დაზიანების (გახვრეტისა და დაშვების რისკი).

მინუსებიდან შეიძლება ავღნიშნოთ ის, რომ უკამერო (უამორტიზაციო) საბურავები უხეში და ხისტია, ამიტომ ცუდ ასფალტზე გადაადგილებისას შესაძლოა ჰქონდეს საკმაოდ ძლიერი რყევები და ვიბრაცია, რაც არა მხოლოდ ამცირებს მოწყობილობის ექსპლუატაციის ვადას, არამედ ვნებს ადამიანის ორგანიზმს, რადგან ვიბრაცია საბურავებიდან გადაეცემა ხერხემალს.

ასევე, მაღალია წონასწორობის დარღვევის, დაცემისა და ტრამვის მიღების რისკიც.

მინუსია დაბალი კლირენსიც, რაც მოუხერხებელია მცირე წინააღმდეგობების გადალახვისას.

გასაბერი რეზინის საბურავები - ეს არის ჰიროსკუტერის 10 დიუმიანი, უფრო მასიური, მძიმე და შესაბამისად უფრო კომფორტული მოდელები.

ასეთ ყველაგანმავალ სკუტერებს აქვს უკეთესი გამავლობა, ნაკლები რყევა და ადვილად ლახავს მცირე წინააღმდეგობებს. ამიტომ, თანამედროვე პირობებში ყველაზე ოპტიმალური არჩევანია ჰიროსკუტერის მოყვარულთათვის.

მისი გამოყენება შესაძლებელია სხავადასხვა ტიპის ზედაპირებზე - ტყე, აგარაკი, მინდორი, უსწორმასწორო ასფალტი და ა.შ.

10 დიუმიან ჰირსკუტერებს შორის არის მოდელები, რომლებსაც აქვთ გასაბერი, მაგრამ უკამერო დაბალპროფილური რეზიანიანი საბურავები.

ასეთი მოდელები არ არის ყველგამნმავალი, ისინი უფრო მაღალკლირენსიან „პარკეტნიკებად“ მიიჩნევა და მათი საშუალებით უსწორმასწორო ზედაპირებზე გადაადგილება არ არის რეკომენდებული (ამორტიზაციის არ არსებობის გამო).

თუ არჩევანს გასაბერ რეზინიან, მძლავრ ჰიროსკუტერზე გააკეთებთ, გაითვალისწინეთ, რომ მას აქვს ასაკობრივი შეზღუდვა, ანუ 25-30 კგ-ზე ნაკლები წონის „მძღოლს“ იგი არ დაემორჩილება.

 

ჰიროსკუტერის წონა, მასალა, კლირენსი და დახრის კუთხე

 

ჰიროსკუტერის წონა, მასალა, კლირენსი და დახრის კუთხემასალა - ჰოვერბორდის კორპუსის მასალა შეიძლება იყოს როგორც უბრალო პოლისტიროლი (PS), ასევე დარტყმაგამძლე პოლისტიროლი (HIPS).

ჩვეულებრივი პოლისტიროლი საკმაოდ მტკიცეა, მაგრამ მყიფეა დარტყმის შემთხვევაში HIPS-თან შედარებით.

ჩვეულებრივი PS პოლისტიროლისგან დამზადებული ჰიროსკუტერები ძირითადად მზადდება ჩინური ბაზრისთვის, ხოლო HIPS - ექსპორტისთვის, თუმცა ხშირია შემთხვევბი, როცა ექსპორტზე იგზავნება  PS-სგან დამზადებული ჰოვერბორდები.

ამიტომ, შეძენის წინ აუცილებლად დააზუსტეთ რომელი მასალისგან არის დამზადებული თქვენი მოდელი.

წონა - ჰიროსკუტერის წონა მოქმედებს მის მთელ რიგ საექსპლუატაციო თვისებებზე.

დევაისის დიდი წონა უზრუნველყოფს მის მაღალ გამძლეობას, თუმცა ამცირებს მანევრირების უნარს.

მსუბუქი წონის ჰიროსკუტერი კი შესანიშნავად მანევრირებს, თუმცა აქვს ნაკლები გამძლეობა.

ჰიროსკუტერების წონა ვარირებს 5-15 კგ-ის ფარგლებში, მაშინ როცა სიგვეის წონა დაახლოებით 40 კგ-ის ფარგლებშია.

კონკრეტულად - 5-6 დიუმიანი-იანი ჰიროსკუტერების წონა 7-8-კგ-ის ფარგლებშია. 8-10 დიუმიანი ჰიროსკუტერების წონა კი 10-15 კგ-ის ფარგლებში

დაბალი წონის ჰიროსკუტერი მოსახერხებელია კომფაქტურობისა და  ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

კლირენსი - ეს არის მანძილი გზის ზედაპირიდან სატრანსპორტო საშუალების კორპუსის ყველაზე დაბალ წერტილამდე.

კლირენსი აჩვენებს თუ რამდენად მაღალი წინააღმდეგობის გადალახვა შეუძლია ტრანსპორტს ისე, რომ არ შეეხოს (გაეხახუნოს) გზის ზედაპირს.

მაღალი კლირენსი აუმჯობესებს გამავლობას, თუმცა მოითხოვს მაღალ საბურავებს და მძლავრ ძრავს, რაც საგრძნობლად ზრდის დევაისის წონას.

ჰიროსკუტერების სხვადასხვა მოდელებში კლირენსი მერყეობს - 30-150 მმ-ს შორის.

დახრის კუთხე - განსაზღვრავს თვითბალასირებადი ტრანსპორტის თვისებას - გადალახოს აღმართები და დაღმართები გადაადგილების დროს.

ჰიროსკუტერის თანამედროვე მოდელებში ეს მონაცემი შეადგენს 45 გრადუსს. გაითვალისწინეთ, რომ დახრილ ზედაპირების ეფექტური გადალახვისთვის (განსაკუთრებით აღმართის), საჭიროა უფრო მძლავრი ძრავი.

მაღალი დატვირთვა ამცირებს დევაისის მიერ აღმართების უპრობლემოდ დაძლევის შესაძლებლობას.

ზოგიერთი მწარმოებელის მიერ მითითებული დახრის კუთხე გათვლილია სწორედ მაქსიმალური დატვირთვაზე. ამ შემთხვევაში, უფრო დაბალი წონის მძღოლი უპრობლემოდ დაძლევს ციცაბო აღმართებს.

 

ჰიროსკუტერის მასალებისა და კომპონენტების ხარისხი

 

ჰიროსკუტერის მასალებისა და კომპონენტების ხარისხიჰიროსკუტერის შიგთავსი შედგება გვერდითა და დედა დაფებისგან (პლატებისგან) და ელემენტისგან.

ჰიროსკუტერის დედაპლატებს მრავალი მწარმოებელი აწარმოებს, თუმცა მათ შორის საუკეთესოდ მიიჩნევა კომპანია ТаоТао. სწორედ მისი პროდუქცია გამოირჩევა მუშაობის სტაბილურობითა და გამძლეობით.

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ სამომხმარებლო ბაზარზე შეხვდებით  ТаоТао-ს ბრენდის ნიშნით გამოშვებულ ფალსიფიცირებული დედა პლატით აღჭურვილ ჰიროსკუტერებს. თუმცა მათი გარჩევა საკმაოდ ადვილია (ამაზე ქვემოთ).

რაც შეეხება ელემენტს, სამომხმარებლო ბაზარზე ძირითადად გვხვდება სხვადასხვა მწარმოებლის მიერ წარმოებული - 4300-4400 mAh  ტევადობის ელემენტები.

ყველაზე ხარისხიანად და გამძლედ მიიჩნევა სამსუნგისა და ელჯის მარკის ელემენტები. თუმცა გაითვალისწინეთ, რომ სამსუნგი და ელჯი უშვებს მხოლოდ ცალკეული ბატარეებისგან შემდგარ ელემენტებს, ხოლო მთლიან ელემენტს აწარმოებს რამოდენიმე ჩინური კომპანია, რომლებსაც გააჩნიათ სამსუნგისა და ელჯის ლიცენზია.

აქედან გამომდინარე, თქენ მარტივად შეგიძლიათ გაარჩიოთ ელემენტის ხარისხი ეტიკეტის მიხედვით. თუ ეტიკეტზე მითითებულია საფირმო ნიშანი - SAMSUNG ან LG -  იცოდეთ, რომ ეს არ არის ორიგინალი. ეს კი არა, საფირმო მარკირება, რომელიც დატანილია თავად ბატარეებზე, არ იძლევა ხარისხის გარანტიას. 

სამსუნგისა და ელჯის გარდა არსებობს ჩინური კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ მაღალხარისხიან ბატარეებს. ამიტომ, ყურადღება მიაქციეთ ეტიკეტს და მარკირებას. მაგალითად  ჩინური კომპანიის HandPack მარკირება გაცილებით ხარისხიანი და მკაფიოა, ვიდრე არაორიგინალი სამსუნგისა და ელჯის მარკირება.

რა თქმა უნდა არსებობს უხარისხო NoName ან ან თვალსაჩინოდ ყალბი ელემენტები, რომლებიც სამწუხაროდ მრავლად გვხვდება.

მათი გარჩევა შესაძლებელია თუ ჰიროსკუტერების სპეციალიზირებულ მაღაზიაში ერთხელ მაინც ნახავთ, თუ როგორ გამოიყურება ორიგინალი ელემენტი.

 

ჰიროსკუტერის დამატებითი ფუნქციები

 

ჰიროსკუტერის დამატებითი ფუნქციებიკორპუსის წყლისა და მტვრისაგან დაცვა - უზრუნველყოფს ჰიროსკუტერის დაცვას გარე ფაქტორებისგან - წვიმა, ნესტი, მტვერი, ქვიშა და ა.შ.

დაცვის კლასი აღინიშნება შემდეგი მარკირებით - IPXX - სადაც პირველი ციფრი ნიშნავს მტვრისგან, ხოლო მეორე ნესტისგან დაცვას.

სატრანსპორტო საშუალების მტვრისა და ნესტისაგან დაცვა აღინიშნება ციფრებით - 0-დან 6-მდე. რაც მეტია ციფრული ინდექსი, მით მეტად დაცულია მოწყობილობა.

სიგვეებისა და ჰიროსკუტერების უმრავლესობას გააჩნია დაცვის დომე -  IP54 (ეს ნიშნავს, რომ დევაისი დაცულია მტვრია და ნებისმიერი მიმართულების წყლის წვეთებისაგან. შესაბამისად, მისი საშუალებით გადაადგილება შესაძლებელია მცირე სიღრმის გუბეებში.

რაც შეეხება ძლიერ წვიმაში და თოვლშიც კი გადაადგილებას უზრუნველყოფს ჰიროსკუტერი, რომლის დაცვის დონეა  IP56. იგი უძლებს უფრო ძლიერ დაბინძურებას და წყლის მძლავრ ჭავლებს.

გარდა ამისა, დევაისის გარეცხვა შესაძლებელია მაღალი წნევის სარეცხი აპარატებით (ე.წ“კერხერებით“).

შენიშვნა - დაცვის რა დონეც არ უნდა ჰქონდეს ჰიროსკუტერს ან სხვა თვითბალანსირებად სატრანსპორტო საშუალებას, იგი არ არის გათვლილი ღრმა წყალში გადაადგილებაზე.

ბლუთუსი, დინამიკები - სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება ჰოროსკუტერები, რომლებსაც გააჩნია ჩაშენებული დინამიკები და ბლუთუსის ფუნქცია.

მისი საშუალებით შესაძლებელია მუსიკის მოსმენა ყურსასმენების გარეშე, ანუ ისე, რომ გესმოდეთ გარშემომყოფთა ხმები და კავშირი არ დაკარგოთ გარე სამყაროსთან, რაც განაპირობებს დევაისის უსაფრთხოებას.

USB-პორტი- მოსახერხებელია სმარტფონის, პანშეტის ან ნოუთბუქის დასატენად ჰიროსკუტერის აკუმულატორით.

დისტანციური მართვის პულტი - შესაძლებელია ჰიროსკუტერის მართვა დისტანციურად გარკვეული მანძილიდან. ზოგიერთი ოდელი საშუალებას იძლევა პულტის სახით გამოყენებული იქნას სმარტფონი ან პლანშეტი (Bluetooth-ის საშუალებით).

დისტანციური მართვა აფართოებს ჰიროსკუტერის ფუნქციებს - სიჩქარის რეჟიმების არჩევა, ქურდობისგან დაცვა და ა.შ.

ავტომატური გაჩერება - ჰიროსკუტერი ჩერდება თუ ხდება მისი არასწორი გამოყენება, ან ადგილი აქვს ტექნიკურ გაუმართაობას. გაჩერების წინ იგი იძლება განათებით ან ხმოვან სიგნალს.

გაბარიტული მაშუქები (LED განათება) - აუცილებელია საღამოს საათებში გადაადგილებს დროს.

წინა გაბარიტები თეთრია, ხოლო უკანა წითელი. ჩვეულებრივ, გაბარიტების ფერები ავტომატურად იცვლება იმის მიხედვით, თუ რა მიმართულებით მოძრაობს ჰიროსკუტერი.

დამუხტვის ინდიკატორი - აჩვენებს, თუ რა დონეზეა დამუხტული დევაისი. ეს იცავს ჰიროსკუტერს მოულოდნელად განმუხტვის რისკისგან.

 

მნიშვნელოვანი რჩევები ჰიროსკუტერის არჩევის დროს

მნიშვნელოვანი რჩევები ჰიროსკუტერის არჩევის დროს შეიძინეთ ჰიროსკუტერი სანდო რეპუტაციის სპეციალიზირებულ მაღაზიებში. თუ პროდუქცია არ იქნება ცნობილი ბრენდის, ყურადღება მიქციეთ მის ხარისხს და საგარანტიო მომსახურების ვადას და პირობებს.

დაათვალიერეთ ჰოროსკუტერი და დარწმუნდით, რომ არა აქვს გარეგნული დეფექტები და დაზიანებები. კარგად შეამოწმეთ კორპუსი, იგი უნდა იყოს მკვრივი და მტკიცე, რადგან წინააღმდეგობებთან შეჯახება გარდაუვალია.

დარწმუნდით, რომ აპარატი აღჭურვილია შესაბამისი გადასატანი საშუალებით. ეს შეიძლება იყოს სპეციალური ჩანა ან შალითა.

ნუ აირჩევთ ღია ფერების ჰიროსკუტერს. მას ადვილად ეტყობა ჭუჭყი და მცირე დაზიანებები. აირჩიეთ მუქი და მკვეთრი ფერები (მაგალითად წითელი), გრაფიტი.

ყოველის სეირნობის წინ კარგად დაათვალიერეთ დევაისი გაუთვალისწინებელი ავარიის თავიდან აცილების მიზნით;

ყოველთვის გაიკეთეთ ჩაფხუტი, სამუხლეები და სამკლაურები. ეს თავიდან აგაცილებთ ავარიის შემთხვევაში ტრამვების რისკს.

გამოიყენეთ ტექნიკა ტემპერატურული რეჟიმის გათვალისწინებით - (-10 - დან +40 გრადუსამდე). თუ ტემპერატურა ამ ფარგლებს გარეთაა, დევაისი მალე გამოვა მწყობრიდან.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ შეჯახებების რისკი, ნუ ჩაიცვამთ ისეთ ფეხსაცმელსა და ტანსაცმელს, რომელიც შეგიბოჭავთ მოძრაობას. ნუ ისაუბრებთ ჰოვერბორდით გადაადგილების დროს მობილური ტელეფონით, ნუ ისეირნებთ ხალხმრავალ ადგილებში, ნუ დაიმგზავრებთ დამატებით მგზავრს და არასოდეს გადახვიდეთ სავტომობილო გზებზე.

წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ