მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2849 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

უძველესი გადმოცემებით

 

კაზინოს ისტორია - უძველესი გადმოცემებითსათამაშო სახლების ისტორიის ფესვები შორეული წარსულიდან მოდის და მრავალ ასეულ წელს ითვლის.

აზარტული თამაშების, სათამაშო ძვლების (კამათლების) და ბანქოს (კარტების) შესახებ უძველესი გადმოცემები არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ერსა და კულტურაში.

ერთგვაროვანი და ჩამოყალიბებული აზრი, თუ სად დაიბადა პირველად აზარტული თამაშები - არ არსებობს!

უძველესი სამარხების გათხრებისას ნაპოვნია და ეხლაც პოულობენ საგნებს, რომელთაც შესაძლოა კავშირი ჰქონდათ სხვადასხვა სახის თამაშებთან.

არსებობს მოსაზრება, რომ ამ საგნებს გააჩნდათ მაგიური, საკრალური მნიშვნელობა, თუმცა საუკუნეების სვლასთან ერთად გამოიყენებოდა როგორც გასართობისა და აზარტული თამაშების საშუალება.

წყაროების ნაწილი მიიჩნევს, რომ აზარტული თამაშები დაიბადა ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2300 წელს ძველ ჩინეთში. ჩინელი მოაზროვნეები მიიჩნევდნენ, რომ აზარტული თამაშები ხელს უწყობდა ადამიანში გამჭრიახობისა და სიბრძნის უნარების განვითარებას.

მეორე ნაწილი ამტკიცებს, რომ ძველი ეგვიპტის სამარხებში აღმოჩენილი იქნა სათამაშო ძვლები, რომელიც ძალიან წააგავს თანამედროვე კამათლებს. ხოლო ეგვიპტურ ფრესკებზე აღმოჩენილია ადამიანის გამოსახულება, რომელიც თამაშობს ძვლებით.

ძველ ტიბეტში თამაშისთვის განკუთვნილი დიაგრამები დახაზული იყო ტაძრების სახურავზე. ხოლო თამაშის სიმბოლური გამოსახულებები ბერების დასაჯდომ ადგილზე შუასაუკუნეების ინგლისური ტაძრებში.

ინდურ ეპოსში - „მახაბხარატა“, რომელიც დაწერილია ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში, ხშირად და დაწვრილებით არის აღწერილი ძვლებით თამაში, რომელიც აზარტულ თამაშს წარმოადგენდა.

კაზინოს ისტორია - აზიააზარტული თამაშის შესახებ ინფორმაციის მოძიება შეიძლება ინდური (ვედების) ჰიმნების კრებულში - ”რიგვედა” (1500წ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე), რომელიც შეიცავს ჰიმნს სახელწოდებით „მოთამაშის ჩივილი“.

უძველესი გადმოცემების მიხედვით კამათლებით თამაში გავრცელებული იყო არა მხოლოდ ინდოეთში, არამედ მაიასა და ინკების კულტურებშიც. 

ბერძნულ და რომაულ მითოლოგიაში მოიხსნიება აზარტის ან იღბალის ღმერთი. ირლანდიურ და შოტლანდიურ თქმულებებში კი ამოიკითხავთ ინფორმაციას უჩვეულო ფსონების შესახებ.

ბერძნებს აქვთ მითი ზევსისა და აფროდიტეს შესახებ, სადაც ისინი აგდებენ კამათელს, რათა განსაზღვრონ მთავარი გმირის ბედი. ჰომეროსის ილიადაში კი აღწერილია ოლიმპიური ღმერთები, რომლებიც თამაშობენ ლატარეას, რათა გამოავლინონ პაექრობაში გამარჯვებული.

ზოგიერთი წყაროს აზრით აზარტული თამაშების სამშობლო ძველი რომია და მაგალითად მოჰყავთ რომის იმპერია, სადაც კოლიზეუმში მიმდინარე გრანდიოზული შოუები - გლადიატორების ბრძოლა და ეტლების შეჯიბრება ხელს უწყობდა ტოტალიზატორების აღმოცენებას.

მიუხედავად იმისა, რომ რომის იმპერიაში ცდილობდნენ აეკრძალათ ფულზე თამაში, ასეთი თამაშები სარგებლობდა მაღალი პოპულარობით. რომის იმპერიის წარჩინებულები ხშირად სტუმრობდნენ მინერალურ კურორტებს, სადაც გართობის ძირითად საშუალებას სწორედ აზარტული თამაშები წარმოადგენდა.

ისტორიკოსების გადმოცემით პირველი სამორინე გაიხსნა რომის იმპერიაში (სიტყვა “casino” იტალიურიდან ითარგმნება როგორც "პატარა სახლი") ისინი კაზინოს დაბადების თარიღად მიიჩნევენ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 557 წელს, როცა ტრაკვინიის მეფის ლუციუს პრისკუს ტარკვინიუსმა ააშენა კაზინოს მაგვარი დაწესებულება, რომელსაც ეწოდებოდა - დიდი ცირკი - ძველი რომის გართობის ინდუსტრიის ცენტრი.

კაზინოს ისტორია - ძველი რომი"დიდ ცირკში" დებდნენ ფსონებს ტოტალიზატორებზე, თამაშობდნენ კამათელს, ბანქოს და ღამესაც კი ათევდნენ სანახაობითა და მხიარულებით დაღლილები.

მოგვიანებით, აზარტულმა თამაშებმა სპირტიანი სასმელების რეალიზაციის დაწესებულებებში გადაინაცვლა და ხელმისაწვდომი გახდა უბრალო ადამიანებისთვისაც.

აზარტული თამაში ფართოდ იყო გავრცელებული მეკობრეთა გარემოცვაში, სადაც ფსონს ნაძარცვ განძეულობაზე დებდნენ.

ცივილიზაციისა და დიდი ქალაქების განვითარებასთან ერთად, აზარტულმა თამაშებმა გავრცელება დაიწყო ხმაურიან ბაზრებსა და სასტუმროებში, სადაც ადამიანები ბედს სციდნენ და ამ სიამოვნებას ოქროთი და ძვირფასეულობით ანაზღაურებდნენ.

 

ევროპა

 

პირველი კაზინოპირველი კაზინო - ოფიციალურად, პირველი სათამაშო სახლი გაიხსნა იტალიაში, ქალაქ ვენეციაში 1638 წელს.

იმ მომენტისთვის ეს იყო პირველი ელიტარული კლუბი სახელწოდებით Ridotto - ვენეციის კარნავალზე ჩამოსული იტალიელი არისტოკრატებისთვის.

სათამაშო სახლი სრულიად ოფიციალურ დაწესებულებას წარმოადგენდა. მისი გახსნის ინიციატორი გახლდათ თავად სახელმწიფო, რომლის მიზანი იყო დაეკანონებინა და კონტროლი დამყარებინა აზარტული თამაშებზე.

საინტერესო ფაქტია, რომ კაზინო განთავსებული იყო წმინდა მოსეს სახელობის იტალიური კათოლიკური ეკლესიის მარცხენა ფრთაში.

მოგვიანებით (1765 წელს), საფრანგეთში კარდინალ მაზარინის ბრძანებით გაიხსნა პირველი ფრანგული კაზინო. დაწესებულების მთელი ბიუჯეტი საფრანგეთის ხაზინაში მიემართებოდა. ეს დაწესებულება ყველაზე მეტად წააგავდა თანამედროვე კაზინოს,  რადგან სწორედ ამ სათამაშო სახლში დაედო საფუძველი მსოფლიოში დღევანდელამდე პოპულარულ ბორბალზე თამაშს (ე.წ. რულეტკას).

მართალია სათამაშო სახლის თავდაპირველ მიზანს მეფე ლუდოვიკო XIV-ის ხაზინის შევსება წარმოადგენდა, მაგრამ, კომერციული წარმატების გამო მოხდა კაზინოების რიცხვის ზრდა მთელს საფრანგეთში. 

ეს წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ აზარტული თამაშების აკრძალვამ საფრანგეთის რევოლუციის დროს, ვერ მოახდინა პოპულარობის ზრდის შეჩერება.

კაზინოს ისტორია - საფრანგეთში1806 წელს საფრანგეთში სათამაშო სახლმა პირველად მიიღო ოფიციალური აღიარება უმაღლესი ხელისუფლების პირისაგან. ეს ადამიანი გახლდათ ფრანგი იმპერატორი ლუი დე ბონაპარტი, რომელიც ეწვია პარიზის ერთ-ერთ კაზინოს.

მალე პატარა ევროპულ სახელმწიფოში - მონაკოში, რომელიც იმ პერიოდში ფინანსურ სირთულეებს განიცდიდა ჟურნალისტებმა ლეონ ლანგულამ და ალბერ ობერმა დაარწმუნა მთავრობა სათამაშო სახლების გახსნის აუცილებლობაში, რომელიც არა მხოლოდ ფინანსურ მოგებას მოუტანდა სახელმწიფოს, არამედ აამაღლებდა მის პრესტიჟს.

და მართლაც, სამი წლის შემდეგ, 1861 წელს, გაიხსნა პირველი ნამდვილი კაზინო მონტე-კარლოში, რომელიც დღემდე ითვლება მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ გასართობ და აზარტული თამაშების ცენტრად.

მონტე-კარლოს ადრენალინის პორციის გასაზრდელად ყოველწლიურად უამრავი მოთამაშე სტუმრობს პრაქტიკულად მთელი მსოფლიოდან.

მეთვრამეტე საუკუნის დასაწყისიდან მსგავსი სათამაშო სახლები (სამორინეები) გაიხსნა ევროპის ბევრ ქვეყანაში. ასეთმა სწრაფმა გავრცელებამ ხელი შეუწყო თამაშზე ადამიანების დამოკიდებულებას. ბევრი ადამიანი აგებდა უკანასკნელ თანხებს, სახლებსა თუ უძრავ-მოძრავ ქონებას.

აზარტული თამაშების ისტორიაკაზინოების ისტორია ევროპაში დიდი დროის განმავლობაში არ გაგრძელებულა. უკვე მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს (1837 წლიდან) ევროპის ქვეყნების მთავრობები იძულებულები გახდნენ მიეღოთ გადაწყვეტილება აზარტული თამაშების აკრძალვის შესახებ.

გამონაკლისს წარმოადგენს ისევ და ისევ უძველესი კაზინო მონტე-კარლო მონაკოში. რომელიც დღევამდელ დღესაც არ კარგავს პოპულარობას, ევროპის აზარტული თამაშების დედაქალაქად მიიჩნევა და მაგნიტივით იზიდავს შეძლებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან.

1997 წელს ამერიკელმა ჩარლზ ფეიმ შექმნა პირველი სათამაშო ავტომატი, რომელსაც Liberty Bell (ქართულად "თავისუფლების ზარი") უწოდა.

1899 წელს მსოფლიოს უმსხვილეს კაზინოებში და სათამაშო სახლებში გაჩნდა ახალი ტრენდი - „პრივატული ოთახები“, სადაც შესაძლებელი იყო სათამაშო დარბაზების გვერდის ავლით განსუსაზღვრელი ფსონების დადება.

მეცხრამეტე საუკუნიდან კაზინოებისა და სათამაშო სახლების იმიჯმა ახალი შტრიხები შეიძინა: სერვისი გახდა ხარისხიანი, ინტერიერი უფრო მდიდრული და კომფორტული, კაზინოში შესვლა შეზღუდული - დაცვა სათამაშო სახლში უშვებდა მხოლოდ იმ მოქალაქეებს, რომლებიც რესპექტაბელურად გამოიყურებოდნენ.

აზარტული თამაშები მოდურ ჰობიდ იქცა, ხოლო კაზინო ადგილად, სადაც აუცილებლად უნდა გამოჩენილიყო ყველა ის ადამიანი, რომელიც თავს ფინანსურად უზრუნველყოფილად მიიჩნევდა.

აზარტული თამაშები ფართოდ გავრცელდა რუსეთშიც, რაც უკავშირდება ეკატერინე II-ეს მმართველობის პერიოდს, როცა რულეტის მაგიდები ამშვენებდა არა მხოლოდ სასახლის დიდებულ დარბაზებს, არამედ მათ შეხვდებოდით სამზარეულოებშიც, სადაც სასახლის მზარეულები თავისუფალ დროს ერთობოდნენ აზარტული თამაშებით. 

ევროპიდან სათამაშო ბიზნესმა ფეხის მოკიდება დაიწყო აზიაშიც.

მაგალითად, გაიგო რა ტყვედ აყვანილი ფრანგებისგან ფრანგული „რულეტკის“ შესახებ, თურქეთის სულთანმა საზღვარგარეთ გაგზავნა საკუთარი ოსტატები, რათა მათ ესწავლათ „ფორტუნას ბორბლის“ დამზადება. ინდუსებს კი ეს თამაში ასწავლეს ბრიტანელმა დიპლომატებმა.

კაზინოს ისტორია - ევროპაშიაზარტული თამაშების შესახებ ბევრი დრამატული ისტორიის აღმოჩენაა შესაძლებელი აზიურ ხალხურ ლიტერატურაში, რომელიც მოიცავდა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიას, იაპონიას, ფილიპინებსა და ინდოეთს.

აზიური სათამაშო ბიზნესის უმსხვილეს ცენტრებს წარმოადგენდა ქალაქები საიგონი და მაკაო.

მაკაოში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრიას საფუძველი ჩაეყარა ჯერ კიდევ მაშინ, როცა პორტუგალიას ეკუთვნოდა. ამაჟამად მაკაო ჩინეთის შემადგენლობაშია, თუმცა კაზინოს ინდუსტრიის განვითარების პოლიტიკა არ შეცვლილა.

მაკაო აზიური აზარტული თამაშების დედაქალაქად მიიჩნევა მას აზიურ ლას-ვეგასს უწოდებენ.

 

ამერიკა

 

აზარტული თამაშების ისტორია - ამერიკაევროპის კონტინენტიდან სათამაშო ბიზნესმა კოლონიზატორებთან ერთად გადაინაცვლა სამხრეთ ამერიკაში, სადაც პირველი კაზინო გაიხსნა მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. 

სწორედ სამხრეთ ამერიკაა კიდევ ერთი კონტინენტი, რომელიც მდიდარია აზარტული თამაშების შესახებ ხალხური გადმოცემებით.

ყველა საკმარისად გამოკვლეულ მსოფლიო კულტურებს შორის, სადაც თამაშობდნენ აზარტულ თამაშებს, ნახევარს - სამხრეთამერიკელი ინდიელები წარმოადგენენ.

აზარტული თამაშები თავდაპირველად ფართოდ გავრცელდა ამერიკულ სალუნებში (ამერიკული ბარები ველურ დასავლეთში, სადაც თავს იყრიდნენ კავბოები, ტრაპერები (ბეწვიან ნადირზე მონადირეები), ჯარისკაცები, მზვერავები, მაღაროელები, პროფესიონალი მოთამაშეები და ბანდიტები, სადაც მათ შეეძლოთ ეთამაშათ პოკერი ან ბლექჯეკი.

ამ დაწესებულებებში წაგება-მოგების საკითხები ხშირად რევოლვერ „კოლტის“ საშუალებით ირკვეოდა.

აზარტული თამაშების ინდუსტრია ამერიკაში ყველაზე მეტად განვითარდა ოქროს ციებ-ცხელების პერიოდში, როცა ოქროსმაძიებლების ბანაკების და ოქროს გადამუშავების საწარმოების მახლობლად იხსნებოდა გასართობი და სათამაშო სახლები და კაზინოები. 

კაზინოს განვითარების ისტორიაამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი იყო ლას-ვეგასი როცა ბანაკში, საიდანაც ოქროსმაძიებლები მიემართებოდნონ ოქროს მოსაპოვებლად მოგვიანებით გაიხსნა პირველი კაზინო, რომელმაც მას სათამაშო ბიზნესის დედაქალაქის სტატუსი მოუტანა.

1700-1800 წლების განმავლობაში ქალაქი ნიუ-ორლეანი წარმოადგენდა მექას ახალი სამყაროს აზარტული თამაშის მოყვარულთათვის.

სათამაშო ბიზნესის აყვავების ხანა იყო დიდი დეპრესიის პერიოდი. იატაქვეშა ბუტლეგერების დაწესებულებებში ფართოდ იყო გავრცელებული პრივატული თამაშები.

თუმცა მედალს ჰქონდა მეორე მხარეც - კლიენტურა აგებდა უზარმაზარ თანხებს და სრულიად კოტრდებოდა. ბევრჯერ საქმე გარჩევებით, სროლებით და გარდაუვალი მსხვერპლითაც კი სრულდებოდა.

ამიტომ, მალე ამერიკა, ისევე როგორც ევროპა, დადგა კაზინოების შეზღუდვის აუცილებლობის წინაშე და 1932 წელს პრეზიდენტი ენდრიუ ჯექსონი იძულებული გახდა 10 წლით აეკრძალა სათამაშო ბიზნესი ამერიკის ტერიტორიაზე.

ლეგალური კაზინოები თითქმის მთლიანად გაქრა ამერიკის ტერიტორიიდან. ნევადასა და ნიუ ჯერსის შტატების გამოკლებით სათამაშო ბიზნესმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლა.

შეიქმნა „სათამაშო გაერთიანებების“ არალეგალური  ქსელი და ეს მდგომარეობა გაგრძელდა რამოდენიმე ათწლეულის განმავლობაში.

აკრძალვების მოხსნის შემდეგ, ბენჟამინ სიგელი გახდა თანამედროვე ლას-ვეგასის დამაარსებელი. ეს გახლდათ ქალაქი-კაზინო, რომელიც დღემდე გართობის მსოფლიო დედაქალაქად მიიჩნევა.

კაზინოს ისტორია - ლას-ვეგასიდღესდღეობით, აზარტული თამაშების მოყვარულები ამერიკის შეერთებულ შტატებში არ განიცდიან სირთულეებს. უმსხვილესი კაზინოები განთავსებულია სპეციალურად გამოყოფილ ზონებში - ლას-ვეგასში და ატლანტიკ-სიტიში, ხოლო სრული აკრძალვა მოქმედებს იუტასა და ჰავაიში.

კაზინოებს ასევე შეხვდებით ინდიელების რეზერვაციებში და მდინარე მისისიპის ნეიტრალური წყლების ტერიტორიაზე, სადაც მსხვილი საქმოსნები ხსნიდნენ გასართობ ცენტრებს სპეციალურად ამ მიზნით აგებულ ხომალდებზე.

თანამედროვე სათამაშო სახლები და კაზინოები - ფეშენებელურ დაწესებულებებს წარმოადგენს, სადაც განსაკუთრებულ გარემოს ქმნის ინტერიერი და ძვირფასი სიგარებისა და სუნამოების სუნი.

კაზინოები აღჭურვილია წითელი ხისგან და იშვიათი ხავერდისგან დამზადებული სათამაშო მაგიდებით, მძიმე ფარდებით, ხოლო მოთამაშეებს ემსახურებიან მკაცრი, მაგრამ სასიამოვნო გარეგნობის კრუპიეები.

თანამედროვე ამერიკული აზარტული თამაშების ბიზნესი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ეკონომიკურ მოდელს.

ძირძველი მოსახლეობის რეზერვაციების დაწესებულებებს, სათამაშო ზონებს - ლას-ვეგასსა და ატლანტიკ-სიტიში ვერასოდეს ნახავთ ხალხმრავლობის გარეშე.

კანონი კაზინოების შესახებ ამერიკის შეერთებულ შტატებში ლოიალურია და თამაშის უფლება აქვთ როგორც ამერიკის მოქალაქეებს, ასევე ჩამოსულ სტუმრებს.

აზარტული თამაშების განვითარების ისტორიააზარტული თამაშები ამერიკის მასობრივი კულტურის განუყოფელი ნაწილი გახდა.

კაზინოების შესახებ იღებენ მრავალრიცხოვან ფილმებს, სათამაშო სახლები ფიგურირებს ლიტერატურულ ნაწარმოებებში.

ამერიკაში, აზარტულ თამაშებზე ოფიციალური გადასახადები გახდა დადებითი მაგალითი ბევრი სახელმწიფოსთვის, რომელთაც შტატების მიბაძვით შეიტანეს შესაბამის ცვლილებები კანონმდებლობაში და ამით ქვეყნის ბიუჯეტში მიიზიდეს დამატებითი შემოსავლები.

ამჟამად ამერიკაში მიმდინარეობს მუშაობა ვირტუალური (ონლაინ) კაზინოების ლეგალიზაციის და საკანონმდებლო დონეზე სათანადო რეგულირების შესახებ.

 

ყველაფერი კაზინოს შესახებ ®

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ