მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 968 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყველაზე გახმაურებული ძარცვები კაზინოს ისტორიაში

 

Circus Circus (1993)

 

1993 წელს შეყვარებულმა წყვილმა სოლის რობერტომ (რომელიც 17 წლის განმავლობაში იჯდა ციხეში შეიარაღებული ყაჩაღობისა და მკვლელობისათვის) და და 21 წლის ჰეზერ ტოლჩიფმა (რომელიც დაცვის კომპანიაში მძღოლად მუშაობდა), „ბონი და კლაიდი“ გაითამაშეს და პირდაპირი მნიშვნელობით - შეანგრიეს ავტომობილით კაზინო "Circus Circus"-ის კედელი.

წყვილმა ჩატვირთა ავტომობილში 3 მილიონამდე დოლარი და სწრაფად მიიმალა.

მოგვიანებით დაადგინეს, რომ ისინი გაიქცნენ კაიმანის კუნძულებზე. მას შემდეგ კი, რაც გაირკვა, რომ ჰეზერი ორსულად იყო, რობერტომ მას დაუტოვა მხოლოდ 1000 დოლარი და უკვალოდ გაუჩინარდა.

პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ეძებდა მძარცველებს, თუმცა მათ კვალს ვერ მიაკვლია.

ჰეზერი 13 წელი იმალებოდა, რის შემდეგაც იგი ჩაბარდა პოლიციას და ყველაფერი აღიარა. 

ქალმა განაცხადა, რომ აწუხებდა სინდისის ქეჯნა და ვეღარ შეძლო დანაშაულის დამალვა. იგი ირწმუნებოდა, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტში იმყოფებოდა რობერტოს ჰიპნოზის ქვეშ.

 

BELLAGIO, LAS VEGAS (2010)

 

2010 წელს, ენტონი კარლეომ, უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის შვილმა, ლას ვეგასში კაზინო "BELLAGIO"-ში 1.5 მილონი დოლარის ლოტები („ფიშკები“) მოიპარა.

მოტოციკლისტის შლემით შენიღბული ენტონი კაზინოდან საიდუმლო გასასვლელით გავიდა და იქვე დაპარკინგებული საკუთარი მოტოციკლით მიიმალა.

მძარცველს პრობლემები შეექმნა მაშინ, როცა ლოტების გაყიდვა გადაწყვიტა. რს ძალიან სარისკო გადაწყვეტილება იყო, რადგან ზოგიერთი ლოტის ღირებულება უტოლდებოდა 25 000 დოლარს.

აქ მან მან დაუშვა შეცდომა, როცა ლოტები (თავისი გამოსახულებებით) გასაყიდად განათავსა ონლაინ კაზინოს ფორუმზე, სადაც მისი „ნიკის“ სახელწოდება იყო „ბანდიტი ბაიკერი“ და ფაქტიურად „თავი მოიწონა“ ჩადენილი დანაშაულით.

ენტონი ამასაც არ დასჯერდა და დაბრუნდა კიდეც კაზინოში ლოტების გამოსაყენებლად, სადაც ცდილობდა ლოტები გადაცმული დეტექტივისთვის მიეყიდა.

ენტონი კარლეო დააკავეს და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

 

Stardust (1992)

 

1992 წელს, ოტელ-კაზინო "Stardust"-ში ვინმე ბილ ბრენანმა, რომელიც აღნიშნულ დაწესებულებაში დილერად მუშაობდა, ერთ-ერთი ლანჩის დროს უბრალოდ გაიარა დაცვის წინ და დატოვა კაზინო.

ეს ყველაფერი შესაძლოა უჩვეულოდ არ მოგჩვენებოდათ, რომ არა მხარზე გადაკიდებული ჩანთა, რომელშიც მას ედო 500 000 დოლარი და ლოტები („ფიშკები“).

საქმე იმაშია, რომ ბილ ბრენანი დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა კაზინოში, ჰქონდა უმწიკვლო რეპუტაცია, და დაცვას აზრადაც არ მოსვლია შეემოწმებინა მისი პირადი ნივთები.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეს გამოძიების ფედერალური ბიურო აწარმოებდა, დანაშაული გაუხსნელი დარჩა, რადგან მას შემდეგ ბრენენის შესახებ არავის არაფერი გაუგია.

დღესაც არავინ იცის ბრენენი ძარცვას დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდა, თუ ეს ყველაფერი იმპულსურად ჩაიდინა.

მიიჩნევენ, რომ მან ფულთან ერთად დატოვა ქვეყანა, რათა დაეწყო ახალი ცხოვრება.

 

RITZ CASINO, LONDON (2004)

 

ლონდონში, კაზინოში "RITZ" ორმა სერბმა მამაკაცმა და უნგრელმა თანამზრახველმა ქალმა, რომლებიც ორი დღის განმავლობაში თამაშობდნენ რულეტკას, მოიგეს 1.3 მილიონი ფუტი სტერლინგი.

თუმცა აღმოჩნდა რომ მათ არა ბედმა გაუღიმათ, არემედ იყენებდნენ მაღალტექნოლოგიურ ლაზერულ სკანერებს საკუთარი ტელეფონების საშუალებით, რომლითაც კაზინოს გარეთ მდებარე კომპიუტერს უკავშირდებოდნენ. კომპიუტერი კი თვლიდა რულეტკის ბორბლის მოძრაობის სიჩქარეს და კარნახობდა რიცხვს, რომელშიც ვარდებოდა რულეტკის ბურთულა.

იმის გამო, რომ საჭირო იყო რულეტკის ბორბლის ანალიზი, შედეგის გამოცნობა და მისი დროული შეტყობინება (ბორბლის სამჯერ დატრიალების დროის ფარგლებში), უსაფრთხოების ექსპერტები ადრე მიჩნევდნენ, რომ ამგვარი სისტემის მოფიქრება იყო შეუძლებელი.

საბოლოო ჯამში, ტრიო დააკავეს, თუმცა სასამართლო პროცესზე ისინი გაამართლეს. მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ბრალდებულებს არ ჩაუდენიათ არაფერი კანონსაწინააღმდეგო და დაუჯერებელია, მაგრამ მათ შეძლეს მოგებული თანხის შენარჩუნებაც.

 

BELLAGIO, LAS VEGAS  (1998-2000)

 

„ჩემს სამყაროში არსებობს მხოლოდ ორი რამ - მონადირე და მსხვერპლი. მე მონადირე ვარ, ვეგასი კი ჩემი მსხვერპლი“ - ეს სიტყვები ეკუთვნის ჟოზე ვიგოას, რომელიც ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მძარცველად მიიჩნევა.

ვიგოამ 16 თვის განმავლობაში 5-ჯერ გაძარცვა მსხვილი კაზინოები და ბრონირებული კაზინოს ფურგონები ნევადაში.

იგი დააკავეს, როცა თანამზრახველებთან - ლუსი სუარესთან და ოსკარ სანჩესთან ერთად ცდილობდა გაეძარცვა კაზინო "Bellagio".

მძარცველებმა მოახერხეს 160 000 დოლარის გატაცება. ორი მათგანი შევარდა სალაროში, ხოლო მესამე იდგა სადარაჯოზე.

ყველაფერი იდელაურად წარიმართა, რომ არა ვიგოას შეცდომა, რომელმაც დროზე ადრე მოიხსნა ნიღაბი და დაფიქსირებული იქნა კამერების მიერ. მისი სახე კი უკვე ცნობილი იყო პოლიციისთვის წარსულში განხორციელებული კაზინოს ძარცვების გამო.

ბოროტმოქმედებს დაედევნენ. პირველად დააკავეს სუარესი, ხოლო შემდეგ ვიგოა და სანჩესიც.

ჟოზე ვეგეოა დღესაც ციხეში იმყოფება, მას ოთხგზის უვადო პატიმრობა მიუსაჯეს.

 

Crown Casino 2013

 

ამ შემთხვევაში საქმე ეხება კაზინოების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხის 33 მილიონ დოლარამდე მითვისებას, რომელიც მოხდა მელბურნში - კაზინოში - "Crown".

გამოცდილი ჰაკერი აღწევდა ვიდეო კამერების სისტემაში და კამერების მანიპულირებით თვალს ადევნებდა VIP დარბაზებში განთავსებულ სათამაშო მაგიდებს.

ორი თანამზრახველი, რომლებიც ისხდნენ მაგიდასთან იღებდნენ ამ ინფორმაციას ყურსასმენების საშუალებით და დებდა ფსონებს მიღებული ინფორმაციის შესაბამისად. თანამზრახველები მიღებულ მოგებას შუაზე იყოფდნენ.

გეგმა დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, თუმცა მსხვილი თანხების სერიული მოგების შემდეგ ეჭვები გამოიწვია და კაზინოს ადმინისტრაციამ დაიქირავა სპეციალურ დეტექტივთა ჯგუფი, რომელმაც გაშიფრა, რომ თაღლითები სარგებლობდნენ სათვალთვალო კამერებით.

თუმცა, თაღლითები იღბლიანები გამოდგენენ, მართალია მათ მოუწიათ თანხის დიდი ნაწილის დაბრუნება, მაგრამ სასამართლო რატომღაც  შემოიფარგლა მსუბუქი სასჯელით და არცერთი მათგანი ციხეში არ ჩამჯდარა. მიზეზი, თუ რატომ და როგორ -  დღემდე არ გახმაურებულა.

 

MIT Blackjack Team (1980)

 

დღესაც არ წყდება დებატები იმის შესახებ, წარმოადგენს თუ არა ჯგუფ "MIT Blackjack Team" -ის მოქმედება თაღლითობას.

ნაწილი თვლის, რომ ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი აფერა და ძარცვაა კაზინოების ისტორიაში, მეორე ნაწილი კი ასე არ მიიჩნევს.

საქმე იმაშია, რომ მათემატიკის პროფესორმა ედვარდ ტორპმა 1962 წელს შექმნა კარტების გამოთვლის სრულყოფილი სისტემა.

სისტემის დახმარებით 1990-იან წლებში სტუდენტების გუნდმა, სახელწოდებით MIT Team, რომლებიც ერთმანეთში ცვლიდნენ კოდირებულ სიტყვებსა და ნიშნებს, რამდენიმე წელში მოიგო 10 მილიონ დოლარზე მეტი.

ჯგუფი MIT Blackjack Team პოპულარული იყო არა მხოლოდ კაზინოების სათამაშო დარბაზებში, არამედ მათზე ჰოლივუდში შეიქმნა ფილმი „21“

ჯგუფი კაზინოებს „ძარცვავდა“ 80-იან წლებში, რის შემდეგაც იგი დაიშალა, თუმცა ჯგუფის ცალკეულმა წევრებმა დამოუკიდებლად გააგრძელეს თამაში.

 

Mandalay Bay (2005)

 

2005 წლის 11 მარტს ორი მამაკაცი შეიჭრა კაზინოში "Mandalay Bay", იარაღის გასროლით დაემუქრნენ მოლარეს და აიძულეს კაზინოში მყოფთ იატაკზე დაწოლა.

თანამზრახველებმა გაიტაცეს დიდი რაოდენობის თანხა, რომლის ოდენობა არც კაზინოს ადმინისტრაციის და არც პოლიციის მიერ არ გახმაურებულა.

ეს ყველაფერი ძალიან წააგავდა ფილმებში ნანახ ბანკის ძარცვას. მძარცველები ბანკის მახლობლად დაპარკინგებული ავტომობილით მიიმალნენ.

ის თუ როგორ განახორციელეს ძარცვა და როგორ, ან რომელი გასასვლელით დატოვეს ბანდიტებმა კაზინო, უცნობია.

დააკავეს თუ არა მძარცველები, ამის შესახებ ინფორმაცია დღემდე არ არის ცნობილი.

 

Treasure Island (2000)

 

2000 წელს ლას-ვეგასის კაზინოში - "Treasure Island", რეჯინალდ ჯონსონის მიერ განხორციელდა სერიული - სამი თითქმის იდენტური ძარცვა.

პირველი ძარცვის დროს ჯონსონმა იარაღით დაჭრა მცველი, თავი გაუტეხა მოლარეს, გაიტაცა 30 000 დოლარი და მიიმალა.

მეორე ძარცვის დროს იგი იგივე მეთოდით შეიჭრა კაზინოში, იარაღის მთელი მჭიდი გიასროლა დაცვის მიმართულებით და გარკვეული თანხის წაღებაც მოახერხა.

შესაძლოა რეჯინალდი ეხლაც თავისუფლებაზე ყოფილიყო, რომ არა მესამე შემთხვევა, როცა იგი კვლავ გამოცხადდა კაზინო Treasure Island-ში. იგი მაშინვე იცნეს და მომენტალურად დააპატიმრეს.

სასამართლო დარბაზში ჯონსონი გიჟივით ხარხარებდა, როცა მოსამართლეს წარუდგინეს კამერების ვიდეო ჩანაწერები, რომელზეც ძარცვა იყო აღბეჭდილი.

ჯონსონმა აღნიშნა, რომ იგი განიცდიდა სიძულვილს კაზინოების და მისი მომსახურე პერსონალის მიმართ: „რომ შემეძლოს დიდი სიამოვნებით ვესროდი ყველა ადამიანს, ვინც კი იქ იმყოფება“ - განაცხადა მან.

ჯონსონს სასამართლომ 130 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

Palace Station (2009)

 

2009 წელს ნახევრად ავტომატური იარაღით შეიარაღებული პირმა "Palace Station"-იდან სხვადასხვა წყაროების გადმოცემით (თანხის ზუსტი ოდენობა არ ხმაურდება) 360 000-დან 1 მილონ დოლარამდე გაიტაცა.

პოლიციის ცნობით მძარცველს ჰყავდა თანამზრახველი რომელთან ერთადაც იგი კაზინოს მცველს თავს დაესხა იმ მომენტში, როცა მას თანხა გადაჰქონდა კაზინოს წინ გაჩერებულ ბრონირებულ ფურგონში, რომელშიც მეორე მცველი იმყოფებოდა.

შემთხვევის დროს არავინ დაზარალებულა.

პოლიციამ პრეს რელიზში განაცხადა, რომ გატაცებული თანხა შეადგენდა 1 მილონ დოლარს, თუმცა კასინოს პრეს მდივანმა ლორი ნელსონის ინფორმაციით გატაცებული თანხა 36 000 დოლარს შეადგენდა.

პოლიციამ მძარცველების დაკავება ვერ მოახერხა და ისინი  დღემდე თავისუფლებაში იმყოფებიან.

 

The Soboba Casino 2005

 

2005 წელს მოხდა კაზინო "The Soboba"-ს ძარცვა, რომელიც ასევე წააგავდა ფილმის სიუჟეტს.

ძარცვის ორგანიზატორი იყო როლანდო რამოსი, რომელიც კაზინოში უსაფრთხოების ტექნიკოსად მუშაობდა.

პლასტმასის პისტოლეტით, წიწაკის სპრეითა და წებოვანი ლენტით შეიარაღებულმა რამოსმა იარაღის მუქარით გათოკა კაზინოს 4 თანამშრომელი და სამი ერთ, ხოლო მეოთხე მეორე ოთახში ჩაკეტა.

ამის შემდეგ ნიღბით და პლასტმასის პისტოლეტით შეიჭრა კაზინოში და გაიტაცა 1.5 მილიონი დოლარი. ძარცვის დროს მან წიწაკის სპრეი შეასხა სახეში ერთ-ერთ თანამშრომელს.

რამოსს გარეთ ელოდებოდა თანამზრახველი ერიკ აგილერა, რომლის ავტომობილითაც შეეცადა მიმალვას, თუმცა მალევე იქნა დაკავებული სამართალდამცავების მიერ.

 

Hilton LAS VEGAS (2008)

 

ლას-ვეგას-სტრიპი-დან ორი კვარტლის მოშორებით ორი მძარცველი, რომელთაც სახეები დაფარული ჰქონდათ მოტოციკლის შლემებით, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით შეიჭრა ჰილტონის სათამაშო დარბაზში. 

ძარცვა სულ რაღაც 45 წამი გრძელდებოდა.

ამ დროის განმავლობაში მძარცველებმა მოასწრეს სათამაშო მაგიდებიდან ნაღდი ფულისა და „ფიშკების“ შეგროვება და გატაცება. ნაძარცვის საერთო რაოდენობამ 500 000 დოლარი შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ ამგვარმა მარტივმა და ბანალურმა მეთოდმა გაამართლა. საქმე დღემდე გაუხსნელია და მძარცველების დაკავება პოლიციამ ვერ შეძლო.

 

ყველაფერი კაზინოს შესახებ ®

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ