მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1503 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ის, რომ საერთო ჯამში კაზინოში ყველა აგებს, ყოველთვის არ შეესაბამება სინამდვილეს.

არსებობენ არც თუ ისე ცოტა ადამიანები, რომლებმაც მოახერხეს და შეძლეს ისეთი გრანდიოზული თანხების მოგება, რითაც არა მხოლოდ კარდინალურად შეცვალეს საკუთარი ცხოვრება, არამედ სამუდამოდ დარჩნენ აზარტული თამაშების ისტორიაში.

მსხვილი თანხების მოგების ფაქტები იმდენად მრავალრიცხოვანია, რომ ყველა მათგანის ჩამოთვლა აზრს მოკლებულია, თუმცა ზოგიერთი ისტორია იმდენად თავისებური და დასამახსოვრებელია, საინტერესო იქნება მათი მკითხველისთვის გაცნობა.

აქ მოყვანილია ყველაზე დიდი და გახმაურებული მოგებები კაზინოსა და ონლაინ კაზინოების ისტორიაში.

 

ყველაზე დიდი მოგებები კაზინოს ისტორიაში

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში

 

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ელმერ შერვინს ფორტუნამ ორჯერ გაუღიმა, თანაც გულიანად...

მან ორჯერ მოიგო ლას-ვეგასის კაზინოში: პირველად 4.5, ხოლო მეორედ 21 მილიონი დოლარი.

პირველ ჯერზე, 1989 წელს, როცა შერვინი გახლდათ 76 წლის, კაზინოში Mirage - მოხსნა მსხვილი ჯეკპოტი 4.5 მილიონი დოლარის ოდენობით. მამაკაცმა ფული მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაში დახარჯა.

ამის შემდეგ კაზინო ვეტერანის საყვარელი გასართობი ადგილი გახდა. იგი კვირაში ორი დღით სტუმრობდა ხოლმე სათამაშო სახლებს და ამან შედეგიც გამოიღო...

პირველი მოგებიდან 16 წლის შემდეგ, 2005 წელს 92 წლის ასაკში მან კვლავ მოხსნა ჯეკპოტი, ამჯერად 21 მილიონი დოლარის ოდენობით.

მეორე მოგების უდიდესი ნაწილი ვეტერანმა ქველმოქმედებას მოახმარა, იგი დაეხმარა ქარიშხალ „კატრინით“ დაზარალებულებს.

ელმერ შერვინი ბოლო მოგებიდან ორი წლის შემდეგ - 2007 წელს  გარდაიცვალა.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 2

 

ჯოზეფ ჯაგერი - ნამდვილი ადამიანი ლეგენდა. მან პატიოსნად მოუგო მონტე-კარლოს კაზინოს რულეტკას რამდენიმე მილიონი ფრანკი.

მოგების მიზეზი გახდა ჯაგერის შემოქმედებითი მიდგომა თამაშის პროცესის მიმართ.

ფაქტი მოხდა 1873 წელს ლეგენდარულ კაზინოში - Beaux-Arts. ჯაგერი რეგულარულად დებდა ფსონს რულეტკის განსაზღვრულ 9 ნომერზე.

პირველ დღეს მან მოიგო დაახლოებით ნახევარი მილიონი ფრანკი, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და შემდეგი ორი დღის განმავლობაში საკუთარი მოგება კიდევ 2 მილიონი ფრანკით გაზარდა.

ის, თუ რა გახდა მამაკაცის ამგვარი გამართლების მიზეზი, კაზინოს თანამშრომლები მიხვდნენ მხოლოდ მეოთხე დღეს. 

საქმე იმაშია, რომ ჯაგერი რამდენიმე წლის განმავლობაში ამუშავებდა თეორიას, რომელიც დაფუძნებული იყო ვარაუდზე, რომ  რულეტკის ბორბლის წონასწორობის გადანაცვლებას შესაძლოა გამოეწვია გამოხატული მდგრადი გადახრა განსაზღვრულ მხარეს.

ჯოზეფმა დაიქირავა რამდენიმე ადამიანი და მისცა მათ დავალება: ჩაეწერათ რულეტკის ბორბლის ტრიალის შედეგები კაზინოს ყველა მაგიდაზე მთელი დღის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ გადახრა ფიქსირდებოდა სწორედ იმ 9 ნომრის მხარეს, რომელზეც ასე წარმატებით დებდა ფსონებს და იგებდა ჯოზეფ ჯაგერი.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 3

 

სულ რაღაც 100 დოლარის დადება და 40 მილიონის დოლარის მოგება შეძლო 25 წლის ინჟინერმა და პროგრამისტმა ლოს-ანჯელესიდან.

2003 წელს იგი ჩავიდა ლას-ვეგასში საკალათბურთო მატჩზე მშობლიური გუნდის საგულშემატკივროდ და მატჩის დაწყებამდე, დროის მოკვლის მიზნით უბრალოდ შეიარა კაზინოში Excalibur. 

მან ითამაშა Megabucks-ის ავტომატზე 100 დოლარიანი ვიდეო სლოტებით და... მისმა მოგებამ  $39 713 982,25 დოლარი შეადგინა, რაც კაზინოს თვიურ საშუალო მოგებას უტოლდებოდა.

იმ მომენტისთვის მოგების შანსი იყო 1:16.7 მილიონთან.

მოხსნა რა ჯეკპოტი, ახალგაზრდა მამაკაცმა მოისურვა ინკოგნიტოდ დარჩენა და საკუთარი სახელი და გვარი არ გაუჟღერებია.

საინტერესოა ის ფაქტი, რომ ინჟინერმა არ აიღო ერთიანი თანხა და კაზინოს მესვეურებს სთხოვა მისთვის ყოველწლიურად 1.5 მილიონი დოლარი ჩაერიცხათ შემდგომი 25 წლის განმავლობაში.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 4

 

კაზინოების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი თანხის მოგების ავტორია მსხვილ თანხებზე მოთამაშე ავსტრიელი მილიონერი კერი პარკერი, რომელიც ამჟამადაც მულტიმილიონერი და მედიამაგნატია.

კერის ბედმა გაუღიმა 1997 წელს. მან ლას-ვეგასის ერთ-ერთ უდიდეს სასტუმროში - MGM Grand მოიგო 20 მილიონი დოლარი. თუმცა ზუსტი თანხა ცნობილი არ არის, ზოგიერთი ცნობებით მან მოიგო ჯეკპოტითა და ბაკარით 20 დან 40 მილიონამდე დოლარი.

სხვათა შორის მოგებული თანხის ნაწილი პარკერმა კაზინოშივე დახარჯა. იგი უბრალოდ „აყრიდა“ თანხებს კაზინოს პერსონალს მათდა გასახარად.

მხოლოდ მისი მომსახურე ოფიციანტის და მეტრდოტელის ფეხის ქირამ (ე.წ „ჩაევიე“) მილიონი დოლარი შეადგინა.

სხვათა შორის ორი წლის შემდეგ პარკერმა ლონდონის კაზინოში მსხვილი თანხა - 28 მილიონი დოლარი წააგო.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 5

 

სინტია ჯეი ბრენანი ოფიციანტად მუშაობდა.  2000 წელს, სმენის დასრულების შემდეგ დედის დაბადების დღის ასანიშნავად მან კაზინოში შევლა გადაწყვიტა.

დიდი თანხით თამაშს იგი არ აპირებდა, რადგან ჯიბეში მხოლოდ 27 დოლარი ედო. სინტიამ Megabucks-ის ავტომატებზე - ე.წ „ცალხელა ბანდიტებზე“ თამაში გადაწყვიტა. 

მონეტები ერთი მეორის მიყოლებით უჩინარდებოდა აპარატში და მოგებას თითქოსდა არაფერი მოასწავებდა...

იღბლიანი აღმოჩნდა ბოლო სამი მონეტა, გოგონამ ჩაუშვა მონეტები და ის-ის იყო წასვალს აპირებდა, რომ უცებ... მოიგო ჯეკ პოტი.

მოგებამ 34 959 458 დოლარი შეადგინა, რაც იმ დროის კაზინოს ისტორიაში უდიდესი თანხა იყო.

იმისათვის, რომ ოფიციანტად მუშაობით გამოემუშავებინა იგივე თანხა, სინტიას უნდა ემუშავა 1165 წელი ისე, რომ ერთი დოლარიც არ დაეხარჯა.

შემდეგი 9 კვირა სინტიასთვის იყო უბედნიერესი ხანა, იგი გათხოვდა და ცოლად გაჰყვა თავის ბოიფრენდს და დედამიწის გარშემო მოგზაურობას აპირებდა, თუმცა მალევე, როცა გოგონა მგზავრობდა დასთან - ლოლა ჯეისთან ერთად, მის ავტომობილ „შევროლე კამაროს“ შეასკდა მთვრალი მძღოლი, რომელიც ადრე 16 დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული. 

სინტიას და - ლოლა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო თავად სინტიას დაუზიანდა ხერხემალი და სამუდამოდ დაინვალიდდა.

დღეს სანტია ინვალიდის ეტლით გადაადგილდება და ამოძრავებს მხოლოდ მხრებსა და ხელებს. როგორც იგი ამბობს ხოლმე - მზად არის უკან დააბრუნოს 35-ივე მილიონი, ოღონდ კვლავ შეძლოს სიარული და რაც მთავარია ცოცხალი იყოს მისი და.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 6

 

ძალიან საინტერესო და გამორჩეულია 32 წლის ლონდონელის - ეშლი რეველის ისტორია. 

იგი იყო ჩვეულებრივი ახალგაზრდა, რომელიც ფლობდა ROLEX-ის საათს, BMW-ეს ავტომობილს, უყვარდა გოლფის თამაში და ჰქონდა ანგარიშზე 10 000 ფუტი სტერლინგი.

ერთხელ, 2004 წელს, როცა მეგობრებთან ერთად ბარში ერთობოდა, მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა წარმოთქვა - „რა კარგი იქნებოდა, თუ ისინი გაყიდდნენ ყველაფერს, რაც გააჩნდათ და აღებული ერთიანი თანხით ითამაშებდნენ კაზინოში“.

ეშლი რეველის მეგობარმა ეს უბრალოდ თქვა, ეშლიმ კი მართლაც გაყიდა ყველაფერი, რაც გააჩნდა და გაემგზავრა ლას-ვეგასში Plaza Hotel & Casino ავანტიურისტული მიზნით, რომ მოგროვებული თანხით, რომელიც თითქმის 80 000 ფუტ სტრელინგს შეადგენდა, გაეკეთებინა მხოლოდ ერთი ფსონი რულეტკაზე.

ეშლი ბოლო წამამდე ყოყმანობდა და ვერ გადაწყვიტა - რაზე დაედო ფსონი - „წითელზე თუ შავზე“. 

ბოლო წამს მან ფსონი წითელ შვიდიანზე გააკეთა, რაც საოცრად იღბლიანი არჩევანი გამოდგა... მან 27 მილიონი დოლარი მოიგო.

ეშლის ცხოვრება კარდინალურად არ შეცვლილა. იგი ისევ ის უბრალო ყმაწვილია, რომელიც გზისპირა ბარებში მიირთმევს ლუდს მეგობრებთან ერთად, მართავს საკუთარ ბიზნესს (ონლაინ კომპანია iGaming Recruitment) და დადის პიკნიკებზე მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 7

 

2002 წლის მაისში, კალიფორნიის შტატის ქალაქ კოვინის მაცხოვრებელი 74 ჯოანა ჰუნდლმა გადაწყვიტა მხიარულად გაეტარებინა თავის უიქენდი.

იგი დაბინავდა კომპლექსში-  Ballys და დილით ადრე გაემართა რესტორანში სასუზმოდ. გზად ჯოანამ გადაწყვიტა შეევლო კაზინოში, დაედო ფსონი და „გაემძაფრებინა“ საკუთრი მადა.

ქალბატონმა არჩევანი Megabucks-ის ავტომატზე გააკეთა და დახარჯა რა 170 დოლარი მოხსნა ჯეკპოტი 22.6 მილიონი დოლარის ოდენობით.

შოკირებულმა გამარჯვებულმა პრესას განუცხადა, რომ თავიდან იგი ფიქრობდა, თითქოს მოიგო 2 მილიონი დოლარი.

„თუნდაც ეს ყოფილიყო არა 22.6 არამედ 2 მილიონი, ეს მაინც გამხდიდა ქვეყნად ყველაზე ბედნიერ ქალად“ - აღნიშნა ჯოანამ.

ჯოანა ჰუნდლის მოგება Megabucks-ის ყველაზე დაუჯერებელ მოგებების რეიტინგში იკავებს საპატიო მეორე ადგილს.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 8

 

რულეტკის მოგების ყველა დროის ყველაზე ცნობილ გამარჯვებულად ჩარლზ დევილ უელსი  მიიჩნევა.

1891 წელს, როცა კაზინოების ისტორია სულ რაღაც 30 წელს ითვლიდა, ბრიტანელმა გამომგონებელმა მისტერ უელსმა, რომელიც ხშირად სტუმრობდა კაზინოებს, ერთმანეთის მიყოლებით რამდენიმე საოცარი მოგებების სერია განახორციელა.

იგი ერთი კვირის განმავლობაში ჯდებოდა სათამაშოდ სადილის დროს და გვიან ღამემდე შესვენებების გარე თამაშობდა.

უელსის საუკეთესო შედეგი იყო 23 გამარჯვება 30 თამაშიდან. შემდეგ, როცა „ჩემპიონმა“ წააგო, იგი არ დანაღვლიანებულა, პირიქით, გააორმაგა მორიგი ფსონი და მოულოდნელად მოიგო დიდი თანხა.

ერთი კვირის განმავლობაში მან ბანკიდან რამდენჯერმე მოხსნა დიდი თანხა.

უელსი დიდ სიამოვნებას იღებდა მოგების გადაცემის დახვეწილი ცერემონიისგან, როცა მაგიდას შავ ძვირფას ნაჭერს აფარებდნენ და მასზე აწყობდნენ საცავიდან გამოტანილ ახალ ჟეტონებს.

ლეგენდის მიხედვით უელსმა თამაში დაიწყო 4 000 ფრანკით (დღევანდელი ფულით 400 000 ფუტი სტერლინგი) და ერთი კვირის განმავლობაში ეს თანხა 4 მილიონ ფუტ სტერლინგად აქცია.

მას შემდეგ უელსი რეგულარულად სტუმრობდა კაზინოებს და ყოველთვის იგებდა შთამბეჭდავ თანხებს.

გადმოცემის მიხედვით, პოპულარული ვიქტორიანული სიმღერა „ადამიანზე, რომელმაც მოხსნა ბანკი მონტე-კარლოში“ დაწერილი იყო სწორედ ჩარლზე უელსზე.

საინტერესოა, რომ მკვლევარები მრავალი წლის განმავლობაში სწავლობდნენ მის მეთოდს და ცდილობდნენ გაემეორებინათ მისი შთამბეჭდავი შედეგი, თუმცა უელსის წარმატების საიდუმლოს გამოცნობა ვერავინ შეძლო.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 9

 

71 წლის ემი ნისიმურა ყოველთვის, როცა იმყოფებოდა ვეგასში, ეწვეოდა სასტუმროს Freemont და თამაშობდა ერთსა და იმავე ავტომატზე, რომელსაც საკუთარ ავტომატს ეძახდა.

როგორც ამბობენ იგი ყოველთვის „ელაპარაკებოდა“ ავტომატს, როგორც ადამიანს და თხოვდა, რომ მისთვის გაემართლებინა.

იგი „უხსნიდა“ აპარატს, თუ რისთვის სჭირდებოდა ფული და რას გააკეთებდა მისი მოგების შემთხვევაში

ერთხელაც, იმყოფებოდა რა შვებულებაში საკუთარ სახლში ჰავაიზე, ემი ისევ ეწვია სასტუმრო ფრემონტს, მიუჯდა „თავის“ ავტომატს და თამაში დაიწყო 100 დოლარზე ნაკლები თანხით.

ამგვარმა დაჟინებამ და რწმენამ თავისი გაიტანა და სამი საათის შემდეგ ნასიმურამ მოხსნა ჯეკპოტი, რომლის რაოდენობამ თითქმის 9 მილიონი დოლარი შეადგინა.

„გჭირდებათ ფული? - ითხოვეთ და მოგეცემათ!“ - განაცხადა ემიმ მოგების შემდეგ.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 10

 

67 წლის ბორტგამცილებელმა, ლას-ვეგასში - სასტუმროში - Palace Station, „ფორტუნას ბორბალზე“ 680 000 დოლარი მოიგო.

იმის მაგივრად, რომ მოგებული თანხა სადმე დაებანდებინა და საკუთარი მიზნებისთვის გამოეყენებინა, იგი განაგრძობდა თამაშს ვეგასის კაზინოების ავტომატებზე.

ორიოდე თვის შემდეგ  მან გადაწყვიტა Megabucks-ის ავტომატებზე დაეხარჯა 100 დოლარი, თუმცა აზარტმა თავისი გაიტანა და ეს თანხა 300 დოლარამდე გაზარდა, რამაც მას გასაოცარი მოგება - 27.6 მილიონი დოლარი მოუტანა.

იგი ერთ-ერთ ყველაზე იღბლიან ქალბატონად მიიჩნევა კაზინოების ისტორიაში.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 11

 

არჩი კარასი ერთ-ერთი მსხვილი ფსონებით ცნობილი მოთამაშეა მსოფლიოში, რომელიც ასევე ცნობილია ლეგენდარული ისტორიით, რომელიც 40-დან 50 მილიონ დოლარამდე მოგებას უკავშირდება. 

1992 წლის დეკემბერში არჩიმ ლოს-ანჯელესის კაზინოში წააგო 2 მილიონი დოლარი, მაგრამ არჩი ვერ შეაჩერა უფულობამ და ისე გაემგზავრა ვეგასში, რომ ჯიბეში მხოლოდ 50 დოლარი ჰქონდა.

კაზინო Horseshoe-ში არჩი შეხვდა მეგობარს - ბინიონს, რომლისგანაც ისესხა 10 000 დოლარი, რათა ეთამაშა Razz - მაღალი ფსონებით.

სულ რაღაც 3 საათში არჩიმ დაუბრუნა მეგობარს 10 000 დოლარი 50%-იანი მოგების წილით, თავად კი გააგრძელა მოგებების სერია და დღის ბოლოს მისმა მოგებამ 17 მილიონი დოლარი შეადგინა.

არჩის მოგებების სერია 3 წელი გრძელდებოდა, იგი თამაშობდა ისეთ ლეგენდარულ კაზინოებში, როგორიცაა  Binion’s Gambling Hall  პოკერის საუკეთესო მოთამაშეების წინააღმდეგ და საერთო ჯამში მოიგო 40 მილიონი დოლარი.

თუმცა ამ ისტორიას არა აქვს ბედნიერი დასასრული, რადგან არჩის არ გაუმართლა და მოგებულის მეოთხედი წააგო კრეპსის თამაშში, 17 მილიონი დოლარი - ბაკარას თამაშში და ორი მილიონი - პოკერში.

მოგებებისა და წაგებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ საბოლოო ჯამში სრულად წააგო დარჩენილი თანხაც.

2013 წელს იგი დაკავებული იქნა კაზინო „სან დიეგოში“ კარტების დანიშვნის გამო და აეკრძალა ნევადასა და ლას ვეგასის კაზინოებში თამაში მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 12

 

დონ ჯონსონი - ბლექჯეკის დიდოსტატად მიიჩნევა. მას თამაშის საკუთარი, აზარტული ტაქტიკა გააჩნია.

სხვა მოთამაშეებისგან განსხვავებით, რომლებიც ითვლიან კარტებს და სხვადასხვა ეშმაკურ ხერხებს იყენებენ, ჯონსონი დილერებთან და კაზინოსთან აღწევს იმგვარ სპეციალური შეთანხმებებს, რაც საგრძნობლად ზრდის მისი მოგების შანსებს.

ზოგიერთი კაზინო, ისეთ ჰაიროლერებს (მოთამაშე, რომელიც თამაშობს მსხვილი ფსონებით), როგორიც ჯონსონია, სთავაზობდა 25 000$-იან ფსონებზე 10%-ის გარანტირებულ დაბრუნებას, ჯონსონს გაუმართლა იმაშიც, რომ მოლაპარაკებებისა და შეთანხმების გზით ეს რიცხვი 20%-მდე გაზარდა.

მოლაპარაკებების და შეთანხმებების უნიკალური უნარისა და მეთოდების წყალობით დონ ჯონსონმა სულ რაღაც 6 თვეში 3 კაზინოში - Caesar, Borgata, და Tropicana - 15.1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

დონ ჯონსონის თქმით, არსებობს ორი წესი, რაც მას ეხმარება დიდი თანხების მოგებაში.

პირველი წესი: ბლექჯეკის საბაზისო სტრატეგიის სქემების კარგი ცოდნა და ელემენტალური მათემატიკური უნარების ფლობა.

მეორე წესი: მსუბუქი დამოკიდებულება როგორც მოგების, ასევე წაგების მიმართ.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 13

 

2013 წლის მაისში, 84 წლის გლორია მაკკენზიმ - Powerball-ის ლატარიის რეკორდი მოხსნა და 590.5 მილიონი დოლარი მოიგო.

84 წლის ბებიას მოგების შანსი იყო 1:175 000 000-თან, თუმცა მან მოახერხა 2 დოლარიანი ლატარიის ყველა ციფრის გამოცნობა და ლატარეების ისტორიაში ყველაზე დიდი თანხის მფლობელი გახდა.

არსებული ცნობებით, როცა მაკკენზი ლატარიის ბილეთის რიგში იდგა, მას უცნობმა (ქალმა ან მამაკაცმა) რიგი დაუთმო, რაც იღბლიანი ბილეტის შეძენის საწინდარი გახდა.

გლორიას ზემოთ აღნიშნული თანხა 30 წლის განმავლობაში უნდა აეღო, მაგრამ მან მომენტალური განაღდება აირჩია და ყველა გადასახადის გამოკლებით მოგებული თანხის ნახევარს დასჯერდა.

საინტერესო ფაქტია, რომ აღნიშნული ფაქტი მოხდა ფლორიდის პატარა ქალაქში - Zephyrhills, რომლის წლიური ბიუჯეტი შეადგენს მაკკენზის მიერ ლატარიაში მოგებული თანხის ერთ მეათედს.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 14

 

1996 წელს, ფოსტის თანამშრომელმა John Tippin-მა ისარგებლა შვებულებით, გაემგზავრა ლას-ვეგასში და Megabucks -ზე მოხსნა ჯეკპოტი 12 მილიონი დოლარის ოდენობით, რაც იმ დროისთვის მსოფლიო რეკორდი იყო.

მოგების მან უძვირფასესი ლიმუზინის დაქირავებითა და ლამაზი ქალების გარემოცვით აღნიშნა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა მედალს ჰქონდა მეორე მხარეც, რაც ჯონ ტიპინმა აღწერა 2001 წელს გამოქვეყნებულ წიგნში - „მე ეს შევძელი“.

ტიპინი გამოცდილებას უზიარებს და აფრთხილებს იმ მკითხველს, ვისაც მიაჩნია, რომ ბევრი ფული მოხსნის ყველა პრობლემებს. 

წიგნში აღწერილია მისი მოგების შემდგომი ცხოვრება, სადაც იგი ყვება, თუ როგორ შეიძლება ყველაზე იღბლიანი ადამიანი ხელმოცარულად და ალკოჰოლიკად იქცეს.

წიგნი სასიამოვნო საკითხავია და მიუხედავად იმისა, რომ ავტორი ეწინააღმდეგება ლას-ვეგასის კაზინოებში თამაშს, ლამაზი ცხოვრების ილუსტრირებული ეპიზოდები საწინააღმდეგო გავლენას ახდენს მკითხველზე.

 

უდიდესი მოგებები კაზინოს ისტორიაში 15

 

ყოველ წელიწადს ლას-ვეგასში იმართება ცნობილი ტურნირი პოკერში.

სწორედ ერთ-ერთ ასეთ ტურნირში, 2004 წელს შვეიცარელმა მარტინ დეკნიფმა იმ დროისთვის პოკერის ისტორიაში ყველაზე დიდი კუში - 2 მილიონ 728 ათასი დოლარი მოხსნა.

მან რამდენიმე ათეული პარტია პოკერი ითამაშა ისე, რომ მაგიდიდან საერთოდ არ ამდგარა, რაც არ იყო იოლი ამოცანა, თუმცა მარტინმა საკუთარი მოთმინებით ყველაფერი დაძლია და მისმა ძალისხმევამ შედეგიც გამოიღო.

მოგებული თანხით მარტინ დეკნიფმა ლას-ვეგასში უძრავი ქონება (სახლი) შეიძინა და იქ დასახლდა, რათა ყოველთვის იყოს აზარტული თამაშების შუაგულში.

 

ყველაზე დიდი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში

 

2016 წლის ივნისში ახალზელანდიელმა რავირი პოუმ Mega Moolah-ის პოპულარულ ვიდეო სლოტში მოიგო 10,144,395.82 ახალზელანდიური დოლარი, რაც უტოლდებოდა დაახლოებით 7.41 მილიონ ამერიკულ დოლარს.

გაოგნებულმა ახალგაზრდამ განაცხადა, რომ მთელს მოგებულ თანხას მოახმარდა საკუთარი ოჯახის წევრების სიამოვნებასა და ბედნიერებას.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 16

 

2016 წლის აპრილში  ონლაინ კაზინოში -  Microgaming, ავსტრალიელმა (რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა) ავტომატზე - The Dark Knight - 10,423,223 ავსტრალიური დოლარი - დაახლოებით 7.86 მილიონი ამერიკულ დოლარი მოხსნა.

„შავი რაინდი“ - ეს იყო სლოტი ფილმ „ბეტმენის“ თემაზე ჰიტ ლეჯერის მონაწილეობით.

5 ბორბალზე შეძლებელი იყო 243 ხერხით მოგება, მათ შორის 4 სახის ჯეკპოტიდან ერთ-ერთის მოხსნა და ხშირად ავტომატი იძლეოდა პრიზებს დაახლოებით 1 მილიონი დოლარის ოდენობით, თუმცა ავსტრალიელს საოცრად გაუმართლა და 8-ჯერ მეტი ბანკი მოხსნა.

ეს რეკორდი სამუდამოდ დარჩება ონლაინ კაზინოების ისტორიაში, თუნდაც იმიტომ, რომ ამ უმსხვილესი ჯეკპოტის მოგებიდან რამოდენიმე თვეში The Dark Knight - დახურული იქნა.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 17

 

მიიჩნევა, რომ Mega Moolah - ყველაზე მოგებადი სლოტია პროგრესირებადი ჯეკპოტით და მართლაც, Microgaming-ის ეს ავტომატი ხშირად ხვდება მსხვილი მოგებების რეიტინგებში.

2009 წლის მარტში გაუმართლა 36 წლის ბერძენ მოთამაშეს ნიკით „Georgios M“, რომელმაც Mega Moolah -ის ავტომატზე 6.3 მილიონი ევრო მოიგო, რაც იმ დროისთვის 8.6 მილონ დოლარს შეადგენდა.

როგორც აღმოჩნდა მოგებამდე ბერძენს გააჩნდა საკუთარი ბიზნესი საბერძნეთში და ონლაინ თამაშებით გართობის მიზნით იყო დაკავებული, როცა იმ დროისთვის ონლაინ კაზინოების ისტორიაში ყველაზე მსხვილი ჯეკპოტის მფლობელი გახდა.

როგორც ბერძენმა განაცხადა, მას დიდი ხანი არ ჯეროდა საკუთარი გამარჯვების. „არასოდეს დაკარგოთ იმედი, რადგან ერთ მცირე მომენტს შეუძლია სამუდამოდ შეცვალოს თქვენი ცხოვრება“ ურჩია მან ონლაინ კაზინოს მოთამაშეებს.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 18

 

2012 წლის თებერვალში, ახალგაზრდა შვედმა გოგონამ ონლაინ კაზინო - NetEnt-ის ავტომატზე - Hall of Gods - დადო სულ რაღაც 50 ევრო და 7.7 მილიონი ევროს მფლობელი გახდა.

ბედნიერმა გამარჯვებულმა მთელი ოჯახის კრედიტები დაფარა და ოჯახთან ერთად სამოგზაუროდ გაემგზავრა. „ეს ფული ახალი ავტომობილის შესაძენდაც კი მეყოფა“ - იხუმრა გოგონამ.

აღსანიშნავია, რომ მოგების მომენტში, გამარჯვებული გახდა „მილიონერთა კლუბის“ მეხუთე წევრი. ანუ მათ შორის, ვინც მოიგო ონლაინ კაზინოში (პირველად ეს მოხდა 2009 წელს).

დღესდღეობით, პროგრესირებადი სლოტების რაოდენობა გაცილებით მეტია და მოგებები, რომლებიც მილიონ დოლარს აჭაბებს, ხდება თითქმის ყოველთვიურად.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 19

 

NetEnt-ის ავტომატზე - Hall of Gods - შვედი გოგონას რეკორდი თითქმის სამი წლის შემდეგ - 2015 წლის აპრილში მოხსნა უცნობმა მოთამაშემ, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ისურვა (არ არის ცნობილი მისი ეროვნება, ასაკი და სქესი).

მისმა მოგებამ 7,820,888 ევრო, დაახლოებით $8,730,000 შეადგინა. იმ მომენტისთვის ეს Hall of Gods-ზე მოგებულ ყველაზე დიდ თანხას წარმოადგენდა.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 20

 

2016 წლის აგვისტოში, იდუმალი მოთამაშე, რომლის ინიციალები იყო D.P. გახდა მობილურ მოწყობილობაზე ყველაზე დიდი ჯეკპოტის გამარჯვებული.

ეს იყო თამაში Mega Moolah Mobile. იღბლიანმა საკუთარი ვინაობის გამჟღავნება არ ისურვა, თუმცა ცნობილია, რომ მის მიერ მოებულმა თანხამ 7.9 მილიონი ევრო - დაახლოებით 8.82 მილიონი დოლარი შეადგინა.

ცნობილია, რომ იღბლიანმა მოთამაშემ აღნიშნული მოგება საკუთარი iPad-იდან განახორციელა.

როგორც ოპერატორმა განაცხადა თამაშის მინიმალური ფსონი 1 დოლარი/ევრო/ან სტერლინგი იყო.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 21

 

Mega Fortune-ის სათამაშო ავტომატი NetEnt-ისგან უხვი მოგებების რაოდენობით მუდმივ პაექრობაშია Microgaming-ის ლეგენდარულ ავტომატ Mega Moolah-თან.

(ეს და სხვა საოცრად გულუხვი სლოტები განთავესებულია ონლაინ კაზინოში ShangriLaLive.Com, რომელიც არ არის ყველა ქვეყნისთვის ხელმისაწვდომი).

2015 წლის ნოემბერში, Mega Fortune-ს ავტომატზე შვედმა მოთამაშემ ალექსანდრემ 8,577,204 ევრო, დაახლოებით $9,570,000 ამერიკული დოლარის ჯეკპოტი მოხსნა.

30 წლის ალექსანდრე გვიან ღამით თამაშობდა და როგორც თავად ამბობს მოგების შემდეგ მცირე ხნით მეტყველების უნარი დაკარგა. იმისათვის, რომ სიხარული გაეზიარებინა, მან მეუღლე გააღვიძა.

როგორც ბედნიერმა მამაკაცმა განაცხადა, თანხის ნაწილით იგი დაფარავდა ყველა იპოთეკას, იყიდდა ახალ ავტომობილს და აუცილებლად მოუწყობდა საკუთარ თავს გრანდიოზულ არდადეგებს.

საიმონ ჰემონმა, რომელიც NetEnt-ის პროდუქტების პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს, 2015 წლის ნოემბერშივე აღნიშნა, რომ მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში კომპანიამ გასცა პროგრესირებადი ჯეკპოტის გამარჯვებულთათვის მოგება 13 მილიონი ევროს ოდენობით.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 22

 

2011 წლის 24 სექტემბერს ნორვეგიელმა ოლაინ მოთამაშემ სახელად პეტერმა, დილის 6 საათზე მოიგო 11.7 მილიონი ევრო, როცა ითამაშა სლოტი პროგრესირებად პოკერში.

ეს იყო სათამაშო ავტომატი სახელწოდებით - Arabian Knights - ონლაინ კაზინოში - Betsson.

საინტერესოა, რომ აღნიშული ონლაინ კაზინოს სლოგანია -   “Anything can happen” („ყველაფერი შეიძლება მოხდეს“).

პეტერი გახლდათ პირველი ადამიანი, რომელმაც ონლაინ კაზინოში გადალახა 10 მილიონიანი მოგების ზღვარი. მოგებული თანხა იმდენად შთამბეჭდავი აღმოჩნდა, რომ გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს მისი შეტანა საკუთარ ავტორიტეტულ ალმანახში.

როდესაც იღბლიან ნორვეგიელს ჰკითხეს, თუ რაში დახარჯავდა მოგებულ თანხას, მან უპასუხა, რომ იყო გაოგნებული და ძალიან აღელვებული, ამიტომ ჯერ უნდა დაწყნარებულიყო და მხოლოდ შემდეგ განესაზღვრა საკუთარი მოგებული კაპიტალის ბედი.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 23

 

2013 წელს 40 წლის ფინელმა მამაკაცმა ჰელსინკიდან ონლაინ კაზინოში PAF, ავტომატზე Mega Fortune მოიგო 17,861,800 ევრო. მისი ფსონი სულ რაღაც 25 ცენტს შეადგენდა.

„მე არ ვიცოდი, მეტირა თუ მეცინა, ამიტომ ხან ვტიროდი და ხან ვიცინოდი“, აღნიშნა გამარჯვებულმა.

აღსანიშნავია, რომ ონალინ კაზინო PAF არ არის ხელმისაწვდომი ყველა ქვეყნისთვის და ორიენტაცია აღებული აქვს მხოლოდ უზრუნველყოფილ, მდიდარ სახელმწიფოებზე.

ფინელი მამაკაცის გასახარად ფინეთიც აღმოჩნდა იმ სახელმწიფოებს შორის, რამაც საფუძველი დაუდო მის საოცრად იღბლიან ჯეკპოტს.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 24

 

2015 წლის ოქტომბერში, ჯონ ჰეივუდმა - ბრიტანელმა ჯარისკაცმა ჩეშირიდან, მოიგო 13 213 838,68 მილიონი გირვანქა სტერლინგი  (17 879 645,12 ევრო - თითქმის 20 მილიონი დოლარი) სულ რაღაც 7 წუთის შემდეგ, რაც გახსნა ანგარიში ონლაინ კაზინოში - Betway.

აღსანიშნავია, რომ მან თამაში დაიწყო ფსონით, სულ რარაც 30 ფუტი სტერლინგით და 25 სპინის შემდეგ იმ დროისთვის ონლაინ კაზინოში უდიდესი მოგების მფლობელი გახდა.

ჯონს გამარჯვება პირადად მიულოცა Microgaming-ის გენერალურმა დირქტორმა როჯერ რაატგევერმა და განაცხადა, რომ ჰეივუდის მოგების მომენტისთვის პროვაიდერმა საპრიზო ფონდის გამარჯებულებს გადაუხადა ნახევარი მილიარდი ევრო. 

ჯონი კარგა ხნის განმავლობაში არ ჩამოდიოდა პრესის ფურცლებიდან და ცისფერი ეკრანებიდან, სადაც იგი იძლეოდა ვრცელ იტერვიუებს, მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა გადაცემებში და სიამოვნებით უზიარებდა ყველას საკუთარ გამოცდილებას.

საინტერესოა ჯონის ინტერვიუ, რომელიც მას კაზინო Betway-იმ ჩამოართვა. ინტერვიუი ჯონ ჰეივუდი ამტკიცებდა, რომ 17.8 მილიონიდან 4 მილიონი აჩუქა ერთ-ერთ უახლოეს მეგობარს.

 

უდიდესი მოგებები ონლაინ კაზინოს ისტორიაში 25

 

iGaming (ონლაინ გემბლინგი)-ის განვითარების ტედენციებთან ერთად იზრდებოდა ონლაინ კაზინოებში მოგებების რაოდენობაც.

ჯონ ჰეივუდის მოგებული 17.8 მილიონი ევრო ონლაინ კაზინოში მოგებულ ყველაზე დიდ თანხად ითვლებოდა, ვიდრე ანონიმმა პიროვნებამ (მან საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა) არ მოხსნა რეკორდი და 2018 წლის 28 სექტემბერს ასევე ონლან კაზინოში Grand Mondial, არ მოიგო Mega Moolah-ის ჯეკპოტი 18,9 მილიონი ევროს ოდენობით.

აღსანიშნავია, რომ მან 75%-იანი ფსონი დადო მობილური ტელეფონიდან და შეასრულა 50-ზე ნაკლები სპინი.

 

ყველაფერი კაზინოს შესახებ ®

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ