მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 1345 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კაზინო არ არის საქველმოქმედო ორგანიზაცია. კაზინო ბიზნესია, დიდი, უხეში და დაუნდობელი.

კაზინოში ყველაფერი მოწყობილია ისე, რომ ადამიანებმა დატოვონ იქ რაც შეიძლება მეტი ფული და მისი ამოგების იმედით კვლავ და კვლავ დაუბრუნდნენ თამაშს.

კაზინოში არ არის ფანჯრები და საათები. ეს იმიტომ, რომ ადამიანებს არ გაეფანტოთ ყურადღება და არ კონცენტრირდნენ დროზე, სივრცეზე და ზოგადად - სხვა რამეზე, გარდა საკუთარი აზარტისა და დაუოკებელი ჟინისა - „კუდში წაავლონ ხელი ფორტუნას“.

ლას-ვეგასი, მონტე-კარლო, ატლანტიკ-სიტი, მაკაო... ყოველ დღე ამ (და სხვა) აზარტული თამაშების გრანდიოზულ მეგაპოლისებში ადამიანები ყოველდღიურად აგებენ უზარმაზარ თანხებს.

ზოგიერთი მოთამაშე იქ 7, 8 და 9 ნიშნიან თანხებსაც კი ტოვებს...

აქ მოყვანილია ყველაზე დიდი და გახმაურებული წაგებები კაზინოების ისტორიაში.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში

 

ყველაზე უიღბლო მოთამაშის ტიტულის მფლობელია იაპონელი წარმოშვების ამერიკელი ბიზნესმენი ტერენს ვატანაბე (Terrance Watanabe).

ერთი წლის განმავლობაში მან ლას-ვეგასის კაზინოში წააგო ასტრონომიული თანხა 205 მილიონი დოლარი.

ვატანაბეს ეს თანხა ერთ ჯერზე არ წაუგია. პირველი 21 მილიონი მან წააგო კაზინოში - Wynn Casino. იმის გამო, რომ იგი მუდმივად იმყოფებოდა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ და ვერ აკონტროლებდა საკუთარ თავს, კაზინოს მფლობელებმა აუკრძალეს მას აღნიშნულ სამორინეში თამაში.

იმის მაგივრად, რომ ბიზნესმენს საღად შეეფასებინა საკუთარი მდგომარეობა და შეეწყვიტა აზარტული თამაშები, იგი ეწვია კომპანია Harrah’s Entertainment ის კუთვნილ კაზინოებს Rio Hotel დაCaesars Palace, რომლის ფლობელებიც არ აღმოჩდნენ ისეთივე კეთილშობილები და არათუ აუკრძალეს მას თამაში, არამედ გადაწყვიტეს ხელიდან არ გაეშვათ სარფიანი კლიენტი. 

ამიტომ, ისინი მუდმივად ამარაგებდნენ ვატანაბეს ძვირფასი ალკოჰოლური სასმელებით, ნებას რთავდნენ ეთამაშა ბლექჯეკი 3 ხელზე სპეციალურად მისთვის გაზრდილი ფსონებით და საერთოდაც არ ზღუდავდნენ არაფერში.

გარდა ამისა, ხშირად აძლევდნენ სპეციალურ ბონუსს და უკან უბრუნებდნენ წაგებული თანხის 15%-ს, რაც ხშირად ნახევარ მილიონს შეადგენდა ხოლმე.

შედეგად, 2007 წლის განმავლობაში მან ჯერ წააგო 127 მილიონი დოლარი, ხოლო შემდეგ კიდევ 112 მილიონი დოლარი. დროდადრო ვატანაბე იგებდა კიდეც, თუმცა საერთო ჯამში მისმა წაგებამ 205 მილიონი დოლარი შეადგინა.

ვატანაბეს პრობლემები ამით არ ამოწურულა. მას დარჩა კაზინოების ვალი 15 მილიონი დოლარის ოდენობით, რის დასაფარადაც დაიწყო თაღლითობა ჩეკებით, თუმცა გაუგეს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 28 წლით პატიმრობა ემუქრებოდა.

ვატანაბე ბრალს არ აღიარებდა და იქეთ უჩივლა კაზინოს სასამართლოში. 

ბიზნესმენის განცხადებით, კაზინოს პერსონალი ახდენდა ზეგავლენას და აწარმოებდა შეთქმულებას მის წინააღმდეგ, რაც გამოიხატებოდა ალკოჰოლისა, ნარკოტიკების და ფსიქოტროპული პრეპარატების დაძალებაში, ბლექ ჯეკის თამაშის გაგრძელების ბიძგის მიცემაში და სხვადასხვა მანიპულაციებში.

თავის მხრივ კაზინოს მფლობელებმა წარმოადგინეს მოწმეები, რომლებიც ამბობდნენ, თუ როგორ ყნოსავდა ბიზნესმენი კოკაინს და არასოდეს ამბობდა უარს მარიხუანაზე.

საბოლოოდ ბიზნესმენი ციხეს გადაურჩა და 15 მილიონის ნაცვლად 0.5 მილიონის გადახდა დაეკისრა.

ტერენს ვატანაბე კაზინოში წაგებული თანხების რაოდენობით აბსოლიტური რეკორდსმენია და ძალიან ბევრი მოთამაშის მიერ მიიჩნევა მსოფლიოში ყველაზე დიდ „ლუზერად“ და ყველაზე ცუდ პოკერის მოთამაშედ.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 2

 

1999 წელს, თანამედროვეობის ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მოთამაშემ, ავსტრალიერმა მედიამაგნატმა კერი პაკერმა დიდ ბრიტანეთში კაზინოში წაგებული თანხების რეკორდი დაამყარა.

მან საკუთარი ქონება მემკვიდრეობით მიიღო. ეს არის „მწვანე კონტინენტზე“ უმსხვილესი საინფორმაციო სისტემა - Channel Nine, ცნობილი ჟურნალი Belle და ავსტრალიაში ყველაზე პოპულარული გაზეთი. მის მფლობელობაშია ქვეყნის პერიოდული გამოცემების 60% და სხვა მრავალრიცხოვანი ბიზნესები, რომელსაც მისთვის უზარმაზარი შემოსავალი მოაქვს.

ბიზნესი, რომელსაც კერი ფლობდა, შექმნა მისმა ბაბუამ, განავითარა მამამ და დიდი შანსია სულ სხვა პირების მფლობელობაში გადავიდეს, თუ პაკერი ვერ მოთოკავს საკუთარ აზარტს და თამაშის ჟინს.

სამი კვირის განმავლობაში, მან ლონდონის კაზინო „კროკფორდში“ წააგო თითქმის 28 მილიონი დოლარი. შემდეგ კი კიდევ 25 მილიონი დოლარი კაზინოში „ბელაჯიო“.

პაკერს შეეძლო 150 000 დოლარი დაეხარჯა ბაკარას ერთ რაუნდში და და მოეგო ან წაეგო ერთ-ჯერზე 9 მილიონი. სულ 10 თვის განმავლობაში მედიამაგნატმა წააგო 40 მილონზე მეტი დოლარი.

უნდა აღინიშნოს, რომ 1997 წელს პაკერი ყველაზე იღბლიანი მოთამაშეების რეიტინგშიც მოხვდა, როცა ლას-ვეგასის ერთ-ერთ უდიდეს კაზინოში MGM Grand ერთი წლის განმავლობაში მოიგო 20-დან 40-მდე მილიონი დოლარი.

ბიზნესმენის უზარმაზარი წაგებების სერია ცოტა უცნაურად გამოიყურება, რადგან მედიამაგნატი თავად ფლობს ავსტრალიაში ყველაზე დიდ კაზინოს - „კორონას“ და თუ არა მან, ვინ უნდა იცოდეს ამ ბიზნესის შიდა სამზარეულო...

კერი არასოდეს განიცდიდა არც მოგებასა და არც წაგებას. ბევრ კაზინოს ეშინოდა მისი თამაშის სტილის, რადგან შეეძლო ერთი საღამოს განმავლობაში გაემდიდრებინა, ან გაეკოტრებინა კაზინო.

თუმცა ფაქტია, რომ ზედმეტად აზარტულმა ავსტრალიელმა ვერ მოახერხა შეჩერება და მართალია მისი იმპერია არ დანგრეულა,  ქონება საგრძნობლად შემცირდა და კაზინოში წაგებული თანხების რეიტინგში პაკერს სტაბილურად უჭირავს საპატიო ადგილი.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 3

 

1992 წელს იაპონელი ბიზნესმენი და ინვესტორი აკიო კაშივაგი (Akio Kashiwagi) ერთ-ერთ ყველაზე აზარტულ მოთამაშედ მიიჩნეოდა. 

კაშივაგი ლას-ვეგასის კაზინოებში უმსხვილი ფსონებით თამაშობდა და საყოველთაოდ ცნობილი იყო მოთამაშეთა სამყაროში. ისინი მას „მეომარს“ (The Warrior)-საც კი ეძახდნენ თამაშში შეუპოვრობის გამო.

იაპონელი გემბლერინ ძალიან აზარტული იყო. იგი ხშირად, ჩვეულ სტილში რისკავდა 200 000 დოლარის ფსონებს და იგებდა რამოდენიმე მილიონს.

ამ მეთოდით კაშივაგის ლას-ვეგასის კაზინო ატლანტიკ-სიტიში ბევრჯერ ჰქონდა კაზინოს სალაროები დაცარიელებული.

იღბალმა იაპონელს მოულოდნელად აქცია ზურგი, როცა იგი ეწვია დონალდ ტრამპის კუთვნილ სამორინეს - Trump Plaza Casino და ერთ სეანსში თამაშ „ბაკარაში“ 10 მილიონი დოლარი წააგო. რაც ბაკარას თამაშით წაგებული თანხის რეკორდს წარმოადგენს.

ეს ისტორია დამთავრდა ძალიან ცუდად. კაშივაგიმ ვერ შეძლო კაზინოსთვის წაგებული თანხის გადახდა და რამოდენიმე წლის შემდეგ მოკლეს საკუთარი სახლის მახლობლად.

სხვა მოსაზრებით, იაპონელი მულტიმილიონერი იყო და წაგებული თანხის გადახდა პრობლემას არ წარმოადგენდა, თუმცა მასში გაიღვიძა სიამაყემ და უბრალოდ არ მოისურვა „მეომრის“ სახელზე ჩრდილის მიყენება, ამიტომაც უარი თქვა წაგებული თანხის გადახდაზე.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 4

 

ცნობილი ბიზნესმენი და ინვესტორი ფარუდ ალ-ზაითი მოთამაშეთა სამყაროში ცნობილია „მსუქანი კაცის“ (The Fat Man) სახელით.

სირიელი „ლუზერი“ კაზინოების ისტორიაში წაგებული თანხების რეიტინგის ერთ-ერთ რეკორდსმენად მიიჩნევა.

ალ-ზაითისგან იღბალმა პირი იბრუნა ლონდონის კაზინოში Aspinalls, სადაც იგი საყვარელ რულეტკას თამაშობდა.

პირველი ფსონი მან დადო 500 000 ფუტი სტერლინგის ოდენობით (დაახლოებით 795 000 ამერიკული დოლარი), რაც წააგო პირველი 15 წუთის განმავლობაში.

ალ-ზაიათმა მაშინვე თავიდან შეიძინა 500 000 ფუტის ჟეტონები („ფიშკები“) და კვლავ ყველა წააგო. იმ ღამეს სირიელმა სულ დაკარგა 3.5 მილიონი დოლარი.

ალბათ ამ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება თამაშზე თავის დანებება იქნებოდა, მაგრამ წაგებამ ალ-ზაიათი ვერ შეაჩერა, და Aspinalls-ის რეგულარული სტუმარი გახდა. იგი რამდენიმე წლის განმავლობაში აგებდა უზარმაზარი თანხებს.

16 მილიონი დოლარი მან დაკარგა ლონდონის კაზინოში  Ritz, როცა რულეტკის თამაშზე დადო ფსონი 6.5 „წითელზე“ .

საბოლოოდ, ალ-ზაიათი იქამდე მივიდა, რომ ბრიტანეთის სასამართლომ ყველა აქტივები გაუყინა, მათ შორის საკუთარი თვითმფრინავი ბოინგ-747, რადგან მისმა დავალიანებამ კაზინოს წინაშე არც მეტი, არც ნაკლები - $6,4 მილიონი დოლარი შეადგინა. თუმცა, კაზინოები ამის სემდეგაც აძლევდნენ მას მსხვილი ფსონებით თამაშის საშუალებას.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 5

 

კომპანია Fry’s Electronics -ის ტოპ-მენეჯერმა ომარ სიდიკმა, რომლის წლიური შემოსავალი 225 ათას დოლარს აჭარბებდა, ერთი დღეში კაზინოში 8 მილიონიც დოლარი წააგო.

როგორც აღმონდა, ეს მისი ერთადერთი წაგება არ ყოფილა და 43 წლის ბიზნესმენის კაზინოებში წაგებული თანხის რაოდენობამ 10 წლის განმავლობაში დაახლოებით 65 მილიონ დოლარი შეადგინა.

ამერიკის კაზინოები განაგრძობდნენ მისთვის მილიონობით დოლარი ვალის გაცემას მაშინაც კი, როცა სიდიკს უამრავი ვალები დაუგროვდა.

სიდიკმა ორგანიზება გაუკეთა იატაკქვეშა კომპანიას, რომლის მეშვეობით თაღლითური გზით ყიდდა იმ კომპანიის ელექტრონიკას, სადაც მუშაობდა, რაც მას მილიონობით „ატკატების“ გაკეთების საშუალებას აძლევდა.

ამგვარი უკანაონო ქმედებებით სიდიკმა მიიღო 65.6 მილიონი დოლარის შემოსავალი, რაც საკუთარი აზარტის დაკმაყოფილებას მოახმარა.

ფულის წარმომავლობის შესახებ კაზინოები არ ფლობდნენ არანაირ ინფორმაციას. ისინი ომარ სიდიკს მიიჩნევდნენ ბიზნესმენ-მილიონერად, რომელიც განსაკუთრებულად მსხვილი ფსონებით თამაშობდა.

მისი საყვარელი ფსონი იყო 200 000 დოლარი ხელზე, ბლექკჯეკის თამაშის დროს. ბევრი კაზინო ერთმანეთში პაექრობდა კიდეც, რომ გადაებირებინათ ასეთი დიდი მოთამაშე.

ლას-ვეგასში მის ჩამოსაყვანათ კაზინოები აგზავნიდნენ კერძო თვითმფრინავებს, უფასოდ აბინავებდნენ ძვირფას აპარტამენტებში და სესხად აძლევდნენ მილიონობით დოლარს ისე, რომ კმაყოფილდებოდნენ მხოლოდ ჩეკებზე მისი ხგი ელმოწერით.

ცნობილ მსხვილ მოთამეშეებს შორის მუსირებს აზრი იმის შესახებ, რომ სწორედ კაზინოებმა შეუწყვეს ხელის თამაშისადმი ომარ სიდიკის აზარტულ დამოკიდებულებას, რადგან აძლევდნენ მას კრედიტით მილიონებს, რომლის გასასტუმრებლადაც მოთამაშე იძულებული იყო მოეპარა ფული და ამით დამდგარიყო ციხეში წასვლის რისკის წინაშე.

მოგვიანებით ომარ სიდიკი დააპატიმრეს. მას 9 პუნქტით წაუყენეს ბრალი. მათ შორის თაღლითობაში და ფულის გათეთრებაში. გარდა ამისა დააკისრეს კაზინოებისთვის უზარმაზარი ვალის გადახდა.

სიდიკს 40 წელი მიუსაჯეს, თუმცა შემდგომ სასჯელი შეუმსუბუქეს და 6 წლამდე დაუყვანეს.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 6

 

ჟენლი ე გონი (Zhenli Ye Gon) - ჩინელი წარმოშვების მექსიკელია, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებული შტატების კაზინოებში 120 მილიონ დოლარზე მეტი თანხა აქვს წაგებული.

ე გონი ფარმაცევტული ბიზნესით იყო დაკავებული. ის გახლდათ კომპანია  Unimed Pharm Chem México-ს მფლობელი და კანონიერი წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მისი უზარმაზარი შემოსავლების წყაროდ შტატებსა და მექსიკას შორის ნარკოტიკების უკანონო ტრაფიკი მიიჩნევა.

მექსიკაში, მის რეზიდენციაში Lomas de Chapultepec ამოღებული იქნა - 207 მილიონი დოლარი, 18 მილიონი მექსიკური პესო, 200 000 ევრო, 113 000 ჰონკონგური დოლარი, 11 centenarios (მექსიკური ოქროს ზოდები (37,5 გრ), ძვირფასი ქვების დიდი კოლექცია.

გარდა ამისამ კონფისკაცია გაუკეთეს ორ მექსიკური ტიპის სახლს, რომელთა ღირებულება აარბებდა 20 მილიონ პესოს, თანამედროვე ავტომატური იარაღებით სავსე სკივრს, უცნობი დანიშნულების ლაბორატორიას და 7 ავტომობილს.

2007 წლის ივლისში მექსიკის მთავრობის მოთხოვნით ბიზნესმენი დააპატიმრეს ამერიკის ადმინისტრაციის ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების აგენტებმა.

მექსიკის ხელისუფლება ბრალს სდებდა ე გონს მექსიკის ტერიტორიაზე ქიმიური ნივთიერებების შეტანის ხელშეწყობაში, რომლისგანაც ხდებოდა მეტამფეტამინის დამზადება, შემდგომ კი მისი ამერიკის ტერიტორიაზე გაყიდვა.

ამერიკის მხარემ ვერ შეძლო ე გონისთვის ბრალის დამტკიცება და მის წინააღმდეგ საქმე შეწყვიტა. მექსიკის მხარე კი დაჟინებით მოითხოვდა მისი მექსიკაში ექსტრადიციას.

ე გონი 9 წელი იბრძოდა მექსიკაში მისი ექსტრადიციის წინააღმდეგ, თუმცა 2016 წელს იგი მაინც იქნა ექსტრადირებული. 

ე გონი დღემდე მიიჩნევს რომ მას არაფერი კანონსაწინააღმდეგო არ ჩაუდენია. იგი მშვიდადაა და დარწმუნებულია, რომ უამრავი აგენტებისა და ადვოკატების დახმარებით დაამტკიცებს საკუთარ უდანაშაულობას.

კაზინომ Venetian Resort Hotel Casino - ე გონს, რომელმაც იქ 85 მილიონი დოლარი წააგო, როგორც ერთ-ერთ ყველაზე გულუხვ კლიენტს მხარდაჭერის მიზნით პრიზი - როლს-როისიც კი გადასცა.

ჟენლი ე გონი აღიარებულია მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს „ლუზერად“, რომელსაც სხვადასხვა დროს ამერიკის კაზინოებში 125 მილიონამდე დოლარი აქვს წაგებული.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 7

 

არჩი კარასი - ნამდვილი ლეგენდაა კაზინოს ისტორიაში არა მხოლოდ წაგების, არამედ მოგების მხრივ. ზუსტად არავინ იცის, არჩის უფრო მეტი მოგებული აქვს თუ წაგებული

კარასი გაემგზავრა ლას-ვეგასში 57 დოლარით ექვს თვეში ეს თანხა 17 მილიონ დოლარად აქცია, ხოლო სამი წლის განმავლობაში მან მოიგო 40 მილიონზე მეტი დოლარი.

კარასი ყველაფერს თამაშობდა: პოკერი, ბაკარა, კამათელი, ბილიარდი და ა.შ. მის მაგიდასთან დაჯდომას თავს არიდებდნენ ყველაზე ცნობილი და გამოცდილი მოთამაშეები, რადგან საქმის კურსში იყვნენ მისი ისტორიისა და სამაგიდო აზარტული თამაშების მიმართ დამოკიდებულების შესახებ.

თუმცა, მალე არჩის ფორტუნამ ზურგი აქცია და დაიწყო წაგებების სერია... მან მოგებული თანხის მეოთხედი წააგო კრეპსის თამაშში, 17 მილიონი დოლარი - ბაკარას თამაშში და ორი მილიონი - პოკერში.

მოგებებისა და წაგებების რამდენიმე რაუნდის შემდეგ საბოლოო ჯამში რამდენიმე წელში კარასმა სრულად წააგო დარჩენილი თანხაც.

ერთ-ერთ კომენტარში, რომელიც კარასმა წაგებასთან დაკავშირებით გააკეთა, მან აღნიშნა: „გაიგეთ, რომ ფული ჩემთვის არაფერს ნიშნავს. მე მქონდა ყველაფერი მატერიალური, რასაც კი მოვისურვებდი, მაგრამ რაც მე მსურს, იმას ფულით ვერ იყიდი: ჯანმრთელობა, თავისუფლება, სიყვარული, ბედნიერება. მე არ მაღელვებს ფული, ამიტომ არ მეშინია მისი დაკარგვის და ჩემთვის სულერთი თუ დავკარგავ მას“.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 8

 

„პოკერის მოცარტად“ წოდებული სტიუ უნგარი (Stuey Ungar), თანამედროვეობის ისტორიაში პოკერის ერთ-ერთ უდიდეს მოთამაშედ მიიჩნევა.

იგი ერთადერთი პოკერის მოთამაშეა, რომელსაც სამჯერ აქვს მოგებული მსოფლიოს პოკერის სერიის ტურნირები (ჯონ მოსთან ერთად).

ნიუ იორკ ტაიმსის ცნობით მან საერთო ჯამში 30 მილიონ დოლარზე მეტი მოიგო და წააგო ისეთ კაზინოებში, როგორიცაა - Lady Luck Hotel Casino.

უნგარის ისტორია ტრაგიკულად დასრულდა, თუმცა არა თამაშის, არამედ კოკაინის გამო, რომელზეც ღრმა დამოკიდებულებამ შეიწირა კიდეც და 1998 წლის 22 ნოემბერს იგი გარდაიცვალა 45 წლის ასაკში. 

იგი იპოვეს ლას-ვეგასის სასტუმრო ოაზისში საკუთარ ნომერში. სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა დასახელდა.

მიუხედავად იმისა, რომ უნგარის ხელში უზარმაზარი თანხებს გაევლო, დაღუპვის მომენტში იმდენად იყო გაკოტრებული, რომ მისმა მეგობარმა - კაზინოს დირექტორმა და აზარტულ თამაშებში სტიუს პარტნიორმა - ბობ სტუპაკმა მისი კოლექციის ნაწილი გაყიდა, რათა დაკრძალვის ხარჯები დაეფარა.

პოკერის უდიდეს მოთამაშეზე დაწერილა წიგნი „სტიუ უნგარის აღმასვლა და დაცემა“, ასევე გადაღებულია ფილმი High Roller: The Stu Ungar Story (2003)   Stuey

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 9

 

ავსტრალიელმა მულტიმილიონერმა, მშენებელმა მაგნატმა ჰარი კაკავასმა (Harry Kakavas) მელბურნის კაზინოში Crown წააგო დაახლოებით $20.5 მილიონი დოლარი.

ჰარი კაკავასი ცნობილი ლუდომანია, რომელმაც 14 თვის განმავლობაში 30-ჯერ ესტუმრა კაზინოს. ჰარი თამაშობდა ძირითადად ბაკარას. ერთ ფსონზე არ ჩადიოდა 300 000 დოლარზე ნაკლებს და საერთო ჯამში მისი ფსონების რაოდენობამ 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო მინუსმა 147 მილიონი დოლარი.

კავაკასი ყველაზე დიდი თანხის სწრაფად წაგების რეკორდსმენია. მან 5.5 საათში (330 წუთი) წააგო 16 400 000 დოლარი.

კაკავასმა კაზინოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, რათა წაგებული თანხის დიდი ნაწილი უკან დაებრუნებინა.

იგი კაზინო Crown-ს ბრალს სდებდა იმაში, რომ ადმინისტრაციამ იცოდა მისი თამაშისადმი დამოკიდებულება, მაგრამ არ გაითვალისწინა ფსიქოლოგიური არასტაბილურობა და უბიძგა მას დაუფიქრებელი მოქმედებისკენ, რათა კლიენტის ფულს დაუფლებოდა.

კაკავასის არგუმენტებით კაზინო მას სპეციალურად აძლევდა ბონუსებს: უფასო თვითმფრინავებს, გასართობი დაწესებულებების ბილეთებს, და სთავაზობდა ქეშბექს შემდგომი ვიზიტისთვის.

სასამართლო სხდომის მიმდინარეობის დროს ჰარის ადვოკატმა განაცხადა, რომ კაზინო ექსპლუატაციას უწევდა ავადმყოფი ადამიანის მანკიერ ვნებებს და სპეციალურად ზრდიდა ფსონის ლიმიტს 30 000 დოლარამდე, ხოლო წაგების შემდეგ სწრაფად მიჰყავდა კლიენტი ბანკში, რათა მას გაეგრძელებინა თამაში და წაეგო კიდევ მეტი თანხა.

თუმცა სასამართლომ ჰარი კაკავასის არგუმენტები არ გაზიარა. მან ჩათვალა, რომ ძალის გამოყენებით თამაშს მას არავინ აიძულებდა, რადგან სესიები მისი მოგებითაც სრულდებდა (მაგალითად ერთ სესიაში კაკავასიმ მოიგო 14 მილიონი დოლარი), რაც ნიშნავდა იმას, რომ იგი შესანიშნავად აცნობიერებდა რასაც აკეთებდა.

ამას გარდა აღმოჩნდა, რომ კაზინოს ადმინისტრაციამ მას კაზინოში შესვლა და თამაში აუკრძალა, მაგრამ იგი ყალბი დოკუმენტებით მაინც ახერხებდა იქ შეღწევას და თამაშს.

ერთი სიტყვით ლუდომანმა-სკანდალისტმა წააგო სასამართლოც, აპელაციაც და წაგებული თანხის გარდა კაზინო Crown-ს სასამართლოს ხარჯებც უნდა გადაუხადოს, რაც დამატებით რამდენიმე ასეული ათასი დოლარია.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 10

 

NBA-ს ექს-ვარსკვლავი ჩარლზ ბარკლი (Charles Wade Barkley) ტელეარხ ESPN-თან ინტერვიუში გამოტყდა, რომ ჰქონდა გადაჭარბებული დამოკიდებულება აზარტულ თამაშებთან მიმართებაში, რითაც საერთო ჯამში წააგო უზარმაზარი თანხა - 10 მილიონი დოლარის ოდენობით.

სხვა ცნობებით, ბარკლის მიერ წაგებული თანხა მერყეობს 10-დან 30 მილიონ დოლარამდე.

მისი წაგების ისტორიები არ ხმაურდებოდა, გარდა იმისა, როცა მან ერთხელ აღიარა, რომ წააგო 2.5 მილიონი დოლარი ბლექჯეკის 6 საათიანი თამაშის დროს.

სხვათა შორის, ბარკლიმ აღნიშნა, რომ არასოდეს არ თვლიდა აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილებას სერიოზულ პრობლემად - „მე ყოველთვის მყოფნიდა ფული კაზინოში სათამაშოდ“ - აღნიშნა კალათბურთელმა.

საკუთარი კარიერის განმავლობაში, რომელიც ბარკლიმ 2002 წელს დაასრულა, კალათბურთელმა გამოიმუშავა 40 მილიონი დოლარი.

კალათბურთელს კაზინოების მიმართ ვალებიც ჰქონდა დაგროვილი. მის მიმართ პრეტენზია ჰქონდა ლას-ვეგასის კაზინოს Wynn. თუმცა როგორც კაზინოს ადმინისტრაციამ განაცხადა, ბარკლიმ სრულად დაფარა დავალიანება 400 000 დოლარის ოდნეობით და მის მიმართ არანაირი პრეტენზია აღარ არსებობდა.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 11

 

ნიკ დანდოლოსი (Nick Dandolos)) - რომელიც ცნობილია „ნიკ ბერძენის“ სახელით პოკერის ჯენტლმენად და აზარტული თამაშების მაესტროდ მიიჩნევა.

ნიკმა საოცარი ცხოვრებით იცხოვრა - აზარტი, რისკი, ქველმოქმედება, გიჟური ქმედებები, ბრძნული გადაწყვეტილებები, დაცემები, აღმასვლები - ეს ყველაფერი ერთ ადამიანში იყო გაერთიანებული. ადამიან ლეგენდაში, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო Poker Hall of Fame (პოკერის დიდების დარბაზი)-ის სიაში.

ნიკის მეგობრები და თაყვანისმცემლები იყვნენ - ფრენკ სინატრა, მისი თანამემამულე არისტოტელე ონასისი, ნობელის პრემიის ლაურეატი რიჩარდ ფილიპს ფეინმანი და სხვები და სხვები.

ნიკოსი ცხოვრობდა თამაშით. მისთვის მნიშვნელობა არ გააჩნდა ფსონებს და მოთამაშეებს, მისთვის მთავარი იყო თავად თამაში.

იგი არასოდეს ჩერდებოდა დიდხანს ერთ ადგილზე, უყვარდა ქალაქებში მოგზაურობა და საინტერესო ადამიანების გაცნობა. ერთხელ მონრალში გაიცნო ჟოკეი ფილ მასგრეივი. ფილი კარგი მხედარი იყო და შესანიშნავად ერკვეოდა ცხენებში. სწორედ მისი რჩევებით მოიგო დოღში ნიკოსმა 500 000 დოლარი.

ეს ფული კი მას არა ბიზნესში და უძრავ-მოძრავ ქონებაში ჩასადებად სჭირდებოდა, ეს ნიკისთვის მოსაწყენი იყო, არამედ თამაშისთვის.

დანდოლოსს სწყურდა გამხდარიყო პოკერის ვირტუოზი. ამისთვის კი მას სჭირდებოდა პროფესიონალების წინააღმდეგ თამაში. ამას დიდი ფული სჭირდებოდა. 

ნიკოსი თამაშობდა არა მხოლოდ პროფესიონალ მოთამაშეებთან, სიამოვნებით ჯდებოდა მაგიდასთან მაფიის ბოსებთან, ახალბედებთან.

ნიკი თამაშობდა ლეგენდებთან და აგებდა უზარმაზარ თანხებს, თუმცა ამავდროულად სწავლობდა, ხვეწდა, იძენდა ჩვევებს და თავად ხდებოდა ლეგენდა.

ნიკი არა მხოლოდ ლეგენდა გახდა, არამედ მის მიზიდვას ცდილობდნენ ამერიკის საუკეთესო კაზინოები. 

მოგებები და წაგებები ერთმანეთს ცვლიდნენ და ნიკოსი უძლიერეს მოთამაშეებთან უკვე თამაშობდა არა იმის გამო, რომ ესწავლა, არამედ თავად ეჩვენებინა მასტერეკლასი.

ერთ-ერთი უმწვავესი თამაშის დროს ნიკოსმა მოუგო იმ დროისთვის პოკერის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს არნოლდ როტშტეინს (Arnold Rothstein). სწორედ ამის შემდეგ შეარქვეს მას „ბერძენი ნიკოსი“.

აზარტული თამაშის მაესტროს ირგვლივ მრავალი ლეგენდა დადიოდა. ერთხელ, 1959 წელს ლას-ვეგასში, მან გამართა თამაში ერთ-ერთზე ასევე პოკერის ლეგენდა ჯონ მოსთან (Johnny Moss), რომელიც 5 თვის განმავლობაში გრძელდებოდა.

ნიკოსი დამარცხდა მოსთან და სწორედ მას ეკუთვნის სიტყვები „მისტერ მოს, მე იძულებული ვარ გაგიშვათ“.

ცნობისთვის, ასევე პოკერის პროფესიონალი მოთამაშე და ლეგენდა ჯონ მოსი, არის ცხრა WSOP სამაჯურის მფლობელი, მსოფლიო პოკერის სერიის სამგზის გამარჯვებული და პოკერის დიდების დარბაზის ერთ-ერთი პირველი წევრი (1979)

მიიჩნევა, რომ თავისი ცხოვრების განმავლობაში მან მოიგო და წააგო დაახლოებით 500 მილონი დოლარი. იგი თავად ამტკიცებდა, რომ „ტალახიდან - თავადობამდე“ 73-ჯერ მოახერხა აღზევება.

მან 20 მილონ დოლარზე მეტი მოახმარა განათლებასა და სხვადასხვა სახის ქველმოქმედებას.

ნიკოს დანდოლოსი გარდაიცვალა 1966 წელს. შობა დღეს.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 12

 

კაზინოს ისტორიაში ყველაზე დიდი წაგებების რეიტინგში შედის ბერძენი ავტომაგნატი ფრენკ სარაკაკისი.

ბიზნესმენმა გადაწყვიტა იღბალს მინდობოდა და საკუთარი კაპიტალი  კაზინოში თამაშის გზით გაეზარდა.

1994 წელს მან ლონდონის კაზინო „კროკფორდსში“ (Crockfords)  8 მილიონი ფუტი სტერლინგი - ანუ თითქმის 13 მილიონი დოლარი წააგო.

აღსანიშნავია, რომ თითქმის იგივე თანხა ბიზნესმენმა 1988 წელსაც წააგო ლონდონის კაზინოში Ritz.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 13

 

რულეტკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი თანხის და სწრაფი წაგების რეკორდსმენია მედიამაგნატი რობერტ მაქსველი. 

მან სულ რაღაც სამ წუთში ლონდონის კაზინო „ამბასადორში“ (Le Ambassadeurs) 2.4 მილიონი დოლარის წაგება მოახერხა.

სამწუხაროდ ამით მაქსველის უიღბლობა ამით არ დამთავრებულა, მალე მისი კომპანია დაიშალა და მისი შვილები უმუშევრები დარჩნენ.

 

უდიდესი წაგებები კაზინოს ისტორიაში 14

 

მილიონობით თანხა აქვს წაგებული ლეგენდად და პოკერის მეფედ აღიარებულ ფილ აივის (Phil Ivey).

22 წლიანი კარიერის განმავლობაში მას კაზინოებში პოკერში ათეულობით მილიონი დოლარი აქვს მოგებული, ხოლო კიდევ უფრო მეტი ფსონებზე და ნიძლავებზე (კალათბურთი, ფეხბურთი, გოლფი და სხვა).

კონსერვატორული მიდგომით და ანალიზის საფუძველზე გაკეთებული ფსონებით აივი საერთო ჯამში უფრო მეტს იგებს, ვიდრე აგებს. მისი უზარმაზარი მოგებების საიდუმლო ასევე გამოიხატება დიდ ფსონებში. იგი არასოდეს აკეთებს მცირე ფსონებს, რადგან ვერ იღებს სიამოვნებას თუნდაც მის ანგარიშზე მიმატებული რამოდენიმე მილიონისგან.

ცნობილია  აივის გახმაურებული იურიდიული დავა კასინოსთან Borgata Hotel Casino and Spa. იგი დაადანაშაულეს თაღლითობაში, თითქოსდა სურდა დაუფლებოდა 9.6 მილიონ დოლარს ბაკარას თამაშის დროს.

მიუხედავად მოსამართლის გადაწყვეტილებისა, რომ ფილს არავინ მოუტყუებია და თაღლითობის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, ათგზის WSOP სამაჯურის მფლობელი, მსოფლიო პოკერის გამარჯვებული და რვა გზის ფინალისტი მაინც ვალდებულია დაუბრუნოს კაზინოს 10 100 000 დოლარი.

მიუხედავად იმისა, რომ კარიერის მანძილზე 26 მილიონზე მეტი აქვს მოგებული, ასეთი 10 მილონის გადახდა საგრძნობლად დაარტყამს როგორც მის ბიუჯეტს, ასევე ნეგატიურად აისახება ფილის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე.

 

ყველაფერი კაზინოს შესახებ ®

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ