მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 6320 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

კაზინო (Casino) - 1996 წელი

ქვეყანა: ამერიკა/საფრანგეთი

მთავარ როლებში: რობერტ დე ნირო, ჯო პეში, შერონ სტოუნი

რეჟისორ მარტინ სკორსეზეს ფილმს ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით, წილად ხვდა უდიდესი წარმატება და მიიჩნევა ერთ-ერთ ლიდერად კაზინოს თემაზე გადაღებულ ფილმებს შორის.

ლეგენდარულმა შერონ სტოუნმა მთავარი როლის შესრულებისთვის მიიღო პრესტიჟული ჯილდო - ოქროს გლობუსი.

ეს არის ფილმი, რომელშიც ერთმანეთშია გადახლართული მაფიოზები, განგსტერები, კაზინო და უზარმაზარი ფული...

იგი აუცილებლად დაიმსახურებს თქვენს ყურადღებას....

 

კაზინო (Casino) - 1996 წელი

 

ოუშენის თერთმეტი მეგობარი (Ocean`s Eleven) - 2001 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ჯორჯ ქლუნი, ბრედ პიტი, მეთ დეიმონი

რეჟისორ სტივენ სოდერბერგის ფილმი ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავების მონაწილეობით.

„ოუშენის მეგობრების“ შესახებ ტრილოგიის ყველა ფილმში კაზინოს ძარცვის ნიუანსები ფართოდ არის გახსნილი:

ოუშენის 11 მეგობარი - 2001 წელი;

ოუშენის 12 მეგობარი - 2004 წელი;

ოუშენის 13 მეგობარი - 2007 წელი;

მაგრამ როგორც ხშირად ხდება, პირველი ფილმი ყველაზე წარმატებულია ხოლმე და ოუშენის თერთმეტი მეგობარიც არ გახლავთ გამონაკლისი (თუმცა რეკომენდებულია სამივე ნაწილის ნახვა).

ეს არის ფილმი, სადაც თაღლითების ჯგუფი პირველად იკრიბება ერთად, რათა ლას-ვეგასის ყველაზე მსხვილი კაზინოებიდან მოიპარონ 160 მილიონი დოლარი...

 

ოუშენის თერთმეტი მეგობარი (Ocean`s Eleven)

 

ოცდაერთი (21) - 2006 წელი

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: კევინ სპეისი, ჯიმ სტერჯესი, კეიტ ბოსვორტი

რეჟისორ რობერტ ლუკეტიჩის სურათი, რომელიც ბლექჯეკის შესახებ ყველაზე ცნობილ ფილმად მიიჩნევა.

ფილმის გმირია ბენ კემპბელი - ახალგაზრდა მათემატიკოსი, ბოსტონის მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის სტუდენტი, რომელიც ცდილობს მოაგროვოს სწავლისთვის საჭირო არც თუ ისე ცოტა თანხა.

მალე იგი შეხვდება მათემატიკის ლექტორს მიკი როსას, რომელსაც შეკრებილი ჰყავს საიდუმლო ჯგუფი და ასწავლის მათ კარტების თვლასა და საიდუმლო ჟესტების ფლობას, რომლის საშუალებითაც ჯგუფი წარმატებით „ასუფთავებს“ ლას-ვეგასის მსხვილ კაზინოებს.

სწავლისთვის საჭირო თანხას ბენი გამოიმუშავებს ძალიან სწრაფად, თუმცა თამაშიდან გამოსვლა არც ისე ადვილი აღმოჩნდება...

 

ოცდაერთი (21) - 2006 წელი

 

კაზინო როიალი (Casino Royale) - 2006 წელი

 

ქვეყანა: დიდი ბრიტანეთი/აშშ/გერმანია/ჩეხეთი

მთავარ როლებში: დენიელ კრეიგი, მადს მიკელსენი, ევა გრინი

რეჟისორი მარტინ კემპბელის ცნობილი ფილმი. „ბონდიანას“ ამ პოპულარულ ნაწილში ლეგენდარული აგენტი ახდენს საკუთარი ფენომენალური გონებრივი შესაძლებლობების დემონსტრირებას კაზინოში.

მისი მისიაა, ჩაშალოს ტერორისტული ორგანიზაციის წევრის - „ლე შიფრის“ ბინძური ხერხებით მოგების სურვილი მონტენეგროს პოკერის ტურნირზე, სადაც უმსხვილესი ფსონებით თამაშობენ.

მართალია ფილმში არც ისე ხშირად არის გამოყენებული კაზინოების სცენები, მაგრამ აზარტული თამაშების (და არა მხოლოდ) მოყვარულთა ყურადღებას იგი უდაოდ იმსახურებს...

 

კაზინო როიალი (Casino Royale) - 2006 წელი

 

შულერები (Rounders) - 1998 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: მეტ დეიმონი, გრეტჰენ მოლი, ედვარდ ნორტონი, ჯონ მალკოვიჩი

რეჟისორ ჯონ დალის ფილმი ახალგაზრდა და პერსპექტიული იურისტ მაიკზე (მეტ დეიმონი), რომელიც მთელი ცხოვრება ოცნებობდა წასულიყო ლას-ვეგასში და ეთამაშა - WSOP Main Event-ზე.

მაიკი კარგად თამაშობდა პოკერს და ამით ირჩენდა თავს, თუმცა ნიუ-იორკის იატკქვეშა სათამაშო დაწესებულებებში მოქმედებს თამაშის სხვა წესები.

მისი მეგობარს, ავანტიურისტს, მეტსახელად „ჭია“ (ედვარდ ნორტონი) არასოდეს უყვარდა პატიოსნად თამაში, ამასთან 5 დღეში გასასტუმრებელი აქვს ვალი - 15 000 დოლარი.

ძველ მეგობრებს ისღა დარჩენიათ აკრძალული წესებით ითამაშონ... 

ფილმი გამორჩეულია იმ ფაქტითაც, რომ მასში ეპიზოდურ როლს ასრულებს ორგზის მსოფლიო ჩემპიონი პოკერში ჯონი ჩენი მონაწილეობს, რომელიც ჩევნი გმირის კუმირს წარმოადგენდა...

 

შულერები (Rounders) - 1998 წელი

 

ვა-ბანკი (Runner Runner) - 2013 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ჯასტინ ტიმბერლეიკი, ბენ აფლეკი, ჯემა არტერტონი

რეჟისორ ბრედ ფურმანის ფილმში პირველად იქნა გაშუქებული ონლაინ კაზინოს სამყარო.

ფილმის მთავარი გმირი ფრედი (ჯასტინ ტიმბერლეიკი)  პრესტიჟულ სასწავლო დაწესებულებაში სწავლის ფულის გადასახდელად მთელი ღამეების განმავლობაში თამაშობს ონლაინ კაზინოებში.

ერთ-ერთი დიდი წარუმატებლობის შემდეგ, რიჩი ხვდება რომ ატყუებენ და გადაწყვეტს გაემგზავროს კოსტა-რიკაში, რათა გაიცნოს სფეროს ექსპერტიონლაინ გემბლინგის მთავარი ბოსი…

 

ვა-ბანკი (Runner Runner) - 2013 წელი

 

ქულერი (The Cooler) – 2003 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ალეკ ბოლდუინი, სტივენ დორფი, ჯეი-არ ბორნი

რეჟისორ უეინ კრამერის მიმზიდველი ფილმის მთავარი გმირი ხელმოცარული ადამიანია, რომელმაც გადაწყვიტა მთელი ცხოვრება კაზინოსთვის მიეძღვნა, თუმცა ამით მისი მატერიალური მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა.

ვალების გამო, იგი იძულებული გახდა ემუშავა ლას-ვეგასის ერთ-ერთ კაზინოში „მუხრუჭად“.

მას სვამდენ სათამაშო მაგიდასთან და რაც არ უნდა წარმატებული ყოფილიყო მის მაგიდაზე მჯდომი მოთამაშე, იგი უხვად აფრქვევდა საკუთარ „წარმატების აურას“ და მოთამაშეებიც იწყებდნენ წაგებას...

თუმცა, სიმპატიურ ოფიციანტთან შემთხვევითი ნაცნობობა იძულებულს ხდის „მის უდიდებულესობა იღბალს“ მთავარი გმირის მიმართ საკუთარ შეხედულებებს გადახედოს...

 

ქულერი (The Cooler) – 2003 წელი

 

უკანასკნელი კაზინო (The Last Casino) - 2004 წელი

 

ქვეყანა: კანადა

მთავარ როლებში: ჩარლზ მარტინ სმიტი, კეტრინ იზაბელი

რეჟისორ პიერ ჟილის ფილმი აზრითა და შინაარსით ძალიან წააგავს ცნობილ ამერიკულ ფილმს „21“.

მათემატიკის პროფესორი ერთ-ერთი უნივერსიტეტიდან ახერხებს შექმნას სისტემა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოუგო კაზინოს.

პროფესორი შექმნის სამი მოაზროვნე სტუდენტისგან გუნდს, რომლებიც წარმატებით ახორციელებენ მასწავლებლის იდეას პრაქტიკაში.

მალე პროფესორი იძულებული ხდება მოატყუოს სტუდენტებს მაფიის წინაშე დიდი ვალის გამო...

 

უკანასკნელი კაზინო (The Last Casino) - 2004 წელი

 

აფიორა (The Sting) – 1973 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: პოლ ნიუმანი, რობერტ რედფორდი

რეჟისორ ჯორჯ როი ჰილის გახმაურებული და ძალიან პოპულარული ფილმი, რომელშიც მოქმედება 1930 -იან წლებში ვითარდება.

ორი გაქნილი და მოხერხებული თაღლითი, რომელთაგან ერთი პროფესიონალია, ხოლო მეორე ამბციური, ცდილობს შური იძიოს მაფიის ბოსზე მათი საერთო მეგობრის სიკვდილის გამო.

მათი აფერა ერთ-ერთი ყველაზე გონივრული და მოულოდნელია კინოს ისტორიაში, რაც გასაოცარი ფინალით გვირგვინდება...

 

აფიორა (The Sting) – 1973 წელი

 

ცინცინატელი კიდი (The Cincinnati Kid) – 1965 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: სტივ მაკქუინი, ენ-მარგრეტი, კარლ მოლდენი

რეჟისორ ნორმან ჯუსიონის ფილმი ციცინატელ კიდზე, რომელიც ახალ ორლეანში პოკერის საუკეთესო მოთამაშეა.

ერთხელ კიდი ბანქოს დილერი - შუტერისგან შეიტყობს, რომ ქალაქი ჩამოდის საუკეთესო ბანქოს მოთამაშე - ლენსი ჰოვარდი.

კიდი გადაწყვეტს ეთამაშოს მას და დაამარცხოს. იგი მოლაპარაკების გზით დანიშნავს თამაშს, რომელზეც უკვე კეთდება ფსონები...

 

ცინცინატელი კიდი (The Cincinnati Kid) – 1965 წელი

 

მოთამაშე (The Gambler) – 2014 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: მარკ უოლბერგი, ჯონ გუდმანი, ბრი ლარსონი

რეჟისორ რუპერტ უაიატის ფილმი ლიტერატურის პროფესორ - ჯიმ ბენეტზე, რომელიც დღისით გენიალური მწერალი და შესანიშნავი ლექტორია, ღამით კი აზარტული მოთამაშე.

იგი ღრმად დაუკავშიდება სამყაროს, სადაც კანონი - ცარიელი სიტყვაა, იმდენად ღრმად, რომ ერთხელაც სასწორზე დადებს ყველაფერს, მათ შორის საკუთარ სიცოცხლეს.

იგი წააგებს ძალიან სახიფათო ხალხთან და მისი ხსნა შეუძლია მხოლოდ მათ, ვინც კიდევ უფრო საშიშია.

საინტერესოა, მიცემა თუ არა მეორე შანსი ადამიანს, რომელმაც უკვე წააგო საკუთარი თავი, ან თუ მიეცემა, რა იქნება მისი ფასი...

 

მოთამაშე (The Gambler) – 2014 წელი

 

მევერიკი (Maverick) - 1998 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: მელ გიბსონი, ჯუდი ფოსტერი, ჯეიმს გარნერი

რეჟისორ რიჩარდ დონერის ისტორია დიდებულ ბანქოს მოთამაშეზე, პოკერის დიდოსტატზე და რა თქმა უნდა მომხიბვლელ თაღლითზე მევერიკზე.

იგი ცდილობს შეაგროვოს თანხა პოკერის ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა ამ საქმეში მარტო არ არის, რადგან იგივე სურს მომხიბვლელ ქურდ ანაბელს.

მათ ბევრი თავგადასავალი გადახდებათ, სანამ შეაგროვებენ 25 000 დოლარს, რადგან სწორედ ეს თანხაა საჭირო თამაშში მონაწილეობის მისაღებად....

 

მევერიკი (Maverick) - 1998 წელი

 

მოთამაშეები (DEAL) – 2008 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ბერტ რეინოლდსი, ბრეტ ჰარისონი, შენონ ელიზაბეტი

რეჟისორ ჯილ კეიტს მლ.ი-ს ფილმი, რომელშიც პოკერის პროფესიონალი მოთამაშე ასწავლის პოკერის საიდუმლო ნიუანსებს ახალგაზრდა ამბიცურ და თავდაჯერებულ ახალგაზრდას.

გარკვეული დროის შემდეგ იგი იძულებული ხდება მონაწილეობა მიიღოს პოკერის მსოფლიო ჩემპონატში, სადაც მის მიერ „გაწვრთნილი“ პროტეჟე მისივე მთავარი და რთული მოწინააღმდეგე ხდება.

 

მოთამაშეები (DEAL) – 2008 წელი

 

იღბლიანი (Lucky You) – 2007 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა/გერმანია/ავსტრალია

მთავარ როლებში: ერიკ ბანა, დრიუ ბერიმორი, რობერტ დიუვალი

რეჟისორ ქერტის ჰენსონის ფილმი, რომელშიც მოვლენები ვითარდება პროფესიონალური პოკერის სამყაროში.

ფილმის მთავარი გმირია მოთამაშე ჰაკ ჩივერი, რომელიც არ იშურებს ძალებს გამარჯვებისთვის და მუდამ მზად არის გასარისკად.

ჰაკი აბსოლიტურად განსხვავებულად მოქმედებს პირად ცხოვრებაში, სადაც ფრთხილი და თავშეკავებულია, თავს არიდებს ემოციების გამჟღავნებას და არ სურს საკუთარ თავზე რაიმე სახის ვალდებულების აღება.

ფინალის მოახლოებასთან ერთად ჰაკი ხვდება ერთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ გამარჯვების მოსაპოვებლად თამაშშიც და ცხოვრებაშიც, საჭიროა მოთამაშის ტალანტისა და ადამიანური ღირსებების გაერთიანება...

 

იღბლიანი (Lucky You) – 2007 წელი

 

კრუპიე (CROUPIER) – 1998 წელი

 

ქვეყანა: საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი/ირლანდია/გერმანია

მთავარ როლებში: კლაივ ოუენი, კეიტ ჰარდი, ალექს კინგსტონი

რეჟისორ მაიკ ჰოჯესის ფილმი დამწყებ მწერალზე - ჯეკ მანფრედზე, რომელიც ფინანსური მოთხოვნილებებისა და ლიტერატურული  ამბიციების დასაკმაყოფილებლად კაზინოში კრუპიედ იწყებს მუშაობს.

კაზინოში ჯეკის მიდგომა მოთამაშეების მიმართ ისეთივე ცივი და განაპირებულია, როგორც როგორც საკუთარ მწერლობასთან დამოკიდებულება.

ჯეკი თავად არასოდეს აკეთებს ფსონებს, თუმცა როცა მომხიბვლელი ლამაზმანი და კაზინოს მუდმივი მომხმარებელი ჩაითრევენ სახიფათო, მაგრამ პოტენციურად მომგებიან აფერაში, ჯეკი ჩათვლის, რომ ფორტუნამ მომხიბვლელად გაუღიმა... თუმცა თამაში იმაზე ძლიერად ჩაითრევს, ვიდრე მას წარმოედგინა...

 

კრუპიე (CROUPIER) – 1998 წელი

 

რულეტკის მეფეები (The Pelayos ) - 2012 წელი

 

ქვეყანა: ესპანეთი

მთავარ როლებში: დანიელ ბრიული, ლიუის ომარი, მიგელ ანჰელ სილვესტრე

რეჟისორ ედუარდ კორტესის ავანტიურისტული ისტორია, რომელიც რეალურ მოვლენებზეა დაფუძნებული.

ფილმი მოგვითხრობს პელაიოს კლანზე. ეს არის ოჯახი, რომლის წევრებიც არიან რულეტკისა და ბანქოს ოსტატები და პატიოსნად უგებენ კაზინოებს მსოფლიოს მასშტაბით.

უბადლო ნიჭის წყალობით მათ შეძლეს დიდი თანხის გამომუშავება და კაზინოს ისტორიაში სახელის დამკვიდრება...

 

რულეტკის მეფეები (The Pelayos ) - 2012 წელი

 

დიადი (The Grand ) - 2007 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ვუდი ჰარელსონი, დევიდ კროსი, დენის ფარინა

რეჟისორ ზაკ პენის ფსევდოდოკუმენტური კომედია პოკერის ტურნირზე, რომლის ყველა მონაწილე მსახიობს შეუძლია თავისუფლად იმპროვიზირება სათამაშო მაგიდასთან.

ექვსი მოთამაშე, ექვსი სხვადასხვა ბედისწერა, ექვსი სტრატეგია და მწვანე მაუდით დაფარული მაგიდა.

ქალბატონებო და ბატონებო! - ფსონები მიღებულია...

 

დიადი (The Grand ) - 2007 წელი

 

ჩრდილი (SHADE) - 2003 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: სტიუარტ ტაუნსენდი, ტენდი ნიუტონი, გაბრიელ ბირნი, სილვესტრე სტალონე.

რეჟისორ დემიან ნიმანის ფილმი, რომელშიც ლეგენდარული მოთამაშის - სტივენსის წინააღმდეგ ერთიანდებან: მაქინაციების გენია - ჩარლი მილერი, ბანქოს ვირტუოზი ვერნონი და შულერი ლარი ჯენინგსი.

თითეული მათგანისათვის ტყუილი არის გამდიდრების საშუალებაც და საშიშროებაც... დამნაშავეთა სამყაროში კი სიცოცხლის ფასი არაფერს წარმოადგენს დიდი ფულის წინაშე...

 

ჩრდილი (SHADE) - 2003 წელი

 

მოლის თამაში (MOLLY'S GAME) - 2017 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ჯესიკა ჩესტეინი, იდრის ელბა, კევინ კოსტნერი

რეჟისორ აარონ სორკინის ფილმში მოქმედება ვითარდება პოკერის პრინცესად წოდებული მოლი ბლუმის გარშემო, რომელმაც გახსნა ყველაზე დიდი იატაკქვეშა კაზინო ჰოლივუდში.

კაზინოში მუდმივად ვა-ბანკზე მიდიან კინოვარსკვლავები, შეიხები, მილიარდელები...

დიდ ფულს სისხლის სუნი ასდის და თამაშიდან სუფთად გამოსვლა ძალიან რთულია, როცა შენზე ნადირობს ერთდროულად - მაფია და ეფბიაი...

 

მოლის თამაში (MOLLY'S GAME) - 2017 წელი

 

რევოლვერი (REVOLVER) – 2005 წელი

 

ქვეყანა: საფრანგეთი/დიდი ბრიტანეთი

მთავარ როლებში: ჯეისონ სტეტჰემი, რეი ლიოტა, ვინსენტ პასტორე, ანდრე ბენჯამინი

რეჟისორ გაი რიჩის ორიგინალური ფილმი აზარტულ მოთამაშე ჯეიკ გრინსზე, რომელიც შვიდი წლის წინ გაეხვია უსიამოვნო ისტორიაში.

ქალაქში არალეგალური აზარტული თამაშების ბუმი იყო, რომელსაც ორგანიზებას უწევდა დამნაშავეთა სამყაროს ბოსი მაკი. 

ერთხელ, დიდი თამაშის დაწყების წინ მაკი დაკარგავს თავის საუკეთესო მოთამაშეს და ჯეიკ გრინს შესთავაზებენ მის ჩანაცვლებას. ზეწოლის შედეგად გრინი დათანხმდება და მოიგებს კიდეც.

თითქოსდა ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი მხოლოდ იწყება...

 

რევოლვერი (REVOLVER) – 2005 წელი

 

გასეირნება მისისიპში (Mississippi Grind) – 2014 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ბენ მენდელსონი, რაიან რეინოლდსი, სიენა მილერი

რეჟისორების ანა ბოდენისა და რაიან ფლეკის ფილმი ძველ ასაკოვან ბანქოს მოთამაშეზე, რომელიც ახალგაზრდა კოლეგასთან ერთად მოგზაურობს ამერიკის სხვადასხვა კაზინოებში ფულის მოგების მიზნით.

ჯერი პოკერის ნიჭიერი მოთამაშეა, თუმცა ზედმეტი მისწრაფება აზარტის მიმართ მის ნიჭიერებას შანსის გარეშე სტოვებს. კერტისი ახალგაზრდა ქარიზმატული მოგზაურია, რომელსაც ჯერი საკუთარ თილისმად თვლის.

მოგება დ წაგება, აღმაფრენა და დაღმასვლა - ეს მოგზაურობა ნათლად აჩვენებს დუეტის ნამდვილ ხასიათსა და მოტივაციას... 

 

გასეირნება მისისიპში (Mississippi Grind) – 2014 წელი

 

საბედისწერო რვიანი (HARD EIGHT) – 1996 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ფილიპ ბეიკერ ჰოლი, ჯონ სი რაილი, გვინეტ პელტროუ, სემუელ ელ ჯექსონი

რეჟისორ პოლ თომას ანდერსონის ფილმი, რომლის სიუჟეტი ვითარდება ხელმოცარული ჯონისა და გულუხვი ბატონის - სიდენის ირგვლივ.

ჯონიმ წააგო უკანასკნელი თანხა და ტრაქტირის წინ სასოწარკვეთილ მდგომარეობაში ოცნებობს ფინჯან ყავაზე. სიდნეის შეეცოდება ჯონი, გაუმასპინძლდება და სთავაზობს ასწავლოს, თუ როგორ უნდა მოიგოს კაზინოში დიდი ფული.

სიდნეის მკაფიო მითითებებით მალე ჯონი პირველი კლასის მოთამაშე ხდება და ისინი შეწყობლად გამოიმუშავებენ დიდ თანხებს კაზინოებში მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ ჯონის არ შეუყვარდება ოფიციანტი გოგონა სახელად კლიმენტინა.

 

საბედისწერო რვიანი (HARD EIGHT) – 1996 წელი

 

3000 მილი გრეისლენდამდე (3000 Miles To Graceland) – 2001 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: კურტ რასელი, კევინ კოსტნერი, კორტნი კოქსი, კრისტიან სლეიტერი

რეჟისორ დემიენ ლიჰტენშტაინის ფილმში ორი მეგობარი მაიკლი და მერფი შეიმუშავებენ ავანტიურისტულ გეგმას კაზინოს გასაძარცვად.

ისინი გამოეწყობიან ელვის პრესლის ორეულებად, რომ შეაღწიონ ლას ვეგასის ერთ-ერთ უდიდეს კაზინოში მისი გაძარცვის მიზნით.

ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართა, მაგრამ პრობლემები დაიწყო მას შემდეგ, როცა საქმე ნაძარცვის გაყოფამდე მივიდა...

 

3000 მილი გრეისლენდამდე (3000 Miles To Graceland) – 2001 წელი

 

ვა-ბანკი (All In) – 2006 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: დომინიკ სუეინი, მაიკლ მედსენი, ლუის გოსეტ უმცროსი, ჯეიმს რუსო

რეჟისორ ნიკ ვალელონგას ფილმი ალისია ანდერსონზე, რომელსაც მამა ჯერ კიდევ ბავშვობაში ასწავლიდა მათემატიკას და ტეხასურ პოკერს.

მალე ალისას მამა ავტოკატასტროფაში იღუპება და მამაშვილური იდილია სრულდება.

წლების შემდეგ, როცა მისი მეგობარი მედიკოს სტუდენტთა ჯგუფი გადაწყვეტს შექმნას იდეალური სქემა პოკერის სათამაშოდ და მონაწილეობა მიიღონ World Series of Poker - ის ტურნირზე.

ალისია ცდილობს გაიხსენოს საკუთარი უნარები და როცა ფსონები მაღალია გადაწყვეტს იბრძოლოს ბოლომდე...

 

ვა-ბანკი (All In) – 2006 წელი

 

კალიფორნიული პოკერი (CALIFORNIA SPLIT) – 1974 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ჯორჯ სიგალი, ელიოტ გულდი, ენ პრენტისი

რეჟისორ რობერტ ოლტმენის სატირული ფილმი პათოლოგიურ მოთამაშეებზე - ბილ დენიზე და ჩარლი უოლტერზე, რომელთაც ასევე პათოლოგიურად არ უმართლებთ.

ისინი ერთმანეთს შემთხვევით გაიცნობენ ბარში, გადაწყვეტენ ერთ გუნდად იმოქმედონ და მიემგზავრებიან ამერიკის ერთ-ერთ უდიდეს კაზინოში, სადაც შეძლებენ ლეგენდარული მოთამაშის ამარილო სლიმის „გასუფთავებას“, თუმცა ეს ბედნიერებას არ მოუტანთ.

ამ ვირტუოზულ ისტორიაში, შედეგზე მნიშვნელოვანი თავად პროცესია, ბილი და ჩარლი უბრალოდ თამაშობენ, რომ მიიღონ სიამოვნება...

 

კალიფორნიული პოკერი (CALIFORNIA SPLIT) – 1974 წელი

 

ნიჭიერი ქურდი (THE GOOD THIEF) – 2002 წელი

 

ქვეყანა: საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, კანადა, ირლანდია

მთავარ როლებში: ნუცა კუხიანიძე, ნიკ ნოლტი, ოსინი ემბარეკი, ჩეკი კარიო

რეჟისორ ნილ ჯორდანის ფილმი, რომელშიც მოქმედება ვითარდება ყოფილი ქურდისა და აფერისტის - ბობ მონტანის გარშემო.

იგი უბრუნდება თვალისმომჭრელ ფრანგულ რევიერას, რათა შემოაბრუნოს მისთვის ყველაზე დიდი საქმე.

მიუხედვად იმისა, რომ ბობი მუდამ ძველი მეგობრისა და ამავდროულად მუდმივი მტრის - პოლიციის ინსპექტორ - როჟეს თვალთახედვის არეშია, იგი კრებს პირველი კლასის პროფესიონალთა გუნდს და გაუგონარი, თავხედური და ეშმაკური გეგმით აპირებს კაზინოს გაძარცვას.

ბობის გვერდით მუდამ ტრიალებენ გამცემები და მოღალატეები, რომლებიც იოლი ფულის ხელში ჩაგდებაზე ოცნებობენ, თუმცა მას ხელში უჭირავს კოზირი, და რა კოზირია ეს, შესაძლოა ცნობილი გახდეს მხოლოდ ბოლო მომენტში...

 

ნიჭიერი ქურდი (THE GOOD THIEF) – 2002 წელი

 

შეპყრობილი (OWNING MAHOWNY) – 2003 წელი

 

ქვეყანა: - დიდი ბრიტანეთი/კანადა

მთავარ როლებში: ფილიპ სეიმურ ჰოფმანი, მინი დრაივერი, ჯონ ჰერტი

რეჟისორ რიჩარდ კვიტნევსკის ფილმი, რომლის სიუჟეტი ვითარდება შეულახავი რეპუტაციის მქონე პიროვნების - დენ მაჰონის გარშემო.

დღისით იგი სამაგალითო ბანკის თანამშრომელია, ღამით კი დროის უდიდეს ნაწილს ატარებს კაზინოში.

დენი ვალებითაა სავსე, რომელიც დღითიდღე იზრდება. ერთხელაც იგი შეიმუშავებს მახვილგონივრულ გეგმას, რომელიც წარმატების შემხთხვევაში მას საშუალებას აძლევს აღარ დაუბრუნდეს სამუშაოს.

ამისთვის მას სჭირდება უზარმაზარი თანხა - საკუთარი კლიენტების თანხა...

 

შეპყრობილი (OWNING MAHOWNY) – 2003 წელი

 

ჰაიროლერი/სტიუ უნგარის ისტორია (The Stu Ungar Story) – 2003 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: ელ ბერნშტეინი, ენდრიუ გლეიზერი, მაიკლ იმპერიოლი

რეჟისორ A.W ვიდმერის ბიოგრაფიული დრამა პოკერის გენიაზე - სტივ უნგარზე.

14 წლისა იგი საუკეთესო ბანქოს მოთამაშე იყო ნიუ-იორკის პირქუშ ჯურღმულებში. 

20 წლისა ვალებისგან და მაფიოზებისგან თავის დაღწევის მიზნით სასოწარკვეთილი გაიქცა ლას-ვეგასში, სადაც ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიო ჩემპიონი გახდა პოკერში.

მალე სტიუმ ყველაფერი დაკარგა, თუმცა პოკერი მისთვის სიცოცხლის აზრს წარმოადგენდა.

დღესაც კი, იატაკქვეშა სათამაშო დაწესებულებებში თუ პრესტიჟულ ტურნირებზე დადის ლეგენდები იმის შესახებ, თუ როგორ დაეშვა სტიუ ფსკერზე და როგორ შეძლო წარმოუდგენელის გაკეთება, კვლავ აღზევება და მწვერვალზე ასვლა.

იგი რისკავდა და დებდა გიჟურ ფსონებს, არ ეპუებოდა ცვალებად ფორტუნას, თუმცა დიდებული ტრიუმფის ფასი ყოველთვის ძალიან მაღალია ხოლმე...

 

ჰაიროლერი/სტიუ უნგარის ისტორია (The Stu Ungar Story) – 2003 წელი

 

ჰავანა (HAVANA) – 1990 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა

მთავარ როლებში: რობერტ რედფორდი, ლენა ოლინი, ალან არკინი

რეჟისორ სიდნი პოლაკის ფილმი მსხვილ თანხებზე მოთამაშე პროფესიონალ ჯეკ-უაილზე, რომელიც გეგმავს „დიდი თამაშის“ მოწყობას კარიბის ზღვის კუნძულზე.

უაილი ძალიან ფრთხილია, მისი ცხოვრების მთავარი წესია - არავის ენდოს, თუმცა იგი ხვდება საბედისწერო ქალს, რომელიც მის ცხოვრებას თავდაყირა აყენებს, აიძულებს გადაუხვიოს საკუთარ პრონციპებს და შევიდეს თამაშში, რომელშიც სასწორზე ადამიანის სიცოცხლე დევს.

 

ჰავანა (HAVANA) – 1990 წელი

 

გათეთრებული ფული (Even Money) – 2006 წელი

 

ქვეყანა: ამერიკა/გერმანია

მთავარ როლებში: კიმ ბესინჯერი, კელსი გრემერი, რეი ლიოტა, ფორესტ უიტეკერი, დენი დე ვიტო, ტიმ როტი

რეჟისორ მარტი ავგუსტინის ფილმი - რომლის ცენტრშია რამოდენიმე ადამიანი, რომლებსაც ერთმანეთთან არაფერი აკავშირებთ, თუმცა აერთიანებთ აზარტული თამაშებისადმი მისწრაფება.

ეს მისწრაფება ანგრევს მათ ცხოვრებას, თუმცა მათ არ შეუძლიათ შეჩერება, რადგან არ არსებობს იმაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც არის ჟინი და მისწრაფება მსხვილი მოგების მიმართ...

 

გათეთრებული ფული (Even Money) – 2006 წელი

 

დაფარული ბანქო (TAZZA: THE HIDDEN CARD) – 2014 წელი

 

ქვეყანა: სამხრეთ კორეა

მთავარ როლებში:  სენგ-ჰიუნ ჩოი, შინ სე კიუნგი, იუნ-სეოკ კიმი, იუ იუ, ჰა-ნუი ლი

რეჟისორ ჰიეონგ-ჩეოლ კანგის ფილმი დაე-გილზე, პროფესიონალ ბანქოს მოთამაშეზე, რომელიც ბავშვობიდან გამოირჩევა ნიჭიერებით.

იგი მიემგზავრება სეულში, სადაც ცხოვრების სიყვარულს შეხვდება.

დაე-გილი ერთვება თამაშში და აღწევს დიდ წარმატებას, თუმცა მალე ხდება შეთქმულების მსხვერპლი და დიდი ძალისხმევა მართებს, რომ განსაცდელს თავი დააღწიოს...

 

დაფარული ბანქო (TAZZA: THE HIDDEN CARD) – 2014 წელი

 

ყველაფერი კაზინოს შესახებ ®

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ