მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 44535 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

როგორ გავარჩიოთ ორიგინალი საათი და მისი ასლიალბათ საათების საკითხში ზედმეტ-ნაკლებად გათვითცნობიერებული მომხმარებლისთვის ცნობილია ჭეშმარიტება, რომ იაპონური და განსაკუთრებით შვეიცარული საათები ღირს ძალიან ძვირი და ძირითადად მათი ღირებულება ათეულობით ათას დოლარს აჭარბებს.

რა თქმა უნდა ძალიან ბევრ ადამიანს არა აქვს ასეთი ფუფუნების საშუალება, მაგრამ თითქმის ყველას სურს შეცვალოს სიტუაცია და ფლობდეს საუკეთესო ბრენდის საათს.

ზოგიერთი მომხმარებელი ეძებს პრესტიჟული დასახელების საათს და ყიდულობს კიდეც სხვადასხვა სახის ყალბ ნაკეთობას ისე, რომ ყურადღებას არ აქცევს გამოყენებულ მასალას, მწარმოებელ ქვეყანას და სხვა მნიშვნელოვან ნიუანსებს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია ხარისხიანი საათის შერჩევის დროს.

დღესდღეობით, სახელგანთქმული ბრენდის საათების ასლების (კოპიოების) წარმოება ისე ფართოდ არის გავრცელებული და დახვეწილი, რომ ხშირად პროფესიონალსაც კი უჭირს განასხვავოს ორიგინალი საათი მისი ასლისგან.

რა თქმა უნდა შეიძლება ფასსზე ორიენტირება, მაგრამ რადგან ადამიანები მაინც ყიდულობენ ასეთ საათებს, ხომ არ არის ამაში რაიმე სარგებელი? შევეცადოთ გავერკვეთ ორიგინალი საათების ასლების კლასიფიკაციაში.

იმისათვის, რომ უფრო კარგად გაერკვეთ საათების სამყაროში, საჭიროა იცოდეთ გარკვეული ტერმინოლოგია.

ხარისხის მიხედვით არაორიგინალი საათები პირობითად შეიძლება დაიყოს სამ ძირითად ჯგუფად:

»» რეპლიკა

»» ორიგინალის ასლი 

»» ყალბი საათი

 

რეპლიკა

 

ორიგინალი საათის რეპლიკებიყველაზე ხარისხიან და შესაბამისად ძვირადღირებულ ბრენდული საათების ასლებს - რეპლიკებს უწოდებენ.

მართალია რეპლიკების წარმოება არ ხდება საფირმო ქარხნებში, მაგრამ ამ საათების შემადგენელი მექანიზმების, კორპუსების, ციფერბლატების და სხვა შემადგენელი ნაწილების შესრულების დონე (მის კომპლექტაციასთან ერთად) საკმაოდ მაღალია.

როგორც წესი, რეპლიკების წარმოებისთვის გამოიყენება ხარისხიანი მეტალი და ძვირფასი ქვებიც კი. რაც შეეხება მექანიზმს, არც თუ ისე ხშირად, დეტალებს არ გააჩნია მარკირება, ხოლო ქვების რაოდენობა რამდენადმე ნაკლებია, ვიდრე ორიგინალში.

სხვა ნაკლოვანებებთან ერთად უნდა აღინიშნოს გახუნებული და ძვირფასი ქვებისთვის არაშესაბამისი ფერი, უხეშად შემოსაზღვრული და ცუდად დამაგრებული ელემენტები.

მიუხედავად ყველაფრისა, რეპლიკები საკმაოდ ძვირადღირებული საათებია, რომელიც ყველაზე მეტად არის მიახლოებული ორიგინალთან.

 

ორიგინალის ასლი 

 

ორიგინალი საათის ასლებისუსტი და ზომიერი ხარისხის ასლები, შვეიცარული და იაპონური საათების უფრო ეკონომიურ ვარიანტს წარმოადგენს.

ორიგინალისაგან ასეთი საათების გარჩევას არაპროფესიონალიც კი თავისუფლად შეძლებს, თუ ერთხელ მაინც აქვს ნანახი ბრენდის ორიგინალი.

ყველაზე ხშირად ორიგინალი საათის პრინტებს აქვს შემდეგი სახის ნაკლოვანებები:

ციფერბლატის დანაყოფებს აქვს უსწორმასწორო კონტურები, ზოგჯერ კი საერთოდ განსხვავდება ორიგინალისაგან. კორპუსის გრავირება არასწორადაა შესრულებული. ოქროს მაგივრად გამოყენებულია მოოქროვილი თითბერი და სხვა

და ყველაზე მთავარი, შვეიცარული და იაპონური მექანიზმების ნაცვლად, ხშირად ორიგინალი საათის ასლებში გამოიყენება იაფფასიანი ჩინური კვარცის და ავტომატური მექანიზმები, რომლებიც ხარისხით რა თქმა უნდა ჩამოუვარდება მათ „ჯიშიან“ ანალოგებს.

არავითარი სახელობითი წარმომადგენლობები დუბაიში, ბელგიაში, ფინეთში, იტალიაში, ავსტრიაში და სხვა ქვეყნებში, შვეიცარულ და იაპონურ ბრენდებს არ გააჩნიათ, ამიტომ ენდეთ მხოლოდ ისეთ მოდელებს, რომელსაც გააჩნია ორიგინალური და ხარისხიანი მარკირება Swiss made ან Swiss quartz.

 

ყალბი საათები

 

ყალბი და ორიგინალი საათებისამომხმარებლო ბაზარზე სამწუხაროდ ხშირად გვხვდება ყალბი, სრულიად გაურკვეველი წარმოების საათები, რომლებიც არათუ ორიგინალი, არამედ ძვირადღირებული რეპლიკების და საშუალო ხარისხის ასლების პაროდიას წარმოადგენს.

ასეთი საათების გამოცნობა შედარებით მარტივია თუნდაც მხოლოდ ფასის საშუალებით - 15, 20, 30, 50 და თუნდაც 100 ლარი... რაც ყოვლად წარმოუდგენელია.

ასეთი საათების ხარისხზე საუბარიც კი ღიმილის მომგვრელია. უხარისხო მეტალი, ციფერბლატი, მექანიზმი, შეცვლილი მარკირება და ა. შ...

თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი გარეგნულად შეიძლება შესანიშნავად იყოს შეფუთული და საათი ღირსეულად გამოიყურებოდეს.

სოლიდური ადამიანი, რომელიც უფრთხილდება საკუთარ რეპუტაციას, ასეთ საათს ნამდვილად არ იყიდის.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ არ არის საჭირო ძვირფასი შვეიცარული და იაპონური საათების ყალბი ასლების ყიდვა. იგივე ან ოდნავ მაღალ ფასად უმჯობესია ნაკლებად ცნობილი, მაგრამ ორიგინალი ბრენდების ხარისხიანი საათების შეძენა. როგორც წესი, ყალბ საათებზე კეთდება ასეთი ტიპის წარწერები:  “Made in Switzerland”,  “Made in Swiss" და სხვა...

 

გაითვალისწინეთ!

 

როგორ გავარჩიოთ ორიგინალი საათი ყალბისგანძვირფასი ორიგინალი საათების შეძენა (10 000$-ის ზემოთ), მხოლოდ ბრენდების ოფიციალურ ბუტიკებში და  ოფიციალურ ავტორიზებულ ცენტრებშია რეკომენდებული. ოფიციალურ დილერთა სია საათების ბრენდების ოფიციალურ საიტებზეა მითითებული.

ერიდეთ ძვირფასი ბრენდების საათების შეძენას ბაზრობებზე, ქუჩის დახლებზე და არაავტორიზებული ინტერნეტ მაღაზიებში, რადგან დიდია კონტრაფაქტული საათის შეძენის რისკი.

რაც შეეხება შედარებით დაბალი ფასის (10 000$-მდე), მაგრამ ასევე ორიგინალი და ძვირფასი ბრენდების საათებს შეძენას, რომელიც განთავსებულია სხვადასხვა ინტერნეტ საიტებზე. შეამოწმეთ გამყიდველი კომპანიის იურიდიული მონაცემები (მითითებული უმდა იყოს საიტზე) და მოსთხოვეთ მას წარმოგიდგინოთ ავტორიზაციის სერთიფიკატი, რომელიც გაცემულია მოცემული მარკის ოფიციალური დისტრიბუტორის მიერ.

თუ შემოწმებას ვერ ახერხებთ, ან კომპანიამ ბოლომდე ვერ დაგაჯერათ, შეადარეთ სასურველი ბრენდის საათის რეკომენდებული საცალო ფასი ინტერნეტში რამოდენიმე სანდო ოფიციალურ წყაროზე დაყრდნობით. თუ ფასთა სხვაობა თვალსაჩინოა, ჩათვალეთ, რომ ეს გარანტირებული ფეიკია და მისი შეძენისგან თავი შეიკავეთ.

არ შეიძლება ხარისხიანი ბრენდის საათი იაფი ღირდეს და მისი ფასი საბაზრო ფასისგან მკვეთრად განსხვავდებოდეს.

წარწერა Swiss Made - ხარისხის კონცეფციაა, რომელსაც საფუძველი ასწლეულების განმავლობაში ეყრებოდა. საათის შეძენის დროს ყურადღება მიაქციეთ ყველაფერს: მარკირებას ციფერბლატზე, უკანა ხუფზე, მოსამართ თავაკს, ისრების, ციფერბლატის, სამაჯურის, სამაჯურის შესკრავის შესრულების ხარისხს, ყურადღება მიაქციეთ საფირმო კოლოფის ხარისხსაც კი, რადგან ეს ყველაფერი იდეალური ხარისხის და ვიზუალურად დახვეწილი უნდა იყოს.

საათის შეძენის დროს, მომსახურე პერსონალმა საათი სწორად უნდა დააკომპლექტოს და საფირმო ყუთში აუცილებლად ჩადოს დოკუმენტაციის კომპლექტი: ინსტრუქცია სხვადასხვა ენებზე, საქონლის ჩეკი, საგარანტიო ტალონი (სავარაუდოდ 1-დან 3 წლამდე საერთაშორისო გარანტია) და პლასტიკური ბარათი საერთაშორისო გარანტიით (არ მოჰყვება ყველა ბრენდს).

ყურადღება მიაქციეთ ბრენდის სახელწოდებებს. ხშირად ჩინელი მწარმოებლები სპეციალურად ამახინჯებენ ბრენდების სახლეწოდებებს. მაგალითად: Alberto Cavalli - არის ფეიკი. ორიგინალის სახელწოდება არის Roberto Cavalli. ან ბრენდი Calvin Klein, რომელსაც ჩინელები ნათლავენ როგორც Kalvin Klein-ს.

იხილეთ ვრცლად: ყალბი საათის მწარმოებლების შავი სია

 

შვეიცარის ფედერალური კავშირის დადგენილება

 

აქ მოყვანილია შვეიცარის ფედერალური კავშირის დადგენილება, რომელიც დაგეხმარებათ ნამდვილი შვეიცარული ბრენდის საათის გამოცნობაში.

შვეიცარიის ფედერალურმა კავშირმა, 1972 წლის 1 იანვრის დადგენილებით, სავაჭრო მარკების დაცვის შესახებ, გამოსცა ბრძანება წარწერების: «Switzerland» ან «Swiss» -ის გამოყენების შესახებ, რომელიც ადგენს:

 

1. საათი შვეიცარულად ითვლება თუ:

საათის მექანიზმი შვეიცარულია;

საათის მექანიზმი ჩასმულია კორპუსში შვეიცარიაში;

საათის საბოლოო ტესტირება ჩატარებულია შვეიცარიაში;

 

2. საათის მექანიზმი შვეიცარულად ითვლება, თუ:

საათის მექანიზმი აწყობილია შვეიცარიაში;

საათის მექანიზმი ტესტირებულია შვეიცარიაში;

საათის მექანიზმში, შვეიცარული წარმოების კომპონენტების ღირებულება შეადგენს საერთო ღირებულების არანაკლებ 50%-ს (აწყობის ღირებულების გაუთვალისწინებლად);

 

3. წარწერა  «Swiss» -ის პირობითი გამოყენების შესახებ:

 წარწერა «Swiss» - «შვეიცარული» უნდა იყოს თარგმნილი იმ ქვეყნის მწარმოებლის ენაზე, სადაც ხდება საათის წარმოება, ან წარწერაზე დამატებული უნდა იქნას სიტყვები: «style» (სტილი), «type» (ტიპი), «form» (ფორმა) ან სიტყვების სხვა კომბინაცია.

 სახელწოდებები: «Switzerland», «Swiss», «Swiss product», «manufactured in Switzerland», «Swiss quality» და სხვა სახელწოდებები გამოყენებული უნდა იყოს მხოლოდ შვეიცარულ საათებსა და მექანიზმებზე.

 იმ შემთხვევაში, თუ საათი, ან მისი მექანიზმი არ არის შვეიცარული, აღნიშნული წარწერები შესაძლოა გამოყენებული იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი დაფარულია და არ ჩანს მყიდველის თვალისთვის.

 

4. დამზადებულია შვეიცარიაში  «Swiss made»

 განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭოს წარწერას «Swiss made» - « დამზადებულია შვეიცარიაში» .

 ასეთი წარწერა მიუთითებს, რომ საათი არის შვეიცარული და იგი დამზადებულია შვეიცარიაში.

 

5. შვეიცარული მექანიზმი «Swiss movement»  

 წარწერა - «Swiss movement» - შეიძლება გამოყენებული იქნეს საათებისთვის, რომელსაც აქვს შვეიცარული მექანიზმი, მხოლოდ იმ პირობით, რომ სიტყვა «movement» უნდა იქნას დაწერილი სრულად და იგივე შრიფტით, ზომითა და ფერით, როგორც სიტყვა «Swiss».

 

6. შვეიცარული კორპუსი  «Swiss case»  

 საათის კორპუსი ითვლება შვეიცარულად, თუ შვეიცარიის ტერიტორიაზე ჩატარებულია მინიმუმ ერთი ძირითადი საწარმოო ოპერაცია (შტამპირება, ფრეზირება, პოლირება), თუ იგი აწყობილი და ტესტირებულია შვეიცარიაში და თუ წარმოების ხარჯების არანაკლებ 50% (მასალების ღირებულების გამოკლებით) მოდის ოპერაციაზე, რომელიც ჩატარებულია შვეიცარიაში.

 წარწერა «Swiss case», ან მისი თარგმანი, დატანილი უნდა იქნას შვეიცარულ საათებზე. ხოლო თუ საათი არ არის შვეიცარული, წარწერა უნდა იქნას დატანილი კორპუსის შიდა მხარეს და მითითებული უნდა იქნას ქვეყანა ან ქარხანა, სადაც იგი არის წარმოებული.

 

7. შვეიცარული ციფერბლატი  «Swiss dial»

 წარწერა «Swiss dial» ან მისი თარგმანი უნდა იყოს დატანილი ციფერბლატის მეორე მხარეს.

 თუ საათი არ არის შვეიცარული, წარწერა უნდა იქნას დატანილი ციფებლატის მეორე მხარეს და მითითებული უნდა იქნას ქვეყანა ან ქარხანა, სადაც იგი არის წარმოებული.

 

8. შვეიცარული კომპონენტები «Swiss parts»

 წინა პუნქტებში მითითებული ექსპორტირებული მექანიზმის დეტალები, ისევე როგორც ექსპორტირებული საათის მექანიზმები, შეიძლება იყოს მარკირებული წარწერით:

««Swiss parts» შვეიცარული კომპონენტები.

 

9. ნიმუშები და საკოლექციო ნიმუშები

ზემოთ მოყვანილი პუნქტების მიუხედავად, კორპუსები, ციფერბლატები, მექანიზმები და სხვა კომპონენტები, შეიძლება მარკირებული იყოს როგორც შვეიცარიაში წარმოებული, თუ:

 თუ მათი ექსპორტირება ხდება ცალ-ცალკე ნიმუშების, ან საკოლექციო ნიმუშების სახით;

 ნიმუშები წარმოებულია შვეიცარიაში;

 ნიმუშები არ არის გათვალისწინებული გასაყიდად;

 

10. საათების შეფუთვა

 ყველა ზემოთ ჩამოთვლილი წარწერა საათის გარდა დატანილი უნდა იქნეს მის ყუთზე, კოლოფზე, ფირნიშზე, დოკუმენტებზე, ზედნადებზე, სარეკლამო პროსპექტზე, კომერციულ დოკუმენტაციაზე, რომელიც თან უნდა ახლდეს საათს გაყიდვის დროს.


პს


და ბოლოს, დაიმახსოვრეთ, რომ თუ ორიგინალი პროდუქციის შეძენას ბრენდირებული მაღაზიის გარეთ აპირებთ, არ მოტყუვდეთ! თქვენ ძალიან გაგიჭირდებათ გაარჩიოთ ორიგინალი საათი მისი მაღალხარისხიანი ასლისგან ან რეპლიკისგან.

ამიტომ, კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. არ არის გამორიცხული ვიზუალურად ვერც მან გაარჩიოს ნამდვილი ორიგინალი ძვირადღირებული ასლისგან და ამისთვის საათის უკანა ხუფის მოხსნა მოუწიოს.

ხუფის მოხსნის შემდეგ იგი გულდასმით დაათვალიერებს საათის მექანიზმს და მის შიგთავსს, რის შემდეგაც შეცდომა გამორიცხულია, რადგან ნამდვილი პროფესიონალი სწორ დასკვნას აუცილებლად გამოიტანს.


– რეკომენდებული საათები –


ქვემოთ განთავსებულია შვეიცარული, იაპონური, გერმანული, ამერიკული და ჩინური ბრენდული საათების ფართო ასორტიმენტი ამერიკულ გიგანტ AMAZON.COM-ზე;

იქვე ნახავთ სმარტ საათების, ქალის Fashion საათების, კედლის საათებისა და მაღიძარების მრავალფეროვან არჩევანს.

ფასები მოცემულია AMAZON-ის რეგიონალური 30-60%-დე ფასდაკლებით.

 

საათები ამაზონზე
საათების ფართო ასორტიმენტი Amazon.Com-ზე
AMAZON.COM - ის პარტნიორული პროგრამა.©

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ