მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 2933 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

საინტერესო ფაქტები მარიხუანას შესახებ მსოფლიოში მარიხუანის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყანა არის პარაგვაი.


 ჯორჯ ვაშინგტონი და თომას ჯეფერსონი, ორივენი ფლობდნენ კანაფის ფერმებს. ჯეფერსონმა ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია დაწერა სწორედ კანაფისგან დამზადებულ ქაღალდზე.


მთელს მსოფლიოში, დაახლოებით 162 მილიონი ზრდასრული ადამიანი მოიხმარს მარიხუანას მინიმუმ ერთხელ წელიწადში;


მარიხუანა წარმოადგენს მსოფლიოში ალკოჰოლის შემდეგ ყველაზე პოპულარულ საშუალებას მოსადუნებლად და განწყობის ასამაღლებლად.


ამერიკის საშუალო სკოლების მოსწავლეების თითქმის 40%-ს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა, ხოლო 20% მოიხმარს მას რეგულარულად.


კველევებით დადგენილია, რომ საკმარისია მარიხუანას დაახლოებით 800 -ჯერ მოწევა, რომ ადამიანი დაიღუპოს, თუმცა სიკვდილის მიზეზი შეიძლება გახდეს ნახშირბადის ზეჟანგი და არა მარიხუანაში შემავალი ნარკოტიკული ნივთიერება.


არსებობს მარიხუანას 200-ზე მეტი „სლენგი“ - „თრიაქი“, „ბალახი“, „მწვანე“, „ანაშა“, „კანაფი“, „განჯა“,  „ქეში“ და სხვა...


მარიხუანას საერთაშორისო და სამედიცინო სახელწოდებაა „კანაბისი“.


სახელწოდება „მარიხუანა“ წარმოიშვა მექსიკური სლენგისგან, როგორც ვარაუდობენ სახელების - „მარია“ და „ჯეინი“ - მექსიკური წარმოთქმისაგან. ამ ორი სახელით, მექსიკურ სამხედრო სლენგში აღნიშნავენ მეძავებს ან ბორდელებს.


მცენარე კანაბისს შეიუძლია ზრდა პრაქტიკულად ნებისმიერ გარემოში. ზრდის სიჩქარე შეადგენს დღეღამეში 3-5 სმ-ს. მოზრდილი მცენარის სიმაღლე შეადგენს დაახლოებით ნახევარ მეტრს, თუმცა ზრდასრული კანაბისის სიმაღლემ შეიძლება 2 და მეტ მეტრსაც მიაღწიოს.


მარიხუანას ძირითადი მოქმედი ინგრედიენტია ინგრედიენტია HTC - delta-9-tetrhydrocannabinol. სწორედ ეს ქიმიური ნივთიერება იწვევს ეფექტს და მოქმედებს ადამიანის ფსიქიკაზე.


 HTC-ს მცირე დოზებისგან გამოწვეული ფსიქოაქტიური ეფექტი წარმოადგენს შვების, ეიფორიის და დროის აღქმის დამახინჯებულ შეგრძნებებს. პრეპარატმა ასევე შეიძლება გამოიწვიოს ვიზუალური მგრძნობელობის გაზრდა, გემოსა და სუნის გამწვავებული აღქმა.


მცენარე კანაბისში, HTC-ს შემცველობა დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე, ნიადაგის ტიპზე და მოსავლის აღების დროზე. აგრეთვე საბოლოო პროდუქტში ყვავილედისა და ფოთლების პროპორციაზე.

მარიხუანას ნიმუში შეიძლება შეიცავდეს 3-დან 20%-მდე HTC−ს.


ქვეყნები, სადაც მარიხუანა ნაწილობრივ ან სრულად ლეგალიზებულია პირადი მოხმარების მიზნით:

დეკრიმინილიზებულია:

ავსტრალია

ჩეხეთი;

მაკედონია;

ჰოლანდია;

ბელგია;

ინგლისი;

შვეიცარია;

ვენესუელა;

კანადა;

ეკვადორი;

მექსიკა;

ჩილე;

ფინეთი;

კოლუმბია;

გერმანია;

პორტუგალია;


ლეგალიზებულია სამედიცინო ან მცირე დოზებით პირადი მოხმარების მიზნით:


ამერიკა (ნაწილობრივ 16+− შტატი);

კანადა;

ისრაელი;

არგენტინა (მცირე დოზებით მოხმარება);

ინდოეთი (რეგულირდება სახელმწიფოს მიერ);

პაკისტანი;

პერუ;

ურუგვაი;

ირანი (ლეგალურია წრამოება არა მოხმარების მიზნით, თუმცა ამას არავინ არ აკონტროლებს);

ქვეყნები, სადაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებულია პირადი მოხმარების მიზნით, შესანახად დასაშვები მარიხუანის რაოდენობა რეგულირდება კანონით.

ამ სიაში ცალკე დგას ინგლისი, სადაც მართალია ოფიციალურად არ არის ლეგალიზებული და მხოლოდ ფორმალურადაა აკრძალული. მისი მცირე რაოდენობით შენახვა ექვემდებარება მხოლოდ კონფისკაციას და არ ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით.


1850-დან 1942 წლამდე მარიხუანა შედიოდა ამერიკის ფარმაკოპიის შემადგენლობაში როგორც ღებინების, რევმატიზმისა და ტკივილის საწინააღმდეგო საშუალება. შესაბამისად, იგი ადვილი ხელმისაწვდომი იყო ადგილობრივ სუერმარკეტებსა და აფთიაქებში.


მარიხუანას სამედიცინო თვალსაზრისით მოხმარების მომხრეები თვლიან, რომ პრეპარატს გააჩნია მნიშვნელოვანი სამედიცინო მნიშვნელობა პაციენტებისთვის, რომლებიც დაავადებულები არიან შიდსით, გლაუკომით, კიბოთი, გაფანტული სკლეროზით, ეპილეფსიით და აწუხებთ ქრონიკული ტკივილები.


2003 წელს, კანადა გახდა პირველი სახელმწიფო მსოფლიოში, რომელმაც დაუშვა მარიხუანას სამედიცინო მიზნით გამოყენება ტკივილით დატანჯული  ადამიანების მდგომარეობის შესამსუბუქებლად.


1996 წელს, კალიფორნია გახდა ამერიკის პირველი შტატი, სადაც იურიუდიულ დონეზე დაუშვეს პაციენტებისთვის მკურნალი ექიმის რეკომენდაციით მარიხუანას გამოყენება.


85 % ხარისხიანი მარიხუანისა, იწარმოება დახურულ ნაგებობებში ხელოვნურ შუქზე - სპეციალური მანათობელი ლამფების გამოყენებით.


მსოფლიოში არ არის დაფიქსირებული არც ერთი შემთხვევა, როცა მარიხუანას მოხმარება დასრულდა ლეტალური შედეგით. ეს რომ მოხდეს, მარიხუანას დოზამ უნდა გადააჭარბოს ჩვეულებრივ დოზას 40 000 − ჯერ, რაც პრაქტიკულად შეუძლებელია.

არათუ ადამიანებში, ცდები ჩაატარეს ძაღლებზე და ვერ დადგინდა, თუ რა დოზა იწვევდა სიკვდილს, რადგან ძაღლის ორგანიზმმა გაუძლო „ცხენის დოზებს“.


სამედიცინო მიზნით მარიხუანა პირველად გამოიყენეს ჩინეთში 1737 წელს რევმატიული ტკივილებისა და პოდაგრის დროს.


პირველი კანონი, რომელიც შემოღებული იქნა ამერიკის შეერთებლ შტატებში მარიხუანსთან დაკავშირებით, შეეხებოდა ფერმერებს, რომელთაც კანონიერად შეეძლოთ მცენარე კანაფის წარმოება ქსოვილების, აფრებისა და თოკების დამზადების მიზნით.


2007 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში მოხდა 900 000 დაპატიმრება, რისი მიზეზიც იყო მარიხანასთან დაკავშირებული დანაშაულები. აქედან დაპატიმრებების 90 % უკავშირდებოდა მხოლოდ მარხუანას შენახვას პირადი მოხმარების მიზნით


ამერიკაში მარიხუანა რიგით მეოთხე კულტურაა, რომელსაც მოაქვს ყველაზე დიდი მოგება და იგი შეადგენს დაახლოებით 36 მილიარდ დოლარს.


სიგარეტი VS  მარიხუანა VS ყავა

სიგარეტი შეიცავს 50 კანცეროგენურ ქიმიკატს;

მარიხუანა შეიცავს 50 კანცეროგენურ ქიმიკატს;

ყავა შეიცავს 16 კანცეროენურ ქიმიკატს;

კვლევებით დადეგნილია, რომ მარიხუანას ჭარბად გამოყენება არ ზრდის ფილტვების კიბოს რისკს.

სიგარეტი მიჩვევის კოეფიციენტი შეადგენს 90%-ს, მაშინ როცა ეს კოეფიციენტი მარიხანას უფრო დაბალი აქვს ვიდრე ყავას.


ე.წ გაბრუების ეფექტი აქვს მხოლოდ მდედრობითი სქესის მარიხუანას. მამრობითი სქესის კანაფი კი გამოიყენება მხოლოდ დამტვერვის მიზნით.


მარიხუანა და ჰაშიში ორი სხვადასხვა ნივთიერებაა. ჰაშიში გამომშალი მარიხუანისგან განსხვავდება გაცილებით ძლიერი ფსიქოაქტიური ზემოქმედებით, რადგან მის შემადგენლობაში მხოლოდ კანაფის ყვავილედის დაბოლოებები, განსხვავებით მარიხუანისგან, რომლიც ფოთლებისა და ყვავილედის ნაზავია.


რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ჩრდილოეთ კორეაში, რომელიც განთქმულია აბსურდული სასტიკი კანონებით, ნებადართულია მარიხუანს გაშენება და მოხმარება.


ჰოლანდიაში მარიხუანას მოხმარება აბსოლიტურად ლეგალურია, თუმცა საინტერესოა, რომ მისი მოხმარების პროცენტული მაჩვენებლი ყველაზე დაბალია ევროპაში, ისევე როგორ  მძიმე ნარკოტიკების პერედოზირებით დაღუპულთა რაოდენობა.


ინდუსების მითოლოგიაში ღმერთი შივა მარიხუანას დიდ მოყვარულად მიიჩნევა. ამიტომ, ინდუიზმის წმინდა ასკეტი ბერები „სადჰუები“ სიამოვნებით ეწევიან მარიხუანას გამოყენების პრაქტიკას, რათა შეიცნონ შივას ღვთიური არსი.


პს.


რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ გადაყაროთ სიგარეტები და მიეძალოთ მარიხუანას (რა თქმა უნდა უმჯობესია თუ "გადაყრით" ორთავეს).

მარიხუანა იწვევს ფსქიოზს, მეხსიერების დაქვეითებას და უმრავ არასახარბელო ფიზიოლოგიურ ცვლილებებს რასაც ალბათ წაიკითხავდით ამ გვერდზე დადებულ მასალებში.

ასე, რომ გაუფრთხილდით ჯანმრთელობას. გვერწმუნეთ არავითარი დროებითი, თუმდაც ძალიან სასიამოვნო ეფექტი არ შეიძლება იყოს მისი საპირწონე.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ