წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 
 
 




—  —  —  —  —  —  —  —  —  —

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები



—  —  —  —  —  —  —  —  — 

საათები
საათების ონლაინ მაღაზია

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

თაფლის შესახებ
თაფლი - ყველაფერი თაფლის შესახებ

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

ვებ კატალოგი
ვებ კატალოგი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —

 
  ნანახია 96334 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

ჩვილთა კვება ახალბედა დედებისთვისყოველ ახალგაზრდა დედას, რომელიც ზრუნავს საკუთარი შვილის ზრდა-განვითარებაზე, აღელვებს დამატებითი საკვების დროულად და სწორად მიწოდების საკითხი.

აქ მოყვანილია ის ყველაზე ელემენტალური და აუცილებელი წესები, რომელთა ცოდნაც სასურველი და რეკომენდებულია ახალბედა დედებისთვის.

მარტივად ვპასუხობთ რამდენიმე საჭირო და მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელიც შეიძლება გაუჩნდეს გამოუცდელ დედას:

 

როდიდან ვიწყებთ დამატებით კვებით რაციონს მეძუძურ ბავშვებში

 

მეძუძურ ბავშვებს ექვს თვემდე არანაირი კვებითი დანამატი არ ესაჭიროება, რადგან იგი ყველა საჭირო კომპონენტს, დედის რძის მეშვეობით იღებს. 

ნუ ინერვიულებთ რძის ხარისხსა და შემადგენლობაზე, დედის რძისგან ბავშვი ყველაფერ საჭიროს და აუცილებელს მაინც მიიღებს.

ასე რომ, მოთხოვნილების მიხედვით, 6 თვიდან, მეძუძურ ბავშვებს უკვე შეგიძლიათ მისცეთ დამატებითი საკვები.

განსაკუთრებულ შემთხვევებში: მაგალითად თუ ატყობთ, რომ ბავშვს არ ყოფნის საკვები, ან არა აქვს მოწესრიგებული კუჭის მოქმედება, შეგიძლიათ ქვემოთ მითითებული დანამატები პედიატრთან შეთანხმებით უფრო ადრეც მისცეთ.

 

როდიდან ვაძლევთ კვებით დანამატს ხელოვნურ კვებაზე მყოფ ბავშვებს

 

თუ ბავშვი ხელოვნურ კვებაზეა, ანუ იღებს ხელოვნურ რძეს, ასეთ შემთხვევაში დამატებითი პროდუქტების მიწოდება შეგიძლიათ 4 თვიდან დაიწყოთ. 

თანამედროვე, ხარისხიან  ხელოვნური საკვებში, ყველა საჭირო მიკრო ელემენტი და ვიტამინი შედის, მაგრამ კუჭის უკეთესი მოქმედებისთვის, უმჯობესია კვებითი დანამატების ადრეულ პერიოდში მიწოდება ანუ 4 თვიდან და არა 6 თვიდან, როგორც ეს მეძუძური ბავშვების შემთხვევაშია მიზანშეწონილი.

 

რა უნდა შევთვაზოთ პატარას პირველ რიგში

 

ყველაზე სასარგებლო და აუცილებელი ბავშვისთვის ხილის წვენი ან ხილფაფაა.

შეგიძლიათ დაიწყოთ ძალიან უპრეტენზიო და ალერგიული რეაქციებისგან უსაფრთხო ვაშლით, ან ბანანით.

 

პირველადი დოზები

 

ჩვილთა კვება ახალბედა დედებისთვისთავდაპირველად, დღეში  ნახევარი კოვზით უნდა დაიწყოთ.

დოზები დღითიდღე უნდა ზარდოთ იმისდა მიხედვით, მოსწონს თუ არა ეს პროდუქტი პატარას, და მოქმედებს თუ არა დადებითად მის კუჭ-ნაწლავზე.

დამატებითი კვების დაწყებისას სასურველია:

»» პატარას შეეძლოს წამოჯდომა;

»» ჰქოდეს თუნდაც ერთი კბილი;

»» არ იჩქაროთ ახალ-ახალი საკვების ხშირად მიწოდება;

»» სასურველია კვირაში თითო ახალი პროდუქტის დამატება;

»» არ აიძულოთ იმის მირთმევა, რაც არ სიამოვნებს;

»» არ შესთავაზოთ ერთბაშად რამდენიმე ხილის ან ბოსტნეულის ნაზავი. ამით ვერ გაარკვევთ თითოეულზე მის რეაქციას;

»» 7-8 თვიდან - ხორცი;

»» 8-9 თვიდან - კეფირი. ხაჭო. ორცხობილა;

»» 10-11 თვიდან - თევზი, ბულიონები, კვერცხის გული;

აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ განსხვავებულია დღენაკლული ბავშვების კვების რაციონი და რეჟიმი. იხილეთ - დღენაკლული ბავშვი

 

როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში (კომპლექსური სახელმძღვანელო)
იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

უკან

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები
Загрузка...

 

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ ავირჩიოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკა

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

სწრაფი სესხები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

თალიზი - Aura.Ge

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —

როგორ დავაგროვოთ ბიტკოინები

—  —  —  —  —  —  —  —  —  —  —