მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 46601 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში

 

რა რაოდენობით წყალი უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაშიროგორც ცნობილია, ნებისმიერ დეფიციტს სჭირდება შევსება. ეს ეხება წყალსაც, რომლისგანაც შედგება ადამიანის დაახლოებით 2/3.

პირველ თვეში, ემბრიონის 97% შედგება წყლისგან, ხოლო ახალდაბადებული ბავშვის ორგანიზმი, პირველ თვეებში შეიცავს 75-80% წყალს.

რაც შეეხებათ უკვე მოზრდილ ბავშვებს, მათ ორგანიზმში წყლის შემცველობა 70% -ზე მეტია. ამიტომ, არ არის გასაკვირი, რომ მათ ორგანიზმისთვის წყლის უფრო დიდი რაოდენობაა საჭირო.

ამიტომ, ბავშვისთვის განკუთვნილი წყლის რაოდენობასა და ხარისხზე, განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა აუცილებელია 2-3 წლის ასაკამდე.

ნორმალურ პირობებში, 6 თვემდე ბავშვის ორგანიზმს, რომელიც ძუძუთი იკვებება ან ხელოვნურ კვებაზე იმყოფება, სითხის აუცილებელი რაოდენობით, დედა ან ხელოვნური რძე უზრუნველყოფს.

თუმცა, შესაძლოა ბავშვს სჭირდებოდეს დამატებითი რაოდენობის წყლის მიღება, თუ:

»» ქუჩაში, ან სახლში ძალიან ცხელა (თუ ჰაერის ტემპერატურა 30 გრადუსზე მეტია, ბავშვმა წონის ყოველ კილოგრამზე და ყოველ დამატებით გრადუსზე, უნდა მიიღოს დამატებით 30 მლიტრი სითხე).

»» თუ ბავშვს აღენიშნება კუჭნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, გულისრევა ან დიარეა. ამ შემთხვევაში, პედიატრი (მასთან კონსულტაცია აუცილებელია) ნიშნავს ჰიდრო-ელექტროლიტურ ხსნარს, რათა კომპენსირებული იქნეს მინერალების ნაკლებობა.

»» თუ ბავშვს აღენიშნება ტემპერატურა, რომელსაც თან ახლავს გაძლიერებული ოფლის გამოყოფა. ამ შემთხვევაში, უნდა გაიზარდოს მისთვის მისაღები წყლის რაოდენობა 10%-ით მისი ტემპერატურის ყოველ გრადუსზე, რომელიც აჭარბებს 37 °C.

ყველა ამ სიტუაციაში, რეკომენდებულია ბავშვს წყალი მისცეთ საწოვარიანი ბოთლის, კოვზის ან პიპეტის საშუალებით.

გაითვალისწინეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მას დამტკბარი წყალი.

ჯერ ერთი: დედის რძე, ან დამატებითი საკვები ისედაც უზრუნველყოფს მას ყველა აუცილებელი ნივთიერებითა და ენერგიით,

მეორე: შეიძლება ბავშვი მიეჩვიოს დამტკბარ წყალს და აღარ მოისურვოს ჩვეულებრივი წყლის დალევა.

მესამე: დამტკბარმა წყალმა (ან დამტკბარმა გაზიანმა წყალმა, მაგალითად ლიმონათმა) შესაძლოა პრობლემები შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას (მაგალითად გამოიწვიოს შაქრიანი დიაბეტის და კარიესის პროვოცირება).

წყლის რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში;

 

 3 თვემდე  1კგ მასაზე  150 მილილიტრი
 3-6 თვე  1კგ მასაზე  125-150 მილილიტრი
 6-9 თვე  1კგ მასაზე  100-125 მილილიტრი
 9 თვე-1 წელი  1კგ მასაზე  100-110 მილილიტრი
 1-3 წელი  1კგ მასაზე  100 მილილიტრი

 

წყლის რაოდენობა, რომელიც უნდა მიიღოს ბავშვმა დღის განმავლობაში;(შედარებისთვის შეგახსენებთ, რომ ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმა ერთ კილოგრამზე 30-40 მილილიტრია).

მაგალითად, ამ ცხრილის მიხედვით 4კგ წონის (ერთი თვის) ბავშვს ყოველდღიურად სჭირდება 600 მლიტრი წყალი, 10 კგ წონის (ერთი წლის) ბავშვს - ერთი ლიტრი წყალი.

შეგახსენებთ, რომ 6 თვის ასაკამდე (დამატებითი საკვების მიცემამდე), ნორმალურ პირობებში, რძესთან ერთად, ბავშვისთვის არ არის საჭირო, თუნდაც მაღალი ხარისხის, სპეციალურად ახალშობილი ბავშვებისთვის განკუთვნილი წყლის მიცემა. რადგან მისთვის აუცილებელი რძის რაოდენობას იგი იღებს დედის რძიდან (ან ხელოვნური საკვებიდან, თუ ხელოვნურ კვებაზე იმყოფება).

პატარამ თავად გრძნობს, როცა ორგანიზმი სთხოვს წყალს, ამიტომ უნდა დალიოს იმდენი, რამდენიც სურს. დაძალება არ შეიძლება. მაგრამ, ამავე დროს, უნდა იყოთ ყურადღებით, რათა არ მოხდეს 2 წლამდე პატარის ორგანიზმის გაუწყლოვანება.

გაუწყლოვანების შემთხვევაში, ბავშვი ძალიან სწრაფად იკლებს წონაში, აქვს მშრალი და ფერმკრთალი კანი, ტირის, ამჟღავნებს მოუსვენრობას, ტემპერატურა ადის 37 °C-ზე ზემოთ, იშვიათდება და მუქდება შარდი. ამ შემთხვევაში, აუცილებელია პედიატრის კონსულტაცია.

თუ ახალშობილმა დღეში უნდა მიიღოს ნორმით გათვალისწინებული დაახლოებით 100 მლიტრი წყალი, მაგრამ ხარბად ითხოვს უფრო მეტს, მისთვის წყლის გამორთმევა არ შეიძლება.

მაგრამ, თუ ბავშვი დღეში იღებს 150 მლიტრზე მეტს და ამასთან არ აქვს ტემპერატურა, არ არის ზაფხული (მაღალი სიცხე) და არ შეინიშნება ორგანიზმის გაუწყლოვანების რაიმე სხვა სიმტომი, აუცილებელია მიმართოთ პედიტრს, რადგან ეს შესაძლოა რაიმე სახის პრობლემის ნიშანი იყოს (მაგალითად შაქრიანი დიაბეტი).

ბავშვის წყლის დეფიციტის შევსების დროს, გაუწყლოვანების გარდა, მშობლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ისეთ მნიშვნელოვან საშიშროებაზე, როგორიც არის წყლის არასწორი შერჩევა.

 

როგორი წყალი უნდა მივცეთ ბავშვს?

 

როგორი წყალი უნდა მივცეთ ბავშვს?ბავშვისთვის დასალევად, ან ხელოვნური რძის გასახსნელად განკუთვნილი წყალი, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად კრიტერიუმებს:

 წყალი არ უნდა შეიცავდეს ნიტრატებს, ან შეიცავდეს მცირე რაოდენობით (15 მგ - 1 ლიტრზე).

ნიტრატები განსაკუთრებით ტოქსიკურია პატარებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ არა აქვთ საკმარისად განვითარებული საჭმლის მომნელებელი ტრაქტი, რომელიც აუცილებელია ნიტრატიანი წყლის გაუვნებელყოფისთვის.

ნიტრატები შესაძლოა ტრანფორმირდეს ნიტრიტებად (აზოტოვან მჟავათა მარილები) და შეუერთდეს გემოგლობინს, რამაც შესაძლოა შეაფერხოს ჟანგბადის მიწოდება სხვადასხვა ორგანოებზე და ჰიპოქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) გამოიწვიოს.

 ზომიერი მინერალიზაცია (არა უმეტეს 500მგ/ლ), განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატარებისთვის, რადგან მათი თირკმლები ჯერ კიდევ ვერ მუშაობენ მთელი ძალით.

სოდა, ფლუორი და სულფატები - ძირითადი ნივთიერებებია იმ ელემენტთა სიაში, რომლის კონტროლიც საჭიროა არჩეული წყლის შემადგენლობაში.

შედარებით სასარგებლო ნივთიერებებს შორის შეიძლება დავასახელოთ ფტორი და იოდი, თუმცა არ ღირს ზედმეტი გულმოდგინების გამოჩენა, დოზის გადაჭარბება ასევე შეიძლება მავნებელი აღმოჩნდეს პატარებისთვის.

ფრანგი პედიატრები დაჟინებით ითხოვენ, რომ ხელოვნური კვების შემთხვევაში, ზუსტად იქნეს დაცული მშრალი რძის ფხვნილის მწარმოებლების მიერ მითითებული ინსტრუქცია (1 დოზირებული კოვზი - 30 მლ წყალში), რადგან ზედმეტად კონცენტრირებულმა ნაზავმა, შეიძლება მეტად დატვირთოს თირკმლები და დიარეა გამოიწვიოს.

 ბავშვისთვის განკუთვნილი წყალი არ უნდა შეიცავდეს მიკრობებს და მავნე ნივთიერებებს. ტყვიამ, ვერცხლისწყალმა და სხვა მძიმე მეტალებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს ბავშვის ჯანმრთელობა.

მიკრობები შეიძლება მოხვდეს წყალში მისი არასწორი შენახვის პირობების გამოც. ამიტომ, გაითვალისწინეთ, რომ წყალი უნდა დაასხათ საგულდაგულოდ დაბანილი ხელებით, ჭურჭელს მჭიდროდ უნდა ეხუროს თავზე და წყლის ჭურჭელი (ბოთლი, ან რაიმე სხვა ჭურჭელი) შენახული იქნას ბნელ ადგილზე.

როგორი წყალი უნდა დალიოს ბავშვმა მნიშვნელოვანია, რომ ბავშვისთვის მისაცემი წყლის გაწმენდა (გაფილტვრა) ხდებოდეს უსაფრთხო მეთოდით.

ქლორირება, აგრეთვე ნახშირბადისა და ვერცხლის დიოქსიდის გამოყენებით წყლის გაწმენდა (გაფილტვრა) ტოვებს წყალში საკუთარ კვალს, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის მოზარდ ორგანიზმზე.
იდეალური ვარიანტია, თუ წყალი გაწმენდილია ულტრაიისფერი დასხივებით ან ოზონირებით.

 წყალი უნდა იყოს ცნობილი და შესაფერისი წარმომავლობის. არ მისცეთ ბავშვს წყალი, რომლის წყაროები უცნობია, თუნდაც ეს ბუნებრივი წყაროებიდან მოპოვებული ან ჭის წყალი იყოს.

პატარა ორგანიზმისთვის შესაძლოა ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მისთვის უჩვეულო, სხვა ქვეყნის წყალი.

 მნიშვნელოვანია წყალში გაზების არარსებობა. გაზირებულმა წყალმა შეიძლება ჭვალები და მუცლის შებერილობა გამოიწვიოს.

პედრიტები რეკომენდაციას იძლევიან არ მისცეთ გაზიანი წყალი უკვე მოზრდილ ბავშვებსაც კი, მაგრამ განსაკუთრებით მტკივნეულია იგი ერთ წლამდე პატარებისთვის.

თუ ბავშვის ასაკი ერთ წლიდან 3-4 წლამდეა. მისთვის აუცილებელია განსაკუთრებული, ბავშვებისთვის განკუთვნილი მაღალი ხარისხის წყალი. ასეთი წყალი იყოფა ორ ძირითად ჯგუფად:

 სასმელი წყალი, რომელიც შეიცავს 200-300 მგ/ლ სხვადასხვა მინერალებს;

 ბავშვის საკვების მოსამზადებლად განკუთვნილი წყალი, რომელიც შეიცავს მინერალებს არ აუმეტეს 100 მგ/ლ;

რატომ არ შეიძლება მათი ერთმანეთში არევა? - საქმე იმაშია, რომ მიკროელემენტებით მდიდარი წყალის შემადგენლობამ, შეიძლება დაარღვიოს სასარგებლო ნივთიერებების ბალანსი ბავშვის საკვებში, დაბლოკოს ცალკეული მათგანი ან გაართულოს მათი ათვისება. სწორედ ამიტომ აქვს ბავშვის საკვების მოსამზადებლად განკუთვნილ წყალს მინერალური ნივთიერებების დაბალი შემცველობა.

ბავშვისთვის არ შეიძლება ზრდასრული ადამიანისთვის განკუთვნილი, წყალსადენის ან მინერალური წყლის მიღება, რადგან მინერალებისა და მიკროელემენტების მაღალი შემცველობის გამო, პატარას ნაზი საყლაპავი მილი, საჭმლის მომნელებელი სისტემის ტრაქტი და თირკმლები არ არის მზად ასეთი წყლის სრულფასოვნად ათვისებისთვის.

მოარიდეთ ბავშვი ონკანის წყალსარ არის რეკომენდებული ბავშვისთვის გადადუღებული წყლისა და წვენების მიცემაც (განსაკუთრებით მაღაზიაში ნაყიდი). გამოუვალ მდგომარეობაში, როცა სხვა არჩევანი არ არსებობს, გადაადუღეთ ასეთი წყალი (არანაკლებ 20 წუთის განმავლობაში).

გაფილტრული წყლის მიცემა 3 წლამდე ბავშვებისთვის (განსაკუთრებით ონკანის წყლის), არ არის რეკომენდებული, რადგან წყალსადენის წყალი შეიძლება შეიცავდეს ქლორსა და ნიტრატებს.

ოპტიმალური ასაკი ბავშვის რაციონში გაფილტრული და გაზირებული წყლის შეტანისა, შეადგენს 5-7 წელს. ზოგადად კი უმჯობესია, თუ ბავშვს გაზირებულ წყალს ან ლიმონათს არ მისცემთ 10 წლის ასაკამდე.

გახსოვდეთ: ხშირია შემთხვევები, როცა ბავშვს აღენიშნება კუჭ-ნაწლავის, ალერგიული და სხვა სახის პრობლემები, პედრიატები ნიშნავენ სხვადასხვა სახის მკურნალობის კურსებს, ამ დროს კი პრობლემების მიზეზი შეიძლება იყოს ძალიან მარტივი და პრიმიტიული - სასმელი წყალი! (წყლის ცუდი ხარისხი ან არასწორი რაოდენობით მიღება).

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვისთვის განკუთვნილი წყლის არჩევის დროს?

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ბავშვისთვის განკუთვნილი წყლის არჩევის დროს?დღესდღეობით, მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში, წარმოდგენილია სასმელი წყლის ფართო ასორტიმენტი.

მრავალფეროვანი სასმელი წყლის პროდუქციიდან, თქვენი პატარისთვის სასურველი წყლის შესარჩევად, ყურადღება უნდა მიაქციოთ შემდეგ საკითხებს:

»» სასმელი წყლის ეტიკეტზე, მწარმოებლის რეკვიზიტების სრული და მკაფიო მითითება იმ ბუნებრივი საბადოს დასახელებით, სადაც მოპოვებულია წყალი. აგრეთვე მისი ტიპი (არტეზიული, ბუნებრივი, მინერალური და ა.შ);

»» ეტიკეტზე მკაფიოდ უნდა იყოს მითითებული პროდუქციის გამოშვების თარიღი და ვარგისიანობის ვადა. ბავშვისთვის განკუთვნილი წყლის ვარგისიანობის ვადა არ აღემატება 12-18 თვეს. თუმცა უმჯობესია თუ ვარგისიანობის ვადა არ იქნება 12 თვეზე მეტი. (უკვე გახსნილი ბოთლის ვარგისიანობის ვადა 3 დღეა);

»» არც თუ ისე იშვიათად, ეტიკეტზე შესაძლებელია მითითებული იყოს, თუ რა ასაკის მომხმარებლისთვისაა განკუთვნილი წყალი (ეს მონაცემები დამოკიდებულია წყლის შემადგენლობის თავისებურებებზე);

»» შეაფასეთ ეტიკეტზე მითითებული მიკროელემენტები: დაუშვებელია ვერცხლი, ნიტრატები, მძიმე მეტალები. შეაფასეთ თვალით, აქვს თუ არა წყალს ნალექი;

»» ერთ ლიტრ წყალში რეკომენდებულია მინერალების შემდეგი შემადგენლობა: კალიუმი 20 მგ-მდე, კალციუმი 60 მგ-მდე, მაგნიუმი 35 მგ-მდე, ნატრიუმი 20 მგ-მდე, ქლორიდები 150 მგ-მდე, სულფატები 150 მგ-მდე;

»» შეამოწმეთ წყლის სიხისტე და ტუტიანობა. ბავშვებისთვის განკუთვნილი სასმელი წყლისთვის ეს მონაცემები უნდა იყოს არაუმეტეს 7 მგ-ექვ/ლ და 5 მგ-ექვ/ლ შესაბამისობაში;

თუ რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემიდან წყლის ეტიკეტზე არ არის დატანილი, უმჯობესია თავი შეიკავოთ და თქვენი ბავშვისთვის შეიძინოთ ის სასმელი წყალი, რომელიც კითხვის ნიშნებს არ გაგიჩენთ. არჩევანი დიდია!

 

როგორ წყალში ვაბანავოთ ბავშვი?

 

როგორ წყალში ვაბანავოთ ბავშვი?შეგიძლიათ ამისთვის ჩვეულებრივი ონკანის წყალი გამოიყენოთ. ზოგადად, წყლის ადუღება ბავშვის ბანაობის დროს არ არის საჭირო და ეს უნდა გააკეთოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ:

 წყალს საეჭვოდ ცუდი ფერი აქვს (ჟანგიანი მილების ან ცუდი ხარისხის გამო),

 თუ წყალს ცუდი სუნი აქვს (თუ წყალს ცუდი გემო და სუნი აქვს, გადადუღება რამდენადმე მოხსნის ამ პრობლემას);

 თუ წყლის ქლორირება აშკარად იგრძნობა (მკვეთრად გამოხატული ქლორის სუნი);

 თუ წყალი ზედმეტად ხისტია (ზედმეტად ხისტი წყალი ლაქებს აჩენს ზრდასრული ადამიანის კანზეც კი, ახალშობილის კანი კი ძალიან ნაზია. გადადუღებული წყალი რამდენადმე არბილებს სიხისტეს);

 თუ წყალში მიკრობები და ბაქტერიებია (ამ შემთხვევაში, ადუღების დროს მიკრობების და ბაქტერიების დიდი ნაწილი კვდება);

 თუ ბავშვის ჭიპლარი არ არის შეხორცებული (წყლის ადუღება რამდენადმე გამორიცხავს ჭრილობაში მიკრობების მოხვედრას);

 კანის ალერგიის შემთხვევაში (თუ ბავშვს კანის ალერგია ან გამონაყარი აქვს, ეს მოითხოვს განსაკუთრებულ ჰიგიენას და დეზინფექციას. ამ შემთხვევაში წყლის ადუღება რეგულარულადაა საჭირო);

თუ ასეთ შემთხვევებს აქვს ადგილი, ბავშვის ბანაობისთვის განკუთვნილი წყალი უნდა აადუღოთ და შემდეგ გააგრილოთ 37-38ºС -მდე. სწორედ ამ ტემპერატურის წყალში უნდა აბანავოთ თქვენი პატარა.

კარგია თუ წყალს დაუმატებთ სხვადასხვა ბალახების ნაყენს, გვირილა, ორკბილა, წიწვი და ა.შ. ბალახების ნაყენები არბილებს წყალს და დადებით ეფექტს ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე.


იხილეთ: ყველაფერი წყლის შესახებ

იხილეთ: ყველაფერი ბავშვის განვითარების შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ