მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 8582 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

უ. ლივინისტონ ლარნედი

მამის მონანიება

 

დეილ კარნეგი - წერილი მძინარე ვაჟსყური მიგდე შვილო. შენ ახლა გძინავს. პაწია ხელი ლოყის ქვეშ ამოგიდევს, ქერა, ხუჭუჭა კულულები ოფლიან შუბლზე დაგკვრია. მარტო შემოვიპარე შენს ოთახში. რამდენიმე წუთის წინ ბიბლიოთეკაში გაზეთს ვკითხულობდი მონანიების მწარე გრძნობამ შემიპყრო. ახლა კი მოვედი შენს საწოლთან, მოვედი დანაშაულის შეგნებით.

აი, რა ვიფიქრე, შვილო; მთელი ჩემი სიბრაზე შენ გადმოგანთხიე, დაგტუქსე, როცა იცმევდი და სკოლაში მიდიოდი, დაგტუქსე იმისათვის, რომ სახეზე ოდნავ მოისვი სველი პირსახოცი, დაგტუქსე იმისთვის, რომ ფეხსაცმელი არ გაიწმინდე, გულმოსულმა გიყვირე, როცა ტანსაცმელი იატაკზე დაყარე.

საუზმის დროსაც გებუზღუნე: შენ ჩაი დაგეღვარა. ჩქარა ყლაპავდი საჭმელს. იდაყვები მაგიდაზე გეწყო. პურს მეტისმეტად სქლად წაუსვით კარაქი. მერე, სათამაშოდ რომ წახვედი, მე კი მატარებელზე მაგვიანდებოდა, მიბრუნდი, ხელი დამიქნიე და დამიძახე: „ნახვამდის, მამიკო!“ - მე წარბები შევყარე და გიპასუხე: „მხრებში გაიმართე".

დღის ბოლოს ყველაფერი თავიდან დაიწყო. სახლში რომ ვბრუნდებოდი, დაგინახე მუხლებზე დაჩოქილიყავი და ბურთულებით თამაშობდი. წინდები დაგხეოდა, გავბრაზდი და დაგამცირე ამხანაგების წინაშე: ჯიკავით გამოგიგდე წინ და გიყვირე - წინდები ძვირი ღირს, შენ რომ ყიდულობდე, გაუფრთხილდებოდი მეთქი. ღმერთო ჩემო, რამ მათქმევინა!

გახსოვს მერე, ჩემთან ბიბლიოთეკაში რომ შემოდი მორცხვად და სევდით სავსე თვალებით შემომხედე? მე გაგიბრაზდი, გაზეთის კითხვაში რომ ხელი შემიშალე. შენ კარებთან აიტუზე, რა გინდა მეთქი, - მკაცრად შეგეკითხე.

შენ არაფერი მიპასუხე, მაგრამ უცებ მოსხლეტით გამოიქეცი, ხელები კისერზე შემომხვიე და მაკოცე. ხელები ღვთიური სიყვარულის გრძნობით იყო გამთბარი. მას ჩემი აგდებული დამოკიდებულება ვერაფერს აკლებდა. მერე, მერე კი ზოზინით აუყევი კიბის საფეხურებს.

გაზეთი ხელიდან გამივარდა და საშინელი, გულისამრევი შიში დამეუფლა. ეს რა ჩამადენინა ჩვევამ? ჩვევამ ბუზღუნისა და დატუქსვისა? აი, რა მიიღე ჩემგან ჯილდოდ ჩემო პატარა ბიჭო. იმის თქმა ხომ არ შეიძლება, თითქოს არ მიყვარდე. საქმე ისაა, რომ თვითონ მე გაცილებით მეტს მოველოდი ჩემი სიჭაბუკისაგან და საკუთარი წლების საზომად შენ გიყენებდი.

არადა, ისეთი ჯანსაღი, მშვენიერი და გულწრფელი თვისებები გაქვს. შენი პაწაწინა გული ისევე ღიაა, როგორც განთიადი უზარმაზარ მთაგრეხილთა თავზე. ეს გულღიობა აკი გამოჩნდა კიდეც სტიქიურ აფეთქებაში, როცა ვეღარ მოითმინე, გამოქანდი და დასაძინებლად წასვლის წინ მაკოცე. მეტს აღარაფერს აღარა აქვს მნიშვნელობა, შვილო. ახლა მოვედი შენს პატარა საწოლთან და, დარცხვენილმა, მუხლი მოვიყარე შენს წინაშე.

მცირედი გამოსასყიდია. ვიცი, გაღვიძებულს რომ გიამბო, შენ ვერც გაიგებ. მაგრამ ხვალიდან მე ნამდვილ მამობას გაგიწევ! მეგობრად გაგიხდები, გავიზიარებ შენს ტანჯვას, ვიცინებ შენთან ერთად, ენას კბილს დავაჭერ, რომ უშნო სიტყვა არ წამომცდეს, სულ ლოცვასავით ვიმეორებ: „ის ჯერ ხომ პატარა, სულ პატარა ბიჭია!“

მე სულელი ისე გიყურებდი, როგორც მოწიფულ კაცს. მაგრამ ახლა, როცა შენს პატარა საწოლში ასე დაღლილსა და მოკუნტულს გიმზერ, ვხვდები, რომ ჯერ სულ ბავშვი ხარ, აგერ გუშინ არ იყო, დედას ხელში აყვანილი რომ დაჰყავდი?

მე მეტისმეტს მოვითხოვდი შენგან, მეტისმეტს.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ