მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 22388 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ზრდა და განვითარება

 

ბავშვის ზრდა და განვითარება - მესამე თვემესამე თვის ბოლოსთვის, ბავშვის წონაში მატება საშუალოდ არის 800-900 გრამი, ხოლო სიმაღლეში იგი ამ ასაკისთვის იმატებს საშუალოდ 2-3 სმ-ს. თავის გარშემოწერილობა იმატებს 1 სმ-ით, ხოლო მკერდის გარშემოწერილობა 1,5 სმ-ით

სიცოცხლის მესამე თვიდან ახალშობილი სულ უფრო ინტენსიურად ვითარდება და თქვენი შრომის შედეგი თვალსაჩინო ხდება.

მასთან ურთიერთობა სულ უფრო საინტერესოა. მესამე თვის ბოლოს, ახალშობილის დღის რეჟიმი უკვე მკაფიოდ გამოხატულია.

იგი დაახლოებით ერთი და იგივე დროს იღვიძებს, საუზმობს, მცირე ხნით ფხიზლობს და ისევ იძინებს, შემდეგ კი კვლავ იღვიძებს მეორე სადილისთვის.

შემდეგ მცირე ხნით თამაშობს და კვლავ იძინებს უკვე შედარებით ხანგრძლივი შუადღის ძილით. სადილის შემდეგ ბავშვის დღის მეორე ნახევარი უფრო ხანგრძლივია, იგი უფრო დიდ ხანს ფხიზლობს და მეტ დროს იძლევა ურთიერთობისთვის. საღამოს ბანაობა, ვახშამი და ღამის ძილი.

თუ ბავშვმა ღამით გაიღვიძა, მას შეგიძლიათ აჭამოთ 1-2-ჯერ, მაგრამ ნუ მიაჩვევთ მას ხშირად, ყოველ გაღვიძებაზე გამოკვებას, ღამით პატარას მშვიდად უნდა ეძინოს, ზედმეტი საკვები კი ამის საშუალებას არ მისცემს.

თუ ახალშობილი ვერანაირად ვერ ეგუება ასეთ რეჟიმს, შეეცადეთ დაეხმაროთ მას. ძირითადი მოიმენტები, როგორიცაა: ჭამა, ბანაობა და ძილი უნდა ხდებოდეს ერთიო და იგივე დროს.

 

ჩვევების გამომუშავება

 

ბავშვის ჩვევების გამომუშავება - მესამე თვემესამე თვისთვის ბავშვს კარგად უჭირავს თავი ვერტიკალურ მდგომარეობაში. მას უკვე შეუძლია გადაიტანოს და დიდი ხნით შეაჩეროს მზერა მოსაუბრეზე.

სულ უფრო იზრდება მისი ინტერესი გარშემო არსებული გარემოს მიმართ და ხშირად ითხოვს ხელში აყვანას, რადაგან პატარას „ინტერესი“ ასე უფრო კმაყოფილდება.

ამ პერიოდში ხდება ახალშობილის ე.წ „გამოცოცხლების კომპლექსი“, როცა იმდენად უხარია უფროსებთან ურთიერთობა, რომ ამას გამოხატავს ხელებისა და ფეხების აქტიური მოძრაობით. ამ დროს ხდება ბავშვის იდაყვის სახსრების გასწორება და მომუშტული თითების გახნა.

ამ ასაკში პატარა აქტიურად ადევნებს თვალს მოძრავ საგნებს. ატრიალებს თავს ხმის მიმართულებით, იდებს თითებს პირში, უყალიბდება მკაფიო მხედველობითი რეაქცია კვებაზე: დედის მკერდის, ბოთლის, ან კოვზის დანახვის დროს - აღებს პირს.

ბავშვი უფრო აქტიურად იწევს სათამაშოებისკენ. უკვე შეიძლია სათამაშოს მოეჭიდოს კიდეც. მართალი ხშირად ამას ვერ ახერხებს, მაგრამ თუ მაგალითად შეძლო და ჩხრიალა სათამაშოს ხელი ჩაავლო, მცირე ხნით თამაშობს კიდეც - ხელით სრისავს, ათვალიერებს და თუ სათამაშო დაბმულია, თავისკენ ექაჩება კიდეც.

ამ ასაკში პატარას ძალიან მოსწონს საკუთარი ხელები, მას შეუძლია დიდი ხნის განმავლობაში ათვალიეროს და ითამაშოს მათი საშუალებით.

ახალშობილს ძალიან მოსწონს ხმები. უკვე შეუძლია საუბრის გარჩევა სხვა ხმებისგან. ცნობას დედისა და მამის ხმას. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ მას: რამე უამბეთ, აუხსენით. ამ დროს ბავშვიც აქტიურად ურთიერთობს.

მისი ღუღუნი უფრო ხანგრძლივი და მელოდიური ხდება. უკვე შესაძლებელია არა მხოლოდ ხმოვნებისა და თანხმოვნების გარჩევა, არამედ მათი ერთმანეთთან დაკავშირებაც.

 

თამაში და სათამაშოები

 

ახალშობილის თამაში და სათამაშოები - მესამე თვემესამე თვისთვის ბავშვი იწყებს ყურადღების მიქცევას ხმებზე, რომელსაც გამოსცემს სათამაშო. თუ მას ხელში ჩაუდებთ ჩხრიალა სათამაშოს, ის დაიწყებს ხელის ქნევას და გაიგონებს რა ხმას, გაჩერდება და ყურს უგდებს მას.

გაივლის სულ ცოტა დროც და პატარა შეძლებს დააკავშიროს ერთმანეთთან თუ რა ესმის მის ყურებს და რას აკეთებენ მისი ხელები.

თუ სათამაშო ჰკიდია საწოლის თავზე, ბავშვი ხელებს იწვდის და დროდადრო ეხება კიდეც მას. თუ სათამაშო გამოსცემს ხმას, პატარა ძალიან მალე შეამჩნევს კავშირს სათამაშოს მიერ ხმის გამოცემასა და საკუთარ მოქმედებას შორის.

ბავშვი უყურებს სათამაშოს, ამოძრავებს ხელებით, ცდილობს შეეხოს და ხელი მოჰკიდოს მას. ასე იქნება მანამ, სანამდე ეს არ გამოუვა. თუმცა, ამ ასაკში ბავშვები ამას ვერ ახერხებენ. პატარების უმრავლესობა თითებს უჭერს მანამდე, სანამ შეეხება სათამაშოს.

ბავშვის საწოლის თავზე უკვე შეიძლება რეზინის, გასარეცხი სათამაშოების დაკიდება.

სასარგებლო თუ პატარას ხელში მისცემთ სხვადასხვა ზედაპირის მქონე საგნებს. ჩაუდეთ მას ხელში გლუვი, წიბოვანი, ხორკლიანი, ჩხრიალა სათამაშოები. შეგიძლიათ ხელში მისცეთ სხვადასხვა სახის ქსოვილები, რბილი სათამაშოები.

 

ახალშობილის ჭარბთმიანობა

 

ახალშობილის ჭარბთმიანობა - მესამე თვებავშვის დაბადება მშობლებისთვის ყოველთვის დიდი ბედნიერებაა. ხშირად, მშობლებს საკუთარი პატარები წარმოუდგენიათ, როგორც ლამაზი, ვარდისფერი ან ცისფერი ანგელოზები, თუმცა სამწუხაროდ ეს ყოველთვის ასე არ არის, რაც მშობლების გაკვირვებასა და შეშფოთებას იწვევს.

მშობლები ნერვიულობენ და ღელავენ საკუთარ პატარებზე, ამიტომ აღმოაჩენენ რა საკუთარი აზრით რაიმე უცნაურობას, ეძებენ პასუხებს მათთვის შემაშფოთებელ კითხვებზე.

საქმე იმაშია, რომ ბავშვი შეიძლება დაიბადოს: წითელი ლაქებით, აქერცლილი კანით, მკაფიოდ გამოხატული დაბადების ლაქებით, გამოწეული სისხლძარღვებით, ხშირი თმიანი საფარით და ა.შ.

ეს ყველაფერი გამოწვეულია იმით, რომ ბავშვის კანის საფარი არ არის მომწიფებული და ეს ყველაფერი გაივლის დროთა განმავლობაში.

ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ახალდაბადებულთა შესახებ, ეხება მათ სხეულზე არსებულ ზედმეტად თმიან საფარს.

მშობლებმა, რომლებსაც არ ჰქონიათ ადრე შეხება ამ საკითხთან, არ იციან ნორმალურია თუ არა ეს მოვლენა და ვარდებიან პანიკაში, თუმცა უნდა ითქვას, რომ სრულიად ტყუილად.

თმები ახალშობილის ტანზე სრულიად ნორმალური მოვლენაა. ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნის დროს, მე-12-13 კვირისთვის ნაყოფის კანი ეგრეთ წოდებული ემბრიონული ხშირი ღინღლით იფარება, თუმცა თანდათანობით, მე-7-8 თვისთვის იგი გადაიქცევა ნაზ და პრაქტიკულად შეუმჩნეველ ბეწვებად.

როგორც წესი, დაბადების მომენტისთვის ემბრიონული თმის საფარი პრაქტიკულად სრულიად ცვივა, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც, როცა ახალშობილის ტანზე თმიანი საფარი ნარჩუნდება.

ახალშობილის ტანზე არსებულ თმიან საფარველს ლანუგოს უწოდებენ. იგი შეიძლება ფარავდეს ზურგს, ყურებს, შუბლს, ცხვირს, საფეთქლებს, კიდურებს და დღენაკლულ ბავშვებში ლოყებსაც კი.

განსაკუთრებით ხშირად ლანუგო შეინიშნება დღენაკლულ ბავშვებში. ამასთან, დღენაკლულ ბავშვებში თმა უფრო უხეშია და არ ქრება შედარებით დიდის ხნის განმავლობაში.

ლანუგო ახალშობილებშიროგორც ასეთი, ლანუგო არ წარმოადგენს არავითარ საფრთხეს არც ნაყოფისთვის და არც ახალშობილისთვის. მაშინაც კი, როცა ჰორმონალური ფონი ამაღლებულია.

პირიქით, ღინღლი შეიცავს ნივთიერებებს (სეკრეტს), რომელსაც გამოყოფს ბავშვის ორგანიზმი და ეხმარება ნაყოფს საშვილოსნოში ყოფნის პერიოდში განვითარებაში, აგრეთვე იცავს მას გარე ფაქტორებისგან (გლიკოგენი, ეპიდერმისის ქერცლი, ცხიმი).

საშუალოდ, ახალდაბადებული ბავშვის ლანუგო ქრება დაბადებიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, ეს არ წარმოადგენს შეშფოთების საფუძველს, რადგან თმიანი საფარი აუცილებლად დასცვივდება პატარას სიცოცხლის პირველი თვეების განმავლობაში.

იხილეთ ვრცლად: ახალშობილი და ჭარბთმიანობა

 

ახალშობილი და უძილობა

 

ახალშობილი და უძილობაბევრი ახალგაზრდა და ახალბედა დედისთვის ცნობილია სიტუაცია, როცა მეძუძური ბავშვი ღამეში რამდენიმეჯერ იღვიძებს, ტირის და შემდეგ ძნელად იძინებს.

გასაგებია, რომ როცა ბავშვს სძინავს ოჯახში ყველა ფრთხილობს, ცდილობს არ იხმაუროს, ამ დროს ხმას უწევენ ხმაურის ყველა შესაძლო წყაროს (ტელევიზორი, ტელეფონი და ა.შ) და ფეხისწვერებზეც კი დადიან ხოლმე, ან თავადაც წვებიან დასაძინებლად.

მიუხედავად ამ მცდელობებისა, ბავშვს მაინც ცუდად სძინავს და ხშირად იღვიძებს.

მაშ რა არის ბავშვის ცუდი ძილისა და დროგამოშვებით ძილის შეწყვეტის მიზეზი?

უძილობის მიზეზები

ეს მიზეზები შესაძლოა იყოს სხვადასხვა და განსხვავებული:

 კვებისა და ძილის რეჟიმის დარღვევა - თუ ბავშვს დარღვეული აქვს კვების რეჟიმი, ხშირად ეღვიძება ღამით, უდროო დროს და ითხოვს საკვებს.

იგივე ეხება ძილსაც - თუ ბავშვს არეული ძილის გრაფიკი აქვს, მეტი შანსია გაუტყდეს ძილი და ღამით ვეღარ დაიძინოს.

 ყოველდღიური ძილის წინა რიტუალის დარღვევა - შეიძლება ბავშვის უძილობის მიზეზი გახდეს.

პატარასთვის მნიშვნელოვანია სტაბილურობის განცდა, იდენტური მოქმედებების ნაკრები, დღის მკაცრი გრაფიკი - ეს ყველაფერი მასში აღძრავს უსაფრთხოების განცდას. იგი მშვიდდება და უშფოთველად ეძინება.

 შუქი და ხმა - ბავშვის ძილს სასრგებლოდ წაადგება საძინებელში ეგრეთ წოდებული „თეთრი ხმაურის“ შექმნა. ეს შეიძლება იყოს ვენტილიატორის ხმა, მუსიკა, ქარისა და წვიმის ხმა, წყნარი სასიამოვნო მუსიკა და ა.შ.

მნიშვნელოვანია შუქის ფაქტორიც. თუ ბავშვის დღის განმავლობაში მკვეთრ დღის სინათლზეა, ეს კარგია, რადგან ღამით, გამომუშავდება მელატონინი - ფარისებლი ჯირკვლის ჰორმონი. დილით ბავშვის ტვინი გაჯერებულია ამ ჰორმონით, რომლისგანაც იგი თავისუფლდება მზის სინათლის საშუალებით (ფოტოთერაპიის საფუძველი)

ერთი სიტყვით, თუ დღე გაჯერებულია ჩახჩახა სინათლით, ხმამაღალი საუბრით, სიცილით და თამაშით, საღამოს სასურველი ჩამოაფაროთ მძიმე ფარდები, რათა შუქი დაიჩრდილოს, ხოლო საუბარი და სხვადასხვა სახის ხმები უნდა გახდეს რაც შეიძლება ჩუმი. ეს პოზიტიურად აისახება ბავშვის ემოციონალურ მდგომარეობაზე.

 მოუხერხებელი საწოლი - ძალიან ხშირად ხოლმე ბავშვის უძილობა სწორედ ამით არის გამოწვეული.

ეს შეიძლება იყოს: ძალიან რბილი ან მაგარი მატრასი, მაღალი ბალიში, ვიწრო საწოლი და ა.შ.

 ფიზიკური აქტივობისა და ინფორმაციის სიჭარბე - დღის განმავლობაში ზედმეტმა ფიზიკურმა აქტიურობამ და დიდი რაოდენობით ინფორმაციის მიღებამ შეიძლება ბავშვის სხეული და ფსიქიკა დაძაბოს და ძილის დარღვევა გამოიწვიოს.

 სუნი - ახალშობილები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჰაერში არსებული გამაღიზიანებელი ნივთიერებების მიმართ, რაც უძილობის ერთ-ერთი მიზეზია. ყველაზე გავრცელებული გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს სიგარეტის ბოლი;

გამაღიზიანებელი ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის ტალკი, საღებავები, სუნამოები, თმის ლაქი და ა.შ. ამიტომ არასოდეს დატოვოთ ამ ნივთიერებებით სავსე ჭურჭელი თავღია ბავშვთან ახლოს და ყოველთვის გაანიავეთ ოთახი ძილის წინ.

 მუცლის ტკივილი - ბავშვის უძილობისა და ძილის გატეხის ერთ-ერთი სერიოზული მიზეზია, განსაკუთრებით მაშინ, თუ იგი გამოწვეულია დიდი ხნის განმავლობაში კუჭის მოქმედების შეჩერებით.

 ოტიტი (შუა ყურის ანთება) - უძილობის მიზეზი შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ოტიტი, რომლის გამოც ბავშვი არა მხოლოდ ხშირად იღვიძებს ღამით, არამედ საღამოსაც არ სურს დაძინება.

 კბილები - ოთხი-ექვსი თვის ბავშვები შესაძლოა შეაწუხონ პირველად ამოსულმა კბილებმა. კბილის ამოსვლის პროცესი ახალშობილებში საკმაოდ მტკივნეული და მტანჯველი პროცესია.

ამის გამო პატარები ხშირად იღვიძებენ ღამით, ითავისუფლებენ თავს საბნისგან ან სხვა გადასაფარებლისგან, იდებენ ხელებს პირში და ზოგჯერ ხელებსაც კი ირტყამენ სახეში.

გარდა იმისა, რომ მტკივნეულია,  კბილის ამოსვლის დროს, ფართოვდება ღრძილები, რის გამოც ძლიერდება ნერწყვის გამოყოფა, რომელიც გროვდება ყელში. ამის გამო ბავშვი წუხს და ეღვიძება.

 ენცეფალოპათია (თავის ტვინის სტრუქტურული დაავადება) - ცენტრალური ნერვული სისტემის თანდაყოლილი დაავადება, რომელიც სამწუხაროდ დღესდღეობით საკმაოდ გავრცელებულია.

იგი თავს იჩენს პერინატალურ პერიოდში, იწყება ფეხმძიმობის დაახლოებით 27-28 კვირას და მთავრდება ბავშვის დაბადების პირველ კვირას.

პათოლოგიური მდგომარეობა შეიძლება გამოწვეული იყოს ნაყოფის ჟანგბადის უკმარისობით, დაბადების ტრავმით და სხვა.

 და სხვა მიზეზები...

როგორ დავაძინოთ?

როგორ დავაძინოთ ახალშობილირა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ბავშვს კარგად ეძინოს? უპირველეს ყოვლისა, ჯანმრთელი ბავშვი უნდა დაიღალოს, რათა იგრძნოს დასვენების აუცილებლობა. ამისთვის კი პატარამ ბევრი უნდა იმოძრაოს.

ახალშობილთათვის საკმარისია გაერთოს ჩხრიალა სათამაშოებით, იმოძრაოს საწოლში და მცირე ხნით გეთამაშოთ.

ქვემოთ მოყვანილია პრქტიკული რჩევები, თუ როგორ უნდა შევძლოთ ბავშვის ძილის მოწესრიგება:

»» ახალშობილის სახლში მოყვანისთანავე: შეწყვიტეთ სახლში მოწევა, მოერიდეთ ოჯახში ხმაურიან შეკრებებსა და ხშირად გაშლილ სუფრებს. 

ნუ გექნებათ მუდმივად ჩართული ტელევიზორი, მოერიდეთ ოჯახის წევრებთან ხმაურიან გარჩევებს და საერთოდ, ყველაფერი გააკეთეთ, რათა პატარა არ გააღიზიანოთ.


»» მართალია მედიკოსთა უმრავლესობა იხრება იმ აზრისკენ, რომ ბავშვის კვება უმჯობესია მისი მოთხოვნის მიხედვით და არა საათობრივად, მაგრამ მაინც შეეცადეთ ბავშვს პირველ დღეებში საკვები მისცეთ მკაცრად განსაზღვრულ საათებში, რათა ამით მას მიაჩვიოთ ძილისა და სიფხიზლის რეჟიმს.

ეცადეთ ამ საკითხში იყოთ მტკიცე და შეუვალი და ჩამოაყალიბოთ უცვლელი ციკლი - „ძილი-სიფხიზლე“. გაივლის რამოდენიმე თვე და თქვენი შრომა და წვალება დაგიფასდებათ იმით, რომ ბავშვს ექნება მოწესრიგებული ძილისა და კვების რეჟიმი, რაც გარდა იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ახალშობილისთვის, თქვენც შვებას მოგგვრით.


»» სწორად დაგეგმილი დღის ძილი, მოგეხმარებათ იმაში, რომ ბავშვის ღამის ძილიც მოწესრიგებული იყოს.

საშუალოდ, ახალშობილს სძინავს 18 საათის განმავლობაში, ერთი წლიდან ბავშვებს დღის განმავლობაში სძინავთ 2-3 საათი, ხოლო ორი წლის შემდეგ 1,5-2 საათი. სამი წლის შემდეგ ზოგიერთი ბავშვი საერთოდ უარს ამბობს დღის ძილზე. თუ ასეთ ბავშვს ღამით კარგად სძინავს, შეშფოთების მიზეზი არ არსებობს.


»» ძილის წინ აუცილებლად გაასეირნეთ პატარა სუფთა ჰაერზე 20-30 წუთის განმავლობაში.


»» მოუმზადეთ ბავშვს თბილი აბაზანა გვირილის, პიტნის ან ვალერიანის ნაყენით.

ამისთვის, რომელიმე ერთი ბალახის სამი კოვზი ჩაყარეთ ლიტრ ადუღებულ წყალში და დააყენეთ ერთი საათი. შემდეგ კი დაუმატეთ ნაყენი წყალს ბავშვის აბაზანაში.

კარგია თუ შედარებით უფროსი ასაკის ბავშვებს ასწავლით და მიაჩვევთ ყოველ საღამოს დამოუკიდებლად დაბანას (გარკვეულ დონეზე).


»» კარგია თუ ბანაობის შემდეგ, ბავშვს გაუკეთებთ დამამშვიდებელ მსუბუქ მასაჟს, ან შეასრულებთ ჩვეულებრივ მასირებულ მოძრაობებს ახალშობილის ზურგზე, ხელებსა და ფეხებზე.

შესანიშნავად მოქმედებს კუნთების მოდუნება; სუნთქვითი ვარჯიშები; წერტილოვანი მასაჟი. წარმოსახვითი ვარჯიშები (ბავშვის სხეულის ორგანოები (თითები, ცხვირი, პირი, ფეხები და ა.შ) „ გადააქციეთ“ სხვადასხვა პერსონაჟებად და „ათქმევინეთ“ მათ სხვადასხვა ფრაზები (მათ შორის „ძილი ნებისა“ ეს  პატარას ჩაძინებას გაუადვილებს);


»» შეეცადეთ ბავშვს ძილის წინ უმღეროთ ძილისპირული, ეს რამდენადმე დაამშვიდებს მას და განაწყობს ძილისთვის.|

თუ სიმღერა არ გეხერხებათ, შეგიძლიათ წაუკითხოთ ან მოუყვეთ ზღაპარი, თუნდაც ის ძალიან პატარა იყოს და მისი მნიშვნელობა არ ესმოდეს.


»» როცა ბავშვს დააწვენთ, არ დაგავიწყდეთ მცირე ხნით სარკმლის გამოღება და ოთახის განიავება. გახსოვდეთ, რომ ბავშვის საძინებელში ჰაერის ტემპერატურა უნდა იყოს 18-20 გრადუსზე მეტი.


»» თუ ბავშვი მაინც ბორგავს, ვერ ისვენებს და ვერ იძინებს, ჩამოუკიდეთ სასთუმალთან პატარა ტომსიკებში მოთავსებული ვალერიანის ფესვები ან სვიის გირჩები.


»» თუ ბავშვი ვერ იძინებს და ჭირვეულობს, შეგიძლიათ მისცეთ დამამშვიდებლად შავბალახას ნახარში პიტნით ან შავბალახას ნაყენი (რომელიც დამზადებულია წყლის და არა სპირტის საფუძველზე).

გახსოვდეთ, რომ ვალერიანის მიღება, რომელიც ასევე ეფექტურია ბავშვის ძილის მოსაწესრიგებლად, შედეგებს აჩვენებს მხოლოდ 3-4 კვირის შემდეგ.

ნუ მისცემთ ბალახეულ ნაყენებს პატარას პედიატრთან კონსულტაციის გარეშე.


»» თუ ერთი თვის განმავლობაში ბავშვს კვლავ ცუდად სძინავს, ვერ ახერხებს დიდი ხნის განმავლობაში დაძინებას (დაწოლის შემდეგ 20-30 წუთი), ან ხშირად იღვიძებს ღამის განმავლობაში, აუცილებელია მისი გამოკვლევა ნევროპათოლოგთან.

ნევროპათოლოგს უნდა მიმართოთ იმ შემთხვევაშიც, როცა დილით, გაღვიძებისას ბავშვი უჩივის თავის ტკივილს ან ჭირვეულობს.

იხილეთ ვრცლად: უძილობა ბავშვებში

 

საჭირო რჩევები

 

ახალშობილი - საჭირო რჩევები - მესამე თვემესამე თვის ასაკისთვის ბავშვის სიფხიზლის პერიოდი გრძელდება დაახლოებით 1-1,5 საათი. ამ ასაკისთვის ბავშვს სასურველია ჩააცვათ მაღალი ხარისხის ქსოვილისგან შეკერილი ბოდები.

ბევრი დედა, ღელავს რა საკუთარი პირმშოს ჯანმრთელობაზე, აცმევს მას ხელებზე სპეციალურ ხელთათმანებს, რათა პატარამ ფრჩხილებით არ დაიკაწროს სახე ან თავი. თუმცა უმჯობესია თუ ამას არ გააკეთებთ, რადგან ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია შეხებითი შეგრძნებები.

უმჯობესია პატარას ფრთხილად მოჭრათ ფრჩხილები. უკეთესია ღამით, როცა მას სძინავს. ასე ახალშობილი ვერც თავს დაიზიანებს და დატკბება კიდეც სხვადასხვა საგნებზე შეხების შეგრძნებით.

ბავშვის განვითარების მესამე თვისთვის, ბევრი დედა აძლევს საკუთარ თავს უფლებას დადგეს დიეტაზე, განთავისუფლდეს ორსულობის დროს დაგროვილი ზედმეტი კილოგრამებისგან და აღიდგინოს ჩვეული ფორმა.

თუმცა ამის გაკეთება ჯერ კიდევ არ შეიძლება, რადგან ბავშვმა შეიძლება რეაგირება მოახდინოს რძის შეცვლაზე და უარი თქვას ძუძუთი კვებაზე.

3 თვის ასაკისთვის პატარას უნდა გაუკეთდეს პირველი აცრები ისეთ დაავადებებზე, როგორიცაა: დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა და პოლიომიელიტი..

აცრის წინა აუცილებელია ანალიზების ჩაბარება (სისხლი და შარდი), ხოლო უშუალოდ აცრის დღეს ექიმი ყურადღებით გასინჯავს პატარას, გაუზომავს ტემპერატურას და თუ ბავშვი ჯანმრთელია, ნებას რთავს, რომ მას ჩაუტარდეს ვაქცინაცია.

ეს ყველაფერი საჭიროა და კეთდება იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყველა შესაძლო გართულება.


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

ყველაფერი ბავშვებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ