მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 19741 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

რომელი ასაკიდან უნდა გადაეჩვიოს ბავშვი ჰიგიენურ საფენს

 

რომელი ასაკიდან უნდა გადაეჩვიოს ბავშვი ჰიგიენურ საფენსმიდგომა იმის მიმართ, თუ რომელი ასაკიდან უნდა გადაეჩვიოს ბავშვი ჰიგიენურ საფენს და გადავიდეს ღამის ქოთანზე სუბიექტურია.

საქმე იმაშია, რომ კონკრეტული ბავშვი უნდა იყოს მზად ღამის ქოთანზე გადასასვლელად როგორც ფიზიოლოგიურად, ასევე ფსიქოლოგიურად.

აქ მთავარი ორიენტირი უნდა იყოს არა ბავშვის ასაკი, არამედ მისი განვითარება, მისი უნარი, გაცნობიერებულად დაიკმაყოფილოს ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები.

ნურასოდეს ნუ მიაქცევთ ყურადღებას გარშემომყოფებს და მათ მონათხრობს, რომ მათი ბავშვები გადაეჩვივნენ ჰიგიენურ საფენს 1, 1,5, 1,8 და ა.შ წლის ასაკში, რადგან ეს პირდაპირი გზაა არასრულფასოვნების კომპლექსისკენ - დედისთვის და ნერვოზისკენ - პატარისთვის.

ყველა ბავშვი აბსოლიტურად განსხვავებული და უნიკალურია, ამიტომ რაც ერთს კარგად და სწრაფად გამოსდის, სულაც არაა აუცილებელი ასეთივე წარმატებით გამოუვიდეთ დანარჩენებს.

ასევე მხედველობაში მიიღეთ ის ფაქტიც, რომ დედების 90%, ყვებიან რა საკუთარი პატარების წარმატებების შესახებ, ან ტყუიან, ან კიდევ აზვიადებენ, რათა თავად არ გამოჩნდნენ როგორც არასრულფასოვნები სხვის თვალში.

1 წლის ასაკის ბავშვმა, რომელსაც დასვამენ ქოთანზე, შესაძლოა მოითავოს იქ თავისი „საქმე“, მაგრამ მშობლების სიხარული ნაადრევია. საქმე იმაშია, რომ შარდის გამოყოფა და დეფეკაცია ერთი წლის და ცოტა მეტი ასაკის ბავშვებში ხდება რეფლექტორულად, ანუ 1 წლის ასაკში პატარა ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს იმას, თუ რას აკეთებს და რისთვის.

პედიატრები თვლიან, რომ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების გაცნობიერებულად კონტროლი ბავშვებს შეუძლიათ 22-30 თვის ასაკიდან. სწორედ ამ დროისთვის უყალიბდება პატარას აუცილებელი ფიზიოლოგიური ჩვევები და მორალური მზადყოფნა, რათა მიეჩვიოს ღამის ქოთანს (შესაძლოა ბიჭებისთვის ეს პერიოდი იყოს უფრო ხანგრძლივი უფრო რთული ფიზიოლოგიის გამო).

ხოლო 3 წლის ასაკისთვის, ბავშვი ამას აკეთებს სრულიად შეგნებულად და ყოველგვარი ნერვების გარეშე. თანაც ძალიან მოკლე დროში - ამისთვის საჭიროა სულ რაღაც 1-2 დღე ან 1-2 „სველი“ ღამე.

საკმაოდ ხშირად, არა მშობლები, არამედ თავად პატარა წყვეტს, რომ დადგა დრო როცა შეიძლება ცხოვრება საფენების გარეშე გააგრძელოს.

ნაჩქარევმა გადაწყვეტილებამ და მცდელობებმა, რომ რაც შეიძლება სწრაფად მიაჩვიოთ ბავშვი ღამის ქოთანს, შესაძლოა ქრონიკული კუჭის მოქმედების შეკავების, ზოგჯერ კი ენურეზის (შარდის შეუკავებლობა) პროვოცირება გამოიწვიოს.

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, მხოლოდ ასაკზე ორიენტაციაც არ არის საჭირო. ოპტიმალურად მიიჩნევა და ბავშვს შეუძლია ქოთანს მიეჩვიოს 18-24 თვის ასაკშიც. იმაზე, რომ პატარა მზად არის იცხოვროს ჰიგიენური საფენების გარეშე მიანიშნებენ შემდეგი ფაქტორები:

რომელი ასაკიდან უნდა გადაეჩვიოს ბავშვი ჰიგიენურ საფენს ბავშვს შეუძლია დამოუკიდებლად გახდა და ჩაცმა;

 ბავშვი თავდაჯერებულია, თავისუფლად დადის, ჯდება და იხრება;

ბავშვი ხვდება სიტყვების მნიშვნელობას „ფისი“ და „კუკი“;

ბავშვი თავად ამბობს ან მიანიშნებს რომ სურს ტუალეტში გასვლა;

ბავშვი ცდილობს მიბაძოს მშობლებს;

ბავშვი ამჟღავნებს უარყოფით რეაქციებს დასვრილი ჰიგიენური საფენის გამო;

ჰიგიენური საფენი მშრალია 2 საათის განმავლობაში;

ბავშვმა იცის სხეულის ნაწილების სახელწოდებები, ტანსაცმლის დეტალები;

თუ ბავშვი ისველებს ერთი და იგივე, განსაზღვრულ დროს (როგორც წესი ჭამის მერე და გაღვიძების შემდეგ);

 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენს

 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენსბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევა სხვადასხვა ხერხის გამოყენებით შეიძლება.

თუმცა ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და არ შეიძლება თქმა, რომ რომელიმე ერთი ცალკეული ტიპის მცდელობა ეფექტური იქნება ნებისმიერი ბავშვისთვის.

მთავარია აღიჭურვოთ მოთმინებით და პრობლემას გაუმკლავდეთ ზედმეტი ცრემლებისა და ისტერიკის გარეშე.

ამისათვის რომ გადააჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენს, შეიძლება სპეციალურ მეთოდების გამოყენება, რომლებიც შემუშავებულია პედიატრებისა და ფსიქოლოგების მიერ.

გთავაზობთ მათ შორის ყველაზე ეფექტურ რამოდენიმე მეთოდს:

»» სველი კოლგოტები;

»» ტუალეტში ერთობლივი ვიზიტი;

»» სათამაშოები ტუალეტში;

»» სპეციალური საფენი-ტრუსები;

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს - ზოგადი რჩევებისველი კოლგოტები - ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდად მიიჩნევა რათა სწრაფად გადააჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენებს.

ამ მეთოდით ყველაზე უკეთეს ვარიანტში შეძლებთ პატარა ქოთანს მიაჩვიოთ ორი კვირის განმავლობაში.

მეთოდის არსი შემდეგშია: შეიძინეთ საჭირო ზომის 10-20 ცალი ბავშვის კოლგოტი და მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში საერთოდ აღარ ჩააცვათ პატარას  ჰიგიენური საფენი (რა თქმა ეს ჯერ-ჯერობით არ ეხება ღამის საათებს).

დილით, ჩააცვით ბავშვს კოლგოტი და უთხარით, რომ „მას უკვე აღარ აცვია საფენი, ამიტომ როცა მოუნდება „ფისი“ მოვიდეს თქვენთან, გითხრათ და თქვენ ერთად წახვალთ ტუალეტში“. შეეცადეთ რომ ბავშვმა მოგისმინოთ და კარგად გაიგოს რა გსურთ მისგან.

რა თქმა უნდა პირველი 3-4 დღის განმავლობაში პატარა არაფერსაც არ გეტყვით და ჩვეულების მიხედვით ჩაისველებს, მხოლოდ უკვე კოლგოტში. ნუ გახდით კოლგოტს მაშინვე. დაე იაროს ასე 5-10 წუთის განმავლობაში და იგრძნოს, რომ ეს არასასიამოვნოა. როცა შეამჩნევთ, რომ უსიამოვნო შეგრძნებით გამოწვეული დისკომფორტი უკვე საგრძნობია, გახადეთ კოლგოტი, დაბანეთ და ჩააცვით ახალი.

რამოდენიმე დღის განმავლობაში გააკეთეთ ასე და ბავშვს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი გაიხადოს კოლგოტი მანამ, სანამ ჩაისველებს.

შესაძლოა ეს მეთოდი დამღლელად მოგეჩვენოთ, მაგრამ იგი ეფექტურია და კარგ შედეგებს იძლევა. უკვე პირველი 5 დღის შემდეგ, 20 - დან 15 ბავშვი იხდიდა კოლგოტს მანამდე, სანამ დააპირებდა ჩასველებას. ამ 15 ბავშვიდან 5-7 ბავშვი ითხოვდა ტუალეტში წაყვანას, ხოლო დანარჩენები ასველებდნენ იატაკზე, მხოლოდ კოლგოტის გარეშე. ორი კვირის შემდეგ კი უკვე ყველა ბავშვი ითხოვდა ქოთანზე დასმას.

ყურადღება მიაქციეთ, რომ ოთახში აუცილებლად იყოას სითბო. ამ მეთოდის გამოყენება რეკომენდებულია წელიწადის თბილ დროს.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენსტუალეტში ერთობლივი ვიზიტი - როგორც ცნობილია, ყველა პატარა ცდილობს გაიმეოროს უფროსების მოქმედებები.

შეიძლება ამ მომენტის წარმატებით გამოყენება იმ მიზნით, რომ გადააჩვიოთ პატარა ჰიგიენურ საფენს და მიაჩვიოთ ქოთანზე დაჯდომას.

ამისათვის, წაიყვანეთ ხოლმე პატარა თქვენთან ერთად ტუალეტში და დასვით თქვენს გვერდით ქოთანზე.

დაე მან შეხედოს რას აკეთებენ იქ დედა და მამა. ბავშვებს სურთ გვანდნენ საკუთარ მშობლებს და დროთა განმავლობაში თავადაც მოინდომებენ გაიმეორონ იგივე თქვენთან ერთად.

ამასთან, პატარას უნდა აჩვენოთ და აუხსნათ ეს მოქმედებები, რაც რა თქმა უნდა არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს ნატურალურად აჩვენოთ როგორ ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ შეგიძლიათ გააკეთოთ ბუნებრივი იმიტაცია და გააგებინოთ:

როდის გინდებათ ტუალეტში წასვლა;

როგორ აკეთებთ ამას;

რას აკეთებთ;

ასე ბავშვი უფრო მიხვდება, რომ ტუალეტში წასვლამდე მას უნდა მოუნდეს ეს პროცესი. ბევრი ბავშვი ჯდება ხოლმე ქოთანზე და ცდილობს „მოფისოს“ მაშინ, როცა ეს არ უნდა და ბუნებრივია მას არაფერი გამოუვა. შედეგად, პატარას უცრუვდება იმედები და ხელმეორედ აღარ ცდილობს ეს გააკეთოს.

კიდევ უფრო უკეთესია, თუ გყავთ უფროსი ასაკის (ნათესავების და მეგობრების) ბავშვები, ან პატარა, რომელმაც უკვე ისწავლა ტუალეტში დამოუკიდებლად სიარული და ქოთნის გამოყენება.

ხშირად პატარები სიამოვნებით იმეორებენ ასეთი ბავშვების მოქმედებას. თუ თქვენი პატარა დღიდან დღემდე აკვირდება როგორ დადის მისი თითქმის თანატოლი ტუალეტში დამოუკიდებლად, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ უკვე ერთი კვირის შემდეგ იგი აუცილებლად გააკეთებს იგივეს.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენურ საფენსსათამაშოები ტუალეტში - კარგ შედეგებს იძლევა ბავშვის მიჩვევა ქოთანხე მისი საყვარელი სათამაშოების დახმარებით.

მეტი ეფექტისთვის მოუწყვეთ თემატური თამაშები: შეიძინეთ რამოდენიმე სათამაშო ქოთანი (ან მსგავსი საგანი) და როცა პატარას დასვამთ ქოთანზე, მის გვერდით სათამაშო ქოთანზე დასვით მისი სათამაშოები.

მაგალითად ერთზე დასვით სათამაშო დათუნია ან თოჯინა, მეორეზე სხვა სათამაშო ნადვილ ქოთანზე კი თავად ბავშვი. უთხარით ბავშვს და აჩვენეთ, რომ მისი თოჯინები სხედან ქოთანზე საფენების გარეშე და რომ „ფისის“ იზამთ სამივენი ერთად.

შეგიძლიათ მოუშვათ ონკანი, რათა ბავშვს ესმოდეს ხმა. ეს ახდენს იმიტაციას და შარდის გამოყოფის სტიმულაციას.

ბავშვი მიბაძავს საყვარელ სათამაშოებს და ამ ხერხით მიეჩვევა ღამის ქოთანზე დამოუკიდებლად დაჯდომას.

ზოგიერთი მშობელი აღნიშნავს, რომ კარგ შედეგებს იძლევა მუსიკალური ღამის ქოთნები. ზოგიერთ მათგანს აქვს სასიამოვნო განათებაც. მხოლოდ სასურველია ქოთანი გამოსცემდეს ისეთ ხმებს, რომ ბავშვს არ შეეშინდეს. თუ ასეთი ქოთნის ყიდვას გადაწყვეტთ, უმჯობესია პატარა თან წაიყვანოთ და ქოთანი მასთან ერთად შეარჩიოთ.

ზოგიერთი მშობელი და პედიატრი კი კატეგორიული წინააღმდეგია შეთავსებული იქნას ერთმანეთთან ბავშვის გართობა და ტუალეტი.

ასეთი ქოთნის მომხმარებელთა ნაწილი აღნიშნავს, რომ პატარები მხოლოდ თამაშობენ და ერთობიან მუსიკალური ქოთნით, ხოლო შემდგომ აღარ სურთ ჩვეულებრივ ქოთანზე დაჯდომა და ისველებენ.

იხილეთ ვრცლად: როგორ შევარჩიოთ ბავშვის ქოთანი

სპეციალური საფენი-ტრუსებიარსებობს საფენი-ტრუსები, რომლებიც სპეციალურად ბავშვის ღამის ქოთანზე მისაჩვევად მზადდება. მათი მოქმედების პრინციპი ასეთია - საფენს სითხეგაუმტარი შრე გააჩნია მხოლოდ გარედან, რაც უნარჩუნებს სიმშრალეს ტანსაცმელს და ბავშვის ირგვლივე სივრცეს.

ხოლო საფენის შიგნითა ნაწილს არ გააჩნია მომენტალურად სითხის შემწოვი შრე, ეს ხდება გარკვეული პაუზის შემდეგ, რაც საკმარისია, რომ ბავშვმა იგრძნოს სისველით გამოწვეული დისკომფორტი და გაიგოს, რომ "ეს საქმე" უმჯობესია ღამის ქოთანზე გააკეთოს.

მიიჩნევა, რომ ამ გზით გამოწვეული დისკომფორტი განაწყობს პატარას მოძებნოს პრობლემის გადაჭრის გზები.

 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს ღამით

 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს ღამითარანაირი კონკრეტული მეთოდი, ღამით ჰიგიენური საფენის გარეშე ძილის გადაჩვევის შესახებ არ არსებობს.

თუ თქვენ უკვე გადააჩვიეთ ბავშვი ჰიგიენურ საფენს დღის განმავლობაში და პრობლემა არსებობს მხოლოდ ღამით, გახსოვდეთ, რომ ღამით ჩასველების პრობლემა აბსოლიტურად უმრავლეს შემთხვევებში გვარდება თავისთავად.

მთავარი ფაქტორი, რომელიც წყვეტს ამ საკითხს, ეს არის ბავშვის ასაკი. ამიტომ, თუ უმეტეს შემთხვევაში ღამით ჰიგიენური საფენი მშრალია, შესაძლებელია პატარა მის გარეშეც დააძინოთ.

თუ ასე არ არის და დილით ჰიგიენური საფენი სველია, არ ღირს აღელვება. გაუკეთეთ იგი ძილის წინა ბავშვს იმ დრომდე, სანამ მთელი ღამის განმავლობაში და დილითაც საფენი არ დაგხვდებათ მშრალი.

ბავშვის ღამის ქოთანზე მიჩვევა უნდა მოხდეს და მოხდება კიდეც თავისთავად, ფიზიოლოგიურად, ანუ ბუნებრივად დღისით საფენის გადაჩვევიდან დაახლოებით 2-3 ან მაქსიმუმ 4-6 კვირის განმავლობაში.

თქვენ კი შეგიძლიათ დააჩქაროთ და ხელი შეუწყოთ ამ პროცესს რამოდენიმე მარტივი მოქმედებით. მთავარია პირველ რიგში იყოთ მშვიდად და არ ინერვიულოთ, რადგან თქვენი ნერვიულობა აუცილებლად გადაედება ბავშვს და შესაძლოა მიიღოთ უკუ შედეგი.

ნებისმიერ პატარა ბავშვს უჭირს ღამით საკუთარი შარდის ბუშტის კონტროლი, ამიტომ თუ პატარა დროდადრო ღამით მაინც ისველებს ხოლმე, 6 წლის ასაკამდე ეს ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

»» გაესაუბრეთ პატარას ძილის წინ (ამის გაკეთება საჭიროა არაერთხელ, არამედ რეგულარულად) უთხარით, რომ დღეს იგი დაიძინებს საფენის გარეშე როგორც დიდი ბავშვი, ხოლო თუ მოუნდება - გითხრათ თქვენ.

აუხსენით, რომ თუ იმ დროს გძინავთ, შეგეხოთ ხელით და გაგაღვიძოთ (აჩვენეთ როგორ გააკეთოს ეს), ან დაგიძახოთ. უთხარით, რომ გაიღვიძებთ და მასთან ერთად წახვალთ ტუალეტში, რომ არ შეიძლება ამის საწოლში გაკეთება.

ზოგადად, უმჯობესია სანამ ბავშვი პატარაა და გადაჩვევის პერიოდი აქვს, ღამით ქოთანი საწოლის გვერდით მოათავსოთ.

საფენის გადაჩვევის ასაკში ბავშვს უკვე უნდა ესმოდეს თქვენი, თუ კარგად ვერ იგებს რას თხოვთ, აუხსენით მისი ენით, სხვადასხვა ჟესტებითა და ინტონაციებით.

გაუმეორეთ ეს ყველაფერი ერთი კვირის განმავლობაში ყოველი ძილის წინ. ასე ბავშვი უფრო სწრაფად მიეჩვევა აზრს, რომ ღამე უკვე სძინავს საფენის გარეშე და ჩასველება არ შეიძლება.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს ღამით»» იმისათვის, რომ მიაჩვიოთ ბავშვი ღამით, საფენის გარეშე ძილს, თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური ერთჯერადი ზეწარი-საფენები (შეძენა შეიძლება აფთიაქებში). ეს საჭიროა, რათა თავიდან აიცილოთ ყოველდღე ზეწარის რეცხვა.

ერთჯერად ზეწარ-საფენს დააფენთ ჩვეულებრივი ზეწარის ზემოდან. თუ ბავშვმა ღამე ჩაისველა, ზეწარი-საფენი შეიწოვს სითხის ნაწილს, მაგრამ სისველეს პატარა რა თქმა უნდა მაინც იგრძნობს და უსიამოვნო შეგრძნება, რასაც იწვევს სველი ზეწარი-საფენი აიძულებს მას შედგომში დაგიძახოთ და გაგაგებინოთ, რომ სურს წაიყვანოთ ტუალეტში და არ გააკეთოს ეს საწოლში.

ბევრი ბავშვი, ჰიგიენურ საფენზე თავის დანებების შემდეგ - 1-2 კვირის განმავლობაში აგრძელებს ღამით საწოლში ჩასველებას და მშობლებს უწევთ 2-3-ჯერ ადგომა, რათა გამოუცვალონ მას ზეწარი-საფენი.

რაც უფრო დიდი ხნის განმავლობაში წევს ბავშვი სველ ზეწარ-საფენზე, მით უფრო სწრაფად გაუჩნდება დისკომფორტის შეგრძნება, უფრო სწრაფად მოახდენს რეაგირებას ბუნებრივ მოთხოვნილებაზე და გაგაღვიძებთ ღამით, რათა დასვათ ღამის ქოთანზე.

»» თუ ბავშვი მაინც არ გაღვიძებთ და არ გაგებინებთ, რომ სურს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილება, დაუკვირდით მის რეაქციებს ძილის დროს.

თუ პატარა მოუსვენრობს, წრიალებს, სლუკუნებს ან ხშირად გადატრიალდება საწოლში ხან ერთ და ხან მეორე მხარეს, ეს ნათელი სიგნალია, რომ საჭიროა მისი აყენება და ღამის ქოთანზე დასმა.

ამ შემთხვევაში, თამამად აიყვანეთ ბავშვი და მკაფიოდ კითხეთ, სურს თუ არა ღამის ქოთანზე დასმა, სურს თუ არა ტუალეტი, ან შეეკითხეთ ეს მისთვის გასაგები ტერმინოლოგიით, სანამ არ გიპასუხებთ და არ მოისურვებს ქოთანზე დაჯდომას.

თუ ბავშვს სძინავს მშვიდად, არანაირ რეაქციას არ გამოხატავს, უბრალოთ აიყვანეთ ხოლმე იგი და დასვით ქოთანზე.

(თუმცა არ გააკეთოთ ეს 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, რადგან ბავშვმა თავად უნდა მიეჩვიოს გაიგოს - როდის სურს ტუალეტში).

ბევრი პატარა ასეთი მოქმედებების შემდეგ თავად იღვიძებს ხოლმე და ითხოვს ქოთანზე დასმას.

თუ ბაშვი მაინც აგრძელებს ჩასველებას ისე, რომ ამას ვერ ამჩნევს, მაშინ უმჯობესია აღარ გააღვიძოთ იგი ღამით, რადგან არავითარი ღამე აყენება და ქოთანზე დასმა მას დროებით არ უშველის.

ჩაისველებს რა რამოდენიმეჯერ, იგი იგრძნობს დისკომფორტს და აუცილებლად მოგმართავთ დასახმარებლად, ხოლო ზემოთ აღწერილი ვადის გასვლის შემდეგ პრობლემა მოგვარდება ბუნებრივად.

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს ღამითღამით ჰიგიენური საფენის გარეშე ბავშვის დაძინების წინ რეკომენდებულია დაიცვათ შემდეგი ნიუანსები:

ნუ დაალევინებთ პატარას ძილის წინ ზედმეტ სითხეს;

დაწოლის წინ დასვით ბავშვი მცირე ხნით ქოთანზე;

პირველ ხანებში დატოვეთ ხოლმე ტუალეტში შუქი, ხოლო საძინებელში ტორშერი (რათა მან დამოუკიდებლად შეძლოს ქოთანზე დაჯდომა)

დილით, გაღვიძებისთანავე დასვით ბავშვი ქოთანზე, მიუხედავად იმისა, ჩაისველა მან ღამით თუ არა;

თუ ბავშვმა მშრალმა გაიღვიძა, აუცილებლად შეაქეთ და წაახალისეთ იგი.

 

ზოგადი რჩევები

 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ჰიგიენური საფენს - ზოგადი რჩევებიმხოლოდ რომელიმე ერთი მეთოდით ბავშვის ჰიგიენურ საფენებზე გადაჩვევა და ქოთნის მიჩვევა არ არის საკმარისი.

ყველაფერთან ერთად აუცილებელია გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:

 მართალია ბავშვი ფიზიოლოგიურად მზად არის გადაეჩვიოს ჰიგიენურ საფენს 18-20 თვის ასაკიდან, მაგრამ სასურველია, თუ უკვე 6 თვის ასაკიდან (როცა ბავშვს უკვე კარგად შეუძლია წამოჯდომა), შეიძენთ ლამაზ, ხარისხიან ღამის ქოთანს და დროდადრო ბავშვს დააჯენთ ხოლმე მასზე.

ამ შემთხვევაში, იგი შეეჩვევა და როცა დრო მოვა აღარ იუცხოვებს, შესაბამისად კი გაცილებით ადრე მიეჩვევა ღამის ქოთანს.

 ნუ იჩქარებთ! მიაჩვიეთ ბავშვი ქოთანს თანდათანობით. თუ პატარა გაძლევთ ნიშანს, რომ ჯერ მზად არ არის და ჭირვეულობს, ნუ დააძალებთ. დროებით გადადეთ ეს საქმე და გაიმეორეთ რამდენიმე დღის შემდეგ;

 კარგ შედეგს იძლევა ზღაპრებისა და ისტორიების მოფიქრება, რომელიც დაკავშირებულია ღამის ქოთანთან.

მშვენიერ ეფექტს მიიღებთ, თუ ბავშვს შეაცოდებთ ღამის ქოთანს, ეტყვით, რომ ქოთანი ძალიან იწყენს და ტირის კიდეც, როცა მასზე არ ჯდება ბავშვი და არ აკეთებს "თავის საქმეს";

 ზოგჯერ მშობლები იმისათვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადააჩვიონ ბავშვი ჰიგიენურ საფენს, ღამის ქოთანს ყველა ოთახში დგამენ.

ეს შეცდომაა. ქოთნის მიუწვდომლობა აქ არაფერ შუაშია და რამოდენიმე ქოთანი მხოლოდ დააბნევს პატარას.

უმჯობესია ქოთანი იდგეს ბავშვის ოთახში ან ტუალეტში, რათა პატარამ იცოდეს, რომ "იმ საქმისთვის" არსებობს მხოლოდ ერთი, სპეციალურად გამოყოფილი ადგილი.

 მუდმივად შეაქეთ პატარა, როცა იგი სულ უფრო მეტ შედეგებს აღწევს ჰიგიენური საფენის მოცილების საქმეში.

ნუ გაუჯავრდებით, თუ იგი წაგიყვანთ და "გაჩვენებთ" თავის ნამოქმედარს. მათ ეამაყებათ ეს და ნუ ეტყვით უარს;

 არასოდეს დასაჯოთ ბავშვი, თუ მან უნებურად ჩაისველა ან... ;

 არასოდეს დასვათ ბავშვი ქოთანზე ტყუილად, როცა მას ეს თავად არ სურს;

 სცადეთ და გამოიყენეთ არა მხოლოთ ქოთანი, არამედ საბავშვო, მინიატურული უნიტაზის საფარი (რომელიც ზემოდან ედება უნიტაზის დიდ საფარს).

ბევრი პატარა დიდი სიამოვნებით ჯდება ხოლმე ასეთ ფერად და ლამაზ საფარზე, რაც საფენის გადაჩვევის პროცესს უფრო მარტივს ხდის.

 შესაძლოა პრობლემა იყოს ქოთანში: ბავშვს უბრალოდ არ მოსწონს ქოთანი (ფორმა, ფერი, მოუხერხებელია ქოთნის კონსტრუქცია), შესაძლოა ქოთანი ცივია და ბავშვს უქმნის დისკომფორტს და ა.შ


წარმატებებს და „მშრალ პატარას“ გისურვებთ :))


იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ