მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 51260 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ერთ წლამდე ბავშვის განვითარებააქ მოყვანილია საორიენტაციო მონაცემები, რომლის მიხედვითაც შესაძლებელია შეფასდეს ერთ წლამდე ბავშვის განვითარების დონე.

მითითებული უნარ-ჩვევები განსაზღვრავს ბავშვის განვითარების ნორმას, ასაკის ზრდის მიხედვით.

გაითვალისწინეთ, რომ შესაბამის დროის მონაკვეთში, გარკვეული უნარ-ჩვევის არ არსებობა, ჯერ კიდევ არ არის შეშფოთების საფუძველი, მითუმეტეს,  თუ დანარჩენი უნარ-ჩვევების განვითარება ნორმალურად მიმდინარეობს.

ზოგიერთ ბავშვს უნარ-ჩვევები უვითარდება განსხვავებული თანმიმდევრობით, მაგალითად შეიძლება ბავშვმა არ იხოხოს (არ იცოცოს) და პირდაპირ დაიწყოს სიარული.

ყურადღების გამახვილება და ექიმთან ვიზიტი საჭიროა იმ შემთხვევაში, თუ ორი ან მეტი, ერთმანეთთან დაკავშირებული  უნარ- ჩვევა  არ ვლინდება ნორმალური ვადის ამოწურვიდან  2 და მეტი თვის განმავლობაში.

ამ შემთხვევაში, შესაძლებელია,  ექიმის მითითებით, აუცილებელი გახდეს სპეციალისტის ჩარევა.

 

მოძრაობა ჰორიზონტალურ მდგომარეობაში

 

  • ბავშვები და მშობლებიმუცელზე წოლისას, თავის დაჭერის მცდელობა:  1-2 თვე;
  • მუცელზე წოლისას ხანმოკლედ თავის დაჭერა: 1-3 თვე;
  • მუცელზე წოლისას ხანგრძლივად თავის დაჭერა:  2-3 თვე;
  • თავის დაჭერა იდაყვებზე დაყრდნობით:  2-4 თვე;
  • თავის დაჭერა ხელის მტევნებზე დაყრდნობით:  3-5 თვე;
  • გვერდზე გადაბრუნების მცდელობა: 3-5 თვე;
  • გვერდზე გადაბრუნება: 3-5 თვე;
  • მუცელზე გადაბრუნება (გადაკოტრიალება ) : 3-5 თვე;
  • მუცელზე წოლისას მხრების წელამდე გადაზნექა:  3-5 თვე;
  • მუცელზე წოლისას ზურგზე გადაბრუნება:  3-6 თვე;
  • ცოცვის მცდელობა:  4-6 თვე;
  • მუცელზე ხოხვა:  5-8 თვე;
  • ოთხზე (კიდურებზე) ხოხვა:  6-დან -9 თვემდე;
  • რაიმე საგანზე აცოცება:  8–დან -10 თვემდე;

 

დგომა

 

  • სუსტად დაყრდნობა იღლიით დაჭერის დროს:  2-3 თვე;
  • მყარად დაყრდნობა იღლიით დაჭერისას: 3-4 თვე;
  • დგომა იღლიებით დაჭერის დროს: 4-5 თვე;
  • დგომა ორივე ხელით დაჭერის დროს: 5-7 თვე;
  • დგომა ერთი ხელით დაჭერის დროს: 6-8 თვე;
  • დგომა მცირე საყრდენით: 8-11 თვე;
  • დგომა საყრდენის გარეშე: 8-11 თვე;
  • ნებისმიერი მდგომარეობიდან ადგომა: 9-12 თვე;

 

სიარული

 

  • ბავშვის განვითარება კვირების მიხედვითგადაბიჯების რეფლექსი: 1-2 თვე;
  • გადაბიჯება - იღლიების დახმარებით: 3-5 თვე;
  • გადაბიჯება - ხელებით დაჭერის დროს, მცირე ხნით: 5-7 თვე;
  • ხანგრძლივი გადაბიჯება - ხელებით დაჭერის დროს: 7-9 თვე;
  • გადაბიჯება  - ხელებით უძრავ საყრდენზე დამოუკიდებლად ჩაჭიდებით: 7-9 თვე;
  • გადაბიჯება - მოძრავი საყრდენის დახმარებით: 9-12 თვე;
  • გადაბიჯება საყრდენის გარეშე: 9-12 თვე;
  • გვერდულად სიარული საყრდენის დახმარებით: 7-12 თვე;
  • დამოუკიდებლად სიარული: 8-12 თვე;

 

ჯდომა

 

  • თავის აწევის მცდელობა ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 1-3 თვე;
  • თავის აწევა და ამ მდგომარებაში დაჭერა, ზურგზე მწოლიარე მდგომარეობაში: 3-5 თვე;
  • წამოჯდომის მცდელობა ხელების დახმარებით: 4-5 თვე;
  • წამოჯდომა ხელების დახმარებით: 5-6 თვე;
  • წამოჯდომა ერთი ხელის დახმარებით: 5-8 თვე;
  • წამოჯდომა საგანზე ხელის მოჭიდებით: 6-8 თვე;
  • წამოჯდომა მცირე დასაყრდენით: 7-9 თვე;
  • წამოჯდომა დასაყრდენის გარეშე: 7-9 თვე;
  • წამოჯდომა ნებისმიერი მდგომარობიდან: 8-11 თვე;

 

ხელის ჩავლება

 

  • სათამაშოზე რეფლექსური ხელის ჩავლება: 1-2 თვე;
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობა: 2-4 თვე;
  • გამოწვდილი ხელების მოძრაობით სათამაშოზე ხელის ჩავლება: 2-4 თვე;
  • სათამაშოზე მიზანმიმართული ხელის ჩავლება: 4-6 თვე;
  • სათამაშოს გადაგდება: 6-8 თვე;
  • რთული, აქტიური მოქმედება სათამაშოსთან მიმართებაში: 7-11 თვე;

 

მხედველობითი ანალიზატორის განვითარება

 

  • ბავშვები და მშობლებიარაგულისხმიერი მხედველობა: 1-2 თვე;
  • მოძრავ საგნებზე თვალის გაყოლების უნარი: 2-4 თვე;
  • მხედველობითი გულისხმიერება, საგნებზე თვალყურის დევნების უნარი: 2-4 თვე;
  • საკმაოდ მცირე მანძილზე საგნის გულისხმიერი დათვალიერების უნარი: 3-5 თვე;
  • საგნის ფორმებისა და ძირითადი ფერების გარჩევის უნარი: 4-6 თვე;
  • ფერებისა და გარშემომყოფი სხვადასხვა ფორმის საგნების მოხაზულობის კარგად გარჩევის უნარი: 7-9 თვე;

 

სასმენი აპარატის განვითარება

 

  • საწყისი, ორიენტირებული რეაქცია მკვეთრ ხმებზე: 1თვე;
  • ყველა ტიპის ხმაზე  ყურადღების გამახვილება: 2-4 თვე;
  • მკვეთრი, მყისიერი ირიენტირებული რეაქცია ხმებზე: 3-5 თვე;
  • ხმების გამომცემი წყაროს ძებნა: 4-7 თვე;
  • ხმებზე ყურის დაგდება, რეაქცია ხმოვან გამღიზიანებლებზე: 5-8 თვე;
  • ხმის წყაროს სწრაფი, უშეცდომო გამოცნობა: 5-9 თვე;
  • მაღალდიფერენცირებული აქტიურობა ხმოვანი გამაღიზიანებლების მიმართ: 8-12 თვე;

 

მეტყველების განვითარება

 

ბავშვის მეტყველების განვითარება

  • ღუღუნი: 3-5 თვე;
  • წამღერებითი ღუღუნი: 4-6 თვე;
  • საპასუხო ხმები: 4-6 თვე;
  • ტიტინი: 6-12 თვე;
  • დანაწევრებული, მოკლე ბგერების წარმოთქმა: 8-10 თვე;
  • ბგერების ხანგრძლივი, ხმამაღალი გამეორება უფროსებთან ერთად: 9-12 თვე;
  • მარტივი  სიტყვების წარმოთქმის მცდელობა: 9-12 თვე;
  • პირველი, გამართული სიტყვების წარმოთქმა: 12 თვის შემდეგ;

როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში (კომპლექსური სახელმძღვანელო)
ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ

 

ყველაფერი ბავშვებისთვის ონლაინ მაღაზიაში MyWish.ge
საორსულე და საბავშვო ონლაინ მაღაზია MyWish.Ge

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ