მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 37249 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ბავშვის დაბადების შემდეგ, დღის წესრიგში დგება ერთ-ერთი ისეთი მთავარი საკითხი, როგორიცაა მისი პირველი სატრანსპორტო საშუალების - საბავშვო ეტლის შეძენა.

საბავშვო ეტლები სხვადასხვა სახის არსებობს, განვიხილოთ მათი დადებითი და უარყოფითი მხარეები.

საბავშვო ეტლების კლასიფიკაცია:

 

სარწეველა ეტლები 

 

სარწეველა ეტლებიიგი წარმოადგენს ჩვილის საწოლს, რომელიც ბორბლებზე დგას, ასეთი ეტლები ძირითადად ისტორიის კუთვნილებაა, თუმცა მისი მოდელები მაინც გვხვდება ხოლმე.

პლუსები - ბავშვი ახერხებს კარგად გამოძინებას, იგი დაცულია მტვრისა და ქარისაგან.

მინუსები - როდესაც ბავშვი იწყებს დაჯდომას, ასეთ ეტლში ის მოუხერხებლად იგრძნობს თავს.

გარდა ამისა სარწეველა ეტლის  წინა საბურავები არ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რის გამოც მისი მანევრირება შეზღუდულია.

 


სასეირნო ეტლები 

 

სასეირნო ეტლებიეს ეტლები გათვალისწინებულია 6-8 თვიდან 2-3 წლის ასაკის ბავშვებისთვის. გააჩნია დასჯდომი და პატარა ჩარდახი (მზისგან დამცავი სახურავი).

ასეთი ეტლები ორი ტიპისაა: პირველი - ეტლი ჰამაკი, რომელიც მდგომარეობიდან ”ჯდომითი”, გადადის მდგომარობაში ”წოლითი” და მეორე - ეტლი, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იკეცება როგორც ქოლგა.

პლუსები - ყველაზე იაფი ეტლია, მსუბუქია, მცირე ზომის, კარგად მანევრირებს,ადვილად იკეცება.

მინუსები - გამოდგება მხოლოდ ისეთი ბავშვებისთვის, რომელთაც შეუძლიათ დაჯდომა.

ასეთი ეტლი არ იცავს უამინდობის დროს, ხოლო მასში ძილი მოუხერხებელია მაშინაც კი, თუ იგი გადაყვანილია რეჟიმში ”წოლითი”.

ამასთან აქვს პატარა საბურავები, რის გამოც მას ძალიან უჭირს უსწორმასწორო ზედაპირზე გავლა.

 

ტრანსფორმირებული ეტლები

 

ეს არის ეტლი, რომეტრანსფორმირებული ეტლებილიც სარწეველა ეტლიდან გარდაიქმნება სასეირნო ეტლად.

პლუსები  - ეტლი მდგომარეობიდან ”წოლითი”, ძალიან ადვილად გადადის მდგომარეობაში ”ჯდომითი” და პირიქით, რაც საშუალებას აძლევს ბავშვს მოხერხებულად იძინოს და იმგზავროს მჯდომარე მდგომარეობაში.

ასეთ ეტლს აქვს დიდი საბურავები, რისი საშუალებითაც ადვილად გადაადგილდება ცუდ, უსწორმასწორო გზებზეც კი.

მინუსები - დიდი წონა, ეტლის წინა საბურავები არ ბრუნავს თავისი ღერძის გარშემო, რის გამოც ეტლი ნაკლებად მანევრირებადია.

 

სპორტული ეტლები

 

სპორტული ეტლებიროგორც წესი, ეს არის სპორტული დიზაინის ეტლი, რომელსაც როგორც წესი, 3 საბურავი და მსუბუქი ჩარჩო აქვს.

პლუსები - მსუბუქი წონა, შესანიშნავი მანევრირება, კარგი ამორტიზაცია, მარტივი და კომპაქტური დაკეცვის საშუალება (მისი გადატანა ადვილადაა შესაძლებელი ავტომობილის საბარგულით).

ასეთი ეტლის უდავო უპიურატესობაა კონსტრუქციის მოხერხებულობა, როგორც ”ჯდომით”, ასევე ”წოლით” მდგომარეობაში. 

მინუსები  - ამ ტიპის ეტლს, პრაქტიკულად მინუსი არ გააჩნია (თუ იგი მაღალი ხარისხისაა), თუ არ ჩავთვლით მაღალ ფასს.

 

უნივერსალური ეტლები

 

უნივერსალური ეტლებიმის ძარაზე შეიძლება დაყენდეს როგორც სარწეველა კალათი, ასევე ჰამაკი, ისე როგორც სასეირნო ეტლზე.

ასეთ ეტლს აქვს მჯდომარე მდგომარეობაც, რომელიც საკმაოდ მოსახერხებელია.

პლუსები - გამოდგება როგორც ახალდაბადებულთათვის, ასევე უკვე მოზრდილი ბავშვებისათვის. აქვს დიდი საბურავები, რის გამოც შეუძლია კარგი მანევრირება.გააჩნია კარგი ამორტიზაცია

მინუსები - უნივერსალური ეტლის მინუსს მისი დიდი წონა წარმოადგენს.

არსებობს ტყუპებისთვის განკუთვნილი ორადგილიანი და სამადგილიანი საბავშვო ეტლებიც.

 

აქსესუარები

 

ბევრი საბავშვო ეტლი აღჭურვილია კომპლექტაციით, რომელშიც შეიძლება შედიოდეს:

ბავშვისთვის განკუთვნილი კალათი (რომლის ცალკე გამოყენებაც შეიძლება);

საწვიმარი;

ნივთებისთვის განკუთვნილი კალათი;

ჩანთა;

დათბილული მოსასხამი;

უკანა საფეხური უფროსი ბავშვისთვის,

მწერებისაგან დამცავი ბადე;

და მრავალი სხვა აქსესუარი;

 

ზოგადი რჩევები:

 

როგორ ავირჩიოთ საბავშვო ეტლი1. აუცილებლად წინასწარ განსაზღვრეთ, სად გჭირდებათ და გამოიყენებთ ეტლს - ქალაქში (ასფალტზე), გრუნტის გზაზე, თუ ბუნებაში.

ამის გათვალისწინებით, უნდა შეარჩიოთ საბურავების პარამეტრები, ამორტიზაციის სისტემა და მანევრირება.

2. თუ საცხოვრებელ სახლში საბავშვო ეტლი უნდა აიტანოთ ლიფტით, აუცილებლად წინასწარ გაზომეთ ეტლისა და ლიფტის სიგანე, რათა დარწმუნდეთ, რომ ის იქ მოთავსდება.

3. აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება ეტლის წონას, რადგან სავარაუდოდ თქვენ ვერ აცდებით სიტუაციას, როცა მისი ხელში აწევა მოგიწევთ ბავშვთან ერთად.

4. სასეირნო ეტლის სარწეველა ან დასაჯდომი, უნდა მაგრდებოდეს ეტლის ძარაზე მყარად და სიმეტრიულად.

5. ეტლზე, რომელზეც მდგომარეობა ”ჯდომითი” გადადის მდგომარეობაში ”წოლითი” და პირიქით, შეამოწმეთ, რომ ეს პროცესი ხდებოდეს მარტივად, ყოველივე ძალდატანების გარეშე.

6. ბავშვებისათვის კარგია თუ შეარჩევთ ეტლს, რომელსაც აქვს 5 წერტილიანი უსაფრთხოების ღვედები.

7. ყურადღება მიაქციეთ ეტლის სახელურების სიმაღლეს, რათა არ მოგიწიოთ მისი ტარება ბეჭებში მოხრილს.

8. გაითვალისწინეთ სად გსურთ ეტლის შენახვა, და ამის მიხედვით ყურადღება მიაქციეთ, რამდენად კომპაქტურია იგი.

9. ყურადღება მიაქციეთ რამდენად სანდო და მარტივად გამოსაყენებელია მუხრუჭები.

10. ეტლის კაპიუშონი რაც შეიძლება დიდზე უნდა დაიხუროს გადახდილ ეტლზე და გაიხსნას დახურულზე.

11. საფარველი (რაც უნდა წამოაცვათ დასაჯდომს ან კალათას, წვიმისა და უამინდობის დროს) მაქსიმალურად უნდა იცავდეს ბავშვს, მაგრამ ამავე დროს დაუტოვოს საკმარისი სივრცე ეტლის შიგნით.

12. ყურადღება მიაქციეთ ქსოვილის მასალას, რომლისგანაც დამზადებულია იგი. მასალა უნდა იყოს ბუნებრივი ქსოვილის, ადვილად იხსნებოდეს და ირეცხებოდეს, ან იწმინდებოდეს.

პს. და ყველაზე მთავარი! -  ეტლი უნდა მოწონდეს დედას, რადგან სწორედ მან უნდა მოიხმაროს იგი და უკეთესად ვერავინ განსაზღვრავს რა არის უკეთესი საკუთარი თავისთვის და კომფორტული მისი პატარისთვის.

ბედნიერ შენაძენს გისურვებთ!

იხილეთ ვრცლად: ყველაფერი ბავშვის ზრდა-განვითარების შესახებ


საბავშვო ეტლები ამაზონზე:

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ