მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 556 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ჰონდურასს ყავის მსოფლიო ბაზარზე უჭირავს მეექვსე ადგილი და სიდიდით მესამე ყავის მწარმოებელია ლათინურ ამერიკაში. წელიწადში ჰონდურასში მოჰყავთ 450 000 ტონაზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ყავა.

ჰონდურასის ტერიტორიაზე ყავის ნარგავები პირველად სალვადორიდან შეიტანეს. დიდი ხნის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ ყავის პლანტაციების არ მიიჩნეოდა პრიორიტეტად ქვეყნის ბიუჯეტიდან გამომდინარე, თუმცა 1975 წლიდან, როცა ბრაზილიაში ყინვის გამო ყავის მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა, ჰონდურასის ყავამ დიდი პოპულარობა და აღიარება მოიპოვა.

როგორც ცნობილია, კლიმატი და ლანდშაფტი ორი აუცილებელი ფაქტორია ჭირვეული არაბიკის მოსაყვანად. ამასთან, ხარისხიანი ყავა მოდის ზღვის დონიდან არანაკლებ 1000 მეტრზე. ჰონდურასი კი მთიანი ქვეყანაა, მზეც აქვს და ტენიანობაც.

ქვეყანაში არაბიკა მოჰყავთ ზღვის დონიდან 700-2000 მეტრ სიმაღლეზე. ამ თავისებურიდან გამომდინარე, ყავის მარცვლები გაჟღენთილია დიდი რაოდენობით მინერალებით. 

ადგილობრივი პლანტაციები შერეული ტიპისაა, სადაც ყავის ხეებთან ერთად ხარობს სხვა კენკროვანი მცენარეებიც.

საუკეთესო ყავა იზრდება ბუნებრივად ნაყოფიერ, ტენიანობით მდიდარ ნიადაგებზე. ამისათვის, მწარმოებლები ასუფთავებენ ტერიტორიებს ჰონდურასის ველურ ტყეებში და აშენებენ ყავის პლანტაციებს. შესაბამისად, ჰონდურასის ყავა მსოფლიოში ცნობილია როგორ ბუნებრივი, ნატურალური პროდუქტი, რომლის მოყვანის დროს არ იყენებენ ქიმიურ სასუქებს.

ჰონდურასულ ყავას მიღებული აქვს მთელი რიგი საერთაშორისო პრემიები კონკურსებში, რომლებიც იმართებოდა ბრაზილიაში, გვატემალასა და კოსტა-რიკაში.

ჰონდურასის სოფლის მეურნეობის ეს დარგი ქმნის მილიონზე მეტი სამუშაო ადგილს ადგილობრივი ფერმერებისთვის. ქვეყანაში ყავის პლანტაციების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რის გამოც ჰონდურასს სტაბილურად უჭირავს მნიშვნელოვანი წილი ყავის ბაზარზე.

ჰონდურასული ყავის კლასიფიკაცია დამოკიდებულია თუ რა სიმაღლეზეა გაშენებული ყავის პლანტაციები ზღვის დონიდან. საშუალო სტანდარტი - ზღვის დონიდან 700-1000 მეტრი; მაღალმთიანი - HG - high grown coffee  - ზღვის დონიდან 1000-1500 მეტრი და მხოლოდ მაღალმთიანი - Sstrictly high grown coffee - ზღვის დონიდან 1500-2000 მეტრი.

ჰონდურასის სხვადასხვა პროვინციისთვის ყავის გემო და არომატი მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ყველა პროვინციას მინიჭებული აქვს ყავის საკუთარი ხარისხი და მარკირება.

ადგილობრივი ყავა იშვიათ არის მარკირებული კონკრეტული ბრენდის სახელწოდებით. ხშირად შეფუთვაზე მითითებულა რეგიონი, სადაც მოყვანილია ყავა და მისი ხარისხი.

ჰონდურასის ყავა არსებობს სხვადასხვა მოხალვის ხარისხით - დაბალიდან - მაღალი მოხალვის დონე. მისი გამოხატული თავისებურებაა: რბილი, სასიამოვნო გემო - ვანილის ნოტებით და მსუბუქი მჟავიანობა.

მის გემოში ასევე იგრძნობა ნიგვზის და კაკაოს ნოტები, შოკოლადისა და ხილის ბუკეტი, ხანგრძლივი გამყოლი სასიამოვნო გემო.

გარდა ნატურალური სახისა, ჰონდურასული ყავა გამოიყენება როგორც მონოსორტებში, ასევე ნაზავების სახით.

ქვეყანაში სამი აღიარებული ბრენდია:

Honduras SHB - მუქად მოხალული ყავა, მომწარო გემოთი, მკაფიოდ გამოხატული ბუკეტით და მსუბუქი მჟავიანობით. 

Honduras Marcala - მდიდარი არომატით, მომწარო გემოთი და მსუბუქად გამოხატული ღვინის ნოტებით.

Honduras Madeo -  ჰონდურასის ყავის ყველაზე პოპულარული სახეობაა. ისევე როგორც სხვა ადგილობრივ ჯიშებს, მასაც გააჩნია პიკანტური მჟავიანობა და ღვინის მსუბუქი გემო, თუმცა თავად ყავის არომატიც  მკაფიოდ გამოხატულია.

ჰონდურასული ყავის ექსპორტი ძირითადად ხდება ცენტრალური ამერიკის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ სტატებში და გერმანიაში.

ჰონდურასული ყავის ცნობილი ბრენდებია: Volcanica Honduras Natural Honey, SHB EvaDia, Spirit Animal Catuai & Bourbon , Organic Honduran Marcala, Honduras Santa Bárbara Highlands და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ