პაპუა-ახალი გვინეა არის სახელმწიფო, რომელიც მდებარეობს ეკვადორის მახლობლად. არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ადგილობრივი მოსახლეობა ცხოვრობდა როგორც ქვის ხანაში.
დღესდღეობით, ხელუხლებელი ცივილიზაციის ფონზე ადგილობრივი ფერმერები ახდენენ კულტურული მცენარეების, მათ შორის ყავის გაშენებას.
პაპუა-ახალ გვინეაში ყავის ისტორიას საფუძველი მე-19 საუკუნის ბოლოს ევროპელებმა ჩაუყარეს. მანამდე, ადგილობრივი მაცხოვრებლები ბუნებაში შეგროვებული ნაყოფით, ნანადირევით და კანიბალიზმითაც კი იკვებებოდნენ.
ნოტიო ტროფიკული კლიმატი დ მაღალმთიანი რეგიონები იდელაური საფუძველი აღმოჩნდა პაპუა-ახალ გვინეაში ყავის პლანტაციების გაშენებისთვის. უკვე მე-20 საუკუნის ოციანი წლებიდან წარმოების მოცულობამ სამრეწველო დონეს მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის ბიუჯეტის ძირითადი წყარო ნავთობისა და ოქროს წარმოებაა, ყავის ექსპორტი შადგენს ქვეყნიდან ექსპორტირებული პროდუქციის 13% (ქვეყნის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის თითქმის ნახევარი) რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია ახალგაზრდა სახელმწიფოსთვის.
ყავის ინდუსტრიის სფეროში დასაქმებული 2.5 მილიონი ადამიანი, მათ შორის 280 ათასი მცირე ფერმერი და 600-ზე მეტი საწარმო - ეს ყველაფერი მოწმობს ყავის მნიშვნელოვან როლზე პაპუა-ახალი გვინეას ეკონომიკისთვის.
მსოფლიომ ახალი გვინეის ყავის შესახებ შეიტყო 1975 წელს, ბრაზილიის ყავის ინდუსტრიის კრიზისის გამო, როცა პლანტაციების უმეტესობა გაიყინა და ყველამ ყურადღება მიაქცია მაღალხარისხიანი ახალი გვინეის ყავის პროდუქტს.
რა თქმა უნდა, პაპუა-ახალი გვინეა არ არის მაღალტექნოლოგიური ქვეყანა, ცუდ მდგომარეობაში ინფრასტუქტურა. ამიტომ სოფლის მეურნეობა აქ ტრადიციული მეთოდების გამოყენებით ხორციელდება. მაგრამ ამას აქვს თავისი უპირატესობაც. ადგილობრივი ფერმერები არ იყენებენ ძვირადღირებულ თანამედროვე პესტიციდებს და ნაყოფიერი ნიადაგების აღდგენა ხდება ბუნებრივი გზით
ამ და სხვა მიზეზთა გამო მსოფლიო ბაზარზე პაპუა-ახალ გვინეაში მოყვანილი ყავა ცნობილია როგორც ეკოლოგიურად სუფთა და ორგანული პროდუქტი.
დღესდღეობით, ყავის პლანტაციებს უჭირავს ქვეყნის 87 000 ჰექტარი ტერიტორია, საიდანაც 70% მთიან რეგიონებში (ზღვის დონიდან არანაკლებ 1500 მ.) მდებარეობს.
თითქმის მთელი ყავა (90%-ზე მეტი) მოჰყავთ ხუთ პროვინციაში, სადაც ნატურალური მიწათმოქმედება თითქმის ერთადერთ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს.
ყავის მარცვლებს ახალ გვინეაში სველი მეთოდით ამუშავებენ. უპირატესობას არაბიკას ანიჭებენ. არაბიკასა და რობუსტას შორის თანაფარდობა შეადგენს 90%-10%-თან. ყოველწლიურად ქვეყანაში მოჰყავთ 80 000 ტონა ყავა.
პაპუა-ახალი გვინეას ისტორიაში პირველი ყავა იყო მთელს მსოფლიოში ცნობილი იამაიკის ცისფერი მთა (Jamaican Blue Mountain), ამიტომ, ამ სახის არაბიკა კუნძულის ყავის გენოფონდის საფუძვლად შეიძლება ჩაითვალოს.
ქვეყანაში სამი წამყვანი ყავის ჯიშია:
Tipika - არც ისე ნაყოფიერი ჯიშია თუმცა სუფთა და ნათლად გამოხატული გემოთი. გააჩნია ბევრი ნაირსახეობა და ჰიბიდები. მიიღება ბუნებრივი მუტაციისა და მიზანმიმართული სელექციის შედეგად. ითვლება ერთ-ერთ კეთილშობილურ ჯიშად.
Kent - პაპუა ახალ გვინეაში ჯიში შემოიტანეს ინდოეთიდან, მიჩნევა იშვიათ სახეობად და ელიტურ პროდუქტად. გააჩნია ზომიერი სიმაგრე, ბალანსირებული მჟავიანობა და ბუნებრივი სიტკბო.
Arusha – ჯიშის წინაპრებად ტიპიკა და ბურბონი მიიჩნევა. მისი თვისბები დამოკიდებული გაშენების ადგილმდებარეობაზე. მაღალმთიან რეგიონებში მოყვანილ ყავას აქვს მოტკბო გემო და პიკანტური არომატი.
გარდა ცალკეული ჯიშებისა, ახალი გვინეას ყავა წარმოდგენილია საინტერესო ნაზავებით. რთული, განსხვავებული ბუკეტებით და მდიდარი ტონებით.
პაპუა-ახალი გვინეის ყავის ცნობილი ბრენდებია: Volcanica (Papua New Guinea), Coffee Bean Direct, Blue Mountain Coffee (Papua New Guinea), Sweet Maria's და სხვა...
















