მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 705 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

ყავა ამერიკაში ყველაზე პოპულარული სასმელია. პირველად ყავა ჩრდილოეთ ამერიკაში 1660 წელს ჰოლანდიელებმა შეიტანეს. თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ყავის არომატული სასმელი შეერთებულ შტატებში ინგლისიდან ჩამოსახლებულებმა ჩაიტანეს ჯერ კიდევ 1607 წელს.

ცნობილ კაპიტან ჯონ სმიტის ნივთების ჩამონათვალში, რომელსაც იგი თან დაატარებდა, აღმოჩენილი იქნა ფილთაქვა (სანაყი) და ხის როდინი (ქვიჯა) ყავის დასანაყად.

ერთ-ერთი პირველი ყავის მომწოდებელი ამერიკის შეერთებულ შტატებში გახლდათ ბიზნეს-ლედი - დოროთი ჯონსი, რომელმაც მიიღო ოფიციალური ლიცენზია და გახსნა ყავახანები ბოსტონში.

კიდევ ერთი ბიზნესმენი, რომელიც 1683 წელს აქტიურად ვაჭრობდა ყავის მარცვლებით ნიუ-იორკში, იყო უილიამ პენი.

მე-17 საუკუნის ბოლოს ამერიკულ ყავა იყიდებოდა მრავალრიცხოვან ყავახანებში და ყავის სახლებში, რომელთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობდა. მათ „London Coffeehouse“ და  „Kings Arms“-ს უწოდებდნენ.

ყველაზე ცნობილი ყავის სახლი გახლდათ „Green Dragon“, სადაც იკრიბებოდნენ მთავრობის წინააღმდეგ განწყობილი ბუნტისთავები და უბრალოდ ყავის მოყვარულები (კოფემანები). ბოსტონში მდებარეობდა იმ დროისთვის  უმსხვილესი ყავის ბირჟა.

აშშ-ს პირველი ყავახანები პრაქტიკულად ინგლისური ყავახანების სრულ ასლს წარმოადგენდა. პრესტიჟულ ყავის სახლებში შესაძლებელი იყო ცალკე ოთახის შეკვეთა საქმიანი შეხვედრებისთვის. 

დროთა განმავლობაში ამერიკელი ჯენტლმენები ყავის სახლებს სტუმრობდნენ ძირითადად ბიზნეს პარტნიორებთან ერთად, რათა ამერიკულ, სურნელოვან ფინჯან ყავაზე გადაეწყვიტათ მომავალი საქმიანობის დეტალები.

უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ყავა არ იყო ყველასთვის ხელმისაწვდომი. მას უპირატესობას ანიჭებდნენ პრივილეგირებული პერსონები თუნდაც იმიტომ, რომ უბრალო, რიგით ადამიანებს არ გააჩნდათ თანხები არომატული, ძვირადღირებული სასმელის შესაძენად. 

ხელმოკლე ამერიკელებისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყო ჩაი და რაღაც მომენტში, როცა ყველას ეგონა, რომ ჩაი ამერიკაში გახდებოდა ყველაზე მასიური სასმელი, 1877 წელს მოხდა გაუთვალისწინებელი რამ - სწორედ იმ დროს, როცა გაიმართა ცნობილი ბოსტონური „ჩაის წვეულება“, მეფე ჯორჯ III (George III)-ემ ჩაიზე უზარმაზარი გადასახადები დააწესა და ამერიკელები აბუნტდნენ.

ორგანიზაცია „თავისუფლების შვილების“ რევოლუციონერებმა შეაღწიეს ინგლისურ სატვირთო ხომალდზე და 342 ყუთი ჩაი წყალში გადაყარეს. ამის შემდეგ ჩაი ამერიკელებისთვს ასოცირდებოდა „არაპატრიოტულ“ სასმელთან, რის გამოც ისინი მასიურად გადავიდნენ ყავის მოხმარებაზე.

დიდი რაოდენობით ამერიკული ყავის მოხმარებით ამოხებულები გამოხატავდნენ პროტესტს ინგლისის პოლიტიკის წინააღმდეგ. იმ მომენტიდან არომატული ყავა ამერიკის სიმბოლოდ გადაიქცა.

მე-20 საუკუნეში,  ამერიკაში  ყავის ნამდვილი ბუმი დაიწყო „მშრალი კანონის“ შემოღების შემდეგ. კეთილსინდისიერი და კანონმორჩილი ამერიკის მოქალაქეები, რომლებიც არ იძენდნენ და მოიხმარდნენ ალკოჰოლურ სასმელებს იატაკქვეშეთიდან, ისხდნენ სახლში და მიირთმევდნენ ამერიკულ ყავას სახლში ან კაფეტერიაში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ყავა არ მოჰყავთ, საუკეთესო ხარისხის ყავის მარცვლებს შეისყიდიან მსოფლიოს ცნობილი მწარმოებელი ქვეყნებიდან და მაღალი ტექნოლოგიებით ახდენენ მის გადამუშავებას.

მე-19 საუკუნის ბოლოს, უცნობი ავტორის მიერ ამერიკაში გამოიცა წიგნი ყავის შესახებ, რომელიც შეიცავდა უამრავ ფასეულ ინფორმაციას ყავის მომზადების ნიუანსების შესახებ. წიგნში კარგი ყავის მიღების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად ყავის მოხალვის მეთოდები სახელდებოდა.

ავტორი მიუთითებდა როსტერის მნიშვნელობაზე, ყავის მცირე მოცულობების მოხალვის ნაკლოვანებებზე და ა.შ. წიგნმა დიდ როლი შეასრულა და საფუძველი დაუდო ყავის დამუშავების ამერიკული ტექნოლოგიების განვითარებას, რომელიც დღეს უმაღლეს დონეზეა იდაეალურად გამოყენებული ფიზიკური და ქიმიური პროცესების წყალობით.

დღეს, თანამედროვე ამერიკაში ყავა ამერიკული ცხოვრების ნაწილია. შტატებში მას მიირთმევენ ყველგან - სახლში, ტრანსპორტში, ქუჩაში, სამსახურში, კაფე-რესტორნებში, სპორტულ ღონისძიებებზე და ა.შ.

ფინჯნით ყავის მირთმევა ხდება მხოლოდ რესტორანში, დანარჩენ შემთხვევაში ყავას მიართმევენ ერთჯერად ქაღალდის ჭიქებში. ამერიკაში მოდური ტენდენცია გახდა მრავალჯერადი გამოყენების საკუთარი ჭიქები. მომხმარებელი მიდის ყავახანაში საკუთარი ჭიქით და უკვეთავს არომატულ ყავას გემოვნების მიხედვით.

ამერიკა ერთ-ერთი ყველაზე უმსხვილესი ყავის მომხმარებელი ქვეყანაა. სწორედ ამ ქვეყანას ეკუთვნის მსოფლიოში ცნობილი ყავის რეალიზაციის გიგანტური ქსელები როგორიცაა: Starbucks, The Coffee Bean, Tully’s Coffee, Dunkin' Donuts, Peet’s Coffee and Tea, Coffee Beanery და სხვა...

ყოველდღიურად მსოფლიოში ისმევა დაახლოეობით 2.5 მილიარდი ფინჯანი ყავა და ყოველ მეხუთე ფინჯანს სვამს საშუალოსტატისტიკური ამერიკელი.  ხოლო სიეტლი (ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი) „ყავის მსოფლიო დედაქალაქად“ არის აღიარებული, რადგან სიეტლში თითქმის იმდენივე ყავახანაა, რამდენიც ადამიანი.

Serrano, Caracolillo, Caribou, McCafe, Folgers, Maxwell House, Green Mountain, La Colombe,  Gloria Jean’s და სხვა...

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ