კოფეინი და ბავშვის ასაკი
ალბათ ადრე თუ გვიან ნებიმიერ მშობელს უჩნდება კითხვა შეიძლება თუ არა ბავშვისთვის და მოზარდისთვის ყავის მიღება და როგორ იმოქმედებს კოფეინი მათ ჯანმრთელობაზე.
კულტურული ტრადიციების გამო, ყავის მწარმოებელ ქვეყნებში ბავშვები / მოზარდები ადრეული ასაკიდან იწყებენ ყავის მიღებას, რადგან მათთვის ყავა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
თუმცა სინამდვილეში ამას შეიძლება მოყვეს მთელი რიგი გაუთვალისწინებელი შედეგები.
ლოგიკურია, რომ პრაქტიკულად მშობლების უმრავლესობა არ აძლევს ბავშვებს და მოზარდებს ყავის მიღების უფლებას - მასში კოფეინის შემცევლობის გამო, რადგან როგორც ცნობილია ყავის ამ კომპონენტს გააჩნია მასტიმულირებელი მოქმედება. კერძოდ - კოფეინი ამცირებს დაღლილობის შეგრძნებას და ქმნის სიმხნევის ილუზიას.
ყავის მიღების შემთხვევაში ბავშვები შეიძლება გახდნენ ჰიპერაქტიურები - ირბინონ და იხტუნონ ჩვეულებრივზე მეტად.
გარდა ამისა, კოფეინმა შეიძლება გამოიწვიოს შფოთვა, უძილობა, გაღიზიანებულობა, თავის ტკივილი, უმადობა, გახშირებული სუნთქვა, წნევის მომატება, ტახიკარდია, გულის არითმია, კიდურების კანკალი და ა.შ...
კოფეინის შესაძლო უარყოფითი თვისებები ბავშვის/მოზარდის ორგანიზმზე
• კოფეინის უარყოფითი მოქმედება ვრცელდება მოზარდის ძვლოვან სისტემაზე, რადგან როგორც ცნობილია ყავას გააჩნია შარდმდენი ეფექტი, რის გამოც თირკმლები განიცდის ზედმეტ დატვირთვას, ხოლო ორგანიზმიდან გამოიდევნება სასარგებლო ნივთიერებები - პირველ რიგში კალიუმი (რომელიც აუცილებელია გულის მუშაობისთვის და კალციუმი (უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ძვლოვანი სისტემის განვითარებისთვის).
სხეულიდან გამოდევნილ ყოველ 100 მგ კოფეინზე ორგანიზმი კარგავს 6 მგ კალციუმს - მინერალს, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის ორგანიზმისთვის.
სხვათა შორის, მომავალში (ზრდასრულ ასაკში) ყავის მიმართ გადაჭარბებულმა სიყვარულმა შეიძლება ოსტეოპოროზი (ძვლების სიმყიფე) გამოიწვიოს.
ეს ყველაფერი ეხება მოზარდ გოგონებსაც, რომლებიც ყავას როგორც დიურეტიკს (შარდმდენს) წონაში დაკლების მიზნით მოიხმარენ.
• იწვევს ჰიპერაქტიულობას, შფოთვას, გაღიზიანებულობას.
• თავის ტკივილს.
• მეხსიერების გაუარესებას
• ტემპერატური მომატებას ან პირქით დაწევას.
• გულის რევის შეგრძნებას; ღებინებას.
• მოზარდობის ასაკში, ყავის რეგულარული მიღება არასასურველად მოქმედებს ჰორმონალური სისტემის მუშაობაზე.
• თრგუნავს შიმშილის გრძნობას და აქვეითებს მადას, მაშინ როცა მოზარდს ყველაზე მეტად ესაჭიროება სრულფასოვანი კვება.
• ყავა შეიცავს ბენზოპირენს, რომელიც კანცეროგენს წარმოადგენს და შესაძლოა ზიანი მიაყენოს მოზარდს რეგულარული მოხმარების შემთხვევაში.
• ადრენალინი, რომელიც ზრდასრულ ადამიანებს ანიჭებს სიმხნევეს და ძალების მოზღვავებას, ბავშვებზე მოქმედებს სრულიად სხვაგავარად - ჰორმონი მოზარდებში იწვევს გახშირებულ გულისცემას, რაც შესაძლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების გამომწვევი მიზეზი გახდეს.
• ბავშვის გულის ცემის სიხშირე ისედაც მაღალია, ვიდრე ზრდასრული ადამიანისა. კოფეინი კი დამატებით ამაღლებს გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს.
• კოფეინი ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის მომატებას, რაც არასასურველია მოზრდებისთვის.
• ყავის ხშირი დალევა არც თუ ისე სასარგებლოა მოზარდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სრულყოფილი მუშაობისთვის.
• ყავის მოხმარებას უნდა მოერიდნონ თინეიჯერი გოგონები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ამ ასაკში ყავის გადაჭარბებული სიყვარული შესაძლოა მომავალში მძიმე ორსულობისა და გაჭიანურებული მშობიარობის მიზეზი შეიძლება გახდეს.
• ყავის შემადგენლობაში შედის მჟავები, ამიტომ მისი რეგულარული მოხმარება უარყოფითად მოქმედებს კბილების მდგომარეობაზე და ფორმირებაზე.
ბავშვებისთვის ყავის მიღების ასაკობრივი ზღვარი
• 5 წლის ასაკამდე ბავშვებისთვის ყავის მიცემა კატეგორიულად არ შეიძლება.
პატარა ორგანიზმში ნერვული სისტემა ჯერ კიდევ მოუმწიფებელია და სხვა უკურეაქციებს რომ თავი დავანებოთ, ადგილი ექნება ძლიერ აღგზნებით რეაქციას კოფეინის მოქმედებაზე.
ამ ასაკში ბავშვს უნდა მიეცეს ბალახის ჩაი, მორსი (ხილის წვნისაგან დამზადებული გამაგრილებელი სასმელი). თუ პატარას არ აღენიშნება ალერგიული რეაქციები, უმჯობესია უსაფრთხო და სასარგებლო ცხელი კაკაო.
• 5-12 წლის ასაკში ბევრ ბავშვს უკვე გასინჯული აქვს ყავა მშობლის ფინჯანიდან (ისევე როგორც ღვინო ან ლუდი). ზოგიერთი მშობელი, თავად აძლევს ბავშვს საუზმეზე რძეში გაზავებულ ცოტაოდენ ყავას.
ამ ასაკში ბავშვისთვის ყავის მიცემა არ არის რეკომენდებული, რადგან ნერვული სისტემა ჯერ კიდევ ყალიბდება და კოფეინის უკონტოლო მიღებამ შეიძლება მოზარდი გახადოს ნერვიული, ადვილად აღაგზნებადი. გამოიწვიოს ძილთან დაკავშირებული პრობლემები.
• ბევრი მშობელი 12-13 წლის ასაკში უკვე აძლევს ბავშვს ყავის მოხმარების უფლებას. ხშირ შემთხვევაში მათი ასეთი ქმედება გამოწვეულია მოსაზრებით, რომ 12-13 წლის ასაკში მოზარდების მიერ ყავის მოთხოვნა გამოწვეულია „რაღაც ელემენტების“ ნაკლებობით და ორგანიზმი ითხოვს ყავას (კოფეინს).
შესაძლოა ზრდასრული ასაკის ადამიანებისთვის ზოგჯერ ყავის მიღების სურვილი მართლაც ამ ფაქტორით იყოს გამოწვეული, მაგრამ ბავშვების შემთხვევაში ძირითადი მიზეზი არის ის, რომ მოზარდებს ამ ასაკში განსაკუთრებულად სურთ გამოიყურებოდნენ დიდებივით და ყავა მათთვის ზრდასრულობის ერთ-ერთი ატრიბუტია.
თუმცა, კოფეინის მიღება ჯერ კიდევ არ არის მიზანშეწონილი, რადგან ბავშვის ნერვული სისტემა ჯერ კიდევ არ არის მზად კოფეინის მისაღებად.
საქმე იმაშია, რომ ამ ასაკობრივი პერიოდისთვის დამახასიათებელია ჰორმონალური ცვლილებები და ნერვულ სისტემაზე სერიოზული დატვირთვები. ამიტომ უცნობია, თუ როგორი რეაგირება ექნება მოზარდის ორგანიზმს კოფეინზე, რომლის დოზის კონტროლი მშობლებისთვის რთული იქნება.
ამიტომ, თუ მოზარდებს ძალიან უყვართ ყავა და აქვთ მოთხოვნა მის მიმართ, რეკომენდებული დოზაა 2-3 ჯერ თვეში. სასურველია თუ ყავა იქნება რძით ან ნაღებით გაზავებული.
ზოგადად კი სასურველია ბავშვმა ამ ასაკში მიირთვას პიტნის ჩაი, სამკურნალო ბალახზე დაფუძნებული სასმელები. სასარგებლო იქნება სუსტი ჩაი ლიმონით და შაქრით, ასევე ასკილის ნაყენი, რომელიც მდიდარია სასრგებლო ელემენტებით და დიდ სარგებელს მოუტანს ორგანიზმის იმუნურ სისტემას.
• მედიკოსები მიიჩნევენ, რომ 14-15 წლის ასაკიდან, როცა უკან დარჩა ჰორმონალური ცვლილებების ტალღა, ნერვული სისტემა უფრო მყარია და მოზარდის ორგანიზმმა დაიწყო ადაპტაცია პუბერტატულ პერიოდთან (სექსუალური განვითარების პერიოდი) შეიძლება განესაზღვროთ დოზა და დაიწყონ ყავის მიღება.
თუმცა გათვალისწინებული უნდა იქნას, რომ ეს. ამიტომ აუცილებელია კონტროლი და კოფეინის დოზის შეზღუდვა - კვირაში მაქსიმუმ 200 მგ-მდე. გარდა ამისა რეკომენდებულია ყავაში რძის დამატება და ორგანიზმის მდგომარეობის რეგულარული კონტროლი.
რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იმ შემთხვევაში, თუ მოზარდი ამჟღავნებს ყავის სიყვარულს და ითხოვს ყავას. წინააღმდეგ შემთხვევაში რა თქმა უნდა საურველია კოფეინის ამ სახით მიღებისგან თავის შეკავება.
ყავის სრულყოფილად მიღება რეკომენდებულია დაახლოებით 20 წლის ასაკიდან, როცა ადამიანის ნერვული სისტემა საბოლოოდ არის ფორმირებული.
კოფეინის დოზა ბავშვებისა და მოზარდებისთვის
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ბავშვს 7-10 წლის ასაკში შეიძლება მიეცეს ერთ ფინჯან რძეში გახსნილი 10-20 მლ ყავა თვეში ერთხელ.
11-14 წლის ასაკში კი - იგივე პროპორციებით მომზადებული ყავა - კვირაში ერთხელ.
EFSA და Health Canada-ს მონაცემებით, ბავშვისთვის უსაფრთხო ნორმად მიიჩნევა დღეში 2,5 მგ კოფეინი / 1 კილოგრამ სხეულის მასაზე.
ეს დოზა არ ზრდის შფოთვას და შეიძლება გააუმჯობესოს კოგნიტური ფუნქციები (ადამიანის ფსიქიკაში არსებული გონებრივი პროცესები) და სპორტული შედეგები.
მაგალითად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ერთ ფინჯან ფილტრის ყავაში კოფეინის შემცველობა არის 75 მგ, ხოლო ბავშვის წონა 25 კგ, მას შეუძლია დღეში მიიღოს ფინჯანის 2/3 (თუმცა იმ პირობით, რომ არ მიირთმევს ყავას ძილის წინ).
თუმცა, ეს არის ინდივიდუალური მონაცემები და არ შეიძლება ითქვას, რომ მისი გამოყენება შეიძლება ნებისმიერი ბავშვისთვის / მოზარდისთვის.
იგივე EFSA-ს მონაცემებით 5 მგ კოფეინი/ 1 კგ სხეულის მასაზე და მეტის მიღება, ამაღლებს შფოთვის სიმტომებისა და აბსტინენტური (დამოკიდებულების) სინდრომის წარმოშობის რისკს - 25 კგ მასის ბავშვისთვის ეს არის დღეში ორი ფინჯან ყავაზე მეტი.
იტალიაში ბავშვებისთვის მოიგონეს სასმელი ლატე-მაკიატო - სასმელი, რომელიც შედგება ესპრესოსგან, რძისგან და რძის ქაფისგან.
ლატე-მაკიატოში, ყავისა და რძის თანაფარდობაა - 3:1, ამიტომ კოფეინის რაოდენობა სასმელში ძალიან მცირეა და მისი ზემოქმედება ორგანიზმზე პრაქტიკულად არ იგრძნობა.
დამატებითი კვლევები, თუ როგორ მოქმედებს კოფეინის მოხმარება ბავშვებისა და მოზარდების ჯანმრთელობაზე, დღემდე მიმდინარობს და არ არის დასრულებული.
ციტატა - მშობლებს უნდა ახსოვდეთ, კოფეინის ზემოქმედების სრულიად არიდება მოზარდებისთვის პრაქტიკულად შეუძლებელია, რადგან ყავა არ არის კოფეინის ერთადერთი წყარო და ბავშვების მას მაინც იღებენ მას ისეთი პროდუქების სახით, როგირიცაა: - შავი და მწვანე ჩაი, კაკაო, კოკა-კოლა, ენერგეტიკული სასმელები და ა.შ...
შედარებისთვის - 3-4 ფინჯანი ფილტრის ყავა და ერთი ქილა ენერგეტიკული სასმელი შეიცავს ერთი და იგივე რაოდენობის - დაახლოებით 300-400 მგ კოფეინს. თუმცა ფაქტია, რომ მოზარდისთვის 3-4 ფინჯანი ყავის დალევა უფრო რთული და მოუხერხებელია, ვიდრე ერთი ქილა ტკბილი ენერგეტიკული სასმლისა.
გაითვალისწინეთ, რომ თუ ზრდასრული ადამიანის ორგანიზმს კოფეინის დაშლის პროცესისთვის სჭირდება 6 საათი, მოზარდის ორგანიზმს ამისთვის ერთ დღეზე მეტი ესაჭიროება.
ანუ, თუ მოზარდს მივცემთ ერთ პატარა ფინჯან ყავას ყოველდღიურად, კოფეინი ვერ მოასწრებს დაშლას და დაგროვდება ორგანიზმში.
გარდა ამისა, 50 გრ. კოფეინს ბავშვი იღებს შავი ჩაისგან (200 მლ), კოკა-კოლასგან (400 მლ), შოკოლადისგან (70 გრ. შავი ან 200 გრ. რძიანი შოკოლადი)
ნებისმიერ შემთხვევაში, მშობლებმა უნდა გააკონტროლონ არა მხოლოდ ყავის, არამედ კოფეინის საერთო მოქმედება მოზარდზე და დააკვირდნენ - თუ რამდენად მგრძობიარეა მათი შვილი კოფეინის შემცველი პროდუქტების და მათ შორის ყავის მიმართ.
თუ აღმოჩნდა, რომ თავი იჩინა აქამდე არ არსებულმა პრობლემებმა, საჭიროა ექიმთან კონსულტაცია და კოფეინის მიღების შეწყვეტა. მაგრამ თუ ყველაფერი რიგზეა, შეიძლება დროგამოშვებით მოზარდმა მიიღოს რძიანი ნატურალური ყავა.
ციტატა - მთავარი საფრთხე არის ის, რომ რთულია უსაფრთხო დოზის პოვნა ბავშვის მუდმივად მზარდი და განვითარებადი ორგანიზმისთვის, რადგან როგორც ცნობილია ყველა ასაკობრივი ჯგუფის თანატოლებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია როგორც წონის მატების მაჩვენებელში, ასევე სხვა ფიზიოლოგიურ ცვლილებებში.
ყავის მიღება არ შეიძლება თუ ბავშვებსა და მოზარდების აწუხებთ:
• გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
• დიაბეტი;
• უიძილობა და უმადობა;
• ქრონიკულ გადაღლილობა და აღგზნებადობა;
• ნერვული სისტემის დაავადებები;
• შარდის ბუშტთან დაკავშირებული დაავადებები;
• მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები
• თირკმლის დაავადებები;
• საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებები;
• კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები;
• ბავშვთა ცერებრული დამბლა;
თუ ყავის პირველად ყავის მიღების შემდეგ ბავშვს დაეწყო ისეთი სიმტომები, როგორიცაა: წვა გულმკერდის არეში, კიდურების კანკალი, კანის სიფერმკრთალე და თავის ტკივილი, საჭიროა ყავის მხმარების შეწყვეტა.
არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ყავის მიღება მოზარდისთვის, რომელსაც აქვს ნევროლოგიური პრობლემები.
შეიძლება თუ არა ბავშვს მივცეთ ყავა კოფეინის გარეშე?
იციან რა კოფეინის მავნებლობის შესახებ, ბევრი მშობელი შვილებისთვის ყიდულობს უკოფეინო ყავას, რაც არ არის მოზარდებისთვის რეკომენდებული.
უკოფეინო ყავაში კოფეინის შემცველობა მართლაც მინიმალურია 0.1-დან 3 %-მდე (აბსოლიტურად უკოფეინო ყავა ჯერ-ჯერობით არ არსებობს), თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ყავის ნატურალური მარცვლებს კოფეინისგან ათავისუფლებენ სპეციალური ქიმიური გამხსნელების (მაგალითად - მეთილენქლორიდის ან ეთილაცეტატის საშუალებით). ზოგიერთი მათგანი შეიცავს ბენზოლს, რომელსაც გააჩნია კანცეროგენული თვისებები.
მართალია არსებობს უკოფეინო ყავის მიღების უფრო დამზოგი და უსაფრთხო მეთოდები, მაგრამ პროდუქტის შეძენის დროს შეუძლებელია მშობელმა ზუსტად იცოდეს, თუ დეკოფეინიზაციის რომელი ტექნოლოგია არის გამოყენებული მის დასამზადებლად.
არსებობს უკოფეინო ყავის ბუნებრივი ჯიშებიც, თუმცა მათ შემადგენლობაში არის კიდევ ერთ ალკალოიდი - თეობრომინი, რომლის მოქმედება ორგანიზმზე განსაკთრებულად არ განსხვავდება კოფეინის ზემოქმედებისგან. კერძოდ, ეს ეხება გულის კუნთის შეკუმშვის სიხშირეს.
შეიძლება თუ არა ბავშვს მივცეთ მწვანე ყავა
ცნობილია, რომ ნატურალური ყავის მარცვლები მოხალვის გარეშე უფრო ძლიერად მოქმედებს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე, ვიდრე კლასიკური მოხალულული ყავა.
ამიტომ, მიუხედავად მწვანე ყავის რეკლამირებისა და პოპულარობისა, მოზარდზე მისი მიცემა არ არის რეკომენდებული.
აუცილებელი რჩევები
• როცა ბავშვი პირველად ითხოვს ყავას, შეიძლება მას მივცეთ რამოდენიმე ყლუპი შაქრის გარეშე. სასმელის მწარე გემო კარგა ხნით დააკარვინებს მას ყავის კვლავ გასინჯვის სურვილს.
• ყავა აუცილებლად უნდა უყოს ნატურალური. სასურველია დაფქვილი და არა ხსნადი, რადგან უხარისხო ხსნადი ყავა შეიძლება შეცავდეს საღებავებს, სტაბილიზატორებს, ემულგატორებს და სხვა მინარევებს, რამაც საფრთხე შეუქმნას მოზარდის ორგანიზმს.
• ფინჯანში ყავა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები, ხოლო რძე (ან ნაღები) უნდა იყოს არანაკლებ ნახევარზე მეტი და აუცილებლად შაქართან ერთად (როგორც ცნობილია რძე ნაწილობრივ ანეიტრალებს კოფეინის მოქმედებას).
• ყავის მიღება რ შეიძება დილით უზმოზე. მოზარდისთვის ყავის მიცემის იდეალური დროა სრულფასოვანი საუზმის (მაქსიმუმ სადილის) შემდეგ. ნუ მისცემთ ყავას მოზარდს სადილის და განსაკუთრებით ვახშმის შემდეგ. ამან შეიძლება ხელი შეუწყოს უძილობას.
• ნუ მისცემთ ბავშვებს/მოზარდებს მწვანე ყავას, უკოფეინო ყავას და მრავალფეროვან, ქიმიურ ერთჯერად ყავის პაკეტებს - 2-1, „3-1“ და ა.შ
• სასურველია ბავშვს თავიდამვე ჩამოუყალიბოთ კარგი გემოვნება და აუხსნათ, თუ რით განსხვავდება ხარისხიანი ყავა უხარისხოსაგან.