მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 21931 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

მარიხუანა, გაერო და ცნობილი ადამიანებიგაერთიანებული ერების ორგანიზაციის ნარკოტიკული საშუალებების კომისია განიხილავს შესაძლებლობას მარიხუანის ლეგალიზაციის შესახებ.

მოხსენებაში შევიდა  სიტუაცია მარიხუანას მოხმარების შესახებ მსოფლიოში და კომისიის რეკომენდაციები. მოხსენება მომზადებულია ავტორიტეტული დიდი ბრიტანული ფონდის ”ბეკლის” მიერ.

ფონდის მონაცემების მიხედვით დღევანდელი სიტუაციით მსოფლიო მოსახლეობის  15 წელზე მეტი ასაკის ადამიანების 3,9%  რეგულარულად მოიხმარს მარიხუანას, მაშინ როცა სხვა ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლების რაოდენობა მთელს მსოფლიოში ერთ პროცენტს არ აღემატება.

მარიხუანას მოხმარება  უფრო მეტად გავრცელებულია აზიაში, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მოსახლეობის 40%-ზე მეტს ერთხელ მაინც აქვს გასინჯული მარიხუანა.

ფონდის მონაცემებში ასევე მითითებულია, რომ ბოლო წლებში, საგრძნობლად გაიზარდა დელტა-9 -ს (ტეტრაჰიდროკანაბინოლი) შემადგენლობა ბაზარზე ხელმისაწვდომ ნარკოტიკებში. ეს კი იწვევს ნარკოტიკზე ფსიქოლოგიურ დამოკიდებულებას და ფსიქოზს რეგულარულ მომხმარებლებს შორის.

თუმცა ყველაფრის მიუხედავად, მთელს მსოფლიოში ოფიციალურად დაფიქსირებულია მხოლოდ ორი შემთხვევა, როცა მარიხუანის დოზის გადაჭარბება ლეტალური შედეგით დასრულდა, მაშინ როცა მხოლოდ ალკოჰოლის და თამბაქოს მოხმარებისგან წელიწადში, მსოფლიოში 7,5 მილიონი ადამიანი იღუპება.

მარიხუანა, გაერო და ცნობილი ადამიანებიფონდის სპეციალისტების მოსაზრებით ერთადერთ მისაღები გამოსავალი, მარიხუანაზე საკანონმდელო აკრძალვის მოხსნაა.

ისინი თვლიან, რომ მარიხუანა უნდა იყიდებოდეს ლეგალურად, თუმცა მისი შემადგენელი აქტიური ნივთიერებები აუცილებლად უნდა კონტროლდებოდეს, რათა არ გამოიწვიოს ფსიქოზი მომხმარებელში.

გარდა ამისა ლეგალიზაცია შესაძლებელს გახდის მომხმარებელთა ასაკის კონტროლს.

ფონდის ორგანიზატორები აღიარებენ, რომ გაეროს მიერ მათი წინადადებების მიღების ალბათობა ნაკლებია, თუმცა ისინი გამარჯვებად მიიჩნევენ იმას, რომ მარიხუანას ლეგალიზაცია განიხილება ისეთ მაღალ ტრიბუნაზე, როგორიც გაეროა.

ფედერალური კანონმდებლობით ამერიკაში მარიხუანის მოხმარება აკრძალულია, მაგრამ სულ უფრო მატულობს შტატების რაოდენობა, სადაც სამედიცინო თვალსაზრისით მისი მოხმარება ნებადართული ხდება.

კალიფორნიის შტატში  მარიხუანის ლეგალიზაციისათვის სახალხო დებატების გამართვები იგეგმება. თუმცა სავარაუდოდ დებატების ინიციატორების ძირითადად ჩვეულებრივი, კომერციული მიზნები ამოძრავებთ.

მარიხუანა, გაერო და ცნობილი ადამიანებიმარიხუანას გაყიდვის შედეგად ამოღებული გადასახადები, დაეხმარება  კალიფორნიას მიიღოს შემოსავლის დამატებითი წყარო. ”ვფიქრობ, რომ გულითადად უნდა შევისწავლოთ  რა და როგორ ხდება ქვეყნებში, სადაც უკვე ლეგალიზებულია მარიხუანა, როგორი ეფექტი მოუტანა ამან აღნიშნულ ქვეყნებს და კმაყოფილი არიან თუ არა ისინი ამ გადაწყვეტილებით” - განაცხადა კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცენეგერმა, რომელიც არ მალავს, რომ ახალგაზრდობის წლებში თავადაც არა ერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა.

ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ფრაზა, რომ სტუდენტურ წლებში ის ეწეოდა მარიხუანას,  ისტორიაში შევიდა.  ჟურნალ The Rolling Stones - სთან მიცემულ ინტერვიუში კლინტონმა განაცხადა, რომ მცირე რაოდენობით მარიხუანის მოხმარება არ არის დანაშაული.

იმავე ჟურნალისტის შეკითხვაზე, უნდა იჯდეს თუ არა ადამიანი ციხეში მცირე დოზით მარიხუანის მოხმარების შემთხვევაში, კლინტონმა უპასუხა - ”მე ვიცი, რომ ზოგიერთ ადგილებში მცირე დოზით მარიხუანას მოქმედებას არ ექცევა ყურადღება და არც უნდა ექცეოდეს, ჩვენ უნდა გადავხედოთ მთელს ჩვენს პოლიტიკას, რომელიც ეხება მარიხუანას მომხმარებლების ციხეში ჩასმას.”

მარიხუანა, გაერო და ცნობილი ადამიანებიმან ხაზი გაუსვა, რომ ნამდვილი და საშიში დამნაშავეები შეიძლება გარეთ დასეირნობდნენ მაშინ, როცა ადამიანები, რომლებიც არავითარ საშიშროებას წარმოადგენენ საზოგადოებისთვის, სასჯელს იხდიან ციხეში.

ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ აღიარა, რომ ახალგაზრდობის წლებში ეწეოდა მარიხუანას და კოკაინიც კი გაუსინჯავს, რისთვისაც მას ეხლა რა თქმა უნდა რცხვენია. თუმცა ამჟამად პრეზიდენტი მზადაა ჩვეულებრივ სიგარეტზეც კი უარი თქვას. თეთრი სახლის პრეს მდივანი რობერტ გიბსი ამბობდა, რომ დიდი ხანია არ უნახავს პრეზიდენტი მარიხუანას ეწეოდეს ”ის მიხვდა, რომ ცუდ მაგალითს იძლევა” განაცხადა გიბსმა.

ობამამ უკან გამოიწვია საგამომძიებლო ჯგუფი, რომელიც ბუშის მიერ იქნა გაგზავნილი ლიცენზირებული მარიხუანათი მოვაჭრეთა წინააღმდეგ (რომელიც გამოიყენებოდა სამედიცინო დანიშნულებით და ეხლა სამართალდამცავები აღარ ეხებიან იმ მომხმარებლებს, რომლებიც რეგისტრირებული არიან და მკურნალობის მიზნით მოიხმარენ მარიხუანას).

მარიხუანა, გაერო და ცნობილი ადამიანებითუმცა ერთ ერთ პრესკონფერენციაზე, ბარაკ ობამამ კითხვაზე, დაუშვებდა თუ არა იგი ფინანსური კრიზისის დასაძლევად მარიხუანის ლეგალიზაციას, შემდეგი პასუხი გასცა - "მე ხშირად მიმეორებენ ამ კითხვას, მაგრამ ჩემი პასუხია - არა!” მე არ ვფიქრობ, რომ ეს სწორი სტრატეგიაა ” ხაზი გაუსვა ამერიკელმა ლიდერმა.

ავსტრალიელი მოსახლეობის ერთი მესამედი მოიხმარს მარიხუანას. ავსტრალიის ვიცე-პრემიერმა ჯულია გიარდმა აღიარა, რომ სტუდენტობის პერიოდში მას არაერთხელ გაუსინჯავს მარიხუანა.

მსოფლიოში უამრავი ცნობილი ადამიანი მოიხმარდა და მოიხმარს მარიხუანას, მათი ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს: ბობ მარლი, ორლანდო ბლუმი, კამერონ დიასი, მიშა ბარტონი, ლინდსეი ლოჰანი, პარის ჰილტონი, ჯეიმს ფრანკო, ემი ვაინჰაუსი, ჯეკ ნიკოლსონი, შარლიზ ტერონი, ზაკ ბრაფი, ბრედ პიტი, ვუდი ჰარელსონი და ა.შ.

უკვე მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში მოქმედებს ოფიციალური ჩილიმ-ბარები სადაც მარიხუანის მოხმარება ოფიციალურად არის შესაძლებელი. აღსანიშნავია, რომ ასეთი ქვეყნების რიცხვი ყოველწლიურად იზრდება.

2011 წლის 2 ივნისს, ნარკოტიკების გავრცელებასთან ბრძოლის ეროვნულმა კომისიამ, გაეროს ეგიდით, სახელმწიფოებს მარიხუანას ლეგალიზაციისკენ მოუწოდა.

კომისიის ანგარიშის მიხედვით, ნარკოტიკებთან გლობალური ბრძოლა უშედეგო აღმოჩნდა და კაცობრიობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწყდება ამ ბრძოლის დამანგრეველ შედეგებს.

მტკიცებულებებმა აჩვენა, რომ რეპრესიული სტრატეგია არ უწყობს ხელს ამ პრობლემის აღმოფხვრას და ნარკოტიკების წინააღმდეგ ომი, ვერასოდეს დამთავრდება გამარჯვებით.

ამიტომ კომისიამ მოუწოდა, შერბილებული იქნას ნარკოტიკებთან ბრძოლის ხისტი პოლიტიკა და იგი დაეყრდნოს ჰუმანური დამოკიდებულებისა და ადამიანის უფლებების დაცვის საფუძვლებს, რაც დანაშაულის შემცირების, ჯანმრთელობის გაუმჯობესების და ეკონომიური განვითარების წინაპირობა იქნება.

 

იხილეთ: ყველაფერი მარიხუანას შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ