მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 11408 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზემიუხედავად იმისა, რომ კონტრაცეპტივების საკმაოდ მრავალფეროვანი არჩევანი არსებობს, მედიკოსები უპირატესობას მაინც პრეზერვატივებს ანიჭებენ და რეკომენდაცის  სწორედ მის გამოყენებაზე იძლევიან.

ამის მიზეზია ის, რომ პრეზერვატივი იცავს არა მარტო არასასურველი ფეხმძიმობისგან, არამედ მრავალი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციური დაავადებებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებასაც წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, ბევრი მაინც თავს არიდებს მის გამოყენებას. ამის მიზეზი პრეზერვატივის წინააღმდეგ გავრცელებული რამოდენიმე მითია:

 


 მითი 1 - პრეზერვატივი  მხოლოდ მამაკაცის  დაცვის საშუალებაა და მის შეძენაზე მხოლოდ მან უნდა იზრუნოს (ვინც იცვამს, ის ყიდულობს)

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზეგავრცელებული მოსაზრებაა, მაგრამ არასწორი.

ქალების არც თუ ისე ცოტა ნაწილი ყიდულობს პრეზერვატივს, ეს რეალობაა.

ამის მიზეზია ის, რომ ქალბატონებს მეტად აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა და მშვენივრად ესმით, რომ უსართხო სექსი არა მხოლოდ მამაკაცის საზრუნავია.

 

 

 

 მითი 2 - პრეზერვატივით სექსი ამცირებს სქესობრივი კავშირით მინიჭებულ სიამოვნებას

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზე”სექსი პრეზერვატივით იგივეა - დაუკრა პიანინო ხელთათმანებით”. თანამედროვე ლატექსის პრეზერვატივები უმაღლესი გამძლეობისა და ელასტიურობის გარდა, გამოირჩევიან იმით, რომ პრაქტიკულად არ მოქმედებენ მგრძნობელობის შემცირებაზე.

არსებობს პრეზერვატივები, რომლებიც დამუშავებულია სპეციალური, წყლის ბაზაზე დამზადებული სილიკონის საპოხით, ფუძესთან დატექსტურებული, რელიეფური ზედაპირით.

ასეთი პრეზერვატივები არათუ ამცირებს მგრძნობელობას, არამედ რეკომენდირებულიც კია ისეთი ადამიანებისთვის, რომლებიც ორგაზმის მიღწევაში სირთულეებს განიცდიან.

 


• 
მითი 3
- უპრეზერვატივოდ სექსი ჰორმონების გაცვლის გამო სასარგებლოა პარტნიორების ჯანმრთელობისთვის

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზეამაში არის სიმართლის ნაწილი, ქალისა და მამაკაცის ჰორმონების გაცვლას, ნამდვილად აქვს ადგილი პრეზერვატივის გარეშე სქესობრივი კონტაქტის დროს.

მაგრამ ალბათ არავინ დაობს იმაზეც, რომ არასასურველი ფეხმძიმობისგან, აბორტისგან, ან სქესობრივი ინფექციისგან თავის დაცვა ჯანმრთელობისთვის არანაკლებ სასარგებლოა.

 

 

 მითი 4 - დაქორწინებული წყვილებს, რომლებიც ერთმანეთის ერთგული არიან, შეუძლიათ უარი თქვან პრეზერვატივზე

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზერა თქმა უნდა შეუძლიათ, მაგრამ ინფექცია არა მხოლოდ შემთხვევით დამყარებული სქესობრივი კავშირის გზით გადადის, არამედ ის შეიძლება გადავიდეს საერთო აბანოში, აუზზე, სატრენაჟორო დარბაზში, ტრანსპორტში, ცუდად გარეცხილი ჭურჭლიდანაც კი.

ბოლოს და ბოლოს შეიძლება გაიღვიძოს უბრალო ჰერპესის ვირუსმა, რომელსაც ”სძინავს” პრაქტიკულად ყველა ორგანიზმში.

 

 მითი 5 - პრეზერვატივის გამოყენება უხერხულია, რადგან ამით შეიძლება პარტნიორი გაანაწყენო

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზეპრეზერვატივის გამოყენება, პარტნიორის ჯანმრთელობაზე დამატებითი ზრუნვაა.

ყველა ნორმალური ადამიანი კი არ შეიძლება განაწყენდეს მასზე ზრუნვის გამო, პირიქით მადლობელიც კი უნდა იყოს ამის გამო.

 

 მითი 6 - პრეზერვატივის გამოყენება უკეთესია კრემებით,ზეთებით და სხვადასხვა ინტიმური გელებით

 

სიმართლე და ტყუილი პრეზერვატივებზეკატეგორიულად არ შეიძლება! იმის გარდა, რომ კრემებისა და გელების  სხულის მგრძნობიარე ნაწილებზე მოხვედრამ შეიძლება ქავილი და წვა გამოიწვიოს.

კრემებს შეუძლიათ გამანადგურებლად იმოქმედონ ლატექსის ზედაპირზე.

 

 

სექსის ენციკლოპედია © ... sex symbol - aura.ge ... ამაზონის ინტიმური მაღაზია ©

იხილეთ: ყველაფერი პრეზერვატივების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ