მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ

საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 14063 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემასისტემის სახელწოდება წარმოიშვა ფრანგული სიტყვიდან  Majoritee, რაც უმრავლესობას ნიშნავს.

შესაბამისად მაჟორიტარული სისტემის საფუძველში დევს უმრავლესობის პრინციპი - არჩეულად ითვლება ის კანდიდატი (ან რამოდენიმე კანდიდატი) რომელიც შედის პარტიის ერთი და იმავე სიაში და მიიღებს საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ხმას, სხვა პარტიებთან (პარტიული სიებთან) შედარებით.

ეს სისტემა მარტივია, თუმცა ხშირად არასამართლიანი, რადგან იკარგება ხმები, რომელიც მიცემულია გამარჯვებული კანდიდატების საწინააღმდეგოდ.

განასხვავებენ სამი სახის მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას -

 შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის;

 აბსოლიტური უმრავლესობის;

• კვალიფიციური უმრავლესობის;

შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ითვლება ის კანდიდატი (ან კანდიდატთა სია), რომელმაც მიიღო მეტი ხმა, ვიდრე თითოეულმა მისმა მოწინააღმდეგემ ცალ-ცალკე, მაშინაც კი, თუ მან მიიღო ამომრჩეველთა ნახევარზე ნაკლები ხმები (ამერიკა, ინგლისი).

ამ სისტემას გააჩნია დადებითი მხარეები, რადგან გამორიცხავს მძიმე და ძვირადღირებულ არჩევნების მეორე ტურს და იძლევა არც თუ ისე ცუდ შედეგებს  ორპარტიული სისტემის შემთხვევაში, როცა მეტოქე-კანდიდატების რაოდენობა მხოლოდ ორია.

მაგრამ, თუ კანდიდატების რაოდენობა ბევრია და ამომრჩეველთა ხმების რაოდენობა ნაწილდება მათ შორის, ამ შემთხვევაში ეს სისტემა საფუძველშივე ეწინააღმდეგება და ამახინჯებს ამომრჩეველთა კორპუსის ნებას.

ამ სისტემის დროს, ჩვეულებრივ, არ არის განსაზღვრული არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა აუცილებელი მინიმუმი.

აბსოლიტური უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დროს, კანდიდატის ასარჩევად, აუცილებელია არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა მიცემული  ხმების აბსოლიტური უმრავლესობა (50% +1)

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაამ სისტემას მრავლად ჰყავს კრიტიკოსები უშედეგობის თვალსაზრისით (საფრანგეთი).

ასეთი სიტემის დროს, ჩვეულებრივ დგინდება  არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ქვედა ზღვარი.

სისტემის დროს, ასევე შეიძლება გაიმართოს მეორე ტური, რომლის ორი ვარიანტი არსებობს:

პირველი - როცა განმეორებითი არჩევნების (მორე ტურის) დროს მონაწილეობას იღებს ორი კანდიდატი, რომელთაც მოიპოვეს ხმათა უმრავლესობა.

მეორე - როცა მონაწილეობა იღებს ყველა კანდიდატი, რომელთაც გადალახეს კანონით დადგენილი ხმათა რაოდენობის პროცენტული ზღვარი.

ორივე შემთხვევაში არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა შედარებით უმრავლესობას, სხვა კანდიდატებთან შედარებით.

კვალიფიციური უმრავლესობის მაჟორიტარულ სარჩევნო სისტემის დროს, არჩეულად ითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს ხმათა კვალიფიციურ უმრავლესობას (აბსოლიტურზე მეტი, მაგალითად 2/3, 3/4 და ა.შ), რომელიც წინასწარ არის დადგენილი კანონის მიერ. 

მაგალითად, ჩილეში ასეთი საარჩევნო სისტემის დროს, ამომრჩეველთა ხმების პროცენტული მაჩვენებელი დგინდება არა ხმის მიმცემ ამომრჩეველთა რიცხვიდან, არამედ  ყველა დარეგისტრირებული ამომრჩევლის რიცხვიდან.

ამ სამი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გარდა, არსებობს სხვადასხვა ტიპის მაჟორიტარული სისტემებიც, მაგალითად:

ერთადერთი გადაუცემადი ხმის სისტემა (ნახევრად პროპორციული) - როდესაც მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, ამომრჩეველი ხმას აძლევს მხოლოდ ერთ კანდიდატს და არა კანდიდატთა სიას (იაპონია).

ამ დროს არჩეულად ითვლებიან კანდიდატები, რომლებიც მოაგროვებენ სხვა კანდიდატებზე მეტ ხმებს, ანუ მოქმედებს შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპი.

კუმულატიური ვოტუმის მაჟორიტარული სისტემა (ლათინურიდან Accumulatio ითარგმნება, როგორც დაგროვება)- როცა მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში, თითოეულ კანდიდატს გააჩნია იმდენი ხმა, რამდენი კანდიდატის არჩევაცაა საჭირო.

მაჟორიტარული საარჩევნო სისტემაამ დროს, ამომრჩეველს შეუძლია გაანაწილოს კანდიდატებს შორის საკუთარი ხმა, ისე, როგორც მას მოესურვება - შეუძლია მისცეს რამოდენიმე კანდიდატს თითო ხმა, ან ერთ კანდიდატს ყველა ხმა (ბავარია).

თუ კანონი საშუალებას იძლევა, ამომრჩეველს შეუძლია გამოიყენოს პანაშირება (ფრანგულიდან Panacher - ერთმანეთში არევა) - ამომრჩეველს შეუძლია ხმა მისცეს კანდიდატებს სხვადასხვა პარტიული სიებიდან, ანუ ორიენტირი აიღოს და დაეყრდნოს არა ამა თუ იმ კადიდატის პარტიულ კუთვნილებას, არამედ მის ღირსებასა და პიროვნულ თვისებებს.

შედეგები ამ შემთხვევაშიც დგინდება შედარებითი (ფარდობითი) უმრავლესობის მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის პრინციპით.

 

იხილეთ: ყველაფერი არჩევნების შესახებ

 
 
 

 
გააკეთეთ კომენტარი
 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ