მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 37875 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

მთვარის ჰოროსკოპი - კირჩხიბი  22.06-22.07მთვარის ჰოროსკოპი - კირჩხიბი  22.06-22.07

 

მთვარის ნათელი მხარე კირჩხიბის ნიშანში - ამ დროს ადამიანების წარმოსახვის უნარი იმატებს, მატულობს თანაგრძნობის უნარიც სხვა ადამიანებთან მიმართებაში, ისინი უფრო მზრუნველები, შეუპოვრები და ერთგულები ხდებიან.

მთვარის ბნელი მხარე კირჩხიბის ნიშანში - მძლავრობს მესაკუთრული თვისებები და ადამიანები უფრო პირქუშები, შარიანები, ბუზღუნები ხდებიან, ხშირად ახასიათებთ საკუთარი თავის სიბრალული.

კირჩხიბი ერთადერთი სახლია მთვარისთვის, რადგან იგი მართავს სწორედ ამ ნიშნით. ამიტომ ამ დროს იხსნება მისი საუკეთესო თვისებები: - ერთგულება, მოთმინება, მგრძნობიარობა. მთვარის კირჩხიბები იმყოფებიან ძლიერი ემოციების გავლენის ქვეშ და უფრო ემოციებით ხელმძღვანელობენ ხოლმე, ვიდრე გონებით. ისინი ღიად არ ახდენენ საკუთარი აზრების დემონსტრირებას და გარშემომყოფებს ზოგჯერ უჭირთ გაერკვნენ მათთან ურთიერთობებში.

როგორც წესი მათი სფერო აღქმის უნარია და არა მოღვაწეობა. ისინი აგროვებენ ყოველგვარ ინფორმაციას, რეაქციასა და შთაბეჭდილებებს იმ მომენტამდე, როდესაც შეეძლებათ მათი გამოყენება., დაჯილდოებულნი არიან წარმოსახვის უნარითა და შემოქმედებითი პოტენციალით, ყველაზე საუკეთესო შედეგებს კი აღწევენ მაშინ, როდესაც შეზღუდულები არ არიან დროში და დამოუკიდებლად შეუძლიათ ტემპის განსაზღვრა.

ნებისმიერი შთაბეჭდილება, რომელიც აისახება გონებაში, წარუშლელ კვალს ტოვებს მათ ცნობიერებაში. მთვარის კირჩხიბებს შესანიშნავი მეხსიერება აქვთ, ამიტომ ისინი ხშირად ირჩევენ ისეთ პროფესიებს, სადაც მეხსიერება გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე.

მთვარის კირჩხიბები კეთილშობილი და გამჭრიახი სულის ადამიანები არიან, თუმცა ზოგჯერ აგრესიულებად და შეუპოვრებადაც გვევლინებიან ხოლმე. ამ ნიშნის ქვეშ ხშირად იმალება გესლი და წყენა, მათი მელანქოლია და უსაზღვრო სიბრალული საკუთარი თავის მიმართ, ყოველთვის შეიძლება ამოცურდეს ზედაპირზე და თვალსაჩინო გახდეს. მიუხედავად იმისა, რომ მთვარის კირჩხიბები მთვარის სხვა ნიშნებთან შედარებით, ხშირად განიცდიან ხასიათის ძლიერ  ცვლილებებს, მათი სულიერი აღმაფრენა და დაცემა ძალიან სწრაფად მთავრდება ხოლმე. თუ ისინი გარკვეული დროის განმავლობაში მარტონი დარჩებიან, უფრო მალე დაწყნარდებიან და შავი ღრუბლებიც სწრაფად გაიფანტება.

კირჩხიბების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო ნიშან-თვისება, მათი ხასიათის მუდმივი ემოციონალური ცვლილებებია, რაც მთვარის ზრდასთან ან შემცირებასთან მიმართებაში, ზრდის ხასიათისა და განწყობის მკვეთრი ცვლილებების ალბათობას.

მთვარის კირჩხიბები საუკეთესო თვისებებს ღრმა და სტაბილურ სასიყვარულო ურთიერთობებში ამჟღავნებენ, თუმცა, სამწუხაროდ, ზოგჯერ შესაძლოა უიღბლო სიყვარულიც გამოსცადონ, სანამდე არ მოიპოვებენ სიმშვიდეს და დაცულობის შეგრძნებას. მათ ხასიათში დევს სიყვარულში უნდობლობა, შეგრძნება იმისა, თითქოსდა ისინი არ არიან ვინმეს გრძნობისა და ერთგულების ღირსი. მიუხედავად იმისა, რომ გრძნობის გამო აღფრთოვანებას ვერ მალავენ, ხშირად ეშინიათ კიდეც მისი.

მთვარის კირჩხიბები მიდრეკილნი არიან ისე ჩაეჭიდნონ საყვარელ ადამიანს, როგორც საკუთრებას და შეუძლიათ ხელოვნურად ჩაუნერგონ დანაშაულის გრძნობა, რათა შეამოწმონ მათი ემოციების სიღრმე. თუმცა მათ საუკეთესო თვისებებად მაინც ითვლება ერთგულება და თავდადება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ