მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 24148 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

ქვების ჰოროსკოპი - სასწორი  24.09-23.10ქვების ჰოროსკოპი - სასწორი  24.09-23.10

ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულთა მფარველ ქვებს მიეკუთვნება ოპალი და ლაზურიტი.

ოპალი - მბზინავი, ცისარტყელასებრი ნათების მქონე ძვირფასი ქვაა, რომელიც იცავს ინფექციური დაავადებებისგან. ოპალი, როგორც თილისმა ან ავგაროზი, ყველა წამოწყებაში წარმატების საწინდარია, თუმცა ერთი პირობით, თუ მისი მფლობელი კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს საკუთარ თავში ეგოიზმი და სიმდიდრისადმი მისწრაფება.

მაგრამ თუ ადამიანი არ არის მყარი პიროვნება და არასტაბილური ხასიათითაც გამოირჩევა, უმჯობესია თავი შეიკავოს ოპალის ტარებისგან.

ოპალს წინასწარმეტყველებისა და გარშემო მყოფ ადამიანთა გონებაზე ტელეპატური მოქმედების უნარი გააჩნია. ნერვებაშლილი ადამიანისთვის ოპალის ტარება არ არის რეკომენდებული, არ შეიძლება მისი გაჩუქებაც, რადგან იგი იწვევს შურის გრძობას გამჩუქებლის მიმართ.

ოპალი იმედისა და ერთგულების ქვაა, თუმცა ღალატისა და კაპრიზის სიმბოლოსაც წარმოადგენს.

ლაზურიტი - მუქი ლურჯი, იისფერი ან ღია ცისფერი გაუმჭირვალე ქვაა, იგი გულახდილობისა და გულწრფელობის სიმბოლოდ ითვლება, ევროპაში მიიჩნევდნენ, რომ ლაზურიტი ოჯახში კეთილდღეობისა და წარმატების მომტანი იყო.

ლაზურიტი, არბილებს და ნაკლებად შესამჩნევს ხდის სისუსტეებს, რომელიც დამახასიათებელია სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, მაგალითად არასაკმარის გამძლეობას, ცვალებადობას მეგობრობასა და სიყვარულში.

ლაზურიტი წმენდს არა მარტო მთელს ორგანიზმს, არამედ ადამიანის ენერგეტიკასა და ბიოველს. ადრე მას შხამიანი ქვეწარმავლების, მორიელის და გველის შხამის საწინააღმდეგო საშუალებად იყენებდნენ. ლაზურიტის ქვის, ან სამკაულის ტარება რეკომენდებულია კანის, თვალის დაავადების, ეპილეფსიით, ალერგიით, რევმატიზმით, დერმატიტით დაავადებული ადამიანებისთვის.

სასწორის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანებისთვის, არ არის რეკომედებული ონიქსის ტარება.

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ