მიმდინარეობს საიტის მიგრაცია!

 
წერილის გაგზავნა!
თემატიკა
ქალბატონებს მამაკაცებს ბავშვთა სამყარო ლიტერატურა ჯანმრთელობა ფსიქოლოგია სექსი ბიზნესი შოპინგი მოდა ეტიკეტი რელიგია შეუცნობელი ავტო+ ენციკლოპედიები საიტის შესახებ
 
 

პოეზია
პოეზია - ცნობილი ავტორები

 

თაფლის შესახებ
ყველაფერი თაფლის შესახებ




საიტების მონეტიზაცია

ფული ინტერნეტით
ფული ინტერნეტით

 

 

ვებ კატალოგი
ვებ-კატალოგი - Aura.Ge

 
  ნანახია 22201 - ჯერ |  
შრიფტის ზომა

 

 

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ»» ადამიანის თმა შედგება 50,65% ნახშირბადისგან, 20,85% ჟანგბადისგან. 17,14% აზოტისგან, 6,36% წყალბადისგან და 5% გოგირდისაგან. თმები ასევე შეიცავს მაგნიუმს, რკინას, ქრომს და სხვა მეტალებსა თუ მინერალებს;

 

»» ადამიანის თმა იზრდება საშუალოდ ნახევარი სანტიმეტრით თვეში. დღის განმავლობაში თმები იზრდება 0,4 მმ-ით, თვის განმავლობაში - 1,2 სმ-ით. წლის განმავლობაში - 15-16 სმ-ით;

 

»» ადამიანის კანის 95% დაფარულია თმით. თმა არ იზრდება მხოლოდ ხელისგულებზე და ფეხისგულებზე. კანის დანარჩენი ნაწილი დაფარულია თმებით და თუნდაც უმნიშვნელო, მაგრამ მაინც - ღინღლით;

 

»» თმა ძირითადად შედგება ცილებისგან (97%)., ხოლო დანარჩენი 3% წყალია;

 

»» თმა ადამიანის თავზე განლაგებულია სიხშირით - 250-400 ღერი ერთ კვადრატულ სანტიმეტრზე;

 

»» ყველაზე სწრაფად თმა იზრდება 15-30 წლის ასაკში. თმების ზრდა ნელდება 50 წლის ასაკიდან;

 

»» თმა ჯანმრთელად და ლამაზად გამოიყურება, თუ სისხლის მიმოქცევა აქტიურია, თუ იგი დარღვეულია, თმები თხელდება და ზიანდება;

 

»» თმა ქალებს უფრო სწრაფად ეზრდებათ, ვიდრე მამაკაცებს. თმები ყველაზე სწრაფად იზრდება დილით და საღამოს, დღის სხვა მონაკვეთში მათი ზრდა შენელებულია. ღამით თმები საერთოდ არ იზრდება.

 

»» თმა, ისევე როგორც ბუნება, იღვიძებს და უფრო სწრაფად იზრდება გაზაფხულზე და ზაფხულში, ვიდრე ზამთარში;

 

»» შერეული ტიპის თმები შეიცავს 14-მდე სხვადასხვა ქიმიურ ელემენტს, მათ შორის ოქროს;

 

»» 13 დღეა საჭირო იმისთვის, რომ თმა გათეთრდეს სტრესის ან შოკის გამო;

 

»» ადამიანის მთელს სხეულზე განთავსებულია დაახლოებით 5 მილიონი თმის ფოლიკულა, ბევრი მათგანი ცოცხალია, ბევრმა კი უკვე დაასრულა სიცოცხლის ციკლი;

 

»» მსოფლიოში ნატურალური ქერების რაოდენობა შეადგენს მხოლოდ 2%-ს. ნატურალური ჟღალთმიანების რაოდენობა 3%-ს. დანარჩენები შავთმიანები, წაბლისფერთმიანები, წითურები და მელოტები არიან;

 

»» ადამიანს, ყველაზე გრძელი თმა ეზრდებათ 14-17 წლის ასაკში. ასაკის მომატებასთან ერთად თმა უფრო მეჩხერი და მოკლე ხდება;

 

»» ადამიანებს, რომლებიც მელოტდებიან, თმა სცვივათ იმავე სიხშირით, რა სიხშირითაც სცვივათ მათ, ვინც სიმელოტეს არ უჩივის. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათ აღარ ამოსდით ახალი თმები;

 

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ 2»» თმის სიცოცხლის ხანგრძლივობა საშუალოდ 4-7 წელია, რის შემდეგაც იგი ცვივა და მის ადგილზე ამოდის ახალი თმა; თმა მამაკაცების თავზე ცოცხლობს დაახლოებით 2 წელი, ქალების თავზე კი 5 წელი;

 

»» ქალის ნაწნავი შედგება დაახლოებით 200 000 თმის ღერისგან. ასეთ, საშუალოსტატისტიკურ ნაწნავს, შეუძლია გაუძლოს 20 ტონამდე დატვირთვას. ცნობილია, რომ უძველეს ხანაში ქალის თმებისგან ამზადებდნენ თოკებს, რომელთა საშუალებითაც ხდებოდა უმძიმესი ტვირთების აწევა.

 

»» თმას ტენის შეწოვის თვისება გააჩნია, თითოეულ თმის ღერს შეუძლია შეიწოვოს წყლის ის რაოდენობა, რომელიც მისი მასის ერთი მესამედის ტოლია;

 

»» ზრდასრულ ადამიანს დღეღამეში სცვივა დაახლოებით 75-200 ღერი თმა;

 

»» ადამიანის წამწამები ასრულებს იგივე ფუნქციას, რასაც კატის ულვაშები. მაგალითად იწყებს ვიბრირებას მწერის მიახლოების დროს;

 

»» ხუჭუჭა თმა დამოკიდებულია თავის კანში თმის ფესვის აგებულებაზე. რაც უფრო მოღუნულია თმის ფესვი, მით უფრო მეტი ხვეულები აქვს თმის ღერს;

 

»» თმის რაოდენობა თავზე დამოკიდებულია თმის ფერზე. წითურებს თავზე დაახლოებით 80 000 ღერი თმა აქვთ, შავთმიანებს - 100 000, ქერებს - 150 000. თუმცა ამავე დროს წითურების თმა გაცილებით უფრო სქელია;

 

»» მთელს სხეულზე არსებული თმა რომ ერთ თმის ღერად გააერთიანო, წუთის განმავლობაში იგი გაიზრდებოდა 115 მილიმეტრით, 10 წუთში - 116 სმ-ით, 1 საათში - 7 მეტრით, 1 დღეში კი 168 მეტრით;

 

»» პირველად, ადამიანის თავზე თმა ჩნდება მუცლადყოფნის პერიოდში, როცა ნაყოფის ასაკი 4-5 თვეა;

 

»» თმის უჯრედების დაყოფა ხდება ყოველ 12 საათში;

 

»» თმა ძალიან მტკიცეა, სიმტკიცით იგი ალუმინს უტოლდება. ერთი თმის ღერს შეუძლია გაუძლოს 200 გრ-მდე დატვირთვას. მთელი თმა კი ადვილად გაუძლებს ორ აფრიკულ სპილოს (თითოეული სპილო იწონის საშუალოდ 6 ტონას);

 

»» თმის ღერს ზამბარის ფუნქცია გააჩნია. მშრალი თმა შეიძლება გაიწელოს მისი სიგრძის ერთი მესამედით ან ერთი მეხუთედით, ხოლო სველი თმის გაწელვა კი მისი სიგრძის 50%-ითაა შესაძლებელი. გაწელვის შემდეგ თმას შეუძლია დაუბრუნდეს თავის პირვანდელ მდგომარეობას;

 

»» თმის დაბანის ოპტიმალური ტემპერატურაა - 35-40 გრადუსი;

 

»» შავკანიანი ადამიანების თმის სისქე თითქმის 3-ჯერ მეტია, ვიდრე თეთრკანიანებისა;

 

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ 3»» მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმის მფლობელი - მამაკაცია. ეს არის ვიეტნამელი ტრან ვან ჰეი. მისი "კულულების" სიგრძე 6,7 მეტრია.

შედარებისთვის, უნდა ავღნიშნოთ, რომ ყველაზე გრძელი თმის მფლობელი ქალი ასევე აზიელი, ჩინელი ქსი ქვიპინგი, რომლის თმების სიგრძე 5,6 მეტრია;

 

»» წითური ადამიანების ყველაზე დიდი კონცენტრაცია არის შოტლანდიაში. ისინი მოსახლეობის 13%-ს შეადგენენ;

 

»» თმის ბოლქვს გააჩნია სიცოცხლის სამი ფაზა:

ზრდის ფაზა (ანაგენი) - ამ დროს თმა იზრდება 2-5 წლის განმავლობაში;

გარდამავალი ფაზა (კათაგენი) - 3-4 თვე

სიმშვიდის (მიძინების) ფაზა (ტელოგენი) – დაახლოებით 2 კვირა;

 

»» ადამიანის თმის 80-90% იმყოფება ზრდის სტადიაში. მიძინების სტადიაშია თმების დაახლოებით 10-15%  და სიცოცხლის ციკლს ასრულებს მხოლოდ 1-2%;

 

»» თმას არ უყვარს ტუტე შემადგენლობები, თუმცა საკმაოდ მდგრადია სუსტი (არა ძლიერი) მჟავების ზემოქმედების მიმართ;

 

»» თმის ღერი ფლობს ძალიან ბევრ ინფორმაციას ადამიანზე. მისი საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს: რეგიონი, რომელშიც იგი ცხოვრობს, მოიხმარს თუ არა ნარკოტიკებს, როგორია მისი საკვები რაციონი და ა.შ. ასევე შეიძლება გაირკვეს ბევრი ფაქტორი ადამიანის გენეტიკიდან;

 

»» ქერტლის საწინააღმდეგო შამპუნების უმეტესობა მავნებელ ზემოქმედებას ახდენს თმებზე. ისინი არა კურნავს, არამედ ნიღბავს ქერტლს თხევადი ცვილით, რითაც აზიანებს მის სტრუქტურას;

 

»» იმისათვის, რომ თმა ძლიერი და ჯანმრთელი იყოს, რაციონში უნდა შედიოდეს: კვერცხი, სტაფილო, ორაგული, ქორფა მწვანე ბოსტნეული, С და D ვიტამინები;

 

»» მამაკაცების 60-70% -ს აქვს პრობლემები თმების ცვენასთან დაკავშირებით. ქალებში ეს მაჩვენებელი 25-40%-ია. რადგან მათი თმა 2 მმ-ით უფრო ღრმად ზის კანში, ვიდრე მამაკაცებისა;

 

საინტერესო ფაქტები თმის შესახებ 4»» თმის ცვენა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონალური ფონის დარღვევებით, აგრეთვე სხვადასხვა გარემო ფაქტორებით: უხარისხო წყალი, დაბინძურებული ჰაერი, სხვადასხვა ხელოვნური საკვები დანამატები, გენეტიკური ფაქტორები და ა.შ;

 

»» თმის ცვენა შეუძლია გამოიწვიოს 300-ზე მეტი დასახელების მედიკამენტს;


»» ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ ადამიანები, რომლებიც ატარებენ მოკლე ვარცხნილობას, როგორც წესი, უფრო აგრესიულები და შეუპოვრები არიან. ამას გარდა უფრო ხშირად ახასიათებთ იმპულსური საქციელის გამოვლინება.


»» მიიჩნევა, რომ ზედმეტი თმების მოცილების სურვილი, დევს ადამიანის ქვეცნობიერში. ჩვეულებრივ, ვარცხნილობის კარდინალური ცვლილება, დაკავშირებულია ცხოვრების სტილისა და წესის შეცვლის სურვილთან;


იხილეთ: ყველაფერი თმის შესახებ

 
 
 

 
 
 
  • რეკლამა
  • ჰორო
  • ტესტები

ორსულობის შესახებ
ყველაფერი ორსულობის შესახებ

 

ოცხანური საფერე

თალიზი - Aura.Ge

 

როგორ გავიზარდოთ?
როგორ გავიზარდოთ სიმაღლეში

გონივრული არჩევანი
საყოფაცხოვრებო ტექნიკა - Aura.Ge

წყლის შესახებ